-
Posts
9291 -
Joined
-
Days Won
38
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by #Skinhead
-
:SNEMOTICON13:
-
გეთანხმები, რულს რომ ვიშოვი მერე ოო ონლაინში ვთამაშობდი ხოლმე, ვერთობოდი. ისე მაგარი თამაშია 300 მეგაბაიტში რამდენი რაღაცაა ჩატენილი :D
-
+1 სულ ამას ვთამაშობ ხოლმე ჩემ ძველ კომპზე :D
-
ეს ხელის მაუსია თუ ფეხის? იმხელაა მემგონი ფეხი ჭირდება :D
-
ფორუმზე დავდე SteelSeries ის ისტორია და მისი პროდუქტი. რამოდენიმე თანაფორუმელს მოეწონა ეს მაუსი და გადავწყვიტე მისი რევიუ დამეწერა მოგეხსენებათ, რომ შარშან გამოვიდა უახლესი ვერსია SteelSeries Xai-სი. ახალ ვერსიას აქვს მეორე თაობის ლაზერული სენსორი, რომელიც დღევანდელ მაუსებში ყველაზე კარგი პერფორმანსი აქვს. ამ რევიუში თქვენ გაეცნობით მაუსის სპეციფიკაციებს, შეფუთვას და მის შეფასებას. სპეციფიკაცია კადრი წამში: 12.000 ინჩები წამში: 150+ მეგაპიქსელი წამში: 10.8 CPI: 100 - 5.001 მაქსიმალური აქსელერაცია: 30 G სენსორები: True 16 bit ღილაკები: 8 ოქროთი მოჭედილი USB შემაერთებელი ზომა: 125,5 x 68,3 x 38,7 mm / 4,94 x 2,69 x 1,52 in CPI მაღალი/დაბალი ინდიკატორი SteelSeries FreeMove ტექნოლოგია SteelSeries ExactSens ტექნოლოგია SteelSeries ExactRate ტექნოლოგია SteelSeries ExactAim ტექნოლოგია On mouse acceleration ტექნოლოგია მაუსზე LCD დისპლეი, რომლითაც შესაძლებელია მაუსის დარეგულირება უდრაივერო, plug-and-play ფუნქცია LAN გეიმერებისათვის 5 პროფილი ოპერაციული სისტემა: Win 2000/XP/Vista/7 შეფუთვა შეფუთვა დიდად არ გამოირჩევა სხვა პროდუქტთან შედარებით, ჩვეულებრივი კარდონის ყუთი. ყუთში განთავსებულია მაუსი, სტიკერი და მანუალი. გასაკვირი ის არის, რომ მას არ მოჰყვება არანაირი დრაივერის დისკი. ეს იმიტომ არის, რომ SteelSeries-ის საიტიდან შესაძლებელია უფასოდ გადმოწეროთ უახლესი დრაივერები. მაუსს აქვს ძალიან კარგი კაბელი, რომელიც გამძლე და მოსახერხებელი (ანუ ადვილად იგრიხება). USB შესაერთებელი ოქროთი არის მოჭედილი. მას აქვს ძალიან კარგი ხარისხი და ძალიან გამძლეა. მაუსი გახლავთ ძალიან ლამაზი, არ არის გადატვირთული და არის ძალიან კომპაქტური. ღილაკებზე კარგად ეჭირება და ინტეგრირებულია მაუსის კორპუსთან. ამის გამო იგი წააგავს Logitech-ისა და Microsoft ის რამოდენიმე მაუსს. სქროლი ძალიან კომპაქტურია და ადვილი დასატრიალებელი. წინა ვერსიასთან შედარებით სქროლი გაუმჯობესებულია და ადვილი მოსახერხებელია. ყველაზე კარგი ის არის, რომ მაუსი არის განკუთვნილი როგორც მემარჯვენეებისთვის ისევე ცაციებისთვის. Xai-ს ქვედა მხარე წააგავს ძველ Ikari-ს, რომელსაც აქვს LCD დისპლეი. დისპლეი აჩვენებს თუ რომელი პროფილი გაქვთ არჩეული და გვიჩვენებს CPI-ს. დრაივერები Xai-ს აქვს ძალიან კარგი. მისი მეშვეობით შეგიძლიათ მაუსი ზუსტად მოირგოთ და გამართოთ. დრაივერის დიზაინიც ძალიან კარგია და ადვილად გასაგები. და ბოლოს შეფასება. მაუსის ფასი ევროპაში გახლავთ € 79.99. ძალიან კარგი პერფორმენსი ძალიან კარგი შესახედაობის კომფორტული დრაივერი On-board მემორი LCD დისპლეი გამძლე დიზაინი ძალიან კარგი სენსორები ორმხრივი ღილაკები ძალიან ძვირი ზოგიერთს იგი "გოიმური" გონია მისი საერთო შეფასება გახლავთ 9.0 ქულა. http://www.youtube.com/watch?v=KKO4kmakzLY&feature=player_embedded
-
ეს უნდა ვიყიდო უეჭველი! :D
-
რეიზერის დიზაინი ბევრად მირჩევნია steelseries ისას, მაგრამ მაინც ძალიან გადატვირთულია რა. მამბა აქვს ძმაკაცს და საერთოდ ვერ მოვირგე ხელზე, მეგონა ხელში ბეისბოლის ბიტა მეჭირა :D
-
თავიდან სქროლმა აურია და გავაკეთე, ბოლოს აღარ ირთვებოდა საერთოდ ისე 3 თუ 4 წელი მქონდა ეგ მაუსი :D
-
ეგ მქონდა და 1 კვირის წინ ნაგავში გადავაგდე ეხლა Genius Netscroll 120 მაქვს 7 ლარიანი, ალტაში იყიდება :D
-
არანაირად არ აქვს დაბალი ფასი და დიზაინი ნაგავი აქვს გეთანხმები, მაგრამ მირჩევნია მფრინავ თეფშ რეიზერს ესეთი მაუსი. გადატვირთული არ არის, მოსახერხებელია და ძალიან მაგარი სენსორი აქვს რეიზერთან შედარებით steelseries ftw cs გეიმერები ნახე, სუყველას QCK და XAI აქვთ )) მეც მაქ ეხლა STEELSERIES QCK+ SK EDITION აი სულ ბოლო სურათზე რომ არის და ეხლა Ikari-ს ყიდვას ვაპირებ ლაზერის http://www.youtube.com/watch?v=KKO4kmakzLY ეს ვიდეოც დაემატა
-
ბევრს მოსწონს აქ რეიზერი და მემგონ უმეტესობამ არ იცის SteelSeries-ის და მისი პროდუქტის შესახებ. მე პირადად 100-ჯერ მირჩევნია Steelseries რეზიერს SteelSeries არის დანიური ფირმა, რომელიც აწარმოებს კაბელებს და აქსესუარებს, ყურსასმენებს, კლავიატურებს, მაუსებს, "პადებს" და პროგრამებს. SteelSeries მხარს უჭერს გეიმინგის განვითარებას და უამრავი პროფესიონალური გუნდის სპონსორიც გახლავთ. SteelSeries აღნიშნავს 10 წლის თავს და ამის გამო ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავ პრიზებს არიგებენ. მართალია 2001 წელს დაარსდა ეს ფირმა და 10 წელია მოღვაწეობს მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ საქართველოში ძალიან ბევრმა არ იცის ამ ფირმის შესახებ. ზემოთ ვახსენე, რომ SteelSeries უამრავი პროფესიონალური გუნდის სპონსორია, აი ეს გუნდებიც: Evil Geniuses — www.myeg.net Fnatic – www.fnatic.com SK Gaming – www.sk-gaming.com Tyloo – www.tyloogaming.com Fire-Gamers – www.fg-gaming.com.br Optic-gaming – www.opticgaming.net Dynamic – www.teamdynamic.biz Power-Gaming – www.powergaming.com vVv – www.vvv-gaming.com Team Immunity - www.team-immunity.com SteelSeries-ის პარტნიორები: Blizzard Entertainment Electronic Arts NCSoft Ubisoft GUNNAR Optiks რას გვთავაზობს SteelSeries: მაუსები – SteelSeries Ikari Laser, SteelSeries Ikari Optical, SteelSeries Xai Laser, SteelSeries Kinzu Optical, SteelSeries World Of Warcraft MMO Mouse, SteelSeries Xai Laser R.U.S.E, SteelSeries Ikari Laser Sudden Attack. ყურსასმენები – SteelSeries Siberia V2 (Red, White, Blue, Black, Orange), SteelSeries 7H (USB), SteelSeries 5Hv2 (USB), SteelSeries 4H, SteelSeries 3H (USB), SteelSeries