მათე
მოდერატორი-
Posts
15271 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
128
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by მათე
-
შენ PS2 უნდა ნახო. 2009-2010 დაახლოებით ამ წლებში გავაკეთე. ლაზერი დაეწვა და დისკს ვერ კითხულობდა. რაღაც პროგრამა გავაძრე დისკზე წერდი და დისკიდან memory card-ზე. ვერსიებს უნდოდა ამორჩევა. ამის მერე ფლეშკას აღიქვამდა PS2 და იქიდან ტვირთავდა რაღაცებს. Networking-ს მხარდაჭერაც ქონდა, mp3-ებს, avi ფაილებს, სურათებსა და თამაშებს ფლეშკიდან კითხულობდა. რამდენადაც ვიცი HDD-დანაც შეეძლო დიდ ვერსიას ქონდა მაგის ჩასადები. ოღონდ თამაშები უნდა გადაგეყვანა რაღაც SPEC თუ რაღაც ფორმატი იყო. კომპით უცებ შვებოდა. ახლაც მაქვს მაგ სოფტით ჩაწერილი PS2-ს memory card შენახული. ვერსია თუ წავა რომელიმე PS2-ზე არსებულ სოფტთან შეიძლება პირდაპირ იმუშაოს. ესეც ნახე PS2-ს ბორდს პირდაპირ ჭრიან. არ ვღადაობ აი ასე პირდაპირ ბორდს ჭრიან დიდი სიზუსტეა საჭირო და რაღაცების დაპაიკება მერე და portable PS2 შეგიძლია ააწყო. აი ამ ვიდეოში აკეთებს ტიპი. ერთია ემულატორები თანამედროვე ჰენდჰელდებში და მეორე ეს ნამდვილი PS2
-
მაგ სერვერზე უმეტესობას ეგ მაუსი აქ. არ გექნება და მაგ თოფს ვერ გაცდები უბრალოდ ეგ ერთი სერვერი შემორჩა მაგ დენიკინის დროინდელ თამაშში და ინტელის უსუსტეს ბანძ კარტაზე ლინუქსშიც კი გადასარევად მუშაობს ეგ თამაში. ისე კი მუშაობაში ხშირად გამომდგომია მაგის ფუნქციონალი.
-
ჩემსასაც გაუწყდა კაბელი, მაგრამ დავშალე მთლიანად ეგ უსბ პორტი და ხელახლა დავაპაიკე და ავაწყე. ირგვლივ თხევადი სილიკონი როა თოფით რომ ადნობ მაგით ჩავასხი და shrink tube-ბით დავამაგრე. მას მერე კიდევ 2 წელი გავიდა. scroll wheel-მა დაიწყო გაბერვა, მაგრამ შევეჩვიე უკვე. კარგმა გაწმენდამ კი უშველა მარა ძალიან დიდი ხნის ნახმარია უკვე. ერთი მომენტი ვიხელთებ დროს და გავხედავ მერე. ეგება ვუშველო ან გამოვუცვალო რა მექანიზმია არ ვიცი ზუსტად. ეგაა მაგ მაუსის მუღამი. მეხსიერება მაუსზევე აქვს და ეგ ყველაფერი მაუსში ხდება. windows-ზე დააპროგრამებ და მერე სადაც გინდა წაიღე მუშაობს. მთელი community ყავდა და ერთმანეთს სეთინგებს უზიარებდნენ. მაგას ვერაფერი აფიქსირებს. dod-ს ვთამაშობ ხოლმე მხოლოდ და მანდ საკმაოდ გამოსადეგი ფუნქციაა. ბევრს აქვს იმ სერვერზე ზუსტად ჩემნაერი მაუსი სადაც შევდივარ ხოლმე. მაგ თამაშს ძალიან უაზრო რექოილი აქვს. + პისტოლეტს და ზოგ თოფს ისე ისვრი მაგ მაუსით როგორც ავტომატს. სროლებს შორის დროის აჩქარებაც აქვს თუ თვითონ თამაში გაუშვებს, ანუ შეიძლება იგივე იარაღით ყოველთვის შენ დაასწრო მოკვლა. მოკლედ საკმაოდ მრავალფუნქციური მაუსია. აი ესაა ზუსტად ეგ day of defeat-ს სერვერი გერმანელებისაა crazy gun game ქვია. დააკვირდი 1:11-ზე რომ თოფს ისვრის მიყოლებით. ეგ თოფი ჩვეულებრივი მაუსით თითო თითო გასროლას აკეთებს მარტო. ამ bloody v7-თ კიდევ მასე ისვრის როგორც ვიდეოშია.
-
antirecoil სისტემა + პროგრამირებადი macro-ები 3 სხვადასხვა ღილაკზე 3 სხვადასხვა შეგიძლია მიაბა იარაღების მიხედვით (დამუღამებული მაქვს უკვე როგორ უნდა ააწყო) + პროგრამირებადი ღილაკები, კარგი ოპტიკური სენსორი (ყველანაერ ზედაპირზე მუშაობს) და ზომითაც მოზრდილი ხელში კარგად ზის. მე პირადად ამის შემცვლელი მაუსი ვერ ვნახე. 8-9 წელია მაქვს უკვე bloody v7 32 ლარად მაქ ნაყიდი. ეხლა 40-50$-ები ღირს
-
ეს მაგარი არხია ძაან. სულ ვუყურებ ხოლმე ამის ვიდეობს. ძალიან ხშირად აქვს ხოლმე mini pc-ებზე, arm-სა და x86-ს single board კომპიუტერებზე, ლეპტოპებსა და handheld-ებზე ვიდეოები. mini pc-ებში მე ეს მოდელი მომეწონა MELE Quieter3C ქონდა ამაზეც მაგ ტიპს ვიდეო. ისეთი ფორმა აქვს ჯიბეში ჩაიდებ წაიღებ. ისე კი ეფლს ავქს კარგად macmini-ზე კვების ბლოკი რომ შიგვე აქვს. ამათ კი ყველას გარედან აქვთ კვების ბლოკი. პლიუს კლავა-მაუსი უნდა, მონიტორი უნდა კაბელები. დესკტოპსა და ამათ შორის სხვაობა თვითონ კეისის ზომაშია დანარჩენი იგივე უნდა. ამიტომ მიმაჩნია ლეპტოპი საუკეთესო ვარიანტად. თან ყველაფერი შეუძლია რაც ამათ. კარგი mini pc-ებიც იაფი სულაც არაა. კაი დიდი ფასი ადევთ ამათაც. ეს ვიდეო რაზეცაა მაგალითად barebone 559$ ადევს https://store.minisforum.com/products/x500?variant=42159033188597 ცალკე ram ცალკე storage, monitor, კლავა მაუსი. 1300-1400$-ზეც ავა ჩამოტანიან განბაჟებიანად ეგ ყველაფერი ერთად
-
თუ მაინც ინტეგრირებულზე ხარ რა მუღამი აქვს საერთოდ დესკტოპს? APU-ს მუღამი ზუსტად ეგაა რომ უთხელეს ლეპტოპებში აყენებენ და მაინც საკაიფოდ გათამაშებს და სამუშაოსაც იდეალურად უმკლავდება. მე რაც ულტრაბუქებზე გადავედი მაგის მერე დესკტოპისკენ აღარც გამიხედია. ეხლა 32 GB DDR4 3200 mhz RAM და 1 TB pcie 4x4 ssd გამოვწერე ჩავყრი ჩემ 14" ულტრაბუქში და კისრამდე მეყოფა. ელემენტის ხანგრძლივობა ძალიან მნიშვნელოვანია და ეხლა რაც მაქ 4 საათს თავისუფლად ყოფნის ჩემს მუშაობას. 7-მდე ფილმებზე და უბრალო ბრაუზინგზე. დისკრეტულ ვიდეოიან ლეპტოპებს კიდე წონა აქვთ დიდი, დამტენი უზარმაზარი უნდათ, ცხელებია, ელემენტზე ვერ ძლებენ დიდხანს და მარტო ძლიერი ვიდეოს ქონის გამო არ ღირს ჩემი აზრით ეგენი. მითუმეტეს დღეს ულტრაბუქის APU-ები ძალიან ძლიერებია იგივე ეგ 6800u.
