-
Posts
7725 -
Joined
-
Days Won
89
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Type-X
-
Titanium 1x chainring
-
პროექტი (Dream Build) - Lapierre Spicy Fit 8.0 2020
Type-X replied to Type-X's topic in ზოგადი დისკუსიები
ჩარჩოს საკისრები (Frame Bearing) ყიდვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩარჩოს გადაბმის ადგილზე საკისრები იყო დასასერვისებელი. კონკრეტულად სკამის სამკუთხედში უკანა შოკის ყოველი ჩასვლის დროს ისმოდა შემაწუხებელი ვიბრაცია და ჭრიალის ხმა. ტრადიცულად დავიწყე ინფორმაციის ინტერნერში მოძიება კარგი იქნება დასაწყისშივე ამ ვიდეოს ნახვა, რადგან კარგად არის განმარტებული ყველა 2 ამორტიზატორიანი სამთო ველოსიპედის ტექნიკური ტერმინები. გავწევრიანდი ლაპიერის ჯგუფებში Facebook-ზე, მაგრამ ვერ ვნახე ჩარჩოს საკისრებზე ზუსტი ინფორმაცია. ამიტომ მომიწია მეთვითონ ველოსიპედის დაშლა. შემდეგ გადაბმების ადგილის გასუფთავება და საკისარზე დაწერილი ინფრომაციის მიხედვით ზუსტი ზომების გარკვევა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ვებ-გვერდს და მის თანამშრომელს დახმარებისთვის. LAPIERRE SPICY FIT 8.0 2020 FRAME BEARING KIT მათ საიტზე სრულიად შემთხვევით მივაგენი ძველი მოდელის ჩარჩოს საკისრების სრულ კომპლექტს. რათქმაუნდა ეს კიტი ჩემს მოდელზე არ მიდიოდა (განსხვავებული ზომების გამო), ამიტომ საიტიდანვე მივწერე საფორთს. ჩამოვწერე საკისრების ზუსტი რაოდენობა, დასახელება და გავზომე შტანგელით: გარე დიამეტრი, შიდა დიამეტრი და სისქე. ყველა საკისარს ჩარჩოშივე გადავუღე სურათები და ეს ინფორმაციაც გადავუგზავნე. ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე, რომ ადვილად მიმხვდარიყო სად რომელი ზომა საკისარი ყენდებოდა. მალევე გამომეხმაურა მეილზე და შემპირდა, რომ კონკრეტულად ჩემთვის შეკრებდა ყველა ამ ზომას ერთად და შექმნიდა ანალოგიურ საკისრების ნაკრებს 2020 წლის მოდელისთვის სამწუხაროდ შემეშალა და 8 საკისარი ვიპოვე მხოლოდ. 2 ცალი გამომრჩა და ვერ ვიფიქრე, რომ უკანა მხარესაც ექნებოდა... გაკრვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მომწერა, რომ მზად ქონდა რვავე საკისარი და ანალოგიურად დადებდა ლინკს საიტზე გასაყიდად. Lapierre Spicy Fit 8.0 2020 - ჩარჩოს საკისრების ზომები: (შიდა დიამეტრი X გარე დიამეტრი X სისქე) 6900VRS - 10 X 22 X 6 მმ 6901VRS - 12 X 24 X 6 მმ 6801VRS - 12 X 21 X 5 მმ 6902VRS - 15 X 28 X 7 მმ ამ პერიოდისთვის ადგილზეც დავიწყე იგივე ზომების მოძიება. გავარკვიე, რომ აქ NSK-ს მაღაზიაში ქონდათ საკისრები. თუმცა ჩამოთვლილიდან 1 ზომა არ იყო საერთოდ გაყიდვაში - 6900VRS. დანარჩენი ყველა ზომა ქონდათ და ერთი ცალი 24 ლარი ღირდა. სამთო ველოსიპედების საკისრები განსხვავდება ინდუსტიული საკისრებისგან, ამიტომ გადავიწყვიტე მაინც საზღვარგარეთიდან გამომეწერა ზემოთხსენებული ნაკრები ვიდეოები სადაც ნაჩვენებია ძირითადი სხვაობები. იმ ადამიანმა მცირედი ფასდაკლებაც გამიკეთა იმისთვის, რომ ინფორმაცია მივაწოდე. თუ გაინტერესებთ რას ნიშნავს საკისრების კოდები ამ სტატიას გადახედეთ: What do those codes on a bearing mean ? 3 კვირიანი ლოდნის შემდეგ ჩამოვიდა ადგილზე საკისრები. მხოლოდ შეცვლის დროს ვნახეთ, რომ ამ 8 ცალის გარდა 2 საკისარი კიდევ ქონდა ჩარჩოში შესაცვლელი. აღარ გამომიცვლია, რადგან გადამოწმების შემდეგ გამოჩნდა, რომ ორივე ახლებივით იყო. გავასუფთავეთ და თავიდან შევპოხეთ. სახლში როდესაც მოვედი მაინც მივწერე საიტზე იგივე პიროვნებას, რომ 2 ცალი საკისარი დაემატებინა კომპლექტისთვის. რათქმაუნდა ჩაასწორა და ამით მთლიანი ნაკრები შეიქმნა 2020 წლის მოდელისთვის. ვიდეოები: მოხსნისთვის საჭირო ინსტრუმენტები:- 11 replies
-
- dream build
- lapierre
-
(and 4 more)
Tagged with:
-
გამარჯობა თუ ვინმე მართვის მოწმობის აღებას დააპირებს წელს ეს ვიდეოები დაეხმარება იმის გაგებაში თუ რა როგორ უნდა გაკეთდეს ყველა დამწყებისთვის საყურებელი ვიდეო
-
Ride 5
-
თანამედროვე სამთო ველოსიპედებს უკვე აქვთ ნორმალური ჩარჩოს დამცავი ჯაჭვის მოხვედრისგან, მაგრამ თუ შედარებით ძველი ველოსიპედი გყავთ ეს პრობლემა თქვენთვისაც აქტუალური იქნება. მაგალითისთვის ნახეთ ქვემოთ მოცემული ვიდეო. აქვე დავამატებ შედარების ვიდეოებს, სადაც ნაჩვენებია რამდენად რბილი რეზინია გამოყენებული VHS-ის დამცავში. თანამედროვე ბრენდულ სამთო ველოსიპედებშიც უკვე გვხვდება კარგი ჩარჩოს დამცავები, თუმცა პლასტმასის რაოდენობა მაინც ბევრად მეტია ვიდრე რეზინის. მაგალითისთვის გამოდგება ეს ვიდეო. რეალურად არის უფრო მაგარი მატერიაა და აგრესიულად დაშებისას ჯაჭვის დამცავზე შეხებას ხმა მაინც ისმის. აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა შექმნილიყო უფრო რბილი მატერიისგან დამზადებული დამცავი. VHS რეზინის დამცავი იდეალურია თითქმის ყველა ტიპის სამთო ველოსიეპდისთვის. მარტივი დასაყენებელია და საგრძნობლად ამცირებს ჯაჭვის ხმაურს. რათქმაუნდა ხმაზე უფრო მნიშვნელოვანი დაცვაა და ამასაც გადასარევად ართმევს თავს თვითონ პროდუქტზე დატანილია QR კოდი და დასკანირების შემდეგ ავტომატურად გადაგიყვანთ დაყენების ინსტრუქციაზე. ზუსტად ეს სწორად დაყენების ვიდეო ქვემოთაა ჩასმული: გასათვალისწინებელია, რომ VHS უკვე გამოშვებული აქვს ჯამში 3 ვერსია. პირველი შავი ფერის, მეორე როგორც (VHS 2.0) შავი, ასევე ფერადი ვერსია (VHS 2.0 Colour). სწორედ ფერადი ვერსიის გამოშვებისას ეძღვნება ქვემოთ მოცემული 2 ვიდეო მესამე (VHS 3.0) ვერსიია და გამოდის მხოლოდ შავი ფერით. სამწუხაროდ ფერადი ჯერ-ჯერობით არსად ჩანს P. S. ვინც სიჩუმის მოყვარულები არ ხართ თქვენთვის არა რის დამატებითი ვიდეოები ფერები რეკომენდაცია ვიდეოში კარგად ჩანს, რამდენად მარტივად იწმინდება დასვრილი ზედაპირი P. S. სხვა მეთოდები
