POKEMAN
წევრი-
Posts
873 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
1
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by POKEMAN
-
კარგი მაშინ მე მაინც გიბსონას დაგიძახებ თორე ეგ რაღაც ახალი ხილი ჩემთვის :D
-
შენ რომელი ხარ კაცო გიბსონა ვიცი მე და გიბბონა ნაღდად არა :D
-
ეხლა შევავსე ALL STAR ის მოთამაშეების სია აი ასე დავალაგე EAST დერიკ როუზი დვეინ ვეიდი კარმელო ენტონი ლებრონ ჯეიმსი და დვაით ჰოვარდი არანაერად არ შეიძლება კარმელოს ამოგდება მშვენიერად გაქაჩავს ლებრონი მძიმე თავდამსხმელის პოზიციაზე სიმაღლეც უწყობს მას ამას ხელს და შესაძლებლობებიც იგივე მოხსნები არანაკლები აქვს ვიდრე ნებისმიერ მძიმე თავდამსხმელ სპეციალურად შევამოწმე ისე კარმელო თუ არა ძალიან რთული იქნება მაშინ მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ვინ დადგება მაგის არჩევა ალბათ ან ბოში ან სტადემაიორი ან ბარნიანი იქნებიან მაგ პოზიციაზე აი აქედან რომელი მაგის თქმა ნამდვილად გამიჭირდება აი ასე დავალაგე WEST კრის პოლი კობი ბრაიანტი კევინ დიურანტი ბლეიკ გრიფინი და ენდრიუ ბაინუმი ძალიან გამიჭირდა ლამარკუს ოლდრიჯსა და ბლეიკ გრიფინს შორის არჩევანის გაკეთება უბრალოდ სტატისტიკა შევამოწმე ორივე კალათბურთელის და სტატისტიკის ხარჯზე ავირჩიე ბლეიკ გრიფინი თორე ლამარკუ ოლდრიჯი არაფრით არ ჩამოუვარდება მას კიდევ კარგი რომ სტატისტიკა შევამოწმე თორე ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი რომელი ამერჩია ასევე ენდრიუ ბაინუმი ამერჩია თუ მარკ გაზოლი და აქაც სტატისტიკა შევამოწმე და მაგიტომ ავირჩიე ენდრიუ ბაინუმი ხო ეხლა ვიყავი ნბა ს ოფიციალურ საიტზე და შაკის და ჩარლს ბარკლის დებატები იყო უფრო სწორად რაღაც გადაცემა რომ მიყავთ ჩარლს ბარკლის შაკს და კიდევ ერთი თუ ორი კაცია მაგ გადაცემის წამყვანი და ეგენი ზუსტად არ ვიცი ვინ არიან ხო და ჩარლს ბარკლიმ კითხვა დაუსვა შაკს ჰოვარდზე და ბაინუმზე და შაკმა უთხრა რომ ბაინუმი არისო რეალური სუფთა ცენტრიო მერე ჩარლზ ბარკლიმ დაიწყო ჰოვარდის ქება დიდება მაგრამ შაკი მაინც თავისას აწვებოდა და გარკვეულ წილად მართალია ბაინუმი კლასიკური ცენტრია ჰოვარდი კიდე მრავალ ფეროვანი ფაქტიურად ეს თქვა შაკმა რაშიც მე ვეთანხმები
-
ვუყურე სანა ანტონიო მაიამის შეხვედრას გარდამტეხი ქულები ლებრონმა მოიტანა და რეალურად ლებრონმა მოიგო მერე როცა გუნდი გატეხა ლებრონის თამაშმა მილერმა გამოიჩინა თავი და თან ძალიან კარგადაც საბოლოო ჯამში ამოატრიალა თამაში მაიამიმ და თავზეც გადაუარა ხო ჯმჯ ზე ანახებენ ხვალ სან ანტონიო ორლანდოს შეხვედრას და ზეგ კიდე ლეიკერსი მაიამის შეხვედრას ორივე საინტერესო თამაში იქნება მაგრამ მეორე მირჩევნია მე პირადად
-
ვუყურე დალასი ლეიკერსის შეხვედრას კობიმ ისე ვეღარ ითამაშა როგორც წინა ოთხ თამაშში მაგრამ არც თუ ისე ცუდად ითამაშა ნავიცკიმ კარგად ითამაშა ტერიმაც კარგად ითამაშა და გადამწყვეტ მომენტში ზუსტად ტერიმ ჩააგდო ბურთი და გაათანაბრა ანგარიში მერე ფიშერის გამოცდილებამ ივარგა და მოიგეს ფიშერის გადამწყვეტი ბურთის ხარჯზე ლეიკერსმა ხვალ მაგარი თამაში იქნება ჯმჯ ზე სან ანტონიო მაიამის წინააღმდეგ და არ გამოტოვოთ
-
ზემოთ დაგიწერე ჟორჟ რომ მაიამიმ მსაჯების შეცდომების გამო წააგო თამაშები ჯერ მაიამის არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია და არც გამოვტოვებ და კიდევ ერთხელ გეუბნები მსაჯებს მაგარი აშიბკები მოუვიდათ და მაგიტომაც აქვთ ცუდი შედეგი ეხლა ვუყურე ოკლაჰამა ბოსტონის შეხვედრას ჯმჯ ზე კაკრაზ დიურანტმა მაგრად ითამაშა მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ვესტბრუკმა ჩააგდო ბურთები და რეალურად ვესტბრუკმა მოიგო ეგ თამაში ისე მაგარი დაბერებულები არიან ბოსტონის ლომები გარნეტმა იმისთანა ბურთები გამაზა ფარ ქვეშ რომ მეც ჩავაგდებდი და თან არა ერთი სიბერე მაინც თავისას შვება ეხლა მაქვს ჩაწერილი ლეიკერსი დალასი ეგეც მაგარი თამაში იყო მითუმეტეს წინა პლეიოფებში დალასმა გაანადგურა რასაც ქვია ლეიკერსი დალასმა ოთხით ნოლი მოუგო წინა პლეიოფებში და მითუმეტეს მეოთხე თამაში იყო სამარცხვინო ლეიკერსისთვის სამ ქულიანებიდით თავზე ლაფი დაასხეს და გააფარჩაკეს რასაც ქვია გირჩევთ რომ გადაწეროთ არ ვიტყვი ვინ მოიგო მაგრამ გეუბნებით ძალიან მაგარი შეხვედრა იყო მე არ მჭირს მაგ ანგარიშებზე გართულება მაგრამ შეიძლება თქვენ არ გევასებათ ანგარიში რომ იცით და ისე რომ უყურებთ მე დაჟე პირიქით ვარ რომ ვიცი უფრო უკეთესად ვუყურებ ხო და ვისაც გინდათ სიამოვნება გადაწერეთ საერთოდ ასე დავწერ ხოლმე ვისაც გადაწერა მოგინდებათ რამე თამაშის თუ საინტერესო იქნება დავწერ აუცილებლად მაგრამ ანგარიშს არ დავწერ
-
ვუყურე ლეიკერსი კლიპერსის შეხვედრას ძალიან მაგარი თამაში იყო კობიმ როგორც გითხარით 42 ქულა გააკეთა დაგლიჯა რასაც ქვია მაგრამ გრიფინმაც მაგრად ითამაშა და კრის პოლმა ხო საერთოდ გადამწყვეტ მომენტებში ყარა სამ ქულიანები და მოიგეს კიდეც მაგრამ მაიკ ბრაუნმა ვერაფერი ვერ ქნა საერთოდ ეგეთ მომენტებში მწვრთნელმაც თავისი სიტყვა უნდა თქვას მაგრამ მარტო კობის ათამაშებდა მთელი გუნდი კობი იყო ბურთს დაიჭერდენ თუ არა ეგრევე კობის აძლევდნენ გადაცემას არა რა თქმა უნდა კობიმ ძალიან მაგრად ითამაშა მაგრამ მწვრთნელის ხელი არ ეტყობოდ გუნდს ხო კიდევ ორლანდო ნიუ იორკის შეხვედრას ვუყურე ჯმჯ ზე კაკრაზ და თან პირდაპირში იყო ესეც კარგი იგრა იყო კარმელო ენტონიმ მაგრად ითამაშა მაგრამ ორლანდოში ანდერსონმა ითამაშა ძალიან მაგრად სამ ქულიანებით ამოტენა კიდევ თურქ ოღლუმ ითამაშა კარგად ამანაც გადამწყვეტ მომენტებში კარგად ითამაშა ჰოვარდმა საერთოდ ვერ ითამაშა ჩენდლერმა მაგრად გადაკეტა და ოაქტიურად არც ჩანდა ჰოვარდი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეგ ვნახე კაკრაზ მაგრამ ხმა როგორ უნდა მივცე არ ვიცი და იქნებ მითხრათ ძალიან მაგარი შეხვედრები იყო გიბსონ ოღონდ ჯმჯ ზე არა ჯმჯ ზე ერთი ორი თამაში იყო მაგარი ეგ ჩიკაგომ რომ წააგო იმის ბრალია რომ ორუზი დამტვრეული ყავდათ და ტრამვის გამო არ თამაშობდა დარწმუნებული ვარ როუზი რომ ყოფილიყო მოედანზე სხვა თამაში იქნებოდა მაიამიმ თავიდან ძალიან მაგრად დაიწყო ჟორჟ სერია მაგრამ მერე მსაჯების შეცდომებმა წააგებინა ერთი ორი თამაში საერთოდ მაგათ ცენტრი ჭირდებათ ძალიან სუსტი ცენტრია ენტონი ფაჩულიას დონეც არ არის რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მაიამიმ ფაჩულიას რონის ცენტრი რომ დააყენონ მეტი არც არის საჭირო ფაქტიურად წაუგებელი გუნდი იქნება დარწმუნებული ვარ მაგრამ რათ გინდა გამთამაშებლები შემოიმატეს არა კარგი გამთამაშებლებიც არიან მაგრამ ცენტრი უფრო ჭირდება მაიამის ვიდრე გამთამაშებელი ზუსტად საერთო ჯამში ცენტრის უქონლობის გამოა მაიამის წარუმატებელი სერია
-
დამავიწყდა დამეწერა მაიამი დენვერის იგრას ვუყურე ესეც კარგი იგრა იყო ლებრონმა მაგრად ითამაშა თუმცა დენვერმაც ხოშიანად შეუბერა ლავსონმა ჩაყარა გადამწყვეტ მომენტებში ბურთები მსაჯების შეცდომებზე თვალს თუ დავხუჭავთ დენცერმა სამართლიანად გაიმარჯვა მაგრამ თუ ობიექტურად შევხედავთ მსაჯების შეცდომებს შესაძლებელი იქნებოდა მაიამის მოგება
-
ვუყურე ორლანდო გოლდენ სთეითის შეხვედრას ჰოვარდმა 45 ქულა და 23 მოხსნა გააკეთა პირველად თავის კარიერაში 40 ქულა ან მეტი და 20 მოხსნა ან მეტი გააკეთა ხო რეკორდი მოხსნა ნბა სი თამაშში ნასროლი საჯარიმოების 39 ჯერ ისროლა და 21 ჩააგდო კიდევ ლეიკერსის და კლივლენდის შეხვედრას ვუყურე კობიმ 42 ქულა გააკეთა და 3 თამაშში ზედიზედ გააკეთა 40 ქულა ან მეტი ხო კიდევ 1 თამაშში გააკეთა 42 ქულა კობიმ შემდეგ თამაშში ანუ კლიპერსთან ხო კობიმ 2003 წელს 9 თამაშში მოიტანა 40 ქულა ან მეტი ხო და შეიძლება ეხლაც მოიტანოს უკვე 4 თამაშში გადააბა და გამორიცხული არ არის მოკლედ მაგარი სეზონია მაგრად მსიამოვნებს ყურება რომ არა გიბსონი და ჟორჟი ეხლა ვიჯდებოდი ჯმჯ ზე და ვინ იცის რაღაც სულელურ თამაშებს ვუყურებდი ოღონდ ზოგს ისე რამოდენიმე მხევი იგრა ჯმჯ ზეც ანახეს მოკლედ დიდი მადლობა ჟორჟ და გიბსონ კიდევ ერთხელ
-
ვუყურე მაიამი კლიპერსის შეხვედრას მაგარი თამაში იყო მაგრამ მსაჯებს მოუვიდათ შეცდომები და თან გადამწყვეტ მომენტებში ჯერ კიდევ ძირითადი დროის დასრულებამდე მაიამი იგებდა და ლებრონს მისცეს სამ ქულიანი ჯარიმა არა და ლებრონი საერთოდ არ შეხებია მოწინააღმდეგეს მერე დამატებითი დრო დაინიშნა და იქ ბოშს არ ჩაუთვალეს დაღმავალი ბურთი და თან ესეც გადამწყვეტ მომენტში ისე კი კრის პოლმა ითამაშა ძაან მაგრად გრიფინმაც კარგად ითამაშა საერთო ჯამში მიუხედავათ მსაჯების შეცდომებისა ლებრონმა გადამწყვეტ მომენტში ერთი საჯარიმო ქულა ააცილა არა და ეგ რომ ჩაეგდო მოიგებდნენ მაგრამ მსაჯების შეცდომების ფონზე ეს არაფერია კიდევ ლეიკერსი იუტას შეხვედრა ვუყურე ესეც მხეცი იგრა იყო კობი შეუდარებელი იყო და 40 ქულა მოიტანა აქაც დამატებითი დრო დაინიშნა მაგრამ მსაჯებს არაფეირი არ შეშლიათ ჩოტკათ იმსაჯეს კობიმ წინა თამაშში 48 ქულა გააკეთა ამ თამაშში 40 ქულა და მემგონი აღარც არის მეტის დაწერა საჭირო ხვალ ჩავიწერ ორლანდო და გოლდენ სთეითის შეხვედრას ჰოვარმა 45 ქულა და 23 მოხსნა გააკეთა და მარტო ამის გამო ღირს მაგ თამაშის ყურება
-
ვუყურე მაიამი გოლდენ სთეითის თამაშს ძალიან მაგარი თამაში იყო ნეით რობინსონმა მოიგო ეგ თამაში თამაშის ძირითადი დროის დასრულებისას იგებდა მაიამი და ნეით რობინსონმა ამოუქაჩა მერე დაინიშნა დამატებითი დრო და იქ სამ ქულიანებით დაიბომბა მაიამი ხო მაშინ დამავიწყდა მეთქვა სან ანტონიო ოკლაჰომა რომ თამაშობდა მანუ ჯინობილის ხელი აქვს მოტეხილი და თვე ნახევარი ორი თვე ვერ დაეხმარება სან ანტონიოს რაც უდიდესი დანაკლისია სან ანტონიოსთვის კიდევ ერთი უძლიერესი თამაში გაიმართა ფოენიქსი ლოს ანჯელესის წინააღმდეგ მანდ კობიმ 48 ქულა მოიტანა ხო და თან კვირის საუკეთესო მოთამაშეც გახდა კობი და ლებრონიც ამ თამაშს უეჭველი ვნახავ დღესაც ვაპირებდი მაგრამ რაღაც ნაკლი ქონდა სრული ჩანაწერი არ იყო თუ რაღაც მაგდაგვარი და აღარ გადმოვწერე მერე ვნახავ თუ დადეს ან თუ დაიდება სრულ ყოფილი ჩანაწერი აუცილებლად გადმოვწერ