-
მარკეტინგი ანუ აფერისტობა. 1 byte = 8 bit-ს 1 Kbyte = 1000 byte 1 Mbyte = 1000 Kbyte კილო, მეგა, ტერა და ა.შ. 1000 1000000 1000000000 და ა.შ. მაგრამ ეს არის base 10 სისტემაში. კომპიუტერი კი მოგეხსენებათ binary-ში მუშაობს. ამიტომ შემოიღეს gibibyte, mebibyte და ა.შ. 1 kibibyte (KiB) = 1024 byte-ს 1 mebibyte (MiB) = 1024 kibibyte-ს 1 gigibyte (GiB) = 1024 mebibyte-ს 1024 mebibyte = 1073741824 byte-ს ასე ხედავს კომპიუტერი ამ ზომას. ეს არის 1 GiB ამიტომ მწარმოებლების ნათქვამი 1 TB (1000000000000 byte) რეალურად კომპიუტერში არის 931 GiB (999653638144 byte) ამიტომ განახებს კომპიუტერი 1 TB-იან დისკს 931 GB-დ უნდა ენახებინა თავიდანვე 931 GiB-დ. 1 TB კარგად ჟღერს და სიმართლეცაა მართლა 1 მილიარდი byte აქვს, უბრალოდ კომპიუტერში რადგან binary-ში ითვლება ამიტომ გამოდის 931 GiB ეს სხვა რამეა. 100 Mbit/s უწერიათ სიჩქარე ანუ 100 მილიონი bit თუ MB-ში გინდა გადმოიყვანო უნდა გაყო 8-ზე იმიტომ რომ 1 byte = 8 bit-ს. აქ MB-სა და MiB-ს არავინ უყურებს დარწმუნებული ვარ. kibibyte-სა და kilobyte-ს სხვაობა აქ არაფერი არაა. ასე იყო ადრე storage-ზეც და იმიტომ ეკიდა ყველას, მაგრამ მილიონობით byte-ებს რომ აარტყა მეხსიერების ზომამ მერე დიდი სხვაობა მისცა. ინტერნეტის სიჩქარეც რომ გვექნება 1 Tbyte/s და რეალურად 931 TiB/s-ს მოგვცემენ მერე ვიდარდოთ RAM რომ ძვირია ამიტომაა რომ იქ ორობითში ზომავენ მოცულობებს
-
ოღონდ ეგ 10-12% საუბარია მთლიან SSD-ზე და არა partition-ზე. არ ვიცი სისტემაში როგორ აქვს 2X total 632GB ესე უწერია მონაცემებში. @jomardi ცალკეულ ssd-ს დაუტოვე მაგდენი თავისუფალი ადგილი. მე პირადად 20%-ს ვუტოვებ, არასოდეს ვავსებ SSD-ს 80%-ზე მაღლა.