-
Ride 5
-
დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ Ride 5 მოვსინჯე შესანიშნავი ფოტო მოდი ქონია ჩაშენებული Save ფაილი აქედან შეგილიათ გადააწეროთ თქვენსას თამაში არ მიყიდია, აქედან გადმოვწერე: Ride 5 (2023) [DLC] RePack By FitGirl
-
ოფიციალური ვებ-გვერდი: Spicy | Enduro Mountain Bikes 2024 განხილვა: 2024 Lapierre Spicy CF – We exclusively tested the hot new 2-in-1 enduro bike 🌶 განხილვა: THE NEW LAPIERRE SPICY CF
-
პროექტი (Dream Build) - Lapierre Spicy Fit 8.0 2020
Type-X replied to Type-X's topic in ზოგადი დისკუსიები
თემა 1 - წინა კბილანა (Chain Ring) ყიდვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ კბილანა რომელიც ქარხნულად მოყვა ველოსიპედს იყო გაღუნული. სავარაუდოდ ქვაზე, კლდეზე ან უსწორმასწორო ადგილზე ძლიერი დარტყმის შედეგად. კბილანის გასწორებას რათქმაუნდა აზრი არ ქონდა და ამიტომ დავიწყე ინტერნეტში შემცვლელის ძებნა. ხანგრძლივი ძიების შედეგად აღმოვაჩინე კარგი კომპანია, რომელიც კონკრეტულად ამ საქმეზე მუშაობდა. მოხსნილი კბილანა შენახული მაქვს და ქვემოთ დავდებ სურათებს. ალბათ ხედავთ, რა დღეშიც არის P. S. კიდევ, კარგი გაურეცხავის სურათები არ მაქვს დავიწყოთ კბილანის დეტალური განხილვა პროდუქტის მახასიათებლები: მწარმოებელი: Shimano ჯგუფი: XT M8100 განკუთვლილია: 12 სიჩქარიანი Shimano-ს გადაცემისთვის კბილების რაოდენობა: 32T მოდელი: SM-CRM85 სამოტაჟო ზისტემა: Direct mount დაახლოებითი წონა: 115 გრამი (32T) წარმოებელი ქვეყანა: იაპონია თავსებადობა: FC-M8100-1 FC-M8120-1 FC-M8130-1 გრადაცია (კბილის რაოდენობა): 28T 30T 32T 34T 36T თუ კარგად დააკვირდებით ნახავთ, რომ კბილანა არ არის ერთი მთლიანი დეტალი. რეალურად ის შედგება 2 განცალკევებული ნაწილისგან. შიდა გული დამაგრებულია გარეთა (კბილანების მხარეს) ბოლტებით. სულ ოთხი სამაგრია გარე მხარეს და თითო სამაგრზე 2 ბოლტით მაგრდება შიდა მხარე. საერთო ჯამში ბოლტების რაოდენობა - 8 ცალი. რაც შეეხება შიდა გულს - მასზე 20 ერთიდაიგივე დაშორების კბილია და შუაში ზედა მხარეს აქვს შედარებით დიდი ადგილი გამოყოფილი (ჭრილი). სწორედ ეს არის ამ კბილანის ჩასასმელი ადგილი და თუ ისეთს აარჩევთ, რომელსაც ეს ადგილი (შუა გულის დაშორება) აქვს განსხვავებული (მაგალითად SRAM-ის კბილანას) არ დაყენდება Shimano-ს BB-ზე. უკეთესი თვალსაჩინოებისთვის წითლად მონიშნულია ორივე ადგილი. ქვედა მონიშვნას დიდი ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მხოლოდ იმიტომ აღვნიშნე, რომ 20 კბილს შორის არის აბსოლიტურად ერთიდაიგივე