კომპანიამ Nikon Inc. ოფიციალურად განაცხადა ახალი სარკისებრი ციფრული კამერის Nikon D5100 გამოშვების შესახებ, რომელიც პოპულარული მოდელის Nikon D5000 მომდევნო თაობაა.
აპარატი მყარ შავ კორპუსშია მოთავსებული, რომლის ზომებია 128 x 97 x 79 მმ, წონა კი მეხსიერების კარტისა და აკუმულატორული ბატარეის გარეშე 510 გრამია.
მის თავისებურებათა შორის შემქმნელები შემდეგს გამოყოფენ:
ფორმატის DX CMOS-მატრიცა გარჩევადობით 16,2 მპ, რომელიც რეალისტური და ფერადოვანი გამოსახულების მიღების შესაძლებლობას იძლევა შემცირებული ხარვეზებითა და ფერების რბილი გრადაციებით; მაღალი მგრძნობიარობა (ISO-ს 100-დან 6400 ერთეულამდე, Hi2-ის დარეგულირების დახმარებით ISO-ს მნიშვნელობა ხელით შეიძლება გაიზარდოს 25600 ერთეულამდე) სწრაფად მოძრავი ობიექტების ან არასაკმარისი განათების პირობებში უფრო მოკლე ექსპოზიციების გამოყენებით მაღალი დონის დეტალიზაციისა და მინიმალური ხარვეზების მქონე გამოსახულებების მიღების შესაძლებლობას იძლევა; გამოსახულებების დამუშავების სისტემა EXPEED 2; ჰორიზონტალურად გამოსაწევი 3-დიუმიანი თხევადკრისტალური მონიტორი გარჩევადობით 921000 წერტილი და დახრის ცვლადი კუთხით (განსაკუთრებული მექანიზმის წყალობით ადვილად შეიძლება გადაიღოთ ავტოპორტრეტი და შტატივის გამოყენების შემთხვევაშიც კი მანევრირებისთვის მეტი სივრცე გექნებათ); რეჟიმი D-movie Full HD-გარჩევადობით 1080p ვიდეორგოლების გადაღების შესაძლებლობას იძლევა; რეჟიმი Live View სიუჟეტის ავტომატური შერჩევით; მაღალი სიმკვეთრის ავტოფოკუსირების 11-წერტილოვანი სისტემა; უწყვეტი გადაღება წამში 4 კადრის სიხშირით; სპეციალური ეფექტების რეჟიმი ფოტოებისთვის და ვიდეორგოლებისთვის გამოსაყენებლად; სიუჟეტური რეჟიმები, რომლებიც ფოტოკამერის დარეგულირების ავტომატურ კორექტირებას უზრუნველყოფენ; გაფართოებული დინამიური დიაპაზონის გადაღება (HDR), რომელიც ჩამკეტის ერთი გაშვებით ორი სურათის გადაღების დაბალი დონის ხმაურისა და ხასხასა ფერთა გრადაციის მქონე სურათის მიღების შესაძლებლობას იძლევა; დამუშავების გაფართოებული ჩაშენებული მენიუ სურათებისა და ვიდეორგოლების პირდაპირ კამერაში რედაქტირების შესაძლებლობისთვის (აქვს მთელი რიგი ეფექტები და ფილტრები, მათ შორის პერსპექტივით, დამარბილებელი ფილტრი და ფერთა კონტური, რომლის წყალობითაც სურათი დაშტრიხულ ნახატად იქცევა); მტვრის მოცილების ორმაგი ჩაშენებული სისტემა Nikon (მატრიცის გასუფთავების და ჰაერის ნაკადის კონტროლის სისტმები ხელს უშლიან ფოტოკამერის მატრიცაზე ჭუჭყის მოხვედრას და გამოსახულებებზე ლაქების გაჩენას); HDTV-თან თავსებადობა (კამერა აღჭურვილია სარჭით HDMI HDMI-CEC-ის მხარდაჭერით, რაც HD-ტელევიზორზე სურათებისა და ვიდეორგოლების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა, როდესაც ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტის დახმარებით ყურების ფუნქციებს მართავთ); წინა და უკანა ინფრაწითელი მიმღებები მაკროგადაღებისა და ავტოპორტრეტების გადაღებისას გამოსახულებების გადღაპნის თავიდან ასაცილებლად.
უნდა აღინიშნოს, რომ Nikon D5100 კომპლექტაციის რამოდენიმე ვერსიით გამოვა, კერძოდ:
ნაკრები Nikon D5100 18-55 II (კამერა + ობიექტივი AF-S DX NIKKOR 18-55მმ II); ნაკრები Nikon D5100 18-55VR (კამერა + ობიექტივი AF-S DX NIKKOR 18-55 მმ VR); ნაკრები Nikon D5100 18-55II + 55-200 (კამერა + ობიექტივები AF-S DX NIKKOR 18-55 მმ II და AF-S DX NIKKOR 55-200 მმ); ნაკრები Nikon D5100 18-55VR + 55-200VR (კამერა + ობიექტივები AF-S DX NIKKOR 18-55 მმ VR და AF-S DX NIKKOR 55-200 მმ VR); ნაკრები Nikon D5100 18-55VR + 55-300 VR (კამერა + ობიექტივები AF-S DX NIKKOR 18-55 მმ VR და AF-S DX NIKKOR 55-300 მმ); ნაკრები Nikon D5100 18-105VR (კამერა + ობიექტივი AF-S DX NIKKOR 18-105 მმ VR).
აშშ-ს ტერიტორიაზე სიახლე გაყიდვაში ამა წლის 21 აპრილიდან გამოჩნდება, თანაც მისი ფასი $800 იქნება.
Nikon D5100-ი ბევრად ჯობია ძველ Nikon D5000-ს და მასზე 50-60$-ით უფრო ძვირია.
მემგონი Nikon D5100-ს არანაირი უარყოფითი მხარე არ აქვს.
პრევიუ შეგიძლიათ ნახოთ აქ