Jump to content

Type-X

მოდერატორი
  • Posts

    7791
  • Joined

  • Days Won

    90

Everything posted by Type-X

  1. საკისრების სისწორეზე ერთ-ერთ კომპანიას მივწერე და რაც პირველად მქონდა დაწერილი ის სია გამომიგზავნეს. გამოდის, რომ სწორად მაქვს ყველა საკისარი ჩაპრესილი. შეცდომა არის თვითონ Lapierre-ის სქემაში დაშვებული. ბმული: Lapierre Spicy | Pivot Bearing Kit | Blueseal MAX Full Complement™ Blueseal Bike MAX Bearings მოყვება ამ კიტს. Lapierre Spicy Fit 8.0 2020 - ჩარჩოს საკისრების ზომები და რაოდენობა: ზომები - (შიდა დიამეტრი X გარე დიამეტრი X სისქე): 6801 x 12 X 21 X 5 მმ - 2 ცალი 6900 x 10 X 22 X 6 მმ - 2 ცალი 6902 x 15 X 28 X 7 მმ - 2 ცალი 6901 x 12 X 24 X 6 მმ - 4 ცალი დეტალურად, სად რომელი ზომის საკისარი აყენია ახლოდან სამკუთხედი ახლოდან
  2. ერთადერთი მინუსი ალბათ დროპერის ადგილია ამ ველოსიპედში: Lapierre Spicy CF 2025 ახალი პედლები: Breach და Haxn Hoita - Ambit Components
  3. ზემოთ პოსტში მქონდა საკისრის ზომებზე საუბარი. დღეს სახლს ვალაგებდი და ველოსიპედიდან მოხსნილი საკისრები შემხვდა ყველა საკისარს ზომის ზემოთ აწერია ბრენდის სახელი BOLU. დავსერჩე ინტერნეტში და ვნახე, რომ აღნიშული კომპანია 1989 წლიდან საკისრების კეთებით არის დაკავებული. როგორც გავარკვიე წარმოება ტაივანშია. ოფიციალური ვებ-გვერდი: Frame link / Rocker Arm ჩაჟანგებული და გაუბედურებული საკისრები ბოლო სურათზე რაც ჩანს საერთოდ სხვადასხვა დაბოლოებითაა. ერთი ცალი 6801VRS-ია ხოლო მეორე 6801VRD. + ამას ველოსიპედს ვინ კოდის მიხედვით ეს საკისარი საერთოდ არ უყენია. ვინ კოდის მიხედვით 3 სხვადასხვა ზომის საკისარი აყენია. ნომერი 17 არის საკისრები და განმარტებაში უწერიათ სფეისერები. თვითონ ვინ კოდში აქვთ შეცდომა დაშვებული. სხვა რაკურსი დიაგრამის მიხედვით Lapierre Spicy Fit 8.0 2020 - ჩარჩოს საკისრების ზომები: (შიდა დიამეტრი X გარე დიამეტრი X სისქე) 6900VRS - 10 X 22 X 6 მმ - (2 ცალი) 6901VRS - 12 X 24 X 6 მმ - (6 ცალი) 6902VRS - 15 X 28 X 7 მმ - (2 ცალი) ბოლოს ჩარჩოს დიაგრამაც ვიპოვე სადაც აღნიშნულია, რომელი ბოლტი რა ძალით (ნიუტონმეტრით) უნდა დაეჭიროს
  4. ოცნების კამერა გახდა Canon R5 Mark II ! 2 თვის წინ გადავიღე ველოსიპედის ივენთი ჩემი ფოტოკამერით NIKON D5300 და ფიქსირებული ლინზებით: 50mm 1.4G, 85mm 1.4G, 105mm 2.8G. იქვე გოგო იღებდა CANON R6 Mark II + კიტ ობიექტვით 24-105mm. საკმაოდ კარგი სურათები გამოვიდა. სურათები და ივენთის შესახებ ინფორმაცია: Skoda Trailwatch X Skoda : Explore Biking with Skoda TrailWatch • ბილიკებზე მეტი Video R6-ის ფოკუსიც მომეწონა, როცა მე 750 სურათიდან 250 არ მქონდა ფოკუსში ამის შემდეგ გადავწყვიტე თუ გადავალ უსარკო კამერაზე R5 Mark II-ს ვიყიდი. საოცარი ფოკუსის სიტემა აქვს და სწრაფი გადაღებებისთვის იდეალური არჩევანი იქნება იყოს ერთი თემა სადაც დაიწერება ინფორმაცია კონკრეტულად ამ კამერის შესახებ. საინტერესო შედარების და განხილვების ვიდეოებს აქ დავდებ
