Jump to content

Type-X

მოდერატორი
  • Posts

    7725
  • Joined

  • Days Won

    89

Everything posted by Type-X

  1. ოცნების კამერა გახდა Canon R5 Mark II ! 2 თვის წინ გადავიღე ველოსიპედის ივენთი ჩემი ფოტოკამერით NIKON D5300 და ფიქსირებული ლინზებით: 50mm 1.4G, 85mm 1.4G, 105mm 2.8G. იქვე გოგო იღებდა CANON R6 Mark II + კიტ ობიექტვით 24-105mm. საკმაოდ კარგი სურათები გამოვიდა. სურათები და ივენთის შესახებ ინფორმაცია: Skoda Trailwatch X Skoda : Explore Biking with Skoda TrailWatch • ბილიკებზე მეტი Video R6-ის ფოკუსიც მომეწონა, როცა მე 750 სურათიდან 250 არ მქონდა ფოკუსში ამის შემდეგ გადავწყვიტე თუ გადავალ უსარკო კამერაზე R5 Mark II-ს ვიყიდი. საოცარი ფოკუსის სიტემა აქვს და სწრაფი გადაღებებისთვის იდეალური არჩევანი იქნება იყოს ერთი თემა სადაც დაიწერება ინფორმაცია კონკრეტულად ამ კამერის შესახებ. საინტერესო შედარების და განხილვების ვიდეოებს აქ დავდებ
  2. გავრცელდა ინფორმაცია ადრეული ტესტების შესახებ
  3. პედლები - Pedals ოფიციალური ვებ-გვერდი: Range Composite Pedals , ფერები: შავი ნაცრისფერი ლურჯი იასამნისფერი წითელი ნარინჯისფერი ცისფერი პროდუქტის დეტალები: წონა: 390 გრამი (წყვილი) კორპუსის მასალა: ბოჭკოვანი მინის არმირებული ნეილონის კომპოზიტი ღერძი: ქრომოლის ფოლადი პლატფორმის ზომა: 115 მმ (სიგრძე) x 108 მმ (სიგანე) პინების რაოდენობა: 22 ფოლადის მოსახსნელი თავი თითო პედალზე სერვისი: სრულად სერვისებადი და აღდგენადი ვიდეოები: დროპერის სახელური - Dropper Post Lever ოფიციალური ვებ-გვერდი: THE LOAM LEVER GEN 2 ვიდეო განხილვები:
  4. წინა ამორტიზატორი - FOX 36 Fork ძირითადი სხვაობები FOX - 32, 34, 36, 38, 40 & 49 შორის. FOX-ის წარწერის შემდეგ ჩანგალზე დაწერილი ციფრი (მაგ: 36) აღნიშნავს სამაგრის (stanchion) დიამეტრს. სტენშენის დიამეტრი იზრდება ჩანგლის სვლასთან ერთად. მაგ: თუ 36-იანი დიამეტრის წინა ჩანგალი აქვს თქვენ ველოსიპედს მისი სვლა 150-160 მმ მერყეობს. რაც უფრო მეტია წინა ამორტიზატორის სვლა მით უფრო დიდია სამაგრის დიამეტრი. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არსებობს 4 ტიპის კარტრიჯი. GRIP2 FIT4 RC2 GRIP დემფერებს შორის სხვაობები. FIT4 კარტრიჯი უყენია ჩემს მოდელს. ძირითადი სხვაობები ქვემოთ მოცემულ ვიდეოშია ახსნილი FIT4-ის მუშაობის პრინციპი. GRIP2-ის მუშაობის პრინციპი. GRIP2 უფრო ახალი კარტრიჯია ვიდრე FIT4 და უფრო მეტ რეგულირების შესაძლებლობას იძლევა. GRIP2-თან შედარებით FIT4 პატარა პლიუსებიც აქვს - კონკრეტულად ეს არის 3 ფუნქცია: ჩანგლის გახსნა მედიუმ სეთინგი ჩაკეტვის ფუნქცია FIT4 კარტრიჯი ბევრად უფრო მარტივი დასარეგულრებელია ვიდრე GRIP2. GRIP2 კარტრიჯს საერთოდ არ აქვს ჩაკეტვის ფუნქცია. შესაბამისად თუ დამწყები რაიდერი ხართ FIT4 კარგი არჩევანია. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ნაჩვენებია გადართვის 3 რეჟიმი, რაც ზემოთ ვახსენე. FOX-ის წინა ჩანგლის სერვისისათვის საჭიროა გაარკივოთ თქვენი ჩანგლის წლოვანება, კარტრიჯის ტიპი და სასერვისო ნაკრების კოდები. ამისათვის საჭიროა წინა ჩანგალს დახედოთ და ამოიწეროთ მასზე დატანილი სერიული ნომერი ან 4 ციფრიანი კოდი. გადახვიდეთ ოფიციალურ საიტზე: SEARCH FOR PRODUCT INFORMATION ჩაწერეთ 4 ციფრიანი კოდი და გაიხსნება მანუალი. აქ შეძლებთ ჩობალის ნაკრების ორიგინალი კოდების პოვნას.
  5. Live for Speed, Graphics Progress Report: Kyoto updates
  6. ყველა მეტი გამარჯვება გოგონებში
  7. შემდეგი რაზეც უნდა ვისაუბრო არის - უკანა ჰაბის მექანიზმის განახლება, საჭის სახელურები, შატუნების დამცავი რეზინები და საჭის სტემის სამაგრი DT Swiss 54T Ratchet Kit - ჰაბის Ratchet-ის განახლება ქარხნულად ველოსიპეს უყენია DT Swiss 350 უკანა და წინა ჰაბი. უკანა ჰაბს მოყვება 18 კბილიანი Ratchet მექანიზმი, რასაც საკმაოდ დიდი თავისუფალი სვლა და დაბალი ხმა აქვს. ძალიან ბევრი ინფორმაცია ვეძებე ინტერნეტში რა უნდა გამეკეთებინა ჰაბის შეუცვლელად, რომ ხმა მომეტებინა. ამასთან ერთად აღმართებში რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი სვლა ქონოდა ჰაბს. ზემოთ დევს ვიდეო ახსნები, სადაც კარგად არის განმარტებული ძირითადი სხვაობები 18 კბილიან და 54 კბილიან მექანიზმებს შორის. ამიტომ გირჩევთ დაკვირებით გაეცნოთ ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ დაწერილი ახსნა ცნობილ საიტზე: DT Swiss 54T Ratchet Upgrade [Rider Review] შენიშვნა: გასათვალისწინებელია, რომ შეიძინოთ მხოლოდ ორიგინალი DT Swiss-ის ფირმის განახლების კიტი და არა სხვა რომელიმე ბრენდის მიერ დამზადებული (მაგ. ZTTO - Star Ratchet). ძალიან ბევრია ჩინური ანალოგები... როგორც 54T ასევე 60T და იშვიათ შემთხვევაში უფრო მეტი კბილით. არ გირჩევთ, რადგან დამზადების ხარისხი დაბალია, მეტალი არ ვარგა და ძალიან მალე კბილები მოცვდება. ოფიციალურად სულ არსებობს 3 ზომის კბილანა: 18T 24T (იშვიათად გვხვდება) 36T 54T არაოფიცუალურად არის 60T და 64T, მაგრამ მათი ყიდვა დიდი რისკია... მე პირადად აქედან გამოვიწერე: DT Swiss Star Ratchet DT Superlight 54 Engagement Points (2 pcs.) - HWTXXX00NSK54S როგორც მანქანებში ვინ კოდით ვგებულობთ რომელიმე დეტალის ორიგინალ კოდს ასევე თანამედროვე ველოსიპედებშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მეთოდი. რათქმაუნდა თუ ეს გათვალისწინებული აქვს ამა თუ იმ დეტალის და ბრენდის მწარმოებელ კომპანიას. ამ ეტაპზე გვაინტერესებს DT Swiss ჰაბის ან მთლიანად ვილსეტის შესახებ ინფორმაციის გაგება, ამიტომ ქვემოთ დავდებ ვიდეოებს სადაც ნაჩვენებია სად აწერია დეტალებს iD კოდები. კოდით გადამოწმება შესაძლებელია ოფიციალურ ვებ-გვერდზე: DT Swiss ID სურათებიც დართულია და ნაჩვენებია, როგორ გამოიყურება კოდი, ასევე ყველა იმ ადგილის სურათია ნაჩვენები სადაც შეიძლება კოდი ნახოთ იდენტიფიცირება ხდება შემდეგნაირად: IDENTIFY YOUR PRODUCT BEFORE YOU START ჩემსას არ აწერია არაფერი როგორც წინა ასევე უკანა ჰაბზე. მიზეზი: 2020 წლის შემდეგ ყველა DT Swiss-ის ვილსეტს ვინ კოდი აწერია: გარედან დისკზე გარედენ სპიცებს შორის დისკის შიდა მხარეს ლენტზე დისკის შიდა მხარეს ლენტის შიგნით თვითონ დისკზე წარწერის ყველაზე მარტივად მიგნება შეიძლება გარედან დისკზე (სპიცებს შორის). DT Swiss iD და შვიდი ციფრი ეწერება ქვემოთ. ამოიწერეთ ეს შვიდი ციფრი და შეიყვანეთ ოფიციალურ გვერდზე: DT Swiss ID შენიშვნა: თუ არ ეძებს ბაზაში ინფორმაციას ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი ვილსეტი არის 2020 წლამდე დამზადებული და ინფორმაცია ბაზაში არ არის. ჩემს შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ველოსიპედი არის 2020 წლის მოდელი და ორივე ვილსეტზე ინფორმაცია უნდა მოიძებნოს ოფიციალურ საიტზე, თუმცა ესე არ ხდება. წინა ვილსეტის კოდის ჩაწერის შემდეგ ეძებს ინფორმაციას წინა სეტზე, უკანაზე დატანილი iD კოდის ჩაწერის შემთხვევაში ვერა. თავიდან ვერ მივხვდი რით იყო ეს განპირობებული, თუმცა დაკვირვების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ამ მოდელს და კონკრეტულად ამ კომპლექტაციას უყენია წინ და უკან E 1700 SPLINE 29 ვილსეტი. ჩემსას კი მხოლოდ წინ აქვს ამ ნუმერაციის რკალი უკან უყენია E 1900 (რკალის უფრო დაბალი კომპლექტაცია). შესაბამიმსად გამოდის, რომ მეპატრონემ დააზიანა ორიგინალი უკანა რკალი ისე, რომ მთლიანად გადააწყეს უფრო დაბალი კომპლექტაციის რკალზე. ეს გადაწყობილი რკალი კი დიდი ალბათობით არის 2020 წელზე ძველი, ამიტომ ინფორმაცია საერთოდ ვერ იძებნება საიტზე. შესაძლებელია თვითონ რკალი აღებული იყოს ძველი ვილსეტიდან ან მხოლოდ ცალკე ნაყიდი და ამიტომ საიტის ბაზაში არ არის შეტანლი. ვისაც მსგავსი პრობლემა გაქვთ და იცით, რომ წინ 350 ჰაბი აყენია არ ინერვიულოთ, მაინც შეძლებთ ვინ კოდის გარეშე ოფიციალურ საიტზე ინფორმაციის მოძიებას შედიხართ Product filter-ში და Product type ირჩევთ შემდეგ Wheels MTB. მარვნივ გამოვა ახალი გრაფა Model და არიჩევთ E 1700-ს. შემდეგ გამოვა დამატებით რამოდენიმე გრაფა ქვემოთ. იმათაც მონიშნავთ და გადაგიყვანთ ვილსეტზე. ამ გზით შეძლებთ ინფორმაციის მოპოვებას საჭის სახელურები - Grips როდესაც ვიყიდე ველოსიპედი ზუსტად ამ ფირმის შავი ფერის სახელურები მოყვა. ორივე გახეული იყო გვერდებზე და გამოყენების კვალიც ეტყობოდა. გავწმინდე, მაგრამ არ ეშველა. ძებნის შედეგად ვნახე, რომ შავის გარდა სხვა ფერებიც ქონდათ გაყიდვაში. გამიმართლა და ბოლო დარჩენილი სტაფილოსფერი შევიძინე საიტზე. Oury V2 გამოიყენება: MTB მასალა: რეზინი სიგრძე: 135 მმ შიდა დიამეტრი: 22.25 მმ გარე დიამეტრი: 33 მმ ბოლტები: 3 მმ დამზადება: ამერიკა წონა: დაახლ. 