Jump to content

POKEMAN

წევრი
  • Posts

    873
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by POKEMAN

  1. მეც ვუყურე მაგ იგრას კობიმ რა თქმა უნდა კარგად ითამაშა მაგრამ მწვრთნელს მოსდის ბევრი აშიბკები მთელი გუნდი აწყობილია კობიზე ეგრეც უნდა იყოს მაგრამ ყველა შეტევაში ბურთს კობის აწვდიან კობი ხან აგდებს ხან ვერა გუნდურად არ თამაშობენ და ინდივიდუალურად კიდე ფაქტიურად წარმოუდგენელია მიზნის მიღწევა როგორც კომენტატორები ამბობდნენ კლივლენდსაც ეგრე ათამაშებდაო ოღონდ იქ ლებრონზე იყო თამაში აწყობილი თუნდაც აგერ ჰოვარდი მთელი გუნდი ეგ არის მაგრადაც უბერავს მაგრამ გარეშემო არ უვარგა იგროკები როგორც კობის თავის თავად გაზოლის გამოკლებით ისე ნიუ ჯერსიში თუ გადავიდა ავტომატურად დაუსვავს წერტილს ჰოვარდი დალასში თუ გადავიდა კარგი იქნება მაგრამ ცოტათი გვიანი ეგ რომ ერთი 4 წლის უკან ყოფილიყო ძალიან კარგი იქნებოდა ჩემი აზრით ლეიკერსია ყველაზე კარგი ვარიანტი გაზოლი მძიმე ფორვარდის პოზიციაზე და ჰოვარდი ცენტრზე იდეალური იქნება ამას კიდე დავუმატოთ ბაინუმი და კობის გენიალური თამაში მინიმუმ 2 წელი და მაქსიმუმ 4 უძლიერესი გუნდი იქნება ისე კლიპერსი თიმბერვოლვსის შეხვედრა ჩავიწერე და ვეღარ მოვასწარი ყურება ხვალ ვუყურებ უძლიერესი თამაში ყოფილა თურმე როგორიც მავერიკსი კლიპერსის შეხვედრა იყო
  2. რამოდენიმე საათის წინ შევცვალი ჩემი არჩეული ყველა ვარსკვლავის მოთამაშეები ბლეიკ გრიფინი შევცვალე ლამარკუს ოლდრიჯით დანარჩენი იგივენაერად დავტოვე ადრე როგორც ავირჩიე ისე არასწორედ არის გაკეთებული ეგ გამოკითხვა ეხლა მაგალითად კევინ ლავი ბლეიკ გრიფინი ლამარკუს ოლდრიჯი აი ეს სამი ადამიანი ავირჩიე მაგ პოზიციაზე მაგრამ კონკრეტულად ამ სამიდან ვერც ერთს ვერ გამოვყობ მამენტ დაჟე ნავიცკიც მოიაზრება მაგ პოზიციაზე უნდა იყოს მანდ დროის განაწილება ვის რამდენ სათამაშო დროს მიცემდი და ძალიან მარტივად გავანაწილებდი დროს და აღარ ვიდარდებდი დარწმუნებული ვარ არა მარტო მე ჩავარდი ასეთ მდგომარეობაში
  3. მართალი ხარ მეც ვუყურე მაგ თამაშს ჩემი აზრით მაგარი უინტერესო იგრა იყო კობის და ლებრონის ხათრით ვუყურებდი თორე ისე თამაშის ხარისხი ნოლის ტოლი იყო სანახაობრივადაც არ იყო მთლად კარგი რამოდენიკე ჩატენვას და ლამაზ სროლებს თუ არ ჩავთვლით ლებრონი მხეც ფორმაშია მთელი გუნდი ეგ არის აი მაგითი განსხვავდება ლებრონი ყველა კალათბურთელისაგან ბურთს ეგ ხსნის ეგ აგდებს და შედეგიან გადაცემებს ეგ აკეთებს ბლოკებშიც არაუშავს და ჩაჭრებშიც ნორმალურია უნივერსალური კალათბურთელია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით კობიმ ვერ ითამაშა ისე როგორც საჭირო იყო თორე ზოგისთვის მასე თამაში სანატრელია ზოგისთვის კი არა უმეტესობისთვის ხო ჯორდანს უთქვამს რამოდენიმე დღის წინ რომ ჩემთან შედარების უფლება მხოლოდ კობის აქვსო მართალიც არის ლებრონი და ვეიდი კი არიან მაგათ დონეზე მაგრამ კობი და ჯორდანი სასტიკად გვანან ერთმანეთს რაშიც გინდა მოძრაობებში განსაკუთრებით ტიტულებით ცოტა უკლია კობის კობიც იმ პოზიციაზე თამაშობს რაზეც კორდანი მოკლედ ჯორდანი ტყუილად სიტყვებს არ ისვრის და ვეთანხმებით თუ არა ჩვენზე უკეთ კი იცის მაგან კალათბურთი სხვა კალათბურთელი რომ იყოს მაგ დონის იგივე ვეიდი და ჯეიმსი აუცილებლად იტყოდა მაგრამ რაც თქვა ზემოთ დავწერე უკვე ასე რომ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ
  4. რამოდენიმე საათის წინ შევედი ნბა ს ოფიციალურ საიტზე და წავიკითხე რომ ვეიდი გამოტოვებსო თამაშსო მაგრამ არაუშავს ლებრონი კობის წინააღმდეგ ერთი ერთზე რჩებიან და მემგონი ეს უფრო კარგია
  5. ხო ვეიდმა ორჯერ მიიღო ამ სეზონში უკვე ტრამვა და ლებრონმა ერთხელ რაღაც არა მგონია რომ გამოტოვოს ვეიდმა ეს თამაში სან ანტონიოსთან გამოტოვა უკვე და მაგიტომ ვუყურე მავერიკსი კლიპერსის შეხვედრას ერთ ერთი საუკეთესო თამაში იყო ამ სეზონზე რაც კი მინახავს ამი არ ყურება ცოდვის ტოლფასია ბილაფსი და ვილიამსი იყვნენ შეუდარებლები კლიპერსიდან და მავერიკსიდან ვესტი და რა თქმა უნდა ნავიცკი ბოლოს აგებდა მავერიკსი და ტერიმ ამოქაჩა ლიჩნად მთელი თამაში არ ჩანდა და ბოლოს გამოიჩინა თავი და თან როგორ მერე წინაც გაიყვანა ტერიმ ისევ და სულ ბოლოს ბილაფსმა მიიღო ბურთი და ჩააგდო კიდევაც სასწაული შეხვედრა იყო ესეთი თამაშები არც თუ ისე ხშირად არის ხოლმე და ყველას ვურჩევ რომ უყუროს
  6. ეხლა ვუყურე სან ანტონიო ორლანდოს შეხვედრას ჯმჯ ზე ჟორჟმა დაწერა უკვე დასაწერი ამ თამაშზე და მე აღარ დავწერ ეხლა ვიწერ კლიპერსი მავერიკსის შეხვედრას დამიჯერეთ გადაწერეთ არ ინანებთ ხო ისე სასწაული მოხდა ვაშინგტონმა დაამარცხა ოკლაჰომა კიდევ პორტლანდს მოუგო ატლანტამ და ფაჩულიამ ნორმალურად ითამაშა მეც ვათენებ დღეს მე WWW.USAGOALS.COM გადის პირდაპირში თამაშები მაგრამ ცუდი ხარისხით ანახებენ და არ ვუყურებ ხოლმე ხვალ ისედაც ანახებენ ჯმჯ ზე კაკრაზ და არ გამოვტოვებ არანაერად და თქვენც გირჩევთ რომ არ გამოტოვოთ თუ შეგიძლია დანტექს დაწერე სად უყურებ პირდაპირში თამაშებს და არის თუ არა კარგი ხარისხის ჩვენება წესით ვეიდი უნდა იყოს თამაშზე წინა თამაში სან ანტონიოსთან გამოტოვა და ალბათ ეხლა იქნება არამგონია რამე სერიოზული ტრამვა ქონდეს და არც აქვს მაგრამ ექიმებმა თუ ურჩიეს რომ არ გამოვიდეს მოედანზე არამგონია რომ გამოვიდეს მე ვიმედოვნებ რომ გამოვა და გაცილებით საიტერესო თამაში იქნება დარწმუნებული ვარ ფაქტიურად მთელ ლიგაში სამი ყველაზე მაგარი კალათბურთელის ჯახი იქნება
  7. ვახ გავგიჟდები ტო ვერსად ვერ ვნახე ეგ სეივ ფოლდერი ამ უსერში კიდე აპპ დატა არ არის არც ჩემთან და არც ჩემი ძმის კომპიუტერზე აბა ერთი შენთან ნახე ეგრე არის თუ არა ?
