Jump to content

მათე

მოდერატორი
  • Posts

    15278
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    128

Everything posted by მათე

  1. ნულიდან დავაყენე ვიცი რო აფგრეიდი არ ვარგა. არა გადავხედე და windows 10 მეტს მოიხმარსო ყველას უწერია. ნუ არც გამკვირვებია ვერაფერს ვერ აკონტროლებ. ყველაფერი დავთიშე და SSD-ზე გავაკეთე ოპტიმიზაცია და მისით ჩაირთო ზოგი რამ. არ მევასება რა ეს windows თამაშები აღარ მაქვს და სისტემა მინდა სრულად მემორჩილებოდეს და სწრაფი და უსაფრთხო იყოს. Linux-ს რაც შეეხება ეხლა vmware-ში 40 MB-იანი Mini ubuntu დავაყენე და მხოლოდ ის მოდულები მინდა დავამატო რასაც ვიყენებ და დამჭირდება. ძალიან შრომატევადი სამუშაო იქნეა მარა დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარ შედეგს მომცემს ენერგიისმხრივ. ხალხი წერს რო ეგეთი bloatware-სგან გასუფთავებული სისტემები მინიმუმ 5.2 w-მდე ჩამოდიანო. average 7.3 w ხოლო 2 ბირთვზე დატვირთვაზე 17 w-ზე ადისო. ენერგოდაზოგვებით. ამ წუთას მე რო დავტესტე უბუნტუ 28 w-ზე ავიდა youtube-ზე 1080p ვიდეოზე. მოკლედ ubuntu-ს უნდა მოვეშვა და გადავიდე სხვა ვერსიაზე. lubuntu კაი იქნება ვფიქრობ თუ ჩემით არ გამომივიდა აწყობა მაშინ lubuntu-ს დავაყენებ. 3D აჩქარებას არ იყენებს გარსი და ზოგადად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ეგ VMware-ში რო ვაყენებ ეტყობა სისტემას. 3D აჩქარებას თუ არ ჩართავ ubuntu და elementary OS ჭედავდა ხოლო lubuntu დაფრინავდა ისედაც. ვცდი მოგვიანებით მაგასაც ჯერ ვიჩალიჩო ჩემს ვერსიაზე.
  2. Intel Broadwell-E Specifications Leaked – Core i7-6950X Rocks 10 Cores and 20 Threads 999 $ ეღირებაო. ვაი ვინც 5960x-ში გადაყარა 999$ ეს მაგას საკმაოდ აჯობებს, ნუ ჯერ არქიტექტურით და მერე სად 20 ნაკადი და სად 16 cashe-ც 5 MB-თ მეტი აქვს და ოფიციალურად 2400 MHZ RAM უწერია ნუ უკეთესი მემორი კონტროლერი ექნება მაინც ახალი თაობაა.
  3. არის მაგის ხერხები და ბევრი ვიჩალიჩე მარა იმ windows7-ს შედეგს ვერ დაეწია მაინც. ეხლა ubuntu MATE უნდა ვცადო Unity ჭამს მანდ საკმაოდ თავის 3d რაღაცებით. ეგეც თუ არ გაამართლებს გადავალ elementary OS-ზე.
  4. ვინმეს ნოუთბუქზე გიყენიათ 10? ელემნტის ხანგრძლივობაში რას ამჩნევთ გაუმჯობესდა თუ გაუარესდა სიტუაცია? მოკლედ windows -ებს შორის ვატარებ შეჯიბრს რომელზე ქაჩავს მეტ ხანს ბატარეაზე ჩემი ნოუთი. ხოდა windows 10 მიყენია ეხლა. Intel_ს გრაფიკის კონტროლ პანელში ვაფშე ყველაფერი ენერგოდაზოგვაზე მიყენია. ეკრანის ნათება 10% ვაფშე ყველაფერი სისტემის სეთინგებშიც მიყენია ენერგოდაზოგვაზე და power saving mode-ზე დგას ბატარეაც სულ ხოდა აი ასეთ გაუბედურებულ მდგომარეობაშიც კი ისეთი დატვირთვის ქვეშ რომელშიც იგივე Mac OSX Yosemite მიძლებდა 3 საათ ნახევარს ეს windows 10 ძლებს 2 საათსა და 50 წუთს. ერთი განსხვავებაა მხოლოდ mac-ზე wifi არ მუშაობდა ხოლო windows-ზე მუშაობს და wifi-ზე ვტესტავ (მაგრამ ამას განგებ ვაკეთებ რადგან mac HDD-ზე მეყენა ხოლო ეხლა windows 10 იყენია SSD-ზე SSD კი ნაკლებს მოიხმარს ვიდრე HDD და რო გავათანაბრო) ხვალ მაინც მივტესტავ wifi ამორთულზე windows 10-საც და დავწერ თუ როგორ გაძლებს იგივე დატვირთვის ქვეშ. ისე კი აშკარად windows 7 გაცილებით მეტ ხანს მიძლებდა როცა ვიყიდე მაშინ რაც ეყენა HDD-ზე + wifi. ეგეც დასატესტი მაქვს. უბრალოდ dual boot გადავწყვიტე ზოგჯერ საქმეს ჭირდება windows და ბარემ ყველაზე საუკეთესოს დავაყენებ ბატარეის პონტში. linux-ზე ცოტა უარესი სიტუაციაა ბატარეის მხრივ. მანდაც ვეძებ რამე კარგ დისტროს უბუნტუ + იუნითი საშინელებაა ბატარეისთვის.
  5. მე მაგალითად ოფიციალურ საიტს ვენდობოდი შენ ადგილას ანუ 4 GB max 2 x DIMM, Max. 4 GB, DDR2 1066(O.C.)/800/667 Non-ECC,Un-buffered Memory ჩემ ლეპტოპს მანუალშიც კი უწერია რო 16-ს მხარდაჭერა აქვს მაგრამ სინამდვილეში არ აქვს მხოლოდ i3-ს მოდელებზე მუშაობს 16 GB i5-ზე და i7_ზე არ მუშაობს, არ ვიცი რატომ მაგრამ ასეთი შეცდომაა დაშვებული მარა ოფიციალურ საიტზე ეგრევე შეასწორეს, როცა შევიდა პოსტების მაგის შესახებ feddback-ებში. ასე რომ მანდ ყველაზე სწორი ინფო უწერია.
  6. jailbrake უეჭველი დაგჭირდება მაგას აქვს ARM პროცესორი სავარაუდოდ თუ surface 2-ზეა საუბარი და არა surface 2 pro-ზე. მაგაზე უბუნტუ რო დააყენო signed bootloader უნდა თუ აქვს საერთოდ Ubuntu-ს uefi key-ები ARM პროცესორებისთვის (მგონია ექნება უკვე) მეორე პრობლემა ისაა რომ უბუნტუ-ს არ აქვს ARM არქიტექტურის Image-ები მოგიწევს შენით გაკეთება. როგორმე ეს რო გააკეთო და დააყენო მერე გექნება ბევრი პრობლემა დრაივერებთან და თითოეული უნდა მოაგვარო ხელით. თუ ამდენი Linux იცი მიაწექი, ხოლო თუ linux ვერ ერკვევი ჯობია ეგ ვარიანტი დაიკიდო. არის კიდევ ერთი ვარიანტი. სადმე ნახო კარგი გაიდი მაგის და ასევე გამზადებული Image და გამზადებული დრაივერები იმინა მაგ მოდელისთვის (თუ დევს სადმე საერთოდ) და მასე გააკეთო. წინასწარ გეტყვი რომ ელემენტის ხანგრძლივობა შეგიმცირდება, აი სიტყვაზე 5 საათს თუ ძლებდა 4 საათს გაგიძლებს უბუნტუ. გააჩნია იმ პრობლემებს რაც გექნება რამდენად კარგად მოაგვარებ.
  7. ECC memory არის სერვერის, მაგ მაზერზე მაგ ოპერატიულს ვერ დააყენებ, ასე რომ ტყუილად არ იყიდო.
  8. ჯერ ახალია ვაფშე ყველაფერი და იმედია მაგის ბრალია. AIDA 64-ს ბენჩი ნახე თუ ხედავს კარგად
  9. ხო ეგ გასაგებია მაგრამ ამ თემაში არ უნდა შეიძლებოდეს მაგ შედეგების დადება სიაში შესაყვანად. ანუ ბენჩში მონაწილეობას ვგულისხმობ. ესეც ჩემი SSD. არაფერი SSD ოპტიმიზაცია არ გამიკეთებია. mac-ს საინსტალაციო ფლეშკის გასაკეთებლად დავაყენე windows მხოლოდ და ბარემ დავბენჩე. ამაზონზე ვიყიდე 170 ლარი დაჯდა სულ ახალი
  10. windows 7 იყენია ამ წუთას. სანამ mac-ს საინსტალაციოს გავაკეთებ ფლეშკაზე (მაგისთვის დავაყენე windows 7) გავატარებ ამ ბენჩსაც. მარა ერთი რამ მიკვირს აქ samsung-ს მცდარი ქულები რატო იდება მაინც სიაში? 1200-ებს და 1300 MB/s-ებს რო დებს ხალხი samsung-ს SSD-თი ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რო საქმე samsung-ს აფერისტობაშია და უეცრად თეორიულად 750 MB/s-იანი ინტერფეისი SATA III არ იწყებს 1200 MB/s-თ მუშაობას სპეციალურად Samsung-ს SSD-სთვის. რაღაცა სოფტი აქვს და რო ჩართავ მარტო მერე წერს ეგეთ ტყუილ შედეგებს და აქ არ უნდა დაიშვებოდეს ეგ შედეგები :)
  11. გეოდეზისტი რა ტელეფონი გაქვს?
  12. მანდ 3200-ზე დგას ნამდვილად? თუ ასეა საკმაოდ სუსტი შედეგია ეს george-მა დადო 2216 MHZ-ზე DDR3-ზე თანაც 2 თაობით ძველ პროცესორზე 4770-ზე. გამტარობაში არც ისე დიდი სხვაობაა როგორც სიხშირეში ბოლო-ბოლო 1 GHZ-თ მაღლა დგას შენთან თან ახალ კონტროლერზე მაგრამ დაყოვნება აქვს საშინელზე საშინელი 150 ns რა ამბავია. მაგ დროს ნადვილად იგრძნობს ადამიანი განსხვავებით George-ს სკრინისგან სადაც დაყოვნება 50 ns-ია ანუ 3-ჯერ ნაკლები. ამას რო დაუმატო ის რომ DDR4 საკმაოდ მაღალზე უნდა იდგეს DDR3-ს dual-ს რო აჯობოს სადღაც 4300-4500-ზე მაინც, გამოდის რომ ნამდვილად არ ღირს ეხლა DDR4-ებში თანხის ყრა. დრო უნდა 4500-ზე რო ავლენ და იაფად იქნება ასევე დაყოვნება როცა დააკლდება მერე კიდე შეიძლება მაგის ყიდვა. ეხლა საშინელი შედეგი აქვს როგორც ჩანს. უფრო downgrade გამოდის ვიდრე upgrade. ალბათ GDDR4-ს ბედს გაიზიარებს... აგერ კიდევ ერთი შედეგი 2400-იანებით 3 თაობით ძველ პროცზე 3770k-ზე აქაც 50 ns-ია დაყოვნება და ოდნავ ნაკლები გამტარობა
  13. DK2-ზე დავწერე ზემოთ სამსახურში გვაქ და ნამდვილად არ ღირს ეხლა მაგის ყიდვა მარა სრულს ბევრად მაღალი რეზოლუცია ექნება და ნამდვილად მაგარი რამე იქნება იგრებში.
  14. AMD-მ მოიტყუაო როცა ბულდოზერზე თქვა 8 ბირთვიანიაო. შესაძლოა უჩივლონ ამის გამო. გამოიკვლიეს ეგ პროცესორი და ერთდროულად მხოლოდ 4 ბირთვი მუშAობს. 8 ბირთვს უნდა შეეძლოს 8 სამუშაოს ერთდროულად ჩატარება ის კი მხოლოდ 4-ს აკეთებს. აი რატომ არის ეგ პროცესორები ნაგვები და i3-ზე სუსტები იგრებში. თუნდაც 4.7 GHZ-ზეც ვერ წურავენ 660-ებს და 670-ებს. http://legalnewsline.com/stories/510646458-amd-faces-suit-over-alleged-misrepresentation-of-new-cpu
  15. გეთანხმები LG-ს მხოლოდ nexus სერია მომწონს ისიც 5 და 4 ჯერ-ჯერობით. 5x არ ვიცი როგორია ჯერ. მერე თვითონ მოტოროლა სადაა. სამსუნგი რო ნომერ პირველია დავა არ უნდა მაგას და მერეა სონი.
  16. oculus rift-ს სრული ვერსიის გამოსვლას დაელოდე. 3 მონიტორის ფასად კი იყიდი და ნებისმიერ მხარეს გაიხედავ მერე გაცილებით უკეთესი იქნება ჩემი აზრით 3 მონიტორზე. მითამაშია 3 მონიტორზე DK2 გვაქ სამსახურში და გამოსახულებას მაინც ეტყობა პიქსელები მიუხედავად იმისა რომ 1920x1080 ეკრანი უყენია Note 3-ს. ხოდა ამბობენ სრულს 2k ან 4k ექნებაო და იმაზე ძაან მაგარი იქნება გამოსახულებაც. ისე კი სხვადასხვა პროგებში ვნახეთ და შეგრძნება ძაან მაგარია. სადაც გინდა იყურები ყველგან ვირტუალური რეალობაა.
  17. i3 540-ს ინტეგრირებულზე ვგეიმერობდი ხოლმე ადრე გაჭირვებაში 17-იან მონიტორზე. მერე რაზგონი ვისწავლე და 733-დან 952-მდე ამყავდა ხოლმე მაგაში ჩემზე მეტი გამოცდილება არ გექნებათ 10-ობით თამაში მაქვს მაგაზე დახურული. crysis 1-ს და warhead-ს ჩათვლით. მაგარი ტანჯვა იყო მერე 8800 GTS დავითრიე და ამოვისუნთქე
  18. ეს არ ჯობია მაგ deal-ს? 350$-ად http://www.amazon.com/PlayStation-500GB-Console-Battlefront-Bundle-4/dp/B01574SORE/ref=sr_1_5?ie=UTF8&qid=1446757500&sr=8-5&keywords=sony+ps+4 უფრო ძლიერი კონსოლი + 60$-იანი Star Wars Battlefront (ამბობენ ძაან მაგარი თამაშიაო) ისე კარგია MS რო ცდილობს მაინც კონკურენცია გაუწიოს SONY-ს.
  19. Gogla1990დავდე ზემოთ უკვე ეგ მაგარი უაზრობაა რა. ასე იავნად თვალებში ნაცარის შეყრა. რეალურად ამის ნახევარიც არ ჭირდება ამ თამაშს, სულ ძალით ტენიან როგორმე მეტი და მეტი მოახმარებინონ იგრებს.
  20. ესაა ძაან მაგარი სისტემა? პოტენციალი აქვს მაგრამ ერთი ძაან დიდი პრობლემაა windows-ა
  21. გადავწერე, მომეწონა ვიზუალი, კარგი გაკეთებულია. ჩემი სუსტი მხარეა ვიზუალი. კოდშიც ვერ ვწყვეტ ვარსკვლავებს, მაგრამ იქ კიდე ვაკეთებ რაღაცებს. არ მაქვს უნიქარდი და არც ვიცი რა პონტია საერთოდ. რა ფასდაკლებები და საჩუქრები ან რამე თუ აქვს. გავიკითხავ და თუ რამე გამოვიყენებ სიამოვნებით მაგ აპს.
  22. სამუშაოზე ინვენტარის ბარკოდებია, მაგ აპს ვიყენებთ რო გავიგოთ ვიზე წერია მუშაა თუ არა ტექნიკა და ა.შ. ეხლა ჩაწერის ფუნქციაც უნდა დავამატო და სურათიდან წაკითხვისაც და ეგაა სრული კომპლექტი იქნება. მერე ცოტა უფრო სერიოზულ აპზე უნდა დავიწყო მუშაობა. ბევრად რთულზე და საჭიროზე. იმას google play-ზეც დავდებ ხალხისთვის იქნება თუ შევძელი გაკეთება. ხო რა მაინტერესებს მანდ დასადებად developer-ად უნდა დარეგისტრირდე ხო? და ეგ 25 $ ღირს როგორც ვიცი და სხვა გზით ხო არ შეიძLება რეგისტრაცია უფასოდ? შენი გაკეთებულია ეგ აპი? რას აკეთებს?
  23. არამგონია, გადავხედე და ნეტშიც ამას წერენ როგორც მე ვფიქრობდი HDD-ს ეგრევე გამორთვა იმიტომ აფუჭებდა რომ თავაკი ვერ ასწრებს მაგ დროს პლატერის ზედაპირიდან მოშორებას (შეხებით არ ეხება მაგრამ ძაან ახლოს დაფრინავს) და ეგრევე გათიშვის დროს ეს 5400 თუ 7200 ბრუნიანი რკინის დისკი უცებ ჩერდება რაც იწვევს გადატვირთვას, აი ბორბალი აიღე დაატრიალე ხელით და უცებ გააჩერე დიდი გადატვირთვაა ხოდა მაგის გამო ის თავაკი რომელიც რამდენიმე ნანომეტრის მოშორებითაა დისკისგან ეხებოდა ამ დროს მას (ზოგ შემთხვევებში) და აფუჭებდა დისკს. ეგ უკვე ბედ ბლოკია. SSD-ს კი ეგ პრობლემა არ აქვს. ასე რომ ენერგიის უცაბედი დაკარგვისას მაქსიმუმ რაიმე სახის მონაცემები დაზიანდეს და არა თავად SSD. ისე ზოგი თანამედროვე HDD საკმაოდ ჭკვინურადაა გაკეთებული. ამიტომ ისინი ეგრევე გამორთვისგან არ ზიანდებიან. ეგრევე გამორთვის დროს ის იყენებს ჯერ კიდევ მბრუნავ დისკს რათა მისი მოტორიდან მიიღოს ელექტოენერგია რომელიც თავაკს ყოფნის რომ გადავიდეს დისკის ზედაპირიდან. მოტორიდან ელექტროენერგიის გამომუშავება ძაან ადვილია უბრალოდ დაატრიალე ცოტა სწრაფად და მისი კაბელებიდან დენი აქეთ წამოვა. აქ მეორე საკითხია რომელ გამორთვას გულისხმობ. შტეფცელიდან ეგრევე გამოძრობას თუ Power ღილაკის 7-8 წამით დაჭერას. ეგრევე გამოძრობას აქვს თავისი საფრთხე და ასე მხოლოდ მაშინ უნდა მოიქცე თუ სისტემას სხვა სერიოზული ზიანი ემუქრება, მაგალითად სიტყვაზე სითხე გადაგესხა ან რამე ჩართულ კეისში ბოლტი ჩაგივარდა ან სხვა. ამ დროს რათქმაუნდა ეგრევე უნდა გამოაძრო დენიდან დაუფიქრებლად, მაგრამ თუ საშინლად გაჭედა ან რამე მოუვიდა ჯობია power ღილაკზე თითის 7-8 წამით დაჭერით გამორთო კომპიუტერი.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.