მათე
მოდერატორი-
Posts
15278 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
128
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by მათე
-
@Mogzauri arch-ს ვინდზე დაყენება და კლეტკებში გამოკეტვა არამგონია რამეს მატებდეს უსაფრთხოებას, აი პირიქით რომ იყოს კიდე მესმის მაგრამ არის ჩატარებული დაკვირვებები სადაც windows 10 ვირტუალიდანაც კი საკმაოდ დიდ ინფორმაციას აგზავნის. ჩემი აზრით ყველაფერი ოპერაციული სისტემიდან იწყება და windows 10-ს დაყენებისას ყველაფერი მანდ მთავრდება როგორც ჩატარებული კვლევები ანახებს დიდად არაფერი შველის, ისევ მაიკროსოფტმა თუ არ მოინდომა. 2018 წლიდან ევროპის კანონმდებლობის იმედი უნდა გქონდეთ მომხმარებლის privacy-ს შესახებ, რომელთანაც windows 10 არ არის თავსებადი და ყველა ამბობს რომ MS ახალ ვერსიას გამოუშვებსო 10-სას ევროპისთვის სპეციალურად.
-
ნამეტანი იჩქარეს სახის სკანერის დამატება და მითუმეტეს უაზრო ნაბიჯი იყო თითის ანაბეჭდის ამოღება. თან მაგრად მოიტყუეს მილიონში ერთი ადამიანი გახსნისო. ნუ ტყუპები გასაგებია მაგრამ მერე აღმოჩნდა რომ 5 წელი განსხვავებული ასაკის მქონე ძმებიც ხსნიდნენ ამ კოდს, ახლა აღმოჩნდა რომ 10 წლის შვილი ხსნის დედამისის აიფონს
-
ამ პოსტს გადახედეთ მაინც IME-ში ძალიან დიდი პრობლემა იქნა აღმოჩენილი.
-
სამწუხაროდ AMD-ს გრაფიკა მანდ არ იქნება ბოლო VEGA თაობა, იქნება მისი წინა. ალბათ AMD-მ მოიტოვა მისთვის VEGA-ს APU-სთვის.
-
აქ დავწერ ამ პოსტს რადგან ამ თაობასაც ეხება. Researchers find almost EVERY computer with an Intel Skylake and above CPU can be owned via USB IME არის intel management engine რომელიც 2008 წლიდან მოყოლებული ყველა CPU-ზე აყენია ხოლმე სისტემებზე. FSF-ც და ბევრი სხვა თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული კომპანია ყოველთვის საფრთხედ აღიქვამდა ასეთ სისტემებს. IME-ს შეუძლია თითქმის ყველაფრის მართვა კომპიუტერში მათ შორის თუნდაც ქსელის ბარათის მიუხედავად იმისა ჩართულია თუ არა კომპიუტერი. საკმარისია კომპიუტერს უბრალოდ დენი მიეწოდებოდეს. იმას ვისაც წვდომა აქვს IME-ზე შეუძლია აბსოლუტურად ყველაფრის გამოყენება თქვენს კომპიუტერში თუნდაც encryption ჩართული მეხსიერების. სრული სერიოზულობა რომ დაგანახოთ. არსებობს ასეთი რამ privilege rings როგორც მიხვდით დონე რაც უფრო დაბალია მით უფრო მეტი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. 0 დონე მაგალითად არის მაქსიმალურად ახლოს ჰარდთან და მას ოპერაციული სისტემები იყენებენ kernel-ში. intel VT-x და AMD-ს მსგავსი ტექნოლოგია იძლევა ring -1 პრივილეგიას რათა ვირტუალურმა სისტემამ შეძლოს ring 0-ს გამოყენება ანუ ჰარდთან ქონდეს წვდომა პირდაპირ, host OS-ს გვერდის ავლით. ხოდა ეს IME-ს hack იძლევა წვდომას ring -3, რომელიც Bios-ზე დაბლაა. სულ არ ჭირდება დაჟე ჩართული კომპი ისედაც აკონტროლებს რაღაცებს. მოკლედ ეს ძალიან ძალიან დიდი საფრთხეა უდიდესი! შეგიძლიათ აქ გაიგოთ მეტი IME_სა და AMD-ს იმავე ტექნოლოგიების შესახებ https://libreboot.org/faq.html#intel https://libreboot.org/faq.html#amd ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა IME-ს საფრთხე იქნა აღმოჩენილი თუმცა ეს არის უმარტივესი