  8. კარგი თამაშების მეტი რა არის კაცო რასაც ქვია მხეცი სეზონია მაგ თამაშებს შენ რასაც იწერ მარტო ლეიკერსი დალასი და სან ანტონიო გადმოწერო ეგ სჯობს და ორლანდო ნიქსის ნაცვლად ორლანდო გოლდენ სთეითი ჩაიწერო
  9. კარგი მაშინ მე მაინც გიბსონას დაგიძახებ თორე ეგ რაღაც ახალი ხილი ჩემთვის :D
  10. შენ რომელი ხარ კაცო გიბსონა ვიცი მე და გიბბონა ნაღდად არა :D
  11. ეხლა შევავსე ALL STAR ის მოთამაშეების სია აი ასე დავალაგე EAST დერიკ როუზი დვეინ ვეიდი კარმელო ენტონი ლებრონ ჯეიმსი და დვაით ჰოვარდი არანაერად არ შეიძლება კარმელოს ამოგდება მშვენიერად გაქაჩავს ლებრონი მძიმე თავდამსხმელის პოზიციაზე სიმაღლეც უწყობს მას ამას ხელს და შესაძლებლობებიც იგივე მოხსნები არანაკლები აქვს ვიდრე ნებისმიერ მძიმე თავდამსხმელ სპეციალურად შევამოწმე ისე კარმელო თუ არა ძალიან რთული იქნება მაშინ მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ვინ დადგება მაგის არჩევა ალბათ ან ბოში ან სტადემაიორი ან ბარნიანი იქნებიან მაგ პოზიციაზე აი აქედან რომელი მაგის თქმა ნამდვილად გამიჭირდება აი ასე დავალაგე WEST კრის პოლი კობი ბრაიანტი კევინ დიურანტი ბლეიკ გრიფინი და ენდრიუ ბაინუმი ძალიან გამიჭირდა ლამარკუს ოლდრიჯსა და ბლეიკ გრიფინს შორის არჩევანის გაკეთება უბრალოდ სტატისტიკა შევამოწმე ორივე კალათბურთელის და სტატისტიკის ხარჯზე ავირჩიე ბლეიკ გრიფინი თორე ლამარკუ ოლდრიჯი არაფრით არ ჩამოუვარდება მას კიდევ კარგი რომ სტატისტიკა შევამოწმე თორე ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი რომელი ამერჩია ასევე ენდრიუ ბაინუმი ამერჩია თუ მარკ გაზოლი და აქაც სტატისტიკა შევამოწმე და მაგიტომ ავირჩიე ენდრიუ ბაინუმი ხო ეხლა ვიყავი ნბა ს ოფიციალურ საიტზე და შაკის და ჩარლს ბარკლის დებატები იყო უფრო სწორად რაღაც გადაცემა რომ მიყავთ ჩარლს ბარკლის შაკს და კიდევ ერთი თუ ორი კაცია მაგ გადაცემის წამყვანი და ეგენი ზუსტად არ ვიცი ვინ არიან ხო და ჩარლს ბარკლიმ კითხვა დაუსვა შაკს ჰოვარდზე და ბაინუმზე და შაკმა უთხრა რომ ბაინუმი არისო რეალური სუფთა ცენტრიო მერე ჩარლზ ბარკლიმ დაიწყო ჰოვარდის ქება დიდება მაგრამ შაკი მაინც თავისას აწვებოდა და გარკვეულ წილად მართალია ბაინუმი კლასიკური ცენტრია ჰოვარდი კიდე მრავალ ფეროვანი ფაქტიურად ეს თქვა შაკმა რაშიც მე ვეთანხმები
  12. მაგარი რამე აღმოვაჩინე მაგ ონლაინში ჩემი ძმის კომპიუტერზე ვიჯექი და მაქედან შეგიძლია რუსტერის ჩაწერა მოთამაშეების გუნდების და კიდევ რაღაც რაღაცეების მაქედან განვაახლე ტუსტერი ჩემი ძმის კომპიუტერზე და განახლდა ჩვეულებრივ შენ საიდან განაახლე გიბსონ თუ შეგიძლია მითხარი და როგორ ანუ ის რუსტერის ფაილი სად უნდა ჩავაგდო დაინსტალირებულ სადაც მაქვს თამაში მანდ ? შენ როგორც განაახლე შეგიძლია დამიწერო ?