Neckband, SteelSeries In-Ear, SteelSeries 5XB (xbox), SteelSeries 4XB (xbox) კლავიატურები – SteelSeries 7G, SteelSeries 6G, SteelSeries 6GV2, SteelSeries Shift, SteelSeries Merc Stealth, SteelSeries Merc, SteelSeries Zboard, SteelSeries Zboard Wrath Of The Lich King, SteelSeries Zboard Starcraft 2 მაუს "პადები" - SteelSeries SX, SteelSeries 5L, SteelSeries 9HD, SteelSeries S&S, SteelSeries SP, SteelSeries 4HD, SteelSeries NP+, SteelSeries QCK Heavy, SteelSeries QCK, SteelSeries QCK+, SteelSeries QCK MASS, SteelSeries QCK MINI, SteelSeries 4D, SteelSeries I-1, SteelSeries I-2, SteelSeries QCK SC2(Marine, Marauder, Kerrigan vs Zeratul, Tycus Findlay), SteelSeries QCK+ Team(SK Gaming, Evil Genius, Fnatic) რითი გამოირჩევა SteelSeries -ის პროდუქტი სხვებისგან: Audio SteelSeries უშვებს უამრავ პროფესიონალურ გეიმინგ ყურსასმენებს. ყოველი დეტალი ამ ყურსასმენებში არის შემუშავებული პროფესიონალ გეიმერებთან ერთად. ეს ყველაფერი გათვლილია მოთამაშის კომფორტისთვის, ყურზე კარგად მორგებისათვის. ასევე ეს ყურსასმენები ძალიან ადვილი სატარებელია, იგი იკეცება და ადვილი შესანახია. ყველა ყურსასმენს აქვს პატარა მიკროფონი. მიკროფონები არის ძალიან დაცული, მისი ჩამოწევა-აწევა შეიძლება, უფრო მოსახერხებელია და გამძლე. ამ ყურსასმენებს აქვთ ძალიან კარგი ხმის ხარისხი. მისი მეშვეობით ყველაფრის გარჩევა შეიძლება მაგ Counter-Strike-ში: ფეხის ხმის,გადატენვის,იარაღის სროლის. ეს ეხმარება მოთამაშეს ითამაშოს გრძნობით. Mice SteelSeries უამრავი წლის განმავლობაში იკვლევდა და ეძებდა ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც მოსახერხებელი იქნებოდა პროფესიონალი გეიმერების მიერ. მათ გამოიგონეს ძალიან ხარისხიანი და მოსახერხებელი მაუსები, რომლებსაც იყენებენ დღეს პროფესიონალი გეიმერები: Evil Geniuses, fnatic, Made in Brazil, SK Gaming და კიდევ უამრავი მსოფლიო მასშტაბით ცნობილი გუნდი. SteelSeries Ikari ლაზერული მაუსი შეაფასეს უმაღლესი შეფასებებით! PC Gamer მა შეაფასა იგი 97%-ით, Bit-tech.net 10/10, FPSLaps.com 9.9/10. SteelSeries-ის უახლესი პროდუქტი გახლავთ SteelSeries Kinzu და SteelSeries Xai. ამ მაუსების წყალობით პროფესიონალური გეიმინგი ახალ დონეზე გადავიდა. SteelSeries Kinzu არის ძალიან კომპაქტური მაუსი, აქვს 3 ღილაკი, არ არის მძიმე და არის ოპტიკური. SteelSeries Xai არის დღეს-დღეისობით ყველაზე მოთხოვნადი მაუსი, რომელსაც იყენებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ მაუსს აქვს მსოფლიოში ნომერ პირველი სენსორი. Keyboards SteelSeries-ს აქვს სტანდარტული კლავიატურები, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს გააკეთოს რამოდენიმე ოპერაცია ერთდროულად. იგი არის ძალიან გამძლე, წყლისგან დაცული და მას შეუძლია შეასრულოს 50 მილიონი ოპერაცია. მაგალითად SteelSeries 7G კლავიატურის მეშვეობით შესაძლებელია 5 ღილაკზე ერთდოულად დაჭერით შეასრულოთ ნებისმიერი ოპერაცია. მაგალითად შუთერ თამაშში იაროთ, ჩაიკუზოთ, დაუმიზნოთ, გაისროლოთ და ნახოთ Scoreboard. Surfaces SteelSeries აქვს უამრავი მაღალი დონის მაუს პადები. ეს პადები არის ექსტრემალურად აკურატული, მისი მეშვეობით მაუსი ძალიან კარგად რეაგირებს და ადვილი დასამორჩილებელია. ძალიან ადვილია მისი მეშვეობით შუთერ თამაშში დამიზნება. ეს პადები შემოწმებულია პროფესიონალი გემერების მიერ და ყველამ უმაღლესი ქულა დაუწერა. SteelSeries Ikari Laser SteelSeries Ikari Optical SteelSeries Xai Laser SteelSeries Kinzu Optical SteelSeries World Of Warcraft MMO Mouse SteelSeries Xai Laser R.U.S.E SteelSeries Ikari Laser Sudden Attack SteelSeries Siberia V2 SteelSeries 7H SteelSeries 5Hv2 SteelSeries 4H SteelSeries 3H SteelSeries Neckband SteelSeries In-Ear SteelSeries 5XB SteelSeries 4XB SteelSeries 7G SteelSeries 6G SteelSeries 6GV2 SteelSeries Shift SteelSeries Merc Stealth SteelSeries Merc SteelSeries Zboard SteelSeries Zboard Wrath Of The Lich King SteelSeries Zboard Starcraft 2 SteelSeries SX Professional gamers on SteelSeries Xai and SteelSeries Kinzu gaming mice http://www.youtube.com/watch?v=KKO4kmakzLY
-
Wall Street Journal-ის თანახმად , რომელიც ანონიმურ წყაროს ეყრდნობა, სამხრეთ კორეული გიგანტი Samsung Electronics საკუთარი ხისტი დისკების წარმოების ბიზნესის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. კომპანია გარიგების შედეგად $1,5 მლრდ-ის მიღებას ფიქრობს, თუმცა საბოლოო შეთანხმება $1 მლრდ-ზეც შეიძლება იქნას მიღწეული. ეს Samsung-ს წამგებიანი მიმართულებისგან განთავისფულების შესაძლებლობას მისცემს და სახსრებს უფრო მომგებიანი და პერსპექტიული წარმოების სფეროებისთვის გამოათავისუფლებს. თუმცა, Samsung-ის წარმომადგენლებს ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიან ამ ინფორმაციაზე. Wall Street Journal ამტკიცებს, რომ გარიგებაში ყველაზე სავარაუდო პარტნიორია Seagate Technology. გამოცემამ აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში ხისტი დისკების ბიზნესი წნეხის ქვეშ იმყოფება, განსაკუთრებით თუ კი პლანშეტური პერსონალური კომპიუტერების ბაზრის სწრაფ ზრდას გავიუთვალისწინებთ. Samsung-ის კონგლომერატმა გასულ მაისს განაცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც კომპანია 2020 წლამდე ახალ ბიზნეს-მიმართულებებში $20 მლრდ-ს ჩადებას გეგმავს. პირველი მერცხალი იყო ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კორპორაციასთან Quintiles Transnational ერთობლივი საწარმოს შექმნა იყო. როგორც ჩანს, Samsung თუ კი ელექტრონიკის წარმოებიდან «სიმძიმის ცენტრის» გადაწევას არა, როგორც მაქსიმუმ ახალი სფეროების დამუშავებას მაინც გეგმავს, რომლებიც IT-ინდუსტრიასთან არანაირ კავშირში არ არიან. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში Western Digital-მა Hitachi Global Storage Technologies შეიძინა. გარიგების ღირებულება $4,3 მლრდ იყო.
