მათე
მოდერატორი-
Posts
15278 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
128
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by მათე
-
ახლა მოვედი კომპთან. მოკლედ nvidia_დან გადმოწერე დრაივერი. აქციე გამშვებად chmod +x "და იმ დრაივერის სრული მისამართი სახელიანად" მაგალითად თუ დესკტოპზე გაქვს chmod +x /home/$USER/Desktop/"ფაილის სახელი" სანამ დააყენებ xorg.conf ფაილი დააბექაფე cp /etc/X11/xorg.conf /etc/X11/xorg.conf.backup მერე დააჭირე ctrl + alt + F2-ს გაიარე ავტორიზაცია, გათიშე X სერვერი systemctl stop gdm და დააყენე დრაივერი "./დრაივერის სახელი" სადაც დრაივერია იმ პაპკიდან. შექმენი ეს ფაილი /etc/modprobe.d/nvidia-installer-disable-nouveau.conf შიგ ჩაწერე: blacklist nouveau options nouveau modeset=0 options nouveau.modeset=0 დამატებით აქაც გადახედე http://www.adonespitogo.com/articles/installing-nvidia-on-kali-2.0/ მსგავსი მეთოდით ვაყენებ ხოლმე უბუნტუზე და უმეტესად პრობლემების გარეშე ჩაივლის ხოლმე.
-
ნუ პირველ რიგში წაშალე დრაივერი. რომელი ვერსიის დრაივერი დააყენე და რა კარტა გაქვს?
-
ვინმე იყენებს მაგას? მე მქონდა ადრე windows 8 რო იყო ბეტა 25 GB მომცეს. თავიდან ეწერა მუდმივიაო და მერე უცებ ჩემიმცირეს. კიდევ კარგი MS-ს არ ვენდობი და არაფერი მქონდა ატვირთული. მაშინ skydrive ერქვა. არა რა ეს MS მართლა მაგარ საქმეს აკეთებს. საკუთარ მომხმარებლებს აძულებს თავს.
-
Linux ნელ-ნელა ხდება პოპულარული Desktop სეგმენტში. მიზეზად კი შეიძლება დასახელდეს Valve-ს მიერ მისი განვითარება როგორც gaming სისტემა. Steam OS-ს გამოშვებაც სწორედ ამაზე მიუთითებს. ასევე ბევრი ახალი თანამედროვე გრაფიკის მქონე თამაში გამოსულია linux-სთვისაც და ხდება ძველი თამაშების პორტირებაც. თითქმის ყველა თანამედროვე თამაშის ძრავს აქვს linux-ს მხარდაჭერა. Vulkan API-ს განვითარების გამო კი კიდევ უფრო სწრაფად მოხდება linux-ს gaming platform-ად გადაქცევა. შესაბამისად გაიზრდება linux-ს მომხმარებელთა რიცხვიც. მათ შორის რათქმაუნდა იქნებიან დამწყებები, რომელთაც მანამდე არც კი ჰქონდათ შეხება linux-თან და როცა აღმოაჩენენ რომ ზოგი პროგრამა რომელსაც ისინი windows-ზე ხმარობენ არ არსებობს linux-სთვის დაიბნევიან. ამიტომ გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა და შემომეთავაზებინა ასეთი პროგრამული უზრუნველყოფის ალტერნატივები linux-სთვის. ზოგი მათგანი არის free ან open source ან ორივე ერთად. free არ ნიშნავს მაინცდამაინც რომ open source_ცაა. ნაწილი არის cross platform-ლი. ანუ windows-ზეც და mac-ზეც შეგიძლიათ მისი გატესტვა. თემა იქნება მუდმივად განახლებადი. თუ რაიმე უფრო დახვეწილი ალტერნატივა გამოჩნდება მის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად დაემატება ამ თემას. შეგიძლიათ თემაში პოსტებიც დაწეროთ რაიმე სოფტის შემოთავაზებით. თუ თვლით რომ ის ღირსეული ალტერნატივაა windows only პროგრამის. მაშ ასე დავიწყოთ. $#^#(|დები მაქსიმალურად FOSS = Free and Open Source Software პროგრამები შემოგთავაზოთ. Microsoft Office -> LibreOffice https://www.libreoffice.org/download/download/ LibreOffice არის FOSS დაფუძნებულია OpenOffice-ზე, მაგრამ აქვს უფრო ბევრი feature. არის cross platform (Linux, Mac, Windows). Adobe Photoshop -> GIMP (GNU Image Manipulation Program) https://www.gimp.org/ GIMP-ც არის FOSS. ითვლება photoshop-ს საუკეთესო ალტერნატივად. არის cross platform (Linux, Mac, Windows). Adobe Illustrator -> Inkspace https://inkscape.org/en/ Inkspace არის FOSS. არის cross platform (Linux, Mac, Windows). Adobe Premiere/After Effects -> OpenShot და Lightworks http://www.openshot.org/ https://www.lwks.com/index.php?option=com_lwks&view=download&Itemid=206 OpenShot არის FOSS. საშუალო დონის მომხმარებლისთვის იდიალური არჩევანია რადგან არის მარტივი მოსახმარი. არის cross platform (Linux, Mac, Windows). არ შემეძლო აქ არ მეხსენებინა Lightworks. ეს არ არის FOSS, თუმცა მას გააჩნია free ვერსია. 2010-ში დაანონსდა open source ვერსიაც. free ვერსია შეზღუდულია და მას მხოლოდ 720p ვიდეოს output აქვს. ახლა რატომ ვახსენე. იმიტომ რომ ეს არის პროფესიონალური პროგრამა, რომელსაც იყენებს hollywood და მისი გამოყენებით შეიქმნა უამრავი ფილმი, მათ შორის: Hugo 3D, The Departed, Gangs of New York, Shutter Island, The Wolf of Wall Street, Pulp fiction, Bruce Almighty და უამრავი სხვა. არის cross platform (Linux, Mac, Windows). 3ds Max, Cinema 4D -> Blender https://www.blender.org/download/ Blender არის FOSS. საუკეთესო ალტერნატივა. სხვას ვერაფერს დავასახელებ მის გვერდით. არის cross platform (Linux, Mac, Windows). Fraps/Dxtory, Xsplit -> Open Broadcaster Software (OBS) https://obsproject.com/download Open Broadcaster Software არის FOSS. ის შესანიშნავი ალტერნატივაა windows-ში არსებული პროგრამების რომლებიც ახდენენ გამოსახულების ჩაწერას. მას აქვს შესაძლებლოდა video streaming_ს Justin.tv, Twitch.tv და სხვა streaming site-ბზე. არის cross platform (Linux, Mac, Windows). პროგრამები რომლებსაც აქვთ linux-ს ვერსიაც Autodesk Maya
-
ამ თემაში დაიდება ყოველი ახალი linux-ს kernel-ს გამოსვლისას ინფორმაცია მცირე ჩეინჯლოგით. გამოვიდა Linux Kernel 4.12 ესეც მნიშვნელოვანი ინფორმაცია: Improvements to F2FS Initial support for Nvidia GTX1000 series cards with Nouveau Initial Radeon RX Vega support Support for Intel RealSense SR300 Camera Support for Razer's sabertooth Support for MadCatz BrawlStick USB Type-C port manager Improved keyboard backlight support in Dell's laptop driver Support for Intel's volume button driver New Thinkpad T470 hotkeys mapping Sound driver fixes for Skylake and Atoms SoCs New sound driver for various sound cards/chipsets Support for ARM devices including: Orange Pi PC2, Rockchip RK3399 and RK3288, Nvidia Tegra X2 აქვს ახალი I/O scheduler BFQ (Budget Fair Queue) რაც აბალანსებს სისტემის წვდომას HDD SSD და სხვა სახის მეხსიერებასთან. არ აძლევს ერთ პროგრამას იმის საშუალებას, რომ მთლიანად გამოიყენოს ამ მოწყობილობების bandwith. მისი დახმარებით დიდი ფაილის კოპირების, ან ტორენტის გადმოწერის, ან რამე ისეთის კეთებისას რაც მთლიანად აკავებს bandwith-ს და ამის გამო ანელებს სხვა პროცესების მუშაობას აღარ იქნება ისეთი დიდი პრობლემა, როგორიც ადრე იყო. 4.12 ვერსიაში ზემოთ ხსენებული scheduler არ არის default-ად ჩართული თუ რათქმაუნდა კონკრეტულ დისტროში ავტორების ხელით არ არის გააქტიურებული. მის გასააქტიურებლად თქვენ უნდა გააკეთოთ შემდეგი. შეცვალეთ ამ ფაილში /etc/default/grub ეს line GRUB_CMDLINE_LINUX_DEFAULT შეცვალეთ ასე GRUB_CMDLINE_LINUX_DEFAULT="quiet splash scsi_mod.use_blk_mq=1 elevator=bfq" გაუშვით ბრძანება "update-grub2" და დაარესტარტეთ. ესეც kernel-ს ვერსიების შესახებ საინტერესო ფაქტები ამჟამად linux-ს kernel შეიცავს 24170860 ხაზს.
-
ძლივს არ დავიბრუნე ჩემი 100 Mbit/s
-
ცდა ბედის მონახევრეაო. გადმოწერე macOS და ჩაწერე ფლეშზე. გადახედე https://www.tonymacx86.com/forums/the-basics.165/ და ამასაც https://www.tonymacx86.com/threads/unibeast-install-macos-sierra-on-any-supported-intel-based-pc.200564/ (ეს საკმაოდ ინფორმაციულია და ვიდეოდრაივერების შესახებაც შეიცავს ინფოს) ამ მეორე ლინკით ფლეშკა გექნება და სავარაუდოდ დაყენებას შეძლებ. მერე იფიქრე კექსტებზე. მე i3 540 + p7h55-m LX-ზეც მეყენა (მაშინ ძალიან გავწამდი) მერე i7 3770 + p8z77-v lx-ზეც + GTX 660 რომელიც იდიალურად მუშაობდა Mac-ში. ეხლა კი HP4540s-ზე მიყენია ბოლო ვერსია და აქაც იდიალურად მუშაობს. ამასაც გადახედე GTX 770-ს თაობაზე https://www.tonymacx86.com/threads/nvidia-releases-alternate-graphics-drivers-for-macos-sierra-10-12-beta.195315/ და ამასაც https://www.tonymacx86.com/threads/nvidia-releases-alternate-graphics-drivers-for-macos-sierra-10-12-4-378-05-05-05.218005/ Dual boot შესაძლებელია მაგრამ ჯერ mac უნდა დააყენო და მერე სხვა სისტემები. მეც სულ dual boot მქონდა ხოლმე ადრე windows-თან და ეხლა linux-თან
-
AMD Takes 10.4% CPU Share From Intel In Q2 2017, Its Largest Quarterly Share Gain In History http://wccftech.com/amd-takes-10-4-cpu-share-intel-q2-2017-largest-single-quarter-share-gain-history/
-
Nvidia GeForce GTX 10XX Series - ზოგადი თემა
მათე replied to Harmony Lines's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
ანუ სამომავლოდ თუ გინდა AMD და წარსულში თუ გსურდ დარჩენა NVIDIA -
შენს პროცესორს უვარგისი თერმოპასტა უსვია ჩიპსა და ხუფს შორის რაც მაგის გაკეთება დაიწყო ინტელმა მას მერე გაუარესებულია სიტუაცია გაგრილების მხრივ. სწორედ ამიტომაა შენი პროცესორი ცხელი და AMD-ს ახალმა თაობამ თუ აჯობა არაფერი გასაკვირი არაა. ე.ი. ყველაფერი სწორად გაუკეთებია AMD-ს აგერ გადახედე before და after delid ტესტებს 6700k-ზე https://hardforum.com/threads/6700k-delid-before-and-after-results.1878870/ 87 გრადუსი ანახა მოხსნამდე და მოხსნის მერე 66-68 გრადუსები ანუ ~20 გრადუსი მოაკლდა. საღოლ AMD-ს რა. 2018 წელს ან დაეწევა ინტელს და ან გადაასწრებს. შანსი არაა ამ ახალი თაობით ისევ იქ დარჩეს სადაც არის.
-
არ უნდა ეგ კაბელი. ეგ მხოლოდ და მხოლოდ იმას შვება რომ ერთი კვება როცა ირთვება მეორეც ირთვება მაგ დროს. ჩართე ერთი კვება კომპში ჩვეულებრივ როგორც საჭიროა. მეორე კვებაზე მწვანე და შავი კაბელები გადააბი რამე მოკლე კაბელით. მეორე კვებაც მიაერთე ვიდეოკარტებს და ეგაა. ძმაკაცს გადავაბმევინე ადრე ორი ბანძი კვება მასე. ერთი ყველაფერს ამუშავებდა მეორე მარტო კარტას. მშვენივრად მუშაობდა.
-
მაგას ვერავინ გეტყვის. ხალხს იმხელა მაინინგ ფერმები აქვს რომ რავიცი. რისკი ყველაგანაა ეგრე 100% გარანტიას ბიზნესში ვერავინ მოგცემს. ისე კი ახლაა ცუდი მომენტი როცა უკვე 1200 ლარებს აფასებენ 480-ებს თორემ თავიდანე რო გეყიდა რისკი მინიმუმზეა იმიტომ რომ თუ არ გაამართლებს ჰარდი მაინც შენია და გაყიდი ისევ.
-
მისალაგებელი მაქვს ისევ ჩემი desk
-
router-დან ვაკვირდებოდი ხოლმე ხშირად ძალიან ბევრი კავშირები იყო ხოლმე. ქსელში 3 კომპზე აყენია windows 10 და ერთზე windows 7. როუტერში დავაყენე პაკეტი adblock lede OS-სთვის. ეგ სისტემა მიყენია როუტერზე linux-ს დისტროა რა როუტერებისთვის და კავშირები საგრძნობლად შემცირდა. სპეციალური ფაილები აქვს შიგ მისამართებით რომლებიც მუდმივად ნახლდება. adaway, adguard, malware, ransomware, spam, winspy (focus on windows spy & telemetry approx. 140 entries), winhelp და მსგავსი ლისტები. ბევრი მათგანი ჩავრთე და ბევრ საიტზე რეკლამებსაც აღარ მიგდებს. ზოგ რამეზე დაჭერისას გადასვლა რო იცის მაგეებსაც აღარ შვება და კავშირებიც შემცირდა საგრძნობლად. აშკარად კარგად მუშაობს.
-
არ ვიცი ვერ გეტყვი task-მა თუ გაუბერა და არ აჩვენებს სწორად შეილება ალბათ. მაგრამ ეგ რეალურად მაინც არაფერს შეგიცვლის.
-
OS-მა ვერ გაიგოს რას გულისხმობ? დატვირთული იყოს პროცესორი და OS-მა ვერ გაიგოს და მაინც სწრაფად იმუშაოს? არა სოფტით როცა ანაცვლებ hardware აქსელერაციას მითუმეტეს ეხლა შენ რაც გინდა იქნება ნელი და მაგას ვერაფერი უშველის.
-
კი ადრე GPU passthrough-ს გაკეთება მინდოდა და მაშინ მაქვს მეც გადახედილი VT-d მჭირდებოდა მე. იყო რაღაც საფრთხეები, მაგრამ მაგის გარეშე ანდროიდის ემულაცია... აქ გადახედე მაგის გარეშე შესაძლებელია მარა რავი ნელი იქნება. https://stackoverflow.com/questions/26455756/how-can-i-run-android-emulator-for-intel-x86-atom-without-hardware-acceleration
-
ამ ახალი თაობის i სერიებში იმდენი რამეა საფრთხეს რომ შეიცავს და user privacy-ს არღვევს რომ რავიცი, მაგრამ ვერაფერს იზამ, მაშინ უნდა გადახვიდე დენიკინის დროინდელ CPU-ებზე. ასე რომ მაგაზე არ იფიქრო. გჭირდება ჩართე, არ გჭირდება არ ჩართო
-
ზემოთ 8 წელი 6 თვე და 3 დღე ეწერა დარჩენილი და 1 წლის მერე 9 წელი 2 თვე და 4 დღე აწერია. რაღაც არ მჯერა მაგ პროგრამის უკვე
-
ეშველება და სერიალ კაბელი არ დაგჭირდება მაგისთვის. ასე შეგიძლია მოაგვარო ეგ პრობლემა
-
მაგ სისტემაზე ეგეთი კვება ისედაც გაგიფუჭებდა ადრე თუ გვიან რამეს. კვება ყოველთვის კარგი უნდა იყიდო და იქიდან გამომდინარე ააწყო სისტემა. მაგ კარტაზეც ქონდა ალბათ სამიზნე მაგ კვებას კარგს იზამ ამოისუნთქებს სისტემა.
-
ეგ 450 რაც დაგიწერე 80+ ამ სისტემისთვის კარგია, მაგრამ სამომავლოდაც თუ გაქვს რამე გეგმები კარტის ამბავში 500-550 აიღე ბარემ. აგერ ეს მშვენიერ ფასშია https://www.amazon.com/EVGA-Warranty-Power-Supply-100-N1-0550-L1/dp/B01LYGJL0E/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1497382702&sr=8-1&keywords=550+w+power+supply 12 ვოლტზე 43 ამპერი აქვს ჩემსას 42 ქონდა და HD 7970 + 3770 რაზგონებზე ამუშავებდა თავისუფლად.
-
არა! 80+ იყიდე რამე ნორმალური. 450-იანიც რომ იყოს ეგეთი კვება ეყოფა. კოდეგენები, რექსფაუერები კმექსები და მისთანები არის ნაგავი.