  13. ვუყურე სანა ანტონიო მაიამის შეხვედრას გარდამტეხი ქულები ლებრონმა მოიტანა და რეალურად ლებრონმა მოიგო მერე როცა გუნდი გატეხა ლებრონის თამაშმა მილერმა გამოიჩინა თავი და თან ძალიან კარგადაც საბოლოო ჯამში ამოატრიალა თამაში მაიამიმ და თავზეც გადაუარა ხო ჯმჯ ზე ანახებენ ხვალ სან ანტონიო ორლანდოს შეხვედრას და ზეგ კიდე ლეიკერსი მაიამის შეხვედრას ორივე საინტერესო თამაში იქნება მაგრამ მეორე მირჩევნია მე პირადად
  14. გარკვეულ წილად მართალი ხარ ეხლა ეს რუსტერი ჩავიწერო და მერე დაინსტალირებულ პაპკაში ჩავაგდო ?
  15. რა შუაშია კაცო მე სულ სხვა რამე ვიგულისხმე ქაუნთერში მარტივად შედიხარ სერვერზე და სხვა თამაშებში კიდე ვერა მე იმის თქმა მინდა რომ ქაუნთერში როგორც შედიხარ სერვერზე ისე შედიოდე სხვა თამაშებშიც მე არც ვადარებ ამ თამაშს და ქაუნთერ ეგ უბრალოდ უაზრობა იქნება მაგაში მართალი ხარ არა ლეგალურად შევდივარ მაგრამ ადამიანი ეგეთია არასოდეს კმაყოფილდება იმით რაც აქვს ისე რომ ვიყიდო აღარ გამიჭედავს თუ მაგას აზრი არ აქვს ?
  16. მეც ვითამაშე და არ მომეწონა აშკარად დასახვეწია ისე მე გამთამაშებელი ვიყავი კრის პოლით ვთამაშობდი მერე დამიწერა ინტერნეტი არ ყოფნისო და გამომაგდო კაცო ყველაზე მარტივი ონლაინი აქვს ქაუნთერს და რატომ აწვალებენ ხალხს გააკეთონ რა მარტივად რომ შეხვიდე და ითამაშო ონლაინში ანუ უპრობლემოდ როგორც ქაუნთერშია ალბათ ვერ ახერხებენ ან რავიცი რავიცი ფაქტია რომ ყველა თამაშში ჩალიჩი უნდა ონლაინში სათამაშოდ და მერე ისიც ან ითამაშებ ან ვერა ასე რატომ ჭედავს მაინც ვერ გავიგე ინტერნეტის ბრალია თუ კომპიუტერის და შეიძლება თუ არა რომ გრაფიკა დაუწიო ან აუწიო თუ ავტომატურად აყენებს ?
  17. ვუყურე დალასი ლეიკერსის შეხვედრას კობიმ ისე ვეღარ ითამაშა როგორც წინა ოთხ თამაშში მაგრამ არც თუ ისე ცუდად ითამაშა ნავიცკიმ კარგად ითამაშა ტერიმაც კარგად ითამაშა და გადამწყვეტ მომენტში ზუსტად ტერიმ ჩააგდო ბურთი და გაათანაბრა ანგარიში მერე ფიშერის გამოცდილებამ ივარგა და მოიგეს ფიშერის გადამწყვეტი ბურთის ხარჯზე ლეიკერსმა ხვალ მაგარი თამაში იქნება ჯმჯ ზე სან ანტონიო მაიამის წინააღმდეგ და არ გამოტოვოთ
  18. მე დიდად ვერ ვერკვევი თამაშებში ახალი დაწყებული მაქვს გეიმინგი ეგ კრაკი რომ მაგ ვერსიაში არ ჩავაგდო რომელიც შენ დადე ეგრე შეიძლება ?
  19. ზემოთ დაგიწერე ჟორჟ რომ მაიამიმ მსაჯების შეცდომების გამო წააგო თამაშები ჯერ მაიამის არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია და არც გამოვტოვებ და კიდევ ერთხელ გეუბნები მსაჯებს მაგარი აშიბკები მოუვიდათ და მაგიტომაც აქვთ ცუდი შედეგი ეხლა ვუყურე ოკლაჰამა ბოსტონის შეხვედრას ჯმჯ ზე კაკრაზ დიურანტმა მაგრად ითამაშა მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ვესტბრუკმა ჩააგდო ბურთები და რეალურად ვესტბრუკმა მოიგო ეგ თამაში ისე მაგარი დაბერებულები არიან ბოსტონის ლომები გარნეტმა იმისთანა ბურთები გამაზა ფარ ქვეშ რომ მეც ჩავაგდებდი და თან არა ერთი სიბერე მაინც თავისას შვება ეხლა მაქვს ჩაწერილი ლეიკერსი დალასი ეგეც მაგარი თამაში იყო მითუმეტეს წინა პლეიოფებში დალასმა გაანადგურა რასაც ქვია ლეიკერსი დალასმა ოთხით ნოლი მოუგო წინა პლეიოფებში და მითუმეტეს მეოთხე თამაში იყო სამარცხვინო ლეიკერსისთვის სამ ქულიანებიდით თავზე ლაფი დაასხეს და გააფარჩაკეს რასაც ქვია გირჩევთ რომ გადაწეროთ არ ვიტყვი ვინ მოიგო მაგრამ გეუბნებით ძალიან მაგარი შეხვედრა იყო მე არ მჭირს მაგ ანგარიშებზე გართულება მაგრამ შეიძლება თქვენ არ გევასებათ ანგარიში რომ იცით და ისე რომ უყურებთ მე დაჟე პირიქით ვარ რომ ვიცი უფრო უკეთესად ვუყურებ ხო და ვისაც გინდათ სიამოვნება გადაწერეთ საერთოდ ასე დავწერ ხოლმე ვისაც გადაწერა მოგინდებათ რამე თამაშის თუ საინტერესო იქნება დავწერ აუცილებლად მაგრამ ანგარიშს არ დავწერ
  20. არ არანაერი პრობლემა არ არის არ შევალ იმ მაი პლეიერში და მორჩა შევალ იმაში რომელთიაც ვთამაშობ მაიპლეიერს ხო ერთი აგვიხსენი როგორ შევით მულტი პლეიერში
  21. ვუყურე ლეიკერსი კლიპერსის შეხვედრას ძალიან მაგარი თამაში იყო კობიმ როგორც გითხარით 42 ქულა გააკეთა დაგლიჯა რასაც ქვია მაგრამ გრიფინმაც მაგრად ითამაშა და კრის პოლმა ხო საერთოდ გადამწყვეტ მომენტებში ყარა სამ ქულიანები და მოიგეს კიდეც მაგრამ მაიკ ბრაუნმა ვერაფერი ვერ ქნა საერთოდ ეგეთ მომენტებში მწვრთნელმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას მაგრამ მარტო კობის ათამაშებდა მთელი გუნდი კობი იყო ბურთს დაიჭერდენ თუ არა ეგრევე კობის აძლევდნენ გადაცემას არა რა თქმა უნდა კობიმ ძალიან მაგრად ითამაშა მაგრამ მწვრთნელის ხელი არ ეტყობოდ გუნდს ხო კიდევ ორლანდო ნიუ იორკის შეხვედრას ვუყურე ჯმჯ ზე კაკრაზ და თან პირდაპირში იყო ესეც კარგი იგრა იყო კარმელო ენტონიმ მაგრად ითამაშა მაგრამ ორლანდოში ანდერსონმა ითამაშა ძალიან მაგრად სამ ქულიანებით ამოტენა კიდევ თურქ ოღლუმ ითამაშა კარგად ამანაც გადამწყვეტ მომენტებში კარგად ითამაშა ჰოვარდმა საერთოდ ვერ ითამაშა ჩენდლერმა მაგრად გადაკეტა და ოაქტიურად არც ჩანდა ჰოვარდი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეგ ვნახე კაკრაზ მაგრამ ხმა როგორ უნდა მივცე არ ვიცი და იქნებ მითხრათ ძალიან მაგარი შეხვედრები იყო გიბსონ ოღონდ ჯმჯ ზე არა ჯმჯ ზე ერთი ორი თამაში იყო მაგარი ეგ ჩიკაგომ რომ წააგო იმის ბრალია რომ ორუზი დამტვრეული ყავდათ და ტრამვის გამო არ თამაშობდა დარწმუნებული ვარ როუზი რომ ყოფილიყო მოედანზე სხვა თამაში იქნებოდა მაიამიმ თავიდან ძალიან მაგრად დაიწყო ჟორჟ სერია