-
Posts
1157 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
2
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Albert Einstein
-
როგორც მივხვდი შენ USB game port Adapter გჭირდება. თუ არავინ გამოგეხმაურა, შეგიძლია გამოიწერო ინტერნეტიდან. ამაზონზე საკმაოდ მრავლად არის მსგავსი ადაპტერები. ამ ბმულზე შეგიძლია ნახოდა აარჩიო: http://www.amazon.com/gp/search/ref=a9_sc_1?rh=i%3Aaps%2Ck%3Ausb+gameport+adapter&keywords=usb+gameport+adapter&ie=UTF8&qid=1382434066
-
თუ არ ვცდები და არ მეშლება 64-bit-ზე Microsoft Visual Studio Ultimate არ არის. 32-bit და 64-bit ოპერატიულ სისტემებზე Microsoft Visual Studio Ultimate-ის 32-bit ვერსია გამოიყენება. თუ დაგაინტერესებს შეგიძლია ეს სასარგებლო სტატია წაიკითხო, ამ თემას ეხება: Visual Studio: Why is there no 64 bit version? (yet)
-
გამარჯობა ფორუმელებო ერთი იდეა მომივიდა ჩემს დედადაფასთან დაკავშირებით: GIGABYTE GA-8I915PL-G არვიცი რამდენად გამართლებულია ამის გაკეთება და მომცემს თუ არა სასურველ შედეგს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გამეხსნა თემა და თქვენთვის მეკითხა რჩევა, იქნებ რომელიმე თქვენგანს აქვს გამოცდილება და გარკვეული ცოდნა ამ საკითხში. დედადაფაზე ოპერატიული მეხსიერების ორი სტაფილოსფერი სლოტია დამონტაჟებული, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით არის ასევე ადგილი ორი სლოტისათვის, რომელიც არ არის დამონტაჟებული წითელი ისრებით სწორედ მათზე მაქვს მინიშნებული. მინდა ავღნიშნო, რომ ეს ადგილები გახვრეტილია და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ ოპერატიული მეხსირების სლოტები უბრალოდ არ არის დამონტაჟებული მასზე. მწარმებელს გამორჩენით არაფერი არ გამორჩენია ამ შემთხვევაში, რადგან თუ ნახავთ დედადაფის სპეციფიკაციებს ყველაფერი სწორად არის. მსურს რომ ეს ორი სლოტი დავამონტაჟო, დავუმატო ანუ და შევძლო მისი გამოყენება. ამჟამად არსებულ ორივე სტაფილოსფერ სლოტს ვიყენებ და მეხსიერების ბარათი თითოში 2GB მაქვს ჩასმული, კონკრეტულად Kingston 2GB KIT 400MHZ DDR PC3200 (KVR400X64C3AK2/2G) (2 x 1 GB) მოდელი. მაინტერესებს ამ ორი ახალი სლოტის დამატების შემდეგ, ამ სლოტებში ჩასმული ოპერატიული მეხსიერების ბარათები თუ იმუშავებენ. რამდენად გაამართლებს და შეძლებს დედადაფა და მთლიანად სისტემური ბლოკი გამართულად მუშაობს. 