და ალბათ ყველაზე საშიში. მისი გამოყენება USB პორტიდანაა შესაძლებელი. საკმარისია "ცუდი" ფლეშკის მიერთება და აბსოლუტურად ვერაფერი ვერ გიშველით მისგან. IME-სგან თავის დაღწევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ intel_ს core სერიის CPU-ებზე იტყვით უარს. FSF-ს აქვს უამრავი თემა თუ როგორ უნდა მოიშოროთ IME და Bios რამდენიმე laptop-დან გადახედეთ აქ https://libreboot.org/faq.html#hardware-compatibility https://thenextweb.com/security/2017/11/09/researchers-find-almost-every-computer-intel-skylake-cpu-can-owned-via-usb/
-
intel kaby lake G AMD-ს GPU-სთან ერთად. ცუდი არ უნდა იყოს ნამდვილად. https://browser.geekbench.com/v4/compute/811174 https://www.3dmark.com/compare/3dm11/12169354/3dm11/12342985
-
ვერ ვიპოვე თემა აქაც რომ დამედო ეს და უცებ ამოყვინთა ეს თამაში უფასოდ შეგიძლიათ დაითრიოთ აქ. http://www.epicbundle.com/article/game-for-free-watch-dogs
-
როგორც იქნა ყველამ გაიგო რა ნაგავიცაა windows 10 October Steam survey: Windows 10 loses 17.38% market share, Windows 7 gains 21.47% market share ვისაც გინდა ტელემეტრიის დამატებამდე არსებული გაცილებით სუფთა windows 7 აქ ნახავთ ბევრ ინფოს და ლინკებს. გადახედეთ https://linustechtips.com/main/blogs/entry/1162-pre-telemetry-windows-7-ultimate-64-iso-updated-to-june-2015-telemetry-updates-blockers-now-including-routes-for-home-professional-enterprise/ ბოლოში ნახავთ სხვადასხვა ხერხ რათა თავიდან აიცილოთ ტელემეტრიის აფდეითების დაყენება მაგ სუფთა windows 7-ზე. დაიბრუნეთ თქვენი კომპიუტერი
-
აბა დაიტაცეთ watch dogs უფასოდ http://www.epicbundle.com/article/game-for-free-watch-dogs
-
ბაგი არ არის ეგ feature-ა P2P update-ბი. როგორც ტორენტია რა შენ რო იწერ და ვიღაცა შენგან იწერს ეგეთი რამეა. შეჭამს ნეტს აბა რას იზამს. ვინც MB_ებში იხდის ფულს იმათ ადგილას წარმოიდგინე თავი. შენ თუ მარტო ინტერნეტისთვის გინდა კომპი რას იტანჯავ თავს ხომ იცი რაც უნდა დააყენო?
-
ბრაუზერიდან აპებს ვერ აყენებ ისედაც ვერ წერ აპებს app store-ს გარდა. ხელით რო ჩაწერო და დააყენო ეგეთი მცნება არაა. ფაილ მენეჯერიც კი არ აქვს, გარე პროგრამის გარეშე მუსიკასაც ვერ ჩაწერ. ნამეტანი დაკეტილი სისტემაა რაც ფუნქციონალურად ძაან უვარგისს ხდის. ძალიან არ მომწონს მე ეგ მიდგომა. რამდენი მოსულა ჩემთან მუსიკების ჩაწერა რომ სდომებიათ iphone-ში. ასე თუ განაგრძო ეფლმა დიდხანს ვერ გაქაჩავს სტივის სახელით აიფონი. ჰარდშიც რომ ალიმიტებენ ხალხს ეგ უკვე ცალკე თემაა. სახის სკანერი დააყენეს და თითის ამოიღეს ანუ აუცილებლად ის უნდა იხმარო X-ში. ასევე ისიც სასაცილოა ამხელა ფასიანი ტელეა სწრაფი დატენვა დაამატეს და სწრაფ დამტენს არ აყოლებენ ცალკე 70-100$ ჯდება დამტენი და კაბელი. ფასი იცოცხლე ხიეს 1000$ X-ს ადგილზე და ევროპაში და სხვაგან გაფრენილია. ჩვენთან 3600-4000 ფარგლებში ექნება ფასი ასე მგონია. 8 და 8 პლას კიდე ვაფშე რატომ უნდა იყიდო ზუსტად იგივე 7 და 7 პლასია. ბატარეის ტექნოლოგიაც ვერ დახვეწეს. პლას რო აქვთ ამხელა ტელე და 3000-ც კი არ აქვთ ბატარეა. სხვებმა 4000-ს გადააცილეს უკვე ბევრმა ბევრად ნაკლებ ზომებში.