-
ვუყურე ნიუ იორკი ჩარლოტას შეხვედრას მაგარი იგრა იყო არ მეგონა ასეთი კარგი იგრა თუ იქნბოდა ეს ჩარლოტა ცუდი გუნდი არ ყოფილა მაიამისაც ნა რავნა ეთამაშა იქ უბრალოდ ვეიდმა ბოლო წამზე ჩასვა აქაც ნიუ იორკსაც ნა რავნა ეთამაშა და არც თუ ისე დიდი სხვაობით წააგეს დაჟე რამოდენიმე შეცდომა რომ არ დაეშვათ მოიგებაც შეეძლოთ ეს ახალ წვეული შუმპერტი კარგი მოთამაშეა თავდაჯერებულია და ზედმეტ მოძრაობებს არ აკეთებს აი ეს კემბა ვოლკერი პირველ ადგილზე კი არის ახალ წვეულებში მაგრამ აშკარად სტატისტიკაზე თამაშობს ინდივიდუალურ კალათ ბურთს უბერავს გუნდურს არა რაც საბოლოო ჯამში ცუდია მაგარი სასიამოვნო თამაში იყო მაგრად ვისიამოვნე მაგარი ჩატენვები უამრავი ალეი ოპ ები ვისაც გინდათ სიამოვნება მიიღოთ უყურეთ ამ თამაშს
-
გუშინ ვუყურე ოკლაჰომა სან ანტონიოს მაგარი უინტერესო თამაში იყო გადაუარა თავზე ოკლაჯომამ დაბერდა სამწუხაროდ სან ანტონიო დიურანტმა მაგრად ითამაშა ვეტბრკსაც არა უშავდა პარკერმა ვერ ითამაშა დანკანი ასაკში შევიდა და ერთი ჩვეულებრივი დონის მოთამაშესავით თამაშობდა დღეს იყო ნიუ იორკი ჩარლოტას თამაში ჯმჯ ზე და გამოვტოვე ხვალ გადავახვევ და ვუყურებ
-
დღეს ვუყურე მაიამი ნიუ ჯერსის შეხვედრას ძალიან მაგარი თამაში იყო ეფქტური ჩატენვები ალეი ოპ ები არ ვიცი მე ეს ლებრონი უძლიერეს ფორმაშია უბრალოდ ვერ იჭერენ პირველ ნახევარში 22 ქულა გააკეთა და არა მარტო ქულა თავისი მოხსნები შედეგიანი გადაცემები და ასე შემდეგ სამწუხაროდ ვეიდი ისევ ტრამვირებულია მაგრამ ლებრონი ისე თამაშობს როგორიც ზედმეტ სახელი აქვს ხვალ მაიამი არ თამაშობს მაგრამ არც თუ ისე ცუდი თამაშებია ჩემი აზრით ყველაზე კარგი იგრა ოკლაჰომა სან ანტონიო არის ხვალ ოკლაჰომა სან ანტონიოს ანახებენ კაკრაზ ჯმჯ ზე და ალბათ ვუყურებ
-
ზუსტად ეგ ვნახე ნბა ს ოფიციალურ საიტზე გამოკითხვა იყო თუ ვინ გახდებოდა მვპ ამ სეზონის ჩამონათვალში იყვნენ ლებრონი როუზი დიურანტი და კობი ხალხის უმრავლესობამ ხმა ლებრონს მისცა მაგ თამაშს ვუყურე მაიამი ლებრონის და ვეიდის გარეშე უბერავდნენ მარტო ბოში იყო და გადამწყვეტ მომენტებში კარგადაც ითამაშა სხვათა შორის არ მეგონა სამი დამატებითი დრო დაინიშნა არა და ძირითადი დროის დასრულებამდე სამი ქულით იგებდა ატლატა მაგრამ ბოშმა გაუშვა რამოდენიმე წამით ადრე სამიანი და ჩააგდო მერე დაინიშნა სამი დამატებითი დრო და მესამე დამატებით დროში ატლანტას დაცვამ არ ივარგა ჩელმერსი აგულავეს და კარგი შესვლებიც გააკეთა მერე სამიანიც ჩაუგდო და ბოლოს უკვე ვეღარ ამოუქაჩა ატლანტამ მაიამის დღეს ვუყურე ჩიკაგო ორლანდოს მანდ დენგმა ითამაშა კარგად და კაილ კორვერმა როუზმაც მაგრამ მთლად მაგრადაც ვერ ითამაშა გადამწყვეტ მომენტებში კაი კორვერი და დენგი გამოირჩეოდნენ სხვათა შორის ჰოვარდმა ძალიან მაგრად ითამაშა მაგრამ ორლანდოში მარტო ჰოვარდი იღეს თავის თავზე თამაშს და სხვები კიდე არ არიან მთლად მხეცი შემსრულებლები ბოლოს ჩიკაგომ მოუგო და საკმაოდ დამაჯერებლადაც
-
ეხლა ვუყურე ინდიანა მაიამის შეხვედრას ეს ლებრონი ვერ გავიგე რამ გაამწარა ყველა თამაშში გლიჯავს ხო თან ეხლა თავისი კარიერის რეკორდი მოხსნა 7 თამაშში 179 ქულა მოიტანა ნუ არ ვიცი რეები არ გააკეთა ტრამვა მიიღო და მერე ვაბშე გადაირია სამმაგი დუბლი გააკეთა და რა ვიცი ცენტრიც ეგ იყო გამთამაშებელიც და მთელი გუნდი იმედია ეგრე გააგრძელებს ვეიდმა გამოტოვა თამაში მარცხენა ფეხის ტრამვის გამო იმედია დღეს ატლანტასთამ ითამაშებს თამაშს რაც შეეხება ერთი სიტყვით გადაუარა მაიამმ ინდიანას მეტის თქმა არ არის საჭირო
-
ეხლა ვუყურე ატლანტა მაიამის შეხვედრას კარგი თამაში იყო ლებრონი როგორც ყოველთვის შეუდარებელი იყო კიდევ ბოშმა გამოიჩინა თავი აი ვეიდს კი არ ქონდა მთლად მაგარი იგრა ატლანტამ ხოშიანი გუნდური იგრა ითამაშა არავინ არ გამოირჩეოდა ყველა ერთ დონეზე უბერავდნენ თან ატლანტას ბენჩმაც კარგად ითამაშა მათ შორის ფაჩულიამაც რამდენი ხანიც გაატარა მოედანზე ნორმალურად ითამაშა ნუ დიდად თავი არ გამოუჩენია მაგრამ საშუალო დონეზე ითამაშა დღეს მაიამი ატლანტას მეორე შეხვედრა გაიმართება და კაკრაზ ჯმჯ ზე ანახებენ ხვალ მაგარი იგრა უნდა იყოს წესით მოგეხსენებათ 1 წაგება აქვს მაიამის და თან ატლანტასთან და ისიც საკუთარ მოედანზე და ეხლა ატლანტას მოედანზე იქნება თამაში ისე მე ძირითადად მაიამის თამაშებს ვიწერ მევასება ეგ გუნდი და მაგიტომ თუ ჯმჯ ზე არის ხოლმე მაიამის იგრა ჯმჯ ზე ვუყურებ ხოლმე ნუ გააჩნია ხანდახან სხვა კარგი იგრები თუ იჩითება ჯმჯ ზე ვუყურებ ხოლმე მაგრამ თუ ჯმჯ ზე არის თორემ ჩაწერით ძალიან იშვიათად ვიწერ
-
მართალი ხარ ჟორჟ ის სამი ტაიმი წვალებით ვუყურე მეოთხე კი ნამდვილად მესიამოვნა როუზმა ბოლოს ძალიან მაგრად ითამაშა თავისი ქულებით ასისთებით და ჯარიმებით ფაჩულიას რამოდენიმე შეცდომა მოუვიდა მაგრამ წინა თამაშში კარგად ითამაშა იმ დროსთან შედარებით რაც მოედანზე გაატარა მე მომწონს ზაზას თამაში იმ დროში რამდენი ხანიც ატარებს მოედანზე არც თუ ისე ცუდი შედეგი აქვს უბრალოდ ჰორფორდია მისი კონკურენტი და ჰორფორდი ზის ძირითადში ოკლაჰომა დალასის მეორე შეხვედრა ვნახე მაგარი უინტერესო იგრა იყო უბრალოდ მე ვიფიქრე პირველი შეხვედრის დონის იქნებათქო მაგრამ პირველი შეხვედრის 20 პროცენტიც კი არ ყოფილა კიდევ მაიამი ჩარლოტას მეორე შეხვედრა ვნახე ეხლა და სანახაოვრივი იგრა იყო არანაერი ინტერესი პირდაპირ გადაუარა მაიამიმ არა და პირველ იგრაში ნა რავნა ეთამაშებოდა ჩარლოტა მაგრად მომწონს ნორის კოული მაიამის გამთამაშებელი რატომღაც მგონია რომ ძალიან წინ წაიწევს რაღაცით ვეიდს გავს მოძრაობებში ეხლა სანახავი მაქვს ატლანტა მაიამი მაგას ჩავწერ ოღონდ ერთ რამეში გამარკვით უმეტეს გადმოსაწერ თამაშს მარცხნივ აქვს მწვანე პწიჩკა ატლანტა მაიამის და კიდევ რამოდენიმე თამაშს ეგ მწვანე პწიჩკა არ ქონდათ და თავი შევიკავე გადმოწერისაგან მაინტერესებს შეიძლება თუ არა მაგ თამაშების გადმოწერა რომლებსაც მარცხნივ მწვანე პწიჩკა არ აქვთ ?
-
მაიამი მინესოტას შეხვედრას ვუყურე ძალიან მაგრად ითამაშა ორივე გუნდმა რა თქმა უნდა ლებრონმა დაგლიჯა და თან ლებრონის დაბადების დღე იყო ასევე რიკი რუბიო ძალიან მაგარი ბიჭი აღმოჩნდა თურმე გენიალური კალათბურთელი სტივ ნეში ყოფილა მისი საყვარელი კალათბურთელი სხვათა შორის გავს კიდევაც რაღაცით ნეშს მაგრამ მაქამდე ჯერ ბევრი აქვს გასავლელი ნეშის დონემდე რომ მივიდეს ბოშმაც კარგად ითამაშა ასევე ვეიდმაც ბოლო წამებზე ვეიდმა გადამწყვეტი ბურთები ჩააგდო და ორივე თამაშში ჩარლოტასთანაც და მინესოტასთანაც ვეიდმა ჩააგდო გადამწყვეტი ბურთები მთლიანობაში კარგი იგრა იყო ეხლა ვნახავ მაიამი ჩარლოტას შეხვედრას ოღონდ ეს მეორე შეხვედრაა მაიამი ჩარლოტასი ისე ატლანტამ მოუგო მაიამის და დაასრულა მაიამი წაუგებელი სერია მაგ თამაშსაც ვნახავ ჯერ მაიამი ჩარლოტა მაქვს სანახავი და მერე მაგასაც ვნახავ
-