2GB-ს ნაცვლად 4GB-მდე რომ გავზარდო ოპერატიული მეხსიერება თუ იქნება შესაძლებელი. მწარმოებელს დედადაფის სპეციფიკაციაში მითითებული აქვს მაქსიმალური ტევადობა 2GB. თუმცა გარკვეულ ეჭვებს აჩენს ეს დამატებითი ორი ოპერატიული მეხსირების დაუმონტაჟებელი სლოტი. ასევე გამიჩნდა კითხვა, თუ ამ დედადაფას მხოლოდ 2GB მაქსიმალური ტევადობის ოპერატიული მეხსიერების გამოყენება შეუძლია, რაში სჭირდება x64-bit-ზე დრაივერები და ასევე დედადაფის მხარდამჭერი პროგრამები x64-bit-ზე. დავიჯერო 2GB ოპერატიულ მეხსიერებაზე x64-bit-იან ოპერაციულ სისტემას აყენებდნენ და ამუშავებდნენ? უბრალოდ ამის გაკეთებას რა აზრი აქვს ვერვხვდები. არვიცი ამასთან რამდენად კავშირში შეიძლება იყოს, მაგრამ ამ დედადაფას რომელი პროცესორების მხარდაჭერაც აქვს, არის გარკვეული ჯგუფი პროცესორების და მათი Instruction Set 64-bit-ია. პროცესორი რომელიც ამ დედადაფაზე მაქვს დაყენებული (Intel® Pentium® 4 Processor 672 supporting HT Technology (2M Cache, 3.80 GHz, 800 MHz FSB) სწორედ ასეთ პროცესორების ჯგუფს განეკუთვნება. როგორც მსმენია, მსგავსი ჯგუფის პროცესორები რეკომენდირებულია 4GB-დან 128GB-მდე ოპერაციული მეხსიერებით მხარდაჭერილი x64-bit-იანი ოპერაციული სისტემებისთვის, რადგან ეს პროცესორები x64-bit-იან ოპერაციული სისტემისათვის ბევრად უკეთესად მუშაობენ და წარმადობა ბევრად მაღალია მათი, ვიდრე x32-bit-იან ოპერაციულ სისტემაზე მუშაობისას. თუ ეს ესე არ არის, იქნებ ამაშიც განმანათლოთ და გამარკვიოთ ცუდი არ იქნება. სულ ეს არის ველი თქვენს რჩევებს და რეკომენდაციებს P.S. ძალიან ბევრი დავწერე ვიცი და იმედია გასაგებად არის ყველაფერი ახსნილი
-
ჩვენი კომპის სურათები :)
Albert Einstein replied to LedZeppelin's topic in გაგრილების სისტემა & კეისები
მართალია უკვე საკმაოდ ძველია და ამ თემაში არსებულ ალბათ 95%-თან შედარებით სუსტია, მაგრამ 8 წელიწადზე მეტია მემსახურება ღირსეულად და თავის საქმეს ასრულებს. ნუ მეც შესაბამისად ვუვლი როგორც საჭიროა და შედეგიც დამსახურბულია. ამ კომპიუტერს ალბათ მაინც ვერასოდეს შეველევი. ყველანაირად დავტირთე დედადაფა,ბოლომე ვწურავ და ვიყენებ რაც კი შესაძლებლობები აქვს. ყველაზე ბებერი დეტალი სწორედ დედადაფაა, ვეტერანია მოკლედ. ერთი რამ რაზეც გული მწყდება, ოპერატიული მეხსიერება მხოლოდ 2გბ შეუძლია ქონდეს და გამოიყენოს. ორი სლოტისათვის აქვს კიდევ გამზადებული ხვრელები, დედადაფის ფოტოზე ჩანს, კარგი იქნებოდა რომ დაეყენებინათ და 4გბ მხარდაჭერაც ქონოდა. -
აგერ ამ ბმულზე გადადი და სპეციფიკაციები აირჩიე. შავი: http://wd.com/en/products/products.aspx?id=760 ლურჯი: http://wd.com/en/products/products.aspx?id=770 სხვების არვიცი, მაგრამ ასევე გარანტიის ხანგრძლივობას არავინ აქცევს ყურადღებას. ლურჯის ნებისმიერი მოცულობის მყარდ დისკს მწარმოებლის მიერ 2 წლიანი გარანტია აქვს, ხოლო შავისას 5 წლიანი. შეიძლება ბევრისთვის ეს უმნიშვნელოა, მაგრამ ამხელა სხვაობა გარანტიაში პატარა არ არის.
-
გაიხარე დიდი მადლობა
-
რა მაინტერესებს ე.ი. ფორუმზე თემა გავხსენი შემდეგ ადგილას: პროგრამული განყოფილება → Microsoft → Windows → ინსტრუქციები / ტუტორიალები გამოქვეყნების შემდეგ ