Jump to content

Albert Einstein

წევრი
  • Posts

    1157
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    2

Everything posted by Albert Einstein

  1. გაუმარჯოს ფორუმელებო Cooler Master GX-650W (RS-650-ACAA-D3) - მოკლედ გადავწყვიტე ეს კვება შევიძინო. ხვალისათვის ვაპირებ გამოწერას, დაახლოებით 80$ ჯდება, ძვირი არ უნდა იყოს მგონი, ნუ ჩამოტანის ღირებულება არ შედის ამაში. თქვენი რჩევა და აზრი მაინტერესებს, ჩემი სისტემისთვის სრულიად საკმარისი იქნება თუ არა, როგორი კვებაა და ღირს თუ არა ამის ყიდვა. მე როგორც ვთვლი საკმარისი უნდა იყოს, ზედმეტი არის ალბათ ესეთი სიმძლავრის კვება, მაგრამ მირჩევნია კარგი და მძლავრი იდგეს. ამასთანავე ვაპირებ HDD დამატებას 2x1TB (ფასების გაიაფებას ველოდები თუკი გაიაფდა საერთოდ ) ჩემი კონფიგურაცია ეს არის დეტალურად: CPU: Intel® Pentium® 4 Processor 670 supporting HT Technology (2M Cache, 3.80 GHz, 800 MHz FSB) Motherboard: Gigabyte GA-8I915PL-G (rev. 2.x) RAM: Kingston ValueRAM 2GB Kit 400MHz PC3200 (KVR400AK2/2GR) (2x1GB) HDD: Barracuda 7200.12 SATA 3Gb/s 500GB Hard Drive (ST3500418AS) VGA: Gigabyte GeForce GT 430 1GB OC (GV-N430OC-1GI) ODD: Toshiba-Samsung SH-S222A Case: D-computer ATX-M611-CA Miditower Dimension: 472 x 195 x 440 mm (lengh x width x height) PSU: Gembird 500W (CCC-PSU-6X) CPU Cooler: Cooler Master Hyper 212 Plus (RR-B10-212P-G1) Case Cooler: Cooler Master SickleFlow 120mm 2000 RPM Blue LED(R4-L2R-20AC-GP) (x2) Card Reader: Gembird Internal Card Reader FDI2-ALLIN1S-B Monitor: Philips LCD monitor with HDMI, Audio, SmartTouch 244E1SB 24"w E-line 1920x1080 Full HD Mouse: A4 Tech XL-750F Keyboard: A4 Tech G800 Gamepad: Logitech® Dual Action™ Gamepad G-UF13A P.S. ნუ ბევრი იტყვის ალბათ და იფიქრებს, რომ ესეთ სუსტ და ძველ კონფიგურაციაზე რაში უნდა ესეთი კვებაო, უბრალოდ ეს სისტემა დიდი ხანია მაქვს და არასოდეს დაუღალატებივარ, მუშაობს ნორმალურად და სანამ შეუძლია მინდა ბოლომდე იმუშაოს და ხელი შევუწყო მეც შეძლებისდაგვარად
  2. მონიტორის ბრალი არამგონია იყოს, ყველაზე მეტად კაბელზე ვეჭვობ, თუმცა ისიც მაფიქრებს, რომ რაც სისტემა გადავაყენე მას მერე დაიწყო ამოგდება ამ კვადრატების. შეიძლება რამე არ დადგა ნორმალურად და ვერ მუშაობს გამართულად, თუმცა არაფერი ეტყობა საერთოდ ამის. Furmark გავატარე 10-15 წუთის მანძილზე და არაფერი ამოუგდია. ტემპერატურა მაქსიმალური 60°c არ ასცდენია, 55-58°c ეჭირა სტაბილურად 99% load-ზე. თამაში დავაინსტალირე გუშინ Silent Hunter IV და გავუშვი მაქიმალურ მოთხოვნაზე, 1920x1080 რეზოლუციაზე. ჩვეულებრივ ნორმალურად მუშაობდა ყველაფერი, არაფერი მსგავსი არ ამოუგდია და არ გაუჭედია. კვების ბლოკზეც ვეჭვობ, 5 წელზე მეტია რაც ეს კვება მაქვს უკვე. ნუ დიდი ვერაფერი კვებაა და გამოსაცვლელია ჩემი აზრით. თან მითუმეტეს სისტემა თავიდან რაც მქონდა, მთლიანი კონფიგურაცია, მხოლოდ დედადაფა არის ყველაზე სტაჟიანი და ვეტერანი. დანარჩენი დეტალები პერიოდულად გამოვცვალე და დავამატე. P.S. დეტალურად აი ეს კონფიგურაციაა CPU: Intel® Pentium® 4 Processor 670 supporting HT Technology (2M Cache, 3.80 GHz, 800 MHz FSB) Motherboard: Gigabyte GA-8I915PL-G (rev. 2.x) RAM: Kingston ValueRAM 2GB Kit 400MHz PC3200 (KVR400AK2/2GR) (2x1GB) HDD: Barracuda 7200.12 SATA 3Gb/s 500GB Hard Drive (ST3500418AS) VGA: Gigabyte GeForce GT 430 1GB OC (GV-N430OC-1GI) ODD: Toshiba-Samsung SH-S222A Case: D-computer ATX-M611-CA Miditower Dimension: 472 x 195 x 440 mm (lengh x width x height) PSU: Gembird 500W (CCC-PSU-6X) CPU Cooler: Cooler Master Hyper 212 Plus (RR-B10-212P-G1) Case Cooler: Cooler Master SickleFlow 120mm 2000 RPM Blue LED(R4-L2R-20AC-GP) (x2) Card Reader: Gembird Internal Card Reader FDI2-ALLIN1S-B Monitor: Philips LCD monitor with HDMI, Audio, SmartTouch 244E1SB 24"w E-line 1920x1080 Full HD Mouse: A4 Tech XL-750F Keyboard: A4 Tech G800 Gamepad: Logitech® Dual Action™ Gamepad G-UF13A ამ კვებით მინდა ჩავანაცვლო: http://www.coolermaster.com/product.php?product_id=6642
  3. რამოდენიმე წუთის წინ ამომიგდო ისევ და ფოტო გადავუღე. 10 წამით გავთიშე მონიტორი და ჩავრთე. რამოდენიმე კვადრატი იყო დარჩენილი ჩართვის შემდეგ 2-3 წამი და ეგენიც გაქრა შემდეგ. ვინმე ხომ ვერ მეტყვის რა ოხრობააა ეს კვადრატები და საიდან მოდის :vikingi:
  4. Furmark გარდა სხვა პროგრამა თუ არის დასატესტი? რომელს მირჩევდით? ხომ არ არის მონიტორის დასატესტი პროგრამა ასევე, შესამოწმებელი უხეშად რომ ვთქვათ, არსებობს ეგეთი რამე საერთოდ? p.s. გუშინ საერთოდ მსგავსი არაფერი ამოუგდია, მუშაობდა ყველაფერი ჩვეულებრივ
  5. Furmark გავატარე ეხლა 10-15 წუთის მანძილზე და არაფერი ამოუგდია. ტემპერატურა მაქსიმალური 60°c არ ასცდენია, 55-58°c ეჭირა სტაბილურად 99% load-ზე.
  6. საღამოს გავატარებ და ვნახოთ ერთი რა იქნება. დრაივერის ბრალი არამგონია იყოს, სისტემა ახალი დაყენებულია და დრაივერებიც, ჯერ თავისი დისკიდან დავაყენე ვიდეოდაფის დრაივერი და შემდეგ ნვიდიას საიტიდან გადმოვწერე ბოლო განახლება და აფგრეიდი გავუკეთე, ბეტა ვერსია არ გადმომიწერია. P.S. გამორიცხვის მეთოდს რაც ეხება, ამ სიტუაციაში არ გამოდგება, რადგან ეს კუბიკები ყოველთვის არ გამოაქვს, მოულოდნელად ჩნდება. ხშირად რომ აკეთებდეს ეგრე სხვა ამბავია. ალბათ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი Furmark გატარებაა.
  7. ინტეგრირებული ვიდეო არა აქვს ჩემს ვიდეოდაფას Motherboard: Gigabyte GA-8I915PL-G სულ ოთხჯერ გამიკეთა, შაბათს 2-ჯერ 30 წუთის განმავლობაში და დღეს 2-ჯერ 10 წუთის განმავლობაში. ხშირად არ აკეთებს, ასე რომ შემდეგი როდის იქნება მსგავსი რამე და თუ იქნება საერთოდ არც ვიცი, რა ჯანდაბააა უბრალოდ მინდა ვიცოდი იქნებ ვინმეს ქონდეს წარმოდგენა რა არის ესეთი რამ
  8. გამარჯობა ფორუმელებო რაშია საქმე ე.ი. შაბათს ოპერაციული სისტემა გადავაყენე და ყველაფერი დადგა ნორმალურად, ყველა პროგრამა ასევე. შემდეგ მუშაობის დროს, როდესაც ბრაუზერი მქონდა გახსნილი მონიტორზე სხვადასხვა ფერი კვადრატები გამოიტანა, სვხადასხვა ზომის, მაგრამ პატარები, იკონკების ზომას არ აჭარბებდა ყველაზე დიდი კვადრატების ზომა დაახლოებით, ამიჭრელა ეკრანი, მთლიანად არ დაუფარია, მონიტორზე 60% გაურჩევლობა იყო ამ კვადრატების გამო, აციმციმდა რაღაცნაირად ეს კვადრატები თან, ხან იმატებდა ეს კვადრატები ხან იკლებდა რაოდენობით. პირველად გავთიშე მონიტორი და ჩავრთე და გაქრა მაგრამ მერე ისევ ისე დაიყწო, სხვა ჯერზე აღარ გაამართლა მონიტორის გათიშვამ. რეაგირება რამოდენიმე წამი მაუსზე და კლავიატურაზე ქონდა, შემდეგ კი თითქოს გაიყინა ეკრანი და არაფერს აკეთებდა საერთოდ. გადატვირთვის მეტი არაფერი შველოდა. შაბათს ორჯერ გამიკეთა ესე და დღესაც ორჯერ. ვერ გავიგე პრობლემა რაშია. ტემპერატურა ვიდეოსი ნორმალურია, კვადრატების გამოჩენის დროს მონიტორზეც ეგრევე გავუშვი ტეპმერატურის მონიტორინგის პროგრამა და არაფერი, მთელი სისტემა გრილად იყო და მუშაობდა ჩვეულებრივ სტაბილურად. ვიდეოდაფა Gigabyte GeForce GT 430 1GB OC მოდელი მაქვს - http://www.gigabyte.com/products/product-page.aspx?pid=3629#ov მონიტორი Philips 244E - http://www.p4c.philips.com/cgi-bin/dcbint/cpindex.pl?ctn=244E1SB/69&scy=SG&slg=en HDMI კაბელით მაქვს ვიდეოდაფა და მონიტორი შეერთებული. ეჭვი მაქვს: ან ვიდეოდაფა, ან მონიტორი ან HDMI კაბელი. თქვენი რჩევა მჭირდება, იქნებ ასევე ვინმეს ქონდა მსგავსი პრობლემა და იცის რაშია საქმე. წინასწარ გიხდით მადლობას ყველას
  9. ამართლებს სახელს, დიზაინი ძალიან მომეწონა. ორიგინალური და განსხვავებულია. :thumbsup:
  10. "მისი შავი ფერის ზედაპირი დაფარულია კერამიკული ფენითა და ხაოიანი ფაქტურით, რამაც, მწარმოებელთა აზრით, უნდა გააუმჯობესოს რადიატორის თბოგამტარობა - გარემო სივრცის მიმართ." - აი ეს მომეწონა და საინტერესოა რამდენად გაამართლებს. :babu:
  11. ალტას საიტზე ვნახე რამოდენიმე დღის წინ, მაგრამ ეხლა შევედი და აღარ დევს. 120გბ ინტელის სსდ ქონდათ. :sleep:
  12. ახალი სტრატეგიებიდან რომელს მირჩევდით, ჩემი კონფიგურაციის შესაბამის ( ხელმოწერაში რაც მიწერია), თუ არის ეგეთი რომელიმე. ადვილი და მალე რომ იხურებოდეს ეგეთი არა ოღონდ ფანტასტიკის სფეროსაც რომ არ მიეკუთვენობდეს ჟანრით. Silent Hunter-ის მსგავსი სიმულატორი თუ არის ასევე ხომ არ იცით ვინმემ? საზღვაო ბრძოლები და ა.შ.
  13. მაინტერესებს ესეთი რამ თუ არის თქვენთან შესაძლებელი. ორგანიზაციამ რომ მოგიტანოთ კონკრეტულად ჩამოწერილი კონფიგურაცია და შეგიკვეთოთ რომ ეს დეტალები იყიდოს თქვენთან, ბევრი დეტალი ადგილზე არ იქნება დარწმუნებული ვარ და არც ჩამოგაქვთ შეიძლება, თუ ვცდები მე მაპატიეთ. კონფიგურაცია გრაფიკულ და არქიტექტურულ პროგრამებზე სამუშაო კომპიუტერისათვის იქნება გათვლილი. თუკი მსგავსი რამ არის შესაძლებელი მაშინ მოგმართავთ და მოგაწოდებთ კონკრეტულ კონფიგურაციასაც.
  14. მილაკების განლაგება ისეთი აქვს მართლა საინტერესოა როგორი სამაგრი აქვს და როგორ მაგრდება ისე ეს მილაკები ისეა განლაგებული, ყოფილი კულტურის სამინისტროს შენობას მაგონებს სახელწოდებით, ამჟამინდელი საქართველოს ბანკის შენობა რომ არის საკმაოდ ხმაურიანი უნდა იყოს ასევე ჩემი აზრით, 4 120მმ ქულერი მარტო პროცესორის გასაგრილებლად :facepalm:
  15. ტრანსფორმერები რომ შეარქვან ამ მოდელს, მოუხდება მგონი მიშას ვეთანხმები :xelebi:
  16. არვიცი მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ყველა სენსორი ურევს და თანაც მაგრად ურევს. ქულერს გააჩნია ისე საერთოდ, ყველა სხვადასხვა ბრუნზეა idle-ზე. საერთოდაც ბრუნების რაოდენობა არ არის მთავარი, ჰაერის ნაკადი რამდენია ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რადიატორის ზომაზე, ფორმაზე, ფირფიტების ზომასა და განლაგებაზეც ბევრია დამოკიდებული, ასევე მილაკებიც არ უნდა დავივიწყოთ თუკი აქვს. კარგი იქნებოდა დაგეწერა საერთოდ რა ქულერია და რას წარმოადგენს, ფოტო მაინც გადაუღე. მაგალითად ჩემს ქულერს ზოგჯერ idle-ზე 0RPM აქვს. აი ეხლა გადავუღე ზუსტად Cooler Master Hyper 212 Plus :xelebi:
  17. თავის საქმეში როგორია არვიცი ნამდვილად, მაგრამ ზომაში ძალიან დიდია, სიგრძე მაქვს მხედველობაში. ოპერატიულებს ბევრ დედადაფაზე ხელს შეუშლის და შეიძლება ამხელა სიგრძის გამო რამოდენიმე სლოტი გამოუყენებელი დარჩეს. ყოფილა მსგავსი შემთხვევები და თუ არ ვცდები ერთ-ერთ ჩვენს ფორუმელს ქონდა მსგავსი შემთხვევა. :sleep:
  18. სამაგისტრო გამოცდის ტესტების ნიმუშები ხომ არავის გაქვთ? განათლების სამინისტროს საიტზე 2007-2008 წლის დევს და პასუხების გარეშე. 2010-2011 წლის მინდა მე და ვინმეს თუ გაქვთ ან გეგულებათ სადმე დამაკვალიანეთ. ან თუნდაც 2012 წლის თუ არის გამოსული. ჩაბარებას ვაპირებ წელს და თქვენს რიგებს შემოვუერთდი :babu:
  19. ძალიან დიდი განსხვება არ არის ამ ორ ქულერს შორის. ორივე ძალიან კარგია და თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ უნივერსალური ქულერია. Hyper 212 Plus სპილენძის ერთი მილაკით მეტი აქვს და უკეთესი განლაგება აქვს ასევე, ჰაერის ნაკადსიც შედარებით უფრო მეტი აქვს და უფრო მეტად აგრილებს ვიდრე A50. ფასი ორივესი თითქმის თანაბარია.