ვუყურე მაიამი ჩარლოტას შეხვედრას მაგარი იგრა იყო ლებრონმა ძალიან მაგრად ითამაშა ბოშმაც კარაგად ითამაშა ვეიდმა ტრამვა მიიღო და მაგიტომაც მოიტანა 10 ქულა მაგრამ სამაგიეროდ ბოლოში გამოვიდა და მაგან ჩააგდო გადამწყვეტი ბურთი და მოიგეს კიდეც ისე ჩარლოტამაც კარგად ითამაშა სუფთა გუნდურ იგრას უბერავდნენ და მაგიტომაც ითამაშეს კარგად მოკლედ მაიამი მაგარ ფორმაშია უბრალოდ ცენტრი ყავთ იმენა არ ვიცი რა მაგას ფაჩულია მირჩევნია ათი თავით ელემენტალურ შეცდომებს უშვებს ბურთის მოხსნის დროს დაცვაში ერთი ერთზე თამაშის დროს და საერთოდ ეგ გინდ ყოფილა გინდ არა ერთი ნორმალური ცენტრი რომ ყავდეთ ფაჩულიას დონის მეტი არც არის საჭირო დაუმარცხებელი გუნდი იქნებოდა
-
არა ალიენ არ ვარ დარეგისტრირებული მაგ ფორუმზე საერთოდ
-
მემგონი სადღაც 10 დოლარამდე ღირს არ არის საჭირო შენით გამოწერა თუ არ იცი გამოწერა მიდი ფირმაში საიდანაც აპირებ გამოწერას და იქიდანვე გამოგიწერენ ოღონდ რაღაც პროცენტს გამოგართმევენ მემგონი წონის თუ ფულის რამოდენიმე პროცენტს გართმევენ ერთი სიტყვით პრობლემა არ არის მაგის გამოწერა
-
ხო მაიამი მართლა მაგარ ფორმაშია ორი თამაში ვნახე უკვე მაიამის და ორიც ჩავწერე დღეს ბოლო ორში ბოლო წამებზე მოიგეს მიმოხილვა რომ ვნახე ოკლაჰომა დალასი ვნახე აი ეგ იყო ძალიან მაგარი შეცვედრა ჯმჯ ზე ვნახე კაკრაზ და გამოვშტერდი ძალიან ცოტა იყო დარჩენილი და დიურანტმა სამიანი ჩაუშვა და მოიგეს კიდეც რასაც ქვია მხეცი იგრა იყო გაგიკვირდებათ და მაიამი დღესაც თამაშობს ხო და თან ჩარლოტას ხვდება წინა თამაში მაქვს კაკრაზ ჩაწერილი ვეიდმა ბოლო წამზე რომ ჩაუგდო მაიამის ჯერ თამაში არ წაუგია ჩარლოტასთანაც ბოლო წამზე ჩაუგდო ვეიდმა და მინესოტასთანაც ორივე თამაში ჩაწერილი მაქვს მანამდე რაც ითამაშა მაიამიმ ჯმჯ ზე ვნახე ასე რომ გირჩევთ ოკლაჰომა დალასის შეხვედრა ნახოთ მაიამი ჩარლოტასი და მაიამი მინესოტასი ეს სამი მემგონი ყველაზე მაგარი თამაშებია რაც სეზონი დაიწყო დღეს უბრალოდ ახალი წელია და შეიძლება ვერ ვუყურო მაიამი ჩარლოტას და მაიამი მინესოტას შეხვედრას და ხვალ აუცილებლად ვნახავ იმედია მეორე შეხვედრაც დაიდება მაიამი ჩარლოტასი დღეს რომ იქნება მაგასაც აუცილებლად ჩავწერ
-
მაგათ მემგონი მოედანზე ძინავთ ან რამე ეგეთი ვერ გამიგია ან ამდენ ფრენას სად ასწრებენ ან რავი რა მაგათი ცხოვრებისას რას გაიგებ ხო ზუსტად ორ დღე ნახევარში გამოსდით ერთი თამაში ანუ მთელი სისხლი ჩანთხლეული აქვთ კალათბურთზე მაგიტომ არიან ეგეთი მაგრები
-
ეტოოს მახაჩკალაში 22 მილიონ ევროს თუ დოლარს უხდიან და რას არ წავიდოდა თან უკვე ასაკში იყო ისე მაგრად კი მევასებოდა
