ერთი თვის წინ იყო საუბარი რომ ამერიკული მწარმოებელი EVGA ამზადებს ახალ მიკრო დედა დაფას ოვერქლოქერებისთვის(ზომებით 17x17).იგი აღჭურვილი იქნება LGA1155 სოკეტით და Intel Z77 ჩიპსეტით.სავარაუდოთ მისი სახელწოდება იქნება EVGA Z77 Mini ITX.როგორც მისი წინამორბედი ეს პროუქტიც გაკუთვნილი იქნება ექსტრემალური ოვერქლოქისთვის.
8 არხიან ძაბვის ქვესისტემაში გამიყენება ელემენტი DrMOS IR3550M.დამატებითი ძაბვა უზრუნველყოფს 8-კოტაქტიან გაფართოებას EPS12V.
დედა დაფაზე განთავსებულია: ორი სლოტი ოპერატიული მეხსიერებისთვის მაქსიმუმ 32 გბ DDR3 გაფაროებით, ერთიცალი PCI Express 3.0 x16 სლოტი,ორი პორტი SATA 6 გბ/წმ სიჩქარით და იგივე რაოდენობის SATA 3 გბ/წმ პორტი.დამატებითი კონტროლერი Marvell პასუხს აგებს SATA 6 გბ/წმ ინტერფეისის მუშაობაზე.
PCB-ზე განთავსებულია: 19 -კონტაქტიანი გაფართოება USB 3.0 (ორი პორტისთვის),Power, Reset და Clear CMOS ღილაკები.უკანა პანელზე განთავსებულია HDMI, Thunderbolt, eSATA, Gigabit Ethernet (RJ-45),4 USB 3.0 და 2 USB 2.0 პორტები,ოპტიკური S/PDIF, UEFI ღილაკი, ხუთი Mini-Jack და მოდული "ბლუთუზისთვის".
გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.