-
http://www.overclockers.ge/index.php?/forum/50-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-android-ios-symbian-etc/
-
მდღვნელი უნდა დაგეწერა
-
კომპანიამ Packard Bell მომავალ თვეში ახალი პორტატული კომპიუტერის Packard Bell EasyNote NS გამოშვება დაგეგმა, რომელიც Sandy Bridge თაობის პროცესორებზეა Intel Core i5/i7 აგებული. მანქანა 2.3 კგ-ს იწონის და ლამაზ თხელ კორპუსშია მოქცეული, რომელიც სამ ფერში იქნება შესრულებული, კერძოდ Ebony Black, Garnet Red და Moonstone White. ნოუთბუქი აღჭურვილია 14-დიუმიანი თხევადკრისტალური დისპლეით, რომლის გარჩევადობაა 1366 x 768 პიქსელი და აქვს: ოპერატიული მეხსიერება ტევადობით 4 გბაიტამდე; ხისტი დისკი ტევადობით 750 გბაიტამდე; ვიდეოკარტა NVIDIA GeForce GT 520 ან NVIDIA GeForce GT 540 (რეალიზებულია ტექნოლოგიის NVIDIA Optimus მხარდაჭერა დისკრეტული ამაჩქარებლიდან ჩაშენებულ გრაფიკულ ბირთვზე ავტომატურად გადართვისთვის); DVD ან Blu-ray; უსადენო ქსელების ადაპტერი Wi-Fi; მოდული Bluetooth 3.0; ინტეგრირებული 1,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა; სარჭი USB 3.0 და პორტი HDMI; დასატენი აკუმულატორული ბატარეა, რომელიც დატენილ მდგომარეობაში საკმარისი უნდა იყოს 4 საათიანი ავტონომიური მუშაობისთვის. რაც შეეხება ფასს, შემქმნელებმა იგი 550 ევროდ შეაფასეს.
-
არამგონია მაგაზე რომ წავიდეს :)
-
G.Skill Ripjaws-X DDR3-2300MHz 8GB Memory
#Skinhead replied to Barca's topic in RAM / SSD / HDD / Flash
ფასი როგორი ექნება ნეტა გერმანიაშიიიი უეჭველი ვიყიდი :D -
სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება, ავიაცია და ა.შ
#Skinhead replied to LedZeppelin's topic in ზოგადი დისკუსიები
ამერიკელებმა ხო რას ამბობ არ მოპარეს გერმანელებს არაფერი :D -
მეც თავიდან ჩვეულებრივი მქონდა, მაგრამ გამოვაცვლევინე გერმანიაში მერე :D
-
დედა არ ეყოლება მაგ მაუსს ხო ვიცი არა :D
-
გადავწყვიტე რა 80 ლარად გერმანიში სულ ახალ MX518-ს ვიყიდი თავისი 3 წლიანი გარანტიით :)
-
აბა რომელია მდღვნელი ხელვირთხა? ახალი deathadder-ები არ ვარგაო, ძალიან მალე ფუჭდებაო.
-
პორტის გახსნა მინდოდა თუ რაღაც მაგდაგვარი მაგარი უცოდინარი ხალხია, ახალი დაყენებული რომ მქონდა უბუნტუ ინტერნეტი ვერ ჩამართვევინეს, ჩვენი ინტერნეტი მარტო ვიუნდოუსზეაო :D
-
ერთხელ ეგრე შევცვალე დავრეკე 100-100 ში და ვერ შემოვიდნენ როუტერში :D