მაგრამ მერე მსაჯების შეცდომებმა წააგებინა ერთი ორი თამაში საერთოდ მაგათ ცენტრი ჭირდებათ ძალიან სუსტი ცენტრია ენტონი ფაჩულიას დონეც არ არის რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მაიამიმ ფაჩულიას რონის ცენტრი რომ დააყენონ მეტი არც არის საჭირო ფაქტიურად წაუგებელი გუნდი იქნება დარწმუნებული ვარ მაგრამ რათ გინდა გამთამაშებლები შემოიმატეს არა კარგი გამთამაშებლებიც არიან მაგრამ ცენტრი უფრო ჭირდება მაიამის ვიდრე გამთამაშებელი ზუსტად საერთო ჯამში ცენტრის უქონლობის გამოა მაიამის წარუმატებელი სერია
  22. დამავიწყდა დამეწერა მაიამი დენვერის იგრას ვუყურე ესეც კარგი იგრა იყო ლებრონმა მაგრად ითამაშა თუმცა დენვერმაც ხოშიანად შეუბერა ლავსონმა ჩაყარა გადამწყვეტ მომენტებში ბურთები მსაჯების შეცდომებზე თვალს თუ დავხუჭავთ დენცერმა სამართლიანად გაიმარჯვა მაგრამ თუ ობიექტურად შევხედავთ მსაჯების შეცდომებს შესაძლებელი იქნებოდა მაიამის მოგება
  23. ვუყურე ორლანდო გოლდენ სთეითის შეხვედრას ჰოვარდმა 45 ქულა და 23 მოხსნა გააკეთა პირველად თავის კარიერაში 40 ქულა ან მეტი და 20 მოხსნა ან მეტი გააკეთა ხო რეკორდი მოხსნა ნბა სი თამაშში ნასროლი საჯარიმოების 39 ჯერ ისროლა და 21 ჩააგდო კიდევ ლეიკერსის და კლივლენდის შეხვედრას ვუყურე კობიმ 42 ქულა გააკეთა და 3 თამაშში ზედიზედ გააკეთა 40 ქულა ან მეტი ხო კიდევ 1 თამაშში გააკეთა 42 ქულა კობიმ შემდეგ თამაშში ანუ კლიპერსთან ხო კობიმ 2003 წელს 9 თამაშში მოიტანა 40 ქულა ან მეტი ხო და შეიძლება ეხლაც მოიტანოს უკვე 4 თამაშში გადააბა და გამორიცხული არ არის მოკლედ მაგარი სეზონია მაგრად მსიამოვნებს ყურება რომ არა გიბსონი და ჟორჟი ეხლა ვიჯდებოდი ჯმჯ ზე და ვინ იცის რაღაც სულელურ თამაშებს ვუყურებდი ოღონდ ზოგს ისე რამოდენიმე მხევი იგრა ჯმჯ ზეც ანახეს მოკლედ დიდი მადლობა ჟორჟ და გიბსონ კიდევ ერთხელ
  24. ერთი გაუგებარი რამ არის ამ თამაშში მოკლედ წავშალე მაი პლეიერი და თამაშში მეორე შესვლაზე ჰოუმ ფეიჯზე მიგდებს მაი პლეიერის სურათს მერე ვაჭერ და მეუბნება სეივ ფაილ ის უნავაილაბლე და შემდეგ ისევ ამას რომ ვაჭერ ქრება ის სურათი და როგორც უნდა იყოს ისე არის ანუ სულ რომ არ გაქ შექმინი აი ეგრე მერე შევდივარ მაი პლეიერში საიდანაც უნდა შეხვიდე ანუ მაი პლეიერ და მერე ლოად რომ არის აი მანდ მანდ კიდე მიწერს რომ არ არისო ნაპოვნიო სეივ ფაილიო მერე ვცადე და გავაკეთე ახალი მაი პლეიერი ყველაფერი გაკეთდა ჩვეულებრივ უბრალოდ იგივე სახელი არ ერქმეოდა მაი პლეიერს მიწერდა რომ ასეთიო უკვე არსებობსო მერე სხვა სახელი დავარქვი და ვითამაშე მერე გამოვედი თამაშიდან ისევ შევედი და მერე ჰოუმ ფეიჯზე ყველაფერი ნორმალურად იყო მაგრამ ლოად მაი პლეიერზე არა ისევ ლოად მაი პლეიერზე ამომიგდო წინა შექმინილი მაი პლეიერი მოკლედ აღარ ვიცი რა ვქნა იქნებ რამე მირჩიოთ ხო სეივ ფაილი ვერსად ვერ ვნახე თამაში სადაც მაქვს დაინსტალირებული მანდაც ვერ ვნახე შესაბამისად ვერც რუსტერი განვაახლე ვცადე და ჩავაგდე ეგ რუსტერი დაინსტალირებული სადაც მაქვს თამაში მერე რუსტერი გადავარესტარტე თამაშში და არ განაახლა თქვენთან სად არის ეგ სეივ ფაილი ?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.