Jump to content

Type-X

მოდერატორი
  • Posts

    7783
  • Joined

  • Days Won

    90

Everything posted by Type-X

  1. მიჩვეული ვარ უბრალოდ ინტელს. მე, რომ ეხლა Samsung-ის მობილურიდან (ანდროიდიდან) iphone-ზე გადავიდე იგივე გამოვა ყველა მაგას მეუბნება, მაგრამ მე მაინც ინტელზე ავაწყობ. პურველი დედა დაფა და პროცესორი მინდა ვიყიდო. ერთადერთი 1700 სოკეტსა და 1851 შორის ჯერ ვერ გადავწყვიტე. მგონი ჯობია 1700-ზე ავიღო რამე top დედა დაფა და i7 ან i9 პროცესორი. მე ერთი 4-5 წელი მაინც მეყოფა.
  2. მემგონი დედა დაფის სურათი ივერსს შეცდომით უდევს: ASUS TUF GAMING Z890-PLUS WIFI LGA1851 (90MB1IQ0-M0EAY0) მოდელი ესაა: asus მანდ შავი სურათი უნდა ედოთ წესით ესეთი
  3. მე უფრო ცალ-ცალკე ყიდვას ვაპირებ და მერე ჩემით აწყობას. პირველ რიგში მაზერი, პროცესორი და ოპერატიული მჭირდება. აქაურ მაღაზიებში რომელ მოდელებს მირჩევთ ? Intel მხოლოდ.
  4. მადლობა ისე, რომელ სოკეტზე ჯობია ეხლა აწყობა 1700-ზე თუ 1851-ზე ? ამას, რომ გავყიდი ნაწილ-ნაწილ მომიწევს ყიდვა. წყლის გაგრილებაზეც მინდა გადასვლა. 5000-6000 ლარის ბიუჯეტში i9-ზე და 1700 სოკეტზე, ხომ ვერ მირჩევ რაიმე სისტემას ? მხოლოდ სისტემური ბლოკი. მე ამას ვფიქრობ და რაიმე უკეთესი ვარიანტი თუ არის განვიხილავ. CPU - i9-14900KS Cooler - წყლის გაგრილება RGB სასურველია MoBo - MSI TOMAHAWK Z790 DDR5 GPU - 5070 Ti RAM - DDR5-ზე კორსაირი რომელიმე RGB განათებით SSD M.2 - 990 PRO 1TB PSU - არ ვიცი, ალბათ 850W მეყოფა Case - ლიანლის ვფიქრობ
  5. რჩევა დედა დაფა, პროცესორი, ოპერატიული გამარჯობა. რამდენად გაიყიდება ჩემი სისტემა დაახლოებით, კორსაირის ქულერების გარეშე. 1500 ლარი ? CPU i7 10700 2.90 GHz Cooler Zalman CNPS17X MoBo Z490 AORUS ELITE GPU GTX 1060 ARMOR RAM RGB White 32 GB SSD M.2 SSD 1 TB PSU FSP HYDRO G 750W Case KENDOMEN RD
  6. გამარჯობა დღეს რომელიმე გადამზიდი კომპანია რეალური წონით ანგარიშობს 80x80x30 სმ ზომის ნივთს ? სადაც არ მივიწერე ყველა 50 სმ-ზე ან 150 სმ-ზე მეტის შემთხვევაში მოცულობაში ითვლის ნივთს. კონკრეტულად გუშინ ამ კომპანიებს შევეხმიანე გამარჯობა. მაინტერესებს როგორ ხდება 80x80x30 სმ ზომის ნივთის დაანგარიშება ? რეალური წონით თუ მოცულობით ? კონკრეტულად ეს ნივთი. ველოსიპედის რკალი: bike-discount წონა 2 კგ-მზე მეტი არამგონია იყოს შეფუთვიანად. გამოწერის შემთხვევაში 2 კგ თანხას გადამახდევინებთ თუ მოცულობაში დაითვლით ამ ნივთს და 32 კგ საფასურს გადავიხდი ? ზუსტი პასუხი თუ შეგიძლიათ, რომ მომწეროთ ამ საკითხთან დაკავშირებით ? დიდი მადლობა წინასწარ პასუხები: camex რადგან მოცულობითი წონა 30-ს აღემატება, დაანგარიშდება მოცულობით ამერიკიდან. სამწუხაროდ, აღნიშნული ნივთი ზომებიდან გამომდინარე მხოლოდ მოცულობით დაითვლება ყველა ქვეყნიდან. boxette გერმანიიდან ამანათების ტრანსპორტირებას არ ვახდენთ, თუმცა ინფორმაციის სახით მოგახსენებთ რომ, თუ მაგალითად ამანათი იგზავნება ამერიკა ან ჩინეთიდან და აღნიშნული ამანათის რომელიმე გვერდი აღემატება 50სმ-ს ამ შემთხვევაში მოქმედებს მოცულობითი და ფიზიკური წონის პრინციპი, რომელიც იქნება უდიდესი ტარიფი იმის მიხედვით დაანგარიშდება inex გაცნობებთ, რომ ამერიკიდან და გერმანიიდან მხოლოდ რეალური წონით ითვლება ტრანსპორტირების ღირებულება. გიგზავნით სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით ფასებს: https://inex.ge/ka/prices მეორე დღეს დაამატეს ახალი პასუხი როგორც მოგახსენეთ, ამერიკიდან და გერმანიიდან მხოლოდ რეალური წონით ითვლება ტრანსპორტირების ღირებულება. ასევე, აღნიშნული ვრცელდება მხოლოდ ჩინეთიდან ნივთის შესყიდვის შემთხვევაში. expressgroup თუ ამერიკის მისამართს მიუთითებთ, ამ შემთხვევაში იმოქმედებს მოცულობითი წონის პრინციპი. ანუ თუ ამანათის მოც. წონა მეტია ვიდრე რეალური წონა მის ტრანპორტირების ტარიფი დაითვლება მოცულობითი წონის მიხედვით. მოც. წონის დასათვლელად დაჭიროა ამანათის შეფუთვის ზუსტი ზომები. თუ საბერძნეთის მისამართს მიუთითებთ, ამანათი მისი რეალური წონით გამოიგზავნება. onex თუ ამანათის სიგრძე, სიმაღლე, სიგანე ჯამში აღემატება 150სმ-ს, ამანათი ითვლება მოცულობით. გიგზავნით ონექს კალკულატორის ბმულს, რისი საშუალებითაც შეძლებთ ზუსტი ტრანსპორტირების თანხის გამოთვლას: https://www.onex.ge/calculate usshop ეს ნივთი დაანგარიშდება მოცულობით 256 დოლარი იქნება ტრანსპორტირება amanati აღნიშნული ზომის ამანათის ტრანსპორტირების საფასური დაითვლება მოცულობით. იმისთვის, რომ მოცულობითი წონა გამოთვალოთ, წინასწარ უნდა იცოდეთ შეფუთული მდგომარეობის პარამეტრები სანტიმეტრებში - სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. თუ მოცულობითი წონა რეალურ წონას აღემატება 5-ზე მეტი კილოგრამით, ამანათის წონა დაითვლება მოცულობით. თუ რეალური წონა უფრო მეტია, მაშინ სტანდარტულად რეალური წონით დაგეთვლებათ. ამ კალკულატორის საშუალებით შეგიძლიათ მოცულობის დაანგარიშება - https://amanati.ge/Calculator.aspx Maleo მოგესალმებით, ტარიფებზე ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩვენს საიტზე: ტარიფები დაანგარიშების პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ხშირად დასმულ კითხვებში და წესებსა და პირობებში, ჩვენს საიტზე: ხშირად დასმული შეკითხვები ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ კალკულაცია ზომის და წონის მიხედვით: ზომა/წონის კალკულატორი სხვადასხვა ქვეყნების საწყობში მიღებული გზავნილების ტრანსპორტირების ღირებულება ითვლება სხვადასხვანაირად. მაგალითად, თურქეთიდან გამოგზავნილი გზავნილის თრანსპორტირების ღირებულება ითვლება მხოლოდ რეალური წონის მიხედვით. ხოლო, ამერიკიდან გამოგზავნილი ავტომობილის ნაწილების გამოგზავნისას, მომსახურების საფასური განისაზღვრება გზავნილის მოცულობით და ზუსტ წონებს შორის უმეტესის ნამრავლით 1კგ-სთვის დადგენილ ტარიფზე. თუმცა, ველოსიპედის ნაწილი არ დაანგარიშდება როგორც ავტომობილის ნაწილი და დაანგარიშდება რეალური წონოთ. ხოლო, სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით თუ როგორ ხდება ტრანსპორტირების ღირებულების დაანგარიშება შეგიძლიათ გაეცნოთ ხშირად დასმულ კითხვებში. დამატებით, გაცნობებთ, რომ გზავნილის მოცულობითი წონა გამოითვლება შემდეგი ფორმულით: გზავნილის სიგრძე(სმ) X სიგანე (სმ) X სიმაღლე (სმ) / 6000-ზე. არ აქვს მნიშვნელობა სად არის შეძენილი ნივთი. ტრანსპორტირების ღირებულება ითვლება მალეოს საზღვარგარეთის საწყობიდან საქართველოს მიმართულებით გამოგზავნის შემთხვევაში და იმ საწყობის პირობით, რომელი ქვეყნის საწყობიდანაც ხდება საქართველოს მიმართულებით გამოგზავნა. თურქეთიდან გამოგზავნისას, ტრანსპორტირების ღირებულება ითვლება რეალური წონის მიხედვით მიუხედავად იმისა რა ნივთია. ხოლო, ამერიკიდან, როგორც უკვე მოგწერეთ, ავტომობილის ნაწილების გამოგზავნისას, მომსახურების საფასური განისაზღვრება გზავნილის მოცულობით და ზუსტ წონებს შორის უმეტესის მიხედვით. თუმცა, ველოსიპედის ნაწილი არ დაანგარიშდება როგორც ავტომობილის ნაწილი და დაანგარიშდება რეალური წონოთ. მხოლოდ , გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორი. თუ გერმანიიდან გამოიწერთ მაგ: თურქეთის საწყობის მისამართზე, არის ალბათობა , რომ გერმანიიდან თურქეთში გზავნილის მიღებისას, თურქეთის საბაჟო კანონმდებლობით გზავნილი დაექვემდებაროს განბაჟებას. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ სელერთან, - დაექვემდებარება თუ არა გზავნილი განბაჟებას. განბაჟებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას და გერმანიიდან თურქეთის ტერიტორიაზე მიღებულ გზავნილზე ჩვენ ვერ გავაკეთებთ განბაჟების პროცედურებს. getit გამარჯობა რომელი ქვეყნიდან გსურთ ტრანსპორტირება? ამერიკა შეფუთვიანად რამდენი კილოგრამიც იქნება, რეალური წონით, იმის მიხედვით დაანგარიშდება ტრანსპორტირების საფასური. ამერიკიდან არ ანგარიშდება მოცულობითი წონა. მხოლოდ მანქანის ბამპერზეა განსხვავებული ტარიფი. mixshop ეგ ზომები მოდის წონით
  7. გამარჯობა DT Swiss FR 541 29" Disc Rim ამ რკალის გამოწერა მინდა და არის რომელიმე გადამზიდი კომპანია, რომელიც მოცულობაში არ გაიყვანს ? 80x80x30 მგონია დაახლოებითი ზომა რაც იქნება შეფუთვიანად და რა გამოდის 416 ლარი უნდა გადავიხადო ჩამოტანის 1 კგ თუ არის შეფუთვიანად წონა ? ესეთი რკალია 1 ცალი
  8. მოკლე აღწერა: Assetto Corsa Rally არის მაღალი სიზუსტის რალის სიმულატორი. აქ შეხვდებით 3D ლაზერით სკანირებულ გზებს და მანქანებს. ასევე პროფესიონალი თანამძღოლის მხარდაჭერას და დინამიურ ამინდის პირობებს. სიმულატორი გთავაზობთ ინტერაქტიულ გამოცდილებას, სადაც საჭესთან ყოველი წამი მნიშვნელოვანია. თამაში შექმნილია Unreal Engine 5-ის მოდიფიცირებულ ძრავზე. Steam-ზე: Assetto Corsa Rally სურათები: System requirements: OS: Any supported Win 10 64-bit or Win 11 64-bit version. Processor: Intel Core i7-10700K or Ryzen 5 3600X Memory: 16 GB RAM Graphics: NVIDIA GeForce RTX 2080, 8 GB or AMD Radeon RX 6650 XT, 8 GB DirectX: Version 12 Network: Broadband Internet connection Storage: 50 GB available space Sound Card: Integrated VR Support: Not supported for Early Access launch Additional Notes: SSD Required ვიდეო განხილვები:
  9. კამერის 3 ძირითადი პარამეტრის: Shutter speed, Aperture და ISO-ს ახსნის ვიდეოები. Shutter Speed-ის მუშაობის პრინციპი და ზოგადი ახსნა. Shutter Speed-ის ახსნის ვიდეო ლისტები. Rolling Shutter-ის ახსნა საინტერესო ვიდეო
  10. Discover the breathtaking landscapes of Japan and become a racing Legend at the Horizon Festival in Forza Horizon 6, which will launch first on Xbox Series X|S consoles and PC in 2026, and PlayStation 5 post-launch. Wishlist now on the Microsoft Store and Steam ! FOLLOW FORZA Official Site – forza.net Discord – discordapp
  11. Assetto Corsa EVO – Early Access 0.3 Released New Content: BMW M4 GT3 EVO Lamborghini Huracán Super Trofeo EVO2 Porsche 718 Cayman GT4 Clubsport Caterham Seven Academy Racer Dallara Stradale Ferrari F2004 Audi RS 6 Avant BMW M3 Sport Evo (E30) Mercedes-Benz 190E AMG 2.5-16 Evo II Circuit de Spa Francorchamps Red Bull Ring
  12. New LFS version 0.7G ვიდეო:
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.