122 გრამი ოფიციალური ვებ-გვერდი: Oury Grips - Handlebar Grips თუ ოფიციალურ საიტზე შეიძენთ შეგეძლებათ შავ რკინის რგოლს შეუცვალოთ ფერი და მასზე წარწერა მიაწეროთ ლოგოსთან ერთად. რათქმაუნდა გრავირებით ვებ-გვერდი სადაც შეძენას შეძლებთ: Oury V2 Single-Clamp Lock-On Bar Grips - 135/33.0mm - blaze orange შატუნების დამცავი - AMS Crank Defenders ვიდეოები: ოფიციალური ვებ-გვერდი: AMS Crank Defender. ORANGE ხელმისაწვდომია მხოლოდ ქვემოთ ნაჩვენები 4 ფერი. სანამ შეიძენთ აუცილებლად გაეცანეთ შატუნების ჩამონათვალს და დარწმუნდით, რომ ის შატუნები რაც თქვენ ველოსიპედზე აყენია თავსებადია ამ დამცავებთან: AMS Crank Defender Compatibility List მე Shimano XT-ისთვის შევიძინე სტაფილოსფერები. ეწერა რათქმაუნდა ჩამონათვალ სიაში თუმცა დაყენების დროს მეორე ნაწილი ოდნავ დიდი აღმოჩნდა და საიზოლაციო ლენტი დავახვიეთ შატუნის გარშემო, რადგან მჭიდროდ ჩამჯდარიყო და არ ემოძრავა სტემის თავსახური შეგიძლიათ აქ შეიძინოთ: Tune Ahead Cap
  8. დღეს ავიღე A კატეგორიის მართვის მოწმობა თეორიაზე Lela's Auto School ∙ ლელას ავტოსკოლა და პრაქტიკაზე ArtDrive-ში ვიარე ირაკლისთან თუ ვინმე ჩაბარებას დააპირებთ უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან ორივეს რათქმაუნდა ეს ცოდნა საკმარისი არ არის რასაც გამოცდისთვის სწავლობს ადამიანი და მომავალში სხვა მართვის კურსსაც გავივლი. კარგი მოდელი ყავთ გამოცდაზე (Kawasaki Z650), საკმაოდ მარტივად ჩავაბარე 3D-ში შეგიძლიათ აქ დაათვალიეროთ სურათები: Kawasaki Z650 2024 3D-Model P. S. საინტერესო ვიდეო დუკატიზე.
  9. სუპერის გადამრთველები (Jockey Wheels) ზემოთ დავწერე, რომ წინა კბილანა alugear-ის კომპანიას შევუკვეთე. უკანა სუპერის გადამრთველებიც იგივე კომპანიას დავამზადებინე სტაფილოსფერ ფერში 2 ვერსია უდევთ საიტზე განსხვავებული დიზაინით. Pulleys 13T-13T Spider for Shimano 12sp MTB (მე ეს კონკრეტული დავაყენე) Pulleys 13T-13T AERO for Shimano 12sp MTB უკანა გადამრთველი (Rear Derailleur) ოდნავ მოგვიანებით გამოვლინდა ახალი პრობლემა. თვითონ უკანა სუპერსაც ჭირდებოდა მთლიანად გამოცვლა მიზეზი დაზიანებული გადაბმულობის (ქლაჩის) ჩამრთველ გამომრთველი გატეხილი პლასმასი და მექანიზმის პერიოდულად გაჭედვა იყო. მექანიზმი მანამდე შევაპოხინე და გადაბმულობის სიხისტეც ოდნავ შევამცირეთ (დავარეგულირეთ) თუმცა შედეგი არ ქონდა. ამ ყველაფერს ემატებოდა თავისუფალი სვლაც, რაც სიჩქარეებში გადართვას უშლიდა ხელს ვიარე ცოტახანი სანამ გადართვების დროს დაგვიანებები არ დაიწყო... ბევრი, რომ აღარ გავარგძელო ჩემმა დამ ზაფხულში დაბადებისდღეზე მაჩუქა სრულიად ახალი უკანა გადამრთველი, რომელიც სახლში მედო 3 თვეზე მეტი. სამსახურის და გარკვეული სხვა საქმეების გამო 2 კვირის წინ დავაყენებინე სახელოსნოში სტაფილოსფერი გორგოლაჭები კი ძველი გადამრთველიდან გადმოვიტანინე ახალზე. SHIMANO XT RD-M8100-SGS RD-M8120-SGS 12-Speed Rear Derailleur, Long Cage, Black
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.