დაშორება. სურათზე მონიშნულია წითლად ზედა დიდი ჭრილი და ქვედა პატარა ჭრილი. ოფიციალურ ვებ-გვერდზე: DEORE XT CHAINRING 12s - SM-CRM85 ზემოთხსენებული გაყიდვაში გვხვდება მხოლოდ შავი ფერით და ჩამოთვლილი კბილების რაოდენობით: 28T, 30T, 32T, 34T, 36T. კბილანების რაოდენობა შეგიძლიათ გაარკვიოთ, როგორც წინა მხარეს აღნიშნული მარკირებიდან (თუ რათქმაუნდა ჩანს), ასევე სათითაო დათვლით. მონიშნეთ 1 კბილი და სათითაოდ გადათვალეთ კბილების რაოდენობა. 12S ნიშნავს, რომ კბილანა მხოლოდ 12 სიჩქარიანი სისტემისთვის არის განკუთვნილი. საკმაოდ ძვირი ღირს ახალი კბილანა და რეალრად, რომ ვთქვა არც მომწონდა: ფერი, ვიზუალი და კონსტრუქცია. ვფიქრობდი ფერადი და ერთი მთლიანი ბევრად უფრო მოუხდებოდა ველოსიპედს. არც შევმცდარვარ უღრმესი მადლობა ALUGEAR-ს იმისთვის, რომ არსებობენ და თავის საქმეს იდეალურად აკეთებენ. დავამატებ იმას, რომ საკმაოდ მალე გცემენ პასუხს კითხვებზე თუ მეილზე მიწერთ. ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით, რომ შემთხვევით ყიდვის დროს ოვალური და მრგვალი კბილანა მქონდა ბრაზუერში გახსნილი ერთმანეთის გვერდიგვერდ. ყიდვის დროს შეცდომით ავირჩიე ოვალური და ის გამოვიწერე. მალევე მივწერე მეილზე და ვთხოვე, რომ თუ შეეძლოთ მრგვალი დაემზადებინათ ჩემთვის. ავუხსენი სიტუაცია და გაგებით მოეკიდნენ საკითხს. რამოდენიმე წუთში პასუხი დამიბრუნეს სადაც ეწერა, რომ გადააკეთეს შესყიდვის ორდერი ოვალურიდან მრგვალზე და იმ დეტალს დამიმზადებდნენ, რაც რეალურად მჭირდებოდა აქვე ავხსნი სხვაობას ოვალურ კბილანას და მრგვალს შორის. საკმაოდ ბევრი ვიდეო შედარება დევს youtube-ზე და თუ დაგაინტერესებთ გადახედეთ. ეს თვალსაჩინოებისთვის ორვე. მრგვალი კბილანა ოვალური ბილანა + კბილანების დიაპაზონი საკმაოდ მრავალფეროვანია და ნებისმიერი მსურველი შეძლებს საკუთარი მართვის სტილიდან გამომდინარე სასურველის არჩევას. კბილანების ზომების სრული ჩამონათვალის დიაპაზონი: 26T, 28T, 30T, 32T, 34T, 36T, 38T, 40T, 42T, 44T. საბოლოოდ ეს დიზაინი შევარჩიე: Round Boost for Shimano DM 12sp MTB იგივე კბილების რაოდენობით: 32T. გამოცვლის ინსტრუქცა ქვემოთ დადებულ ვიდეოებშია ნაჩვენები. შენიშვნა: აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კბილანის რეკომენდირებულე მეტად გაზრდის ან დაკლების შემთხვევაში შესაბამისად დაგჭირდებათ ჯაჭვის დაგრძელება ან დამოკლება. წინააღმდეგ შემთხვევაში სიჩქარეებში ვეღარ გადართავთ + ამას დაგრძლებასთან ან დამოკლებასთან ერთად საჭირო გახდება თვითონ სიჩქარეების რეგულირებაც დეტალურად ქვემოთ მოცემულ ვიდეოში არის ეს ინფორმაცია ახსნილი. კბილანის მოსახსნელი ინსტრუმეტები, რაც დაგჭირდებათ შეცვლისთვის სხვა მწარმოებლებსაც აქვთ მსგავსი პროდუქცია. მაგ: Uniteco- 11 replies
-