-
არა, apple ყველთვის არსებულ ტექნოლოგიას იყენებს უბრალოდ ლამაზად ფუთავს და ისე ნერგავს თავის მოწყობილობებში. რეალურად რამე მოეგონოთ მათ პირველებს არ მახსოვს. თვითონ სმარტფონის სახელიც კი მოპარულია. iPhone რის გამოც უჩივლეს და ფულიც გადაიხადეს მაგრამ არაფერი შეცვლილა. უბრალოდ ძალიან ბევრს ეშლება ხოლმე როცა ამა თუ იმ ტექნოლოგიას apple-ს გამოგონებაში უთვლის ხოლმე
-
მაგარი ვიდეოა
-
სარჩევი ბევრი საინტერესო რამ ubuntu-ს შესახებ Linux & Ubuntu Linux – საბაზისო საკითხები LINUX-ს სხვადასხვა ვერსიების გადმოწერა თანამედროვე თამაშები GNU/linux პლატფორმაზე Windows-ს პროგრამების ალტერნატიული ვერსიები linux-სთვის FREE ონლაინ კურსების კატალოგი Linux Bible, Ninth Edition საკუთარი კონფიდენციალურობის დაცვა ინტერნეტსივრცეში ubuntu-ინსტალაცია-usb-flash-drive-და-cddvd-ის-გარეშე თუ გჭირდებათ დახმარება, შეგიძლიათ აქ გახსნათ თემა თქვენი პრობლემის შესახებ სრული ინფორმაციით რათა გამარტივდეს თქვენთვის დახმარების გაწევა დახმარება
-
რასაც ვუყურებ ინფოს ეს windows მაგარი დაულაგებელი ჩანს და update-ბი კიდევ უფრო სახეს აძრობენ. ნამეტანი ბევრ რამეს ცვლიან ეტყობა და მაგიტომაცაა ასეთი პოსტები აქაც და უცხოურ ფორუმებზეც.
-
desktop -ში მე რომ აწი intel-ს აღარ ვიყიდი 95% გადაწყვეტილი მაქვს. ძირითადად მე ლეპტოპებს ვაწვები ასე რომ მანდ შეილება ითქვას 99%-ც კი რადგან 2500u-ს VEGA-ს არქიტექტურის ინტ ვიდეო აქვს, საკმაოდ ძლიერი, თვითონაც ძალიან ძLიერი პროცესორია და 15 w-ს მოიხმარს. ასე რომ ryzen-ს გირჩევ მეც.
-
ინტერნეტი ხომ გაქვს? ე.ი. არ ჭირდება
-
caucasus მშვენიერი იყო კაცო რას ერჩი. სად გაქ 80 პინგი რომელ სერვერზე?
-
ამათზე დებილები თუ არსებობდეს ვინმე რა. ინტერნეტის ექაუნთის ამბავი გავარკვიე, მაგრამ მაგ ნომრით რომ დავრეგისტრირდე და რო წერს მაგთი ან ბანიო ეგ არის ნომრის ანგარიშის შესამოწმებელი საიტი. ხოდა რა მინდა ვთქვა ეს დედააფეთქებული ასეთი ძნელია ნომრის შემოწმება რომელ ქსელს ეკუთვნის? რატო გამატარა რეგისტრაცია ჯეოსელის ნომრით და მერე მიწერს რომ ჯეოსელის ნომერზე მომსახურება არააო და მაგთი და ბანი უნდაო. იმინა დებილები არიან. დებილებიიიიიი. დედა მო#$%@#%# ამათიიიიიიი!!!!!!! აუ რა გაბრაზებული ვარრრრრრრ. ჯეოსელის ნომრიდან რეგისტრაცია გამატარა პაროლი მეყენა Magtisucks ხოდა ვურეკავ და ვეუნები გააუქმეთ ეგ ექაუნთითქო, საერთოდ რატომ გამატარა ჯეოსელით და მერე მიწერს რომ მაგ ქსელზე არააო და შანსი არაა ვერ გაივლიდითო. მეთქი აგერ გახსნილი მაქვს და მიკარნახეო ნომერი და პაროლიო. ვუკარნახე ნომერი და პაროლს როგორ ვეტყოდი Magtisucks-ს ხოდა ავდექი და პაროლი დაგავიწყდათს დავაჭირე და უცებ დავაყენე qwert123 ხოდა ვუკარნახე. არ შედისო შანსი არააო ჯეოსელით ვერ გაივლიდით რეგისტრაციასო. მეთქი გახსნილი მქონდათქო 2 წუთის წინთქო და პაროლი რო შევცვალე მერე აღარ შედისთქო და მოგეჩვენათო რეგისტრაციას ვერ გაივლიდითო. დედა მო**ყააააააააააააან (ბევრი ა რო ეწერა ცენზურა არ დაადო და მე დავადე *-ები :D)!!!!!! ბლიად უნდა მეთქვა ის Magtisucks პაროლი და ნახავდა თუ არ შედიოდა.
-
მაგთის დედას შ***** ეს რა არი? მაინცდამაინც მაგთი უნდა გქონდეს? http://www.picz.ge/img/s2/1710/26/5/513bab4c3689.jpg
-
https://www.svp-team.com/wiki/Main_Page ძვირიან ტელევიზორებში რა ალგორითმიცაა იმას იყენებს კადრების ინტერპოლაციისთვის. ეკრანის განახლების სიხშირეს თუ დაამთხვევ ძირითადად 60 FPS-ს ძაან მაგარი ხდება ვიდეო.
-
ბოლოს wind-ზე რო ვიყავი მახსოვს powerdvd-დან splash pro-ზე გადავედი. იმ powerdvd-ში 60 FPS-ზე ყურებას ვეღარ ვახერხებდი რაღაცა გაუბერა მაშინ ბოლო ვერსიებშიდ ა მაგ SPLASH PRO-ში ვნახე იგივე ფუნქცია. ისე windows-ზე საუკეთესო ეფექტის მისაღწევად SVP-ს გამოყენებაა საჭირო. მე მაგალითად ფილმებს მაგ ეფექტით ვუყურებ სულ. linux-ზე არის შესანიშნავი player MPV დაკომპილირებული მაქვს რომ გამოიყენოს ეგ ფუნქცია და python-ში მაქვს პატარა პროგრამა რომელიც live-ში ახდენს ეკრანის განახლების სიხშირეზე ვიდეოს FPS-ს დამთხვევას. დატვიკული მაქვს ხელით საკმაოდ ვიწვალე რომ ჩემი ლეპტოპის მონაცემებზე კარგად ემუშავა და ეხლა იდიალურად ანახებს. ჩვენება Linux-ზე ისედაც უკეთესია ფერების მხრივე windows-სთან შედარებით და ჩემს 49"-იან TV-ზე ძაან მისწორდება ფილმების ყურება ლეპტოპიდან. ისე რა ნაგავი ჩვენება აქვს VLC-ს, რაღაცა გადაკრული აქვსო გეგონება. P.S. Dutch DPA report! როგორც ჩანს არ აცდება Microsoft-ს EU-სთვის ახალი ნაკლებად spy windows 10-ს ვერსიის გამოშვება ან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში 2018 წლის 25 მაისიდან windows 10-ს აკრძალვა. სასიამოვნოა ევროპაში მაინც რომ სერიოზულად უყურებენ ამ პრობლემას. იმედია საქართველოც გაყვება ევროპის გზას და არ დარჩება აზიაში
-