  20. 35$ Cooler Master Hyper 212 EVO მოდელისათვის ძვირი არ არის, Cooler Master Hyper 212 Plus რომ იყოს სხვა საქმეა. მე Plus მაქვს და კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგი ქულერია და აგრილებს ძალიან კარგად. EVO ახალი გაუმჯობესებული ვარიანტი და საკმაოდ მძლავრია Plus შედარებით. მილაკების განლაგება შეცვალეს ასევე და EVO მოდელს უკეთესი აქვს. Air Series™ A70 Dual-Fan - ეს ვარიანტიც ძალიან კარგია, მაგრამ ვიტყვი რა უპირატესობას გააჩნია ამ შემთხვევაში EVO მოდელს. EVO მოდელი ერთი ფანით უფრო მეტად აგრილებს და უკეთ აკეთებს თავის საქმეს ვიდრე ეს ორფანიანი Air Series™ A70 Dual-Fan. მეორე ფანი დაუყენო EVO-ს არის მაგის საშუალება და შედეგი რათქმაუნდა კიდევ ბევრად უკეთესი იქნება. ამასაც შეავლე თვალი - http://www.hardwaresecrets.com/article/Cooler-Master-Hyper-212-EVO-CPU-Cooler-Review/1407/6
  21. ჰო არა აქვს, ფილიფსის ოფიციალურ საიტზე ვნახე ეხლა და არ წერია მანდ. სხვა საიტზე ვნახე, ინტერნეტ მაღაზიის და როგორც ჩანს არასწორი ინფორმაცია იდო. :xelitavi:
  22. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა სპეციფიკაციების ნახვის შემდეგ PHILIPS 222EL2SB E-Line 21.5" LED Monitor - F მოედლის, რომ შენს მიერ არჩეული ორივე მოდელის გაერთიანება გამოდის, 2 in 1 ვარიანტი. თუ ვცდები მითხარით . დინამიკები ამას ბევრად უკეთესი აქვს თან. ნუ მაშინ სამივე შეადარო ჩართული ეგრე ჯობია, რომელს აქვს უკეთესი ჩვენება გამოჩნდება.
  23. PHILIPS 222EL2SB E-Line 21.5" LED Monitor - F - ეს მონიტორი ვნახე პსშოპზე და ნახე მიშ აბა ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს. ფასიც მისაღებია. მგონი არცერთ ამ ორივე მოდელს არ ჩამოუვარდება. http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=2241&category_id=43&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=en
  24. დინამიკებში და დისპლეის დინამიურ კონტრასტშია სხვაობა მხოლოდ, ესე გამოდის. ჩაშენებულ დინამიკებზე მეტად ვფიქრობ უმჯობესია იმ ვარიანტის აღება, რომელსაც დისპლეის დინამიური კონტრასტი უკეთესი აქვს. ნუ კიდევ ერთი რაც შეიძლება Philips E-Line 227E3LSU პატარა პლიუსად: ჩავთვალოთ სიმძლავრეს ნაკლებს მოიხმარს და EnergyStar-ის შემოწმების მეთოდი აქვს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.