- dream build
- lapierre
-
(and 4 more)
Tagged with:
-
გამარჯობა ყველა ადამიანს აქვს გარკვეული ოცნებების სია და მათ შორის ვარ მეც ყოველთვის მინდოდა მყოლოდა Enduro-ს ტიპის სამთო ველოსიპედი მაღალი კომპლექტაციის დეტალებით. სამწუხაროდ მსგავსი ველოსიპედები საკმაოდ ძვირი ღირს თუ ახალის ყიდვას გადაწყვეტთ (როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართველოში): 2020 Lapierre Spicy Fit 8.0 Bike რამოდენიმე წელია ეს იდეა თავში მიტრიალებდა და საკმაოდ ბევრ ვერსიას განვიხილავდი. სამწუხაროდ ზუსტად ისეთი ველოსიპედი არ გამოჩნდა, რომელიც კონკრეტულად მე მომწონდა და მჭირდებოდა. ძალიან მოკლედ გეტყვით პატარა ისტორიას და უკვე შემდეგ პოსტებში დავწერ დეტალურად რა შევცვალე ამ 2 წელიწადში და რა დევასერვისე. ისტორია არც თუ ისე კარგად დაიწყო, როდესაც ჩემმა მეგობარმა (სხვათაშორის ამ ფორუმიდან გავიცანი) Facebook-ზე გამიმიგზავნა იმ ველოსიპედის სურათები (ლინკთან ერთად), რაც იმ პერიოდში ძალიან მომწონდა. საუბარია CUBE Stereo 150 C:62 SL 29 actionteam 2020 მოდელზე. დიახ ეს ზუსტად ის მოდელია, რომელიც მაშინ ყავდა საქართველოში ყველაზე ცნობილ იუთუბერს მისი არხი თუ ვინმემ არ იცით - ZaaLand რათქმაუნდა ეს არ იყო ზაალის ველოსიპედი, რადგან იმ პერიოდში თავის ველოსიპედს არ ყიდდა. ბევრი არ მიფიქრია ისე გადავწყვიტე სანახავად წასვლა. ვიშოვე თანხა და წავედი ველოსიპედის დასათვალიერებლად რუსთავში. სურათებში საკმაოდ კარგ მდგომარეობაში ჩანდა, მაგრამ რეალურად თითქმის ყველა დეტალი სასერვისო ქონდა. გავითვალისწინე, რომ წინ მარტივი დღეები არ მელოდა... მაინც დავთანხმდი და წამოვიყვანე. ინფომრაციის დასაზუსტებლად იგივე (ყიდვის დღეს) მივედი ჩემს მეგობრებთან სახელოსნოში და ვთხოვე კარგად შეემოწმებინათ ველოსიპედი, რადგან მე ორ ამორტიზატორიანი ველოსიპედი არასდროს მყოლია და არ ვიცოდი დამატებით რისთვის უნდა მიმექცია ყურადღება. შემოწმების დროს აღმოვაჩინეთ ბზარი ჩარჩოს უკანა მხარეს, რაც ადგილზე ვერ დავინახე, რადგან საბურავი ეფარებოდა. ამის შემდეგ ველოსიპედი უკან მივაბრუნე, რადგან პატარა თანხა არ მოქნდა გადახდილი და გაბზარული კარბონის ჩარჩოს უკანა ნაწილს ვერსად ვიშოვიდი. საოცრება, რომ მომხდარიყო და მეშოვა საზღვარგარეთ, საკმაოდ ძვირი დამიჯდებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩარჩოს გარდა სხვა ბევრი დეტალიც გამოსაცვლელი და დასასერვისებილი იყო. ესე დამთავრდა CUBE-ის ყიდვის ისტორია და რამოდენიმე თვე ახალი არაფერი გამოჩენილა გასაყიდად. სიმართლე, რომ ვთქვა უკვე გული მქონდა აცრუებული და ალბათ, რომ არა ეს ვარიანტი საერთოდ გადავიფიქრებდი მეორად ველოსიპედის ყიდვას. იგივე მოგობარმა მომწერა, რომ მისი ძმაკაცი მიდიოდა საზღვარგარეთ (ამერიკაში) საცხოვრებლად და ყიდდა თავის