  5. პედლები - Pedals ოფიციალური ვებ-გვერდი: Range Composite Pedals , ფერები: შავი ნაცრისფერი ლურჯი იასამნისფერი წითელი ნარინჯისფერი ცისფერი პროდუქტის დეტალები: წონა: 390 გრამი (წყვილი) კორპუსის მასალა: ბოჭკოვანი მინის არმირებული ნეილონის კომპოზიტი ღერძი: ქრომოლის ფოლადი პლატფორმის ზომა: 115 მმ (სიგრძე) x 108 მმ (სიგანე) პინების რაოდენობა: 22 ფოლადის მოსახსნელი თავი თითო პედალზე სერვისი: სრულად სერვისებადი და აღდგენადი ვიდეოები: დროპერის სახელური - Dropper Post Lever ოფიციალური ვებ-გვერდი: THE LOAM LEVER GEN 2 ვიდეო განხილვები:
  6. წინა ამორტიზატორი - FOX 36 Fork ძირითადი სხვაობები FOX - 32, 34, 36, 38, 40 & 49 შორის. FOX-ის წარწერის შემდეგ ჩანგალზე დაწერილი ციფრი (მაგ: 36) აღნიშნავს სამაგრის (stanchion) დიამეტრს. სტენშენის დიამეტრი იზრდება ჩანგლის სვლასთან ერთად. მაგ: თუ 36-იანი დიამეტრის წინა ჩანგალი აქვს თქვენ ველოსიპედს მისი სვლა 150-160 მმ მერყეობს. რაც უფრო მეტია წინა ამორტიზატორის სვლა მით უფრო დიდია სამაგრის დიამეტრი. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არსებობს 4 ტიპის კარტრიჯი. GRIP2 FIT4 RC2 GRIP დემფერებს შორის სხვაობები. FIT4 კარტრიჯი უყენია ჩემს მოდელს. ძირითადი სხვაობები ქვემოთ მოცემულ ვიდეოშია ახსნილი FIT4-ის მუშაობის პრინციპი. GRIP2-ის მუშაობის პრინციპი. GRIP2 უფრო ახალი კარტრიჯია ვიდრე FIT4 და უფრო მეტ რეგულირების შესაძლებლობას იძლევა. GRIP2-თან შედარებით FIT4 პატარა პლიუსებიც აქვს - კონკრეტულად ეს არის 3 ფუნქცია: ჩანგლის გახსნა მედიუმ სეთინგი ჩაკეტვის ფუნქცია FIT4 კარტრიჯი ბევრად უფრო მარტივი დასარეგულრებელია ვიდრე GRIP2. GRIP2 კარტრიჯს საერთოდ არ აქვს ჩაკეტვის ფუნქცია. შესაბამისად თუ დამწყები რაიდერი ხართ FIT4 კარგი არჩევანია. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ნაჩვენებია გადართვის 3 რეჟიმი, რაც ზემოთ ვახსენე. FOX-ის წინა ჩანგლის სერვისისათვის საჭიროა გაარკივოთ თქვენი ჩანგლის წლოვანება, კარტრიჯის ტიპი და სასერვისო ნაკრების კოდები. ამისათვის საჭიროა წინა ჩანგალს დახედოთ და ამოიწეროთ მასზე დატანილი სერიული ნომერი ან 4 ციფრიანი კოდი. გადახვიდეთ ოფიციალურ საიტზე: SEARCH FOR PRODUCT INFORMATION ჩაწერეთ 4 ციფრიანი კოდი და გაიხსნება მანუალი. აქ შეძლებთ ჩობალის ნაკრების ორიგინალი კოდების პოვნას.
  7. Live for Speed, Graphics Progress Report: Kyoto updates
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.