-
@Chaos https://blackarch.org/
-
ახლანდელი როუტერი რომ მოხსნა და მაგის mac დაკლონო ახალზე არამგონია რამე პრობლემა იყოს. DNS-ებიც ჯობია შენით გაუწერო. DNS-ს დონეზე ბლოკავენ ხოლმე საიტებს ქართველი ISP-ები. DNS spoofing-ს იყენებენ თუ არა არ ვიცი, მაგრამ შეგიძლია dnscrypt-proxy-თ დაიცვა თავი მაგისგანაც. კარგი როუტერი რომ იყიდო და კარგად დააკონფიგო რაც დავწერე უკვე და პლიუს SQM-QOS-ც გამოიყენო მოგცემს საუკეთესო შედეგს. ეს უკანასკნელი ძალიან მაგარი ფუნქციაა და ბევრ ძვირიან როუტერსაც კი არ აქვს ხოლმე. OpenWRT არის სისტემა რომელიც ყენდება როუტერებზე და მაგას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები linux-ა და SQM-QOS_ც აქვს. აქ ნახე დეტალურად მიწერია რა პრობლემას აგვარებს ეგ linustechtip-მაც ძლივს გააკეთა ვიდეო ამაზე. აქამდე სად იყვნენ არ ვიცი
-
კარგი თუ გგონიათ მაგ რუსების ჩამოსახლება ძალიან ძალიან ცდებით! ეგენი არიან მოსისხლე მტრები, რამდენი ინტერვიუ მაქვს ნანახი ყველგან იმას ამბობენ აფხაზეთი საქართველოსი არააო და არც არასოდეს ყოფილაო ასევე სამაჩაბლოზეც. უკრაინაში ომსაც ეთანხმებიან და მხარს უჭერენ რუსეთს. აქ მარტო იმიტომ არიან რომ რუსეთი დასანქცირებულია და 1200-ზე მეტი კომპანიაა გასული უკვე $ არ იშოვება და ა.შ. მაკდონალდი რომ მაკდონალდია ეგეც არაა და რაღაც ძიაძია ვანიას ბურგერით ჩაანაცვლეს ღორებმა lol ხო და კიდევ შიში, ჯარში გაწვევა არ უნდათ იციან რომ სიკვდილი ელოდებათ იქ. ერთი ვიცი აგერ 2 თვეა ჩამოვიდა 13 კმ ფეხით იარა საზღვრამდე სადაც ღორებმა გაწეწეს დიდი ფული გადაახდევინეს. მაგ გაქცეულებიდან მილიონები ამოიღეს საზღვრებზე და უკანაც გააბრუნეს ზოგი მობილური სამსახურებით. აგერ 2 დღის წინ შუა ქუჩაში იდგა ერთი რუსი და ქართველებს გვაგინებდა და როგორ 1 კაცი არ გამოჩნდა რომ ყბა ჩამოეღო. მერე გამოიკვლიეს და რუსი მინი ოლიგარქის შვილი აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს აფარებს თავს და ამ დროს მამამისის ბიზნესები რუსებს ეხმარება და აფინანსებს უკრაინაში ომს! ისტორიის მანძილზე ასეთი მიჩმორებულები არასოდეს ვყოფილვართ და ამაში რუსეთუმე მთავრობის ხელიც ურევია. ვოლსკი რომ გამოვიდა ამ საკითხზე მარტო იმ დონეზე უნდა დავსაჯოთ რამდენიც ეკუთვნისო და 1 დღე დასვეს მარტო აბა წადი და თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში ან თუნდაც რუსეთში გააკეთე იგივე. ცოცხალს არ დაგტოვებენ, მაგრამ აქ რუსები წმინდაა რუსეთუმე ქოცობის გამო. ქოცებზე მეტი გახარებული არავინაა რუსების აქ ჩამოსვლით. მაგათი ოცნებაა რუსეთში დაბრუნება. იმიტომაც მფარველობენ ალტ ინფოსნაერ მოღალატეებს. მოკლედ ძალიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და დღითიდღე ეს მდგომარეობა უარესდება. ქართველი გარდბის მარტო ბოლო 10 წელში მილიონამდე გავიდა და რუსი ჩამოდის და ყიდულობს ბინებს, მიწებს, კომპანიებს არეგისტრირებენ. მალე აქ სულ რომ უბრალო არჩევნები ჩაატარო შევიდეთ თუ არა რუსეთის შემადგენლობაშიო უდიდესი უპირატესობით მოიგებენ ესენი ვინც თანახმაა. თვალსა და ხელს შუა გვართმევენ უბრძოლველად ქვეყანას ქოცები და რუსები ერთად და ხმის ამომღები არავინაა!
-
საკაიფო ულტრაბუქი დავითრიე ნორმალური ინტეგრირებული კარტით და ვიფიქრე დავტესტავთქო windows ში. 5 დღეა მიყენია 11 და ამას როგორ გუობთ მე არ ვიცი. ყველაფერი ბოლომდე დააფდეითებული მაქ. 22h2 გადმოვწერე ოფიციალური საიტიდან და ოფიციალური გააქტიურებული windows მაქ ასევე ყველა ოფიციალური თამაშით. პირატულ სოფტს მე წლებია ახლოსაც არ ვეკარები native-დ რომ ვაყენებ კომპზე. მოკლედ თამაშს ჩართავ ხოდა ფანჯარა არ გამოდის. ჩაკეცილი ისტარტება. გახსნი და ისევ აპატარავებს ფანჯარას. ასე უნდა დააჭირო 9-ჯერ და შეიძლება გახსნას ან არც და უნდა გამორთო და ხელახლა ცადო. თუ ჩაირთო და ხელი თუ წაგიცდა და alt + tab-თ გადართე უცებ სხვა რამე რომ ქნა ან shift-ზე თუ დაგეჭირა 5-ჯერ ვეღარც გახსნი თამაშს. ეკრანს საერთოდ აშავებს და აღარაფერს აკეთებს სანამ ctrl + alt + delete-ს არ დააწვები და sign out-ს არ მიცემ, რაც რათქმაუნდა აბსოლუტურად ყველაფერს გითიშავს რაც კი გახსნილი გაქვს. ხმა bluetooth-ს დინამიკს დააკავშირებ თუ არა ეგრევე ფუჭდება ვერაფრით ვერ გავასწორე. linux-ზე რომ ამბობთ ჩხიკინი უნდაო windows -ს რომ უნდა მაგას ქვია ჩხიკინი. კილომეტრიანი guide-ები დევს. ჯერ შპიონაჟის, მერე registry-ებში 1000 რაღაც უნდა შეუცვალო ჩაასწორე, გადააკეთო. მერე ნასტროიკები game mode საერთოდ მაგარს უბერავს უნდა გათიშო. notification-ც უნდა გათიშო თორემ თამაშის დროს თუ ამოაგდო აშავებს ეკრანს. მოკლედ ამნაერი არეულ დარეული თუ იყო კიდევ არ ვიცოდი. მე კიდევ კარგი წარმოდგენა მქონია windows 11-ზე. იმაზე ბევრად უარესი ყოფილა ვიდრე კიდე მეგონა. ეს არ დაგავიწყდეთ ოფიციალური windows 11 ოფიციალური ნაყიდი თამაშებით steam და origin. პირატული რამის დაყენება სისულელეა ისედაც ჩემს კომპს პირატულ სოფტს როგორ გავაკარებ? ხო კიდევ იშვიათად მაუსმა იცის წამიერი დაფრიზვა. აი უცებ გაშეშდება და მერე გადახტება. ჰარდის ბრალი არაა გადასარევად მუშაობს linux-ზე იგივე ჰარდი. უბრალოდ soft-ა ნაგავი.