ველოსიპედს. სურათები რამოდენიმე დღით ადრე შემხვდა Facebook-ზე, მაგრამ არ ვიცოდი მისი ნაცნობი თუ იყო, სანამ არ მომწერა. ფასი იმაზე მაღალი ქონდა, ვიდრე CUBE-ში გადავიხადე. მეგობრობით მცირედ ფასდაკლებაზე მოვილაპრაკეთ, მაგრამ მე მაინც შემოწმება მოვითხოვე ყიდვამდე. მეორე დღეს პირადპირ სახელოსნოში შევხვდით და იქ გავიარეთ ყველა დეტალი. რაზეც მენერვიულებოდა ეს ჩარჩო იყო და დეტალური შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ რამოდენიმე ნაკაწრის გარდა არაფერი ჭირდა. რათქმაუნდა აქაც იყო არაერთი დეტალი დასასერვისებილი და გამოსაცვლელი. პირველ რიგში რასაც აღარ ეშველებოდა ეს დაკაწრული წინა ჩანგლის სტენშენები იყო შიდა მხარეს. უკანა შოკიდან ზეთი წვეთავდა და ჩარჩოს ასველებდა. ჯაჭვი დაგრძელებული და გადასაგდები იყო, უკანა კბილანა გაცვეთილი, წინა კბილანა დაღუნული, უკანა გადამრთველის სამაგრი (პერო) გასასწორებელი, სკამი ჭრიალდებდა, დროპერი იჭედებოდა, ჩარჩოს გადაბმის საკისრები დაჟანგებული იყო და მთლიანად ველოსიპედის ჩარჩოს უკანა მხარეს ვიბრაცია ქონდა მოძრაობისას. სამუხრუჭე სითხე გამოსაცვლელი ქონდა და უკანა მუხრუჭის მარჯვენა ლევერი ვარდებოდა. ზემოთხსენებულის გათვალისწინებით მიღირდა ყიდვა და გადავწყვიტე, რომ იქამდე არ ვივლიდი სანამ ყველაფერს არ გამოვცვლიდი ან არ შევაკეთებდი (რათქმაუნდა რაც ამას ექვემოდებარებოდა). საბოლოოდ ვიყიდე სათაურში აღნიშული ველოსიპედი და დაახლოებით უკვე 2 წელი გავიდა რაც ვაწყობ დეტალურად. ჯერ-ჯერობით პროექტი არ დამთავრებულა და საბოლოო სურათებს არ ვდებ. იმედი მაქვს 2025 წელს რაც დამრჩა ყველაფერს ვიყიდი და დავაყენებ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ეტაპობრივად დავდებ რა სირთულეებს წავაწყდი ამ 2 წლის მანძილზე და რა როგორ გავაკეთე. კარგი იქნებოდა მაშინ დამედო ყველაფერი, როდესაც კონკრეტულ საკითხს ვაგვარებდი თუმცა არც ეხლაა გვიანი
- 11 replies
-
- 2
-
-
- dream build
- lapierre
-
(and 4 more)
Tagged with:
-
რას გაიგებ მაგათ მიზნებს. ბიტკოინები და ილონ მასკის ბანერი დადო ინსტაგრამის სთორიში, როგორც კი შევიდა. საბადნიეროდ ორივე ინსტაგრამი უკან დავიბრუნე და გავაუქმე, მაგრამ ეხლა ამ ნომრით ახალს აღარ მაკეთებინებს. აქტივაციის კოდი აღარ იგზავნება ტელეფონის ნომერზე. სავარაუდოდ თვითონ ნომერია დაბლოკილი ბაზაში. ამ აპლიკაციის უფასო ვერსია არცერთ ტორენტზე არ იდო და დავგუგლე, როგორც ყოველთვის. ერთ-ერთი მაგის სკამის საიტი ამოაგდო. იდეაში აპლიკაციის საინსატალაციო უნდა უოფილიყო, მაგრამ აიქონი ქონდა შეცვლილი და სქრინ რექორდერივით პროგრამა გაეშვა კომპიუტერში. ყველა ბრაუზერიდან ქეში წაიღო და ეგრევე თვის კომპიუტერში ჩატვირთა საიტები. მერე მეილებზე შევიდა და რაც იყო მოსული ყველაფერს სიის მიხედვით მიყვებოდა.
