Jump to content

Type-X

მოდერატორი
  • Posts

    7771
  • Joined

  • Days Won

    89

Everything posted by Type-X

  1. გამარჯობა აღნიშნული საიტიდან: Fox SLS Coil Spring მინდა შემდეგ თვეში გამოვწერო ეს კონკრეტული დეტალი. უწევს განბაჟება, რადგან ღირს 130 $. მაინტერესებს თუ ვინმე სარგებლობთ Onex-ით და რაიმე დეტალი გაქვთ განბაჟებული რა პროცედურებია გასავლელი რა უნდა ვიცოდეთ განბაჟებაზე ? ეს უკვე წავიკითხე. ვერ მივხვდი დეკლარირების დროს ზუსტად რა თანხა უნდა ჩავუწერო, რომ არ შეაფერხოს საბაჟომ ნივთი. 130 $ + შიდა შიპინგის ჯამი ჩავწერო დეკლარირების დროს ? მაგ: 130$ ნივთის ღირებულებას + შიდა შიპინგის თანხა 10 $ = ჯამში ჩავუწერი 140 $ დეკლარირების დროს ? ასევე მაინტერესებს რა ტიპის საბუთს ითხოვენ. იმ შემთხვევაში, თუ ამანათი დაექვემდებარა განბაჟებას, მომხმარებელმა ჩვენს საიტზე უნდა ატვირთოს ინვოისი/შესყიდვის ორდერი, სადაც ფიქსირდება მიმღების სახელი, გვარი, ოთახის ნომერი, ამანათის შიგთავსი და ჯამური ღირებულება აღნიშნული კომპანია როგორც ვიცი ინვოისს არ აგზავნის და არც საიტზე არ იტვირთება ინვოისის ფაილი. ესეთ შემთხვევაში რას ვტვირთავ დეკლარირების დადასტურების დროს ? მივწერო ყიდვის შემდეგ და მოვითხოვო ინვოისი თუ გადავიღო სურათი ნაყიდი დეტალის ? სადაც ტრეკინგ კოდი და გადახილი თანხა გამოჩნდება და ავტვირთო სურათი ? ასევე, როდის უნდა გადავიხადო საბაჟოს თანხა ვერ გავიგე. დეკლარირების გაკეთების შემდეგ სანამ ნივთი ჩამოვა საქართველოში თუ როდის ? გაითვალისწინეთ, რომ საბაჟო ითხოვს ამ საფასურის წინასწარ გადახდას, კოდზე - 707017021. და 20 ლარი საბუთების დამზადების მაშინ იქნება ჩასარიცხი, როდესაც ჩამოვა ადგილზე ? ეს როგორც მივხვდი დეკლარანტისთვის გადასახდელი თანხაა, რომ საბუთი დაგიბეჭდოს.
  2. სტატია: A Close Look at the DT Swiss FR 541 ესეც მისი წინამორბედი 511
  3. საკისრების სისწორეზე ერთ-ერთ კომპანიას მივწერე და რაც პირველად მქონდა დაწერილი ის სია გამომიგზავნეს. გამოდის, რომ სწორად მაქვს ყველა საკისარი ჩაპრესილი. შეცდომა არის თვითონ Lapierre-ის სქემაში დაშვებული. ბმული: Lapierre Spicy | Pivot Bearing Kit | Blueseal MAX Full Complement™ Blueseal Bike MAX Bearings მოყვება ამ კიტს. Lapierre Spicy Fit 8.0 2020 - ჩარჩოს საკისრების ზომები და რაოდენობა: ზომები - (შიდა დიამეტრი X გარე დიამეტრი X სისქე): 6801 x 12 X 21 X 5 მმ - 2 ცალი 6900 x 10 X 22 X 6 მმ - 2 ცალი 6902 x 15 X 28 X 7 მმ - 2 ცალი 6901 x 12 X 24 X 6 მმ - 4 ცალი დეტალურად, სად რომელი ზომის საკისარი აყენია ახლოდან სამკუთხედი ახლოდან
  4. ერთადერთი მინუსი ალბათ დროპერის ადგილია ამ ველოსიპედში: Lapierre Spicy CF 2025 ახალი პედლები: Breach და Haxn Hoita - Ambit Components
  5. ზემოთ პოსტში მქონდა საკისრის ზომებზე საუბარი. დღეს სახლს ვალაგებდი და ველოსიპედიდან მოხსნილი საკისრები შემხვდა ყველა საკისარს ზომის ზემოთ აწერია ბრენდის სახელი BOLU. დავსერჩე ინტერნეტში და ვნახე, რომ აღნიშული კომპანია 1989 წლიდან საკისრების კეთებით არის დაკავებული. როგორც გავარკვიე წარმოება ტაივანშია. ოფიციალური ვებ-გვერდი: Frame link / Rocker Arm ჩაჟანგებული და გაუბედურებული საკისრები ბოლო სურათზე რაც ჩანს საერთოდ სხვადასხვა დაბოლოებითაა. ერთი ცალი 6801VRS-ია ხოლო მეორე 6801VRD. + ამას ველოსიპედს ვინ კოდის მიხედვით ეს საკისარი საერთოდ არ უყენია. ვინ კოდის მიხედვით 3 სხვადასხვა ზომის საკისარი აყენია. ნომერი 17 არის საკისრები და განმარტებაში უწერიათ სფეისერები. თვითონ ვინ კოდში აქვთ შეცდომა დაშვებული. სხვა რაკურსი დიაგრამის მიხედვით Lapierre Spicy Fit 8.0 2020 - ჩარჩოს საკისრების ზომები: (შიდა დიამეტრი X გარე დიამეტრი X სისქე) 6900VRS - 10 X 22 X 6 მმ - (2 ცალი) 6901VRS - 12 X 24 X 6 მმ - (6 ცალი) 6902VRS - 15 X 28 X 7 მმ - (2 ცალი) ბოლოს ჩარჩოს დიაგრამაც ვიპოვე სადაც აღნიშნულია, რომელი ბოლტი რა ძალით (ნიუტონმეტრით) უნდა დაეჭიროს
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.