-
მინდა გითხრა რომ ძალიან ცდები. ჰაკინტოშის დაყენება თუ იცი იმაზე სერიოზული კომპი გექნება ბევრად ვიდრე ორიგინალი მაკებია. ბევრად ძლიერ ჰარდს ჩადებ გაცილებით იაფად და კანფეტივით მუშაობს. ახალ M1-ებს arm-ზე რაცაა არ ყავთ ალტერნატივა, თორემ ძველ ინტელებს იცოცხლე. იგივე ჰარდი დევს მანდ რაც სხვა ლეპტოპებში და დესკტოპებში. აი როცა 2019 წლის ბოლო x86-ს მოდელს შეუწყდება support მანდ მოკვდება hackintosh-ც. არც აქვს აზრი. hackintosh-ს მთავარი მიზანი ეგ იყო საერთოდ რომ შექმნეს რომ ნამდვილ მაკზე ბევრად უკეთესი ჰარდი გქონოდა. ხოდა M1-ზე და M2-ზე უკეთესი მის კლასში არ არსებობს ფასიც ისეთი ადევს იგივე M1 air-ს 900$ მაგ ფასად მაგაზე უკეთეს ლეპტოპს ფიზიკურად ვერ ნახავ ვერსად. პირველად 10 წლის წინ მაინც დავაყენე ჰაკინტოში დესკტოპზე. მერე ერთი პერიოდი HP 4540s ლეპტოპზე მქონდა. ეგ ლეპტოპი 99%-თ თავსებადია მაკთან. update-ბსაც ჩვეულებრივ აკეთებ და ყველაფერს. ეხლა საერთოდ მაგრად დაიხვეწა open core რაც გამოვიდა. ეხლაც მაქვს ჩემს მეორე ლეპტოპზე ჰაკინტოში და იდეალურად მუშაობს. გეიმინგი კი არაა მაკზე ეფლის მიზანი თორემ დარწმუნებული ვარ windows-ს იოლად აჯობებდნენ. სოფტში ძალიან მაგრები არიან. მაგათ რომ როზეტა აქვთ იმის მსგავსი არაფერი აქვთ MS_ს და იმიტომაც ჩაისვარეს arm-ზე. თუმცა გეიმინგი მაინც შეგიძლია მაკზეც ყველაფერს ვერა მაგრამ ითამაშებ. linux-ზე valve-ს გამოა ასე დახვეწილი დღეს gaming. დახვეწაა აბა steam deck-ზე რომელზეც arch linux-ზე დაფუძნებული სისტემა დგას იმაზე მეტი თამაშის გაშვება შეგიძლია ვიდრე ps5 და x box ბოლოს ვერსიას აქვთ ერთად აღებულს. ეგ ყველაფერი იმის გამო რომ ჩაკეტილი არაა ეგ ყველაფერი ჩვეულებრივ დესკტოპ arch linux-ზეც და სხვებზეც შეგიძლია დააყენო და გამოიყენო. steam deck-ს ვერსიაც შეგიძლია დააყენო არც ეგაა პრობლემა. ხალხის ინტერესია მანდ უბრალოდ პრობლემა და დამოკიდებულობა windows-ზე თორემ დღეს რა დონეზეცაა ცა და დედამიწაა სხვაობა იგივე 10 წლის წინანდელთან შედარებით linux რაც იყო. ძალიან ბევრი რამე დაიხვეწა და გაკეთდა. საფორთი კიდევ აქ უფრო ადრე მოდის ხოლმე ახალი ჰარდის ვიდრე windows-ში და out of the box უფრო მეტი ჰარდია მხარდაჭერილი. ამასწინათ windows 11 რომ არ ყენდებოდა (storage-ს დრაივერი არ არისო) იმაზე linux უპრობლემოდ დაყენდა და wifi-ც და ყველაფერი ეგრევე მუშაობდა არ დაუწყია ნეტში ძებნა რაღაცების.
-
@Archili1997 @user24 რათქმანუდა ნაგვით გაიტენება ისევ. ოღონდ ეს ნაგავი სამწუხაროდ არის malware, bloatware, spyware და ა.შ. 10 და 11 რომ უთვალთვალებს მომხმარებელს მეტი რავიცი. windows hello რომ არის ვიდეოთვალის სემპლები, 3d scan-ებიც, აუდიო ჩანაწერები, ლოკაცია აბსოლუტურად ყველაფერი იგზავნებოდა რომ გამოიკვლიეს ქვეყნებმა. იმოდენა დასკვნა დადეს. რაც არ უნდა უქნა მაგეებს ვერ ჩაუთიშავ და მაინც იმუშავებს ეგ საბსისტემები. იმის იმიტაციას იქმნი რომ აი ამ ბრძანებას გავუშვებ და დავბლოკავ ამას. ასეთი ნაგავი windows მანამდე არ ყოფილა 7-თან რას ამბობ აი საერთოდ ახლოსაც ვერ მივა 10. იმიტომაცაა dx12 დალიმიტებული 10-ზე და 8.1-ზეც კი არაა ოფიციალურად. ისე dx12 რად გინდათ? არის რამე სასწაული სხვაობა? რავიცი მე windows-ს საერთოდ რომ არც გავეკარები ვიცი. მაგ უაზრო სისტემას როგორ დავაყენებ native-დ ჩემ კომპზე. ვირტუალში მქონდა და წელიწადში რამდენჯერმე თუ ჩავრთავდი მარტო. ისიც აღარ მჭირდება უკვე და მივაშალე. mac os დავაყენე native-დ მეორე კომპზე და იქ ყველაფერია რაც შეიძლება დამჭირდეს იმ 1000-ში ერთხელ მაგას გამოვიყენებ. ერთადერთი gamer-ს თუ უნდა windows ისიც პადრიად ყველაფერს რომ თამაშობს თორემ დალშე საერთოდ ყველაფერში ნაგავი სისტემაა. სტაბილურობაში და სისწრაფეში სინათლის წლებით ჩამორჩება mac-საც და linux-საც. ARM-ც რომ მომავალია არავის დაავიწყდეს და ARM ათვისებული აქვს linux-ს სრულად და უკვე mac-საც. აი windows arm-ზე იმენა გამოუყენებელი ნაგავია. ალბათ მაგასაც მიაგდებს MS ისევე როგორც windows mobile სისტემა მიაგდო. ჯერ მილიონებს ჩაყრიან და რომ ნახავენ არაფრად ვარგა მერე მიაგდებენ. მომავლისთვის დროა უკვე ნელ-ნელა თანამედროვე ტექნოლოგიები შეისწავლოთ და mac ან linux-ზე გადახვიდეთ ნელ-ნელა. ეს გასული საუკუნის სისტემა როდემდე უნდა გამოიყენოთ? სულ გადაყენება რომ უნდა, ბლუ სკრინებს რო ყრის, ზოგი მოდელის მაუსის მიერთებაზეც კი რესტარტს რომ ითხოვს, ყველაფერზე რესტარტს ითხოვს, აფდეითები ყველაფერს ცვლიან სისტემაში მის გემოზე და შეიძლება ისე გაუბეროს ისევ გადაყენება დაგჭირდეს, ნელდება, ყოველდღე გამოურთველად სისტემას ვერ მოიხმარ ჭედავს და ნელდება მასე (ბოლოს როდის გამოვრთე კომპი არ მახსოვს) და მოკლედ რავიცი. თანამედროვე ერთადერთი ინტერფეისი აქვთ და ისიც linux-დან მოიპარეს ეხლა ტერმინალსაც დეფოლტად usable-ს ვაკეთებდო MS-მა cmd-ს ნაცვლად powershell იქნებაო დეფოლტად , package manager-ს მცდელობაც ქონდათ და app store-საც როგორც linux-ს და mac-ს აქვთ ათობით წელია, მაგრამ მაგაშიც ჩაისვარეს. ტიპები უბრალოდ ვერ გაცდნენ 30 წლის წინანდელ ტექნოლოგიებს. touch-ს მოვარგებთო და 8-ს ინტერფეისშიც ჩაისვარეს. ან 0-დან უნდა გააკეთონ თანამედროვე სისტემა ან მუდამ ასე გააგრძელებენ "ბოლო" windows-ს გამოშვებას, როგორც 10-ზე გვპირდებოდნენ ბოლოაო mac os X-ს თემას ბაძავდნენ ამაშიც და 11 კი გამოუშვეს და მალე 12-ც გამოვა. ამოდენა კომპანია რომ 1 ნორმალურ თანამედროვე სისტემას ვერ ქმნის და სული dx-ს წყალობით უდგია ბევრ რამეზე მეტყველებს.
-
@Archili1997 აგერ ვიპოვე ის 10 რაც მეყენა ვირტუალზე ადრე 993 MB-ა სულ Windows 10-ს საინსტალაციო https://oprekin.com/threads/windows-10-enterprise-ltsc-1809-737-super-lite.5 ქართული კლავიატურისთვის ეს ჩაწერე https://en.freedownloadmanager.org/Windows-PC/Georgian-Keyboard-Layouts-FREE.html 6 GB-მდე უნდა დაიკავოს ახალ დაყენებულზე. 11 რაც ეხლა მაქვს ვირტუალში მაგის საინსტალაციოს ლინკი წაშლილია. ეგეც 1.3 GB-ა დაახლოებით საინსტალაციო და გამართულად მუშაობს. თუ ვინმეს მოუნდება მომწერეთ სად აგიტვირთოთ და აგიტვირთავთ. ამ საიტიდანაა ეგ 10 უფასო ბილდია. დარეგისტრირებით გადახდით private modification-ებიც აქვს. თუ ვინმეს გჭირდებათ და დაითრევთ გაგვიზიარეთ მერე https://oprekin.com/forums/private-modification.6/
-
@Georgeროგორ არა, ეგეთი 7-ც იყო 600 MB-იანი iso მე თვითონ მქონდა გაკეთებული ორიგინალი იმიჯიდან 3 GB დისკზე ეტეოდა. 8-ებიც არის, 10-ც და 11-ც. 11 მე მაქ აგერ 6 GB-ში ეტევა მთლიანად დაყენებული და 700 MB RAM უნდა 64 ბიტიანს. ვირტუალში მიყენია.
-
-
-
106 ვერსია გამოვიდა https://www.mozilla.org/en-US/firefox/new/
-
ffmpeg საუკეთესო tool-ა რასაც ქვია, proprietary codec თუ არაა ვერაფერი აჯობებს ffmpeg-ს
-
არა მაგას კი არა კაი ძვირიან gaming router-ებს არ აქვთ ეს feature. გამოტენიან უსარგებლო ნაგვით დაადებენ ფასს, ვიდს მიცემენ, ერთი ორი ლედი და ხალხს გონია რამე სასწაული გამოუშვეს
-
როგორც იქნა დადო ამაზე ინფო linustechtip-მა. აქ ძალიან კარგად ხსნიან თუ რა პრობლემას აგვარებს. ბევრ ძვირიან gaming router-საც კი არ აქვს ეს ფუნქცია. ასე რომ ისეთი როუტერი იყიდეთ რომელზეც openwrt ყენდება და მერე ნახავთ რას ნიშნავს როცა ქსელი მოწესრიგეუბული გაქ განსაკუთრებით gaming-სთვის, თუნდაც ამ დროს ქსელი გადატვირთული იყოს და ტორენტებს იწერდეთ.
-
Endeavour OS-ზე AUR დეფოლტად გააქტიურებულია. yay ცადე ან paru რომელიმე იქნება და woeusb დააყენე. ეგ პროგრამა გამომიყენებია და ქმნის როგორც windows 10-ს ასევე windows 11-ს bootable usb-ს.
-
https://www.phoronix.com/review/amd-zen4-spectrev2/4 AMD-ს ახალ სერიაზე დაცვების გათიშვა აუარესებს performance-ს.