-
-
როგორც იქნა დავბრუნდი როგორ მომენატრა ფორუმი დამიგროვდა საინტერესო ვიდეოები ფაილში და დავდებ ეტაპობრივად
-
Assetto Corsa Evo Listed On Steam - New Screenshots ASSETTO CORSA EVO WISHLIST IT NOW ON STEAM
-
KUNOS Simulazioni ci svela in esclusiva una nuova immagine: è forse Assetto Corsa Evo?
-
იუზერნეიმის შეცვლა თუ შეიძლება ფორუმზე, მაინც ვიკითხავ.
-
ჯერ-ჯერობით დავიბრუნე რამოდენიმე მეილი და სადაც იმ მეილით ვარ დარეგისტრირებული ვაუქმებ. საბოლოო ჯამში ყველას გაუქმება მომიწევს, რადგან იმის ბაზაში ვიქნები. mail.ru საშინელებაა და ვერ აღვადგინე. ნომერს მიშლის და მეილს მიცვლის, რის მერეც აღდგენა შეუძლებელია. მივწერე საფორთს წაშლაზე, მაგრამ არ არის საკმარისი ინფორმაცია თქვენზე და ვერ წავშლითო მიპასუხეს. Facebook-ის საფორთსაც შევეხმიანე 3-ჯერ და არ მიშლიან ექაუნთს. არაფერი საეჭვო არაა თქვენ ექაუნთზეო. არადა სხვა მეილი აქვს მიმაგრებული და ნომერი ამოშლილია. რა უნდა გავაკეთო ესეთ შემთხვეაში უკვე არ ვიცი. სადაც შევდივარ ყვეალაფერს ვაუქმებ.
-
გამარჯობა. 1 კვირის წინ გადმოვწერე აპლიკაცია helicon software ბოლო ვერსია 8.2.2 ტორენტის საიტიდან. საინსტალაციოს ნაცვლად იყო 3 ფაილი და ავტომატურად დავაიჭირე. როგორც აღმოჩნდა რეალურად არ იყო საინსტალაციო ფაილი და ჩემს კომპიუტერში გაეშვა რაღაც ჩამწერი პროგრამა. მეორე დღესვე გამიტეხეს facebook, 6 მეილი და ყველა საიტი სადაც ვიყავი დარეგისტრირებული. ალბათ აქაც მოვა ჰაკერი და თუ რაიმე საეჭვო შეამჩნიეთ ჩემი დიდი თხოვნით მაშინვე დაბლოკეთ ეს ექაუნთი. მეილი რომელიც მიბულია ეხლა ისიც გატეხეილია და ჰაკერს აქვს დღეიდან. როგორც ჩანს მთელი ბრაუზერის დატა თავის კომპიუტერში გადაიტანა. ვინდოუსი გადავაყენე, რამოდენიმე მეილი აღვადგინე და ვებ-გვერდიც, მაგრამ არ შველის. გადის 1-2 დღე და ისევ ტეხავს თან ისე, რომ აღდგენას აღარ ექვემდებარება. მოკლედ ესეთი სამწუხარო ამბავია ჩემს თავს და იმედი მაქვს გაითვაისწინებთ და გაავრცელებთ ამ ჩემს ნაწერს ბევრგან, რომ სხვასაც იგივე არ დაემართოს. Facebook-იც გატეხილია და არაერთხელ დავარეპორტე. მაინც არ შველის. ჩემი მეილი ამოშალა, ჩემი ნომერი და აღარ მაქვს წვდომა. საფორთსაც მივწერე და არ აუქმებენ. mail.ru-საც მივწერე და არ დაიჯერეს, რომ გატეხილი იყო მეილი. Gmail-ის საფორთს ვერ მივწერე ვერანაირად მეილის გაუქმებაზე თუ გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია შემატყბინეთ.