Dutch DPA full report! მოკლედ, მოგეხსენებათ რომ windows 10-ს რამდენიმე ქვეყნა იკვლევდა Dutch DPA-მ დადო რეპორტი მისი მუშაობის აღწერით. შედეგად გაირკვა რომ windows 10 არღვევს ევროპის კანონს მომხმარებლების privacy-ს შესახებ, ამიტომ სავარაუდოდ Microsoft გამოუშვებს EU windows 10_ს ანუ ევროპისთვის, რომელიც შესაბამისობაში იქნება ამ კანონთან. გუშინ დაიდო რეპორტი. აქ შეგიძლიათ ნახოთ მეთოდების შესახებ ეს კი თუ რა მონაცემების შეგროვება ხდება მოკლედ რომ ვთქვათ, კომპანიის განცხადება რომ მონაცემები ანონიმურია არის დიდი ტყუილი. ხდება მომხმარებლების იდენტიფიკაცია უამრავი მეთოდით. მათი კომპიუტერის მონაცემების, როუტერის MAC მისამართის, გლობალური IP მისამართისა და ადგილმდებარეობის შენახვა, მოხმარებული პროგრამების დროისა და სიხშირის მიხედვით დაკვირვება, საიტებზე ვიზიტების დაკვირვება, მომხმარებლის ქცევების, ინტერესების შესწავლა, მომხმარებლის ექაუნთების იდენტიფიკაცია, რომელი რამდენი წამითაა გამოყენებული მაუსი, კლავიატურა, სტაილუსი და თაჩ ეკრანი, ხელით ნაწერის შესწავლა, თუ მოწყობილობას აქვს GSM IMEI-ს შენახვა, WIFI-ს ქონის შემთხვევაში SSID-ების შენახვა. (ანუ ორ მეზობელს თუ უყენია windows 10 microsoft-ს ისიც ეცოდინება ვინაა შენი მეზობელი :D) ერთი სიტყვით აბსოლუტურად ყველაფერი რაც კი შეიძლება კომპიუტერიდან შეგროვდეს. ამ მონაცემების დამუშავება მიმდინარეობს და საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭება, ასევე მომხმარებლებს ენიჭებათ advertising ID-ები, რომლითაც მიზანმიმართული რეკლამების ჩვენება ხდება შეგროვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ისე როცა ამდენი მონაცემები გაქვს იდენტიფიკაციის შესაძლებლობით ისიც შეგეძლება რომ გაიგო რომელი ორი ID ეკუთვნის ერთსადაიმავე ადამიანს. იმედია ევროპა თავისას მიაღწევს და გამოვა სპეციალური ვერსია windows-სა, თუმცა ისიც არ დაგავიწყდეთ რომ უკვე 2 წელია რაც widows 10 გამოსულია და ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ რამდენი ინფორმაცია შეაგროვეს უკვე (სავარაუდოდ სწორედ ესეც დაეხმარებოდა 2000 წლის 3 იანვრის მერე პირველად 600 მილიარდ ღირებულებამდე მისაღწევად http://www.marketwatch.com/story/microsoft-market-cap-hits-600-billion-for-first-time-since-dot-com-boom-2017-10-19), ამიტომ ასეთი ვერსიის გამოჩენის შემთხვევაშიც კი მის ანალიზზეც საკმაო დრო წავა ასე რომ ან უნდა შეეგუოთ ან გადახვიდეთ მეტად privacy oriented OS-ზე. მე მაგალითად ძალიან არ მომწონს ასეთი სიტუაცია რომ შეიქმნა იმედია მომხმარებლებიც გამოცოცხლდებიან.
-
ახალი kernel-თაც შესაძლებელია რამდენიმე დივაისზე სისტემის build, ასე რომ გუშინ ჩავუჯექი და GCC 6.3-თ და Linux kernel 4.9-თ ავაწყე ახალი სისტემა ჩემი როუტერისთვის დავაყენე და მუშაობს იდიალურად. პატარა ბაგი ქონდა წინას syslog-ში warning-ებს ყრიდა openvpn-ზე config-ს ვერ ვხედავო არადა მუშაობდა, ამაზე მოგვარებულია როგორც ჩანს. GCC 7.x-თაც შეილება build მარა მაგას bug აქ ssh-თ ვეღარ დაუკავშირდები გარედან, ისე ფუნქციონირებს ჩვეულებრივ, მაგრამ მაგის გარეშე არ მაწყობს. GCC6.3-ზე ისე სხვა კომპილაციის flag_ებიც აქვთ დამატებული და იდეაში 10-15%-თ სწრაფია ეს სისტემა წინასთან შედარებით რომელიც 4.4 Kernel-ზე ავაწყე GCC 5.5-თ. http://www.picz.ge/img/s3/1710/21/1/1b565f9a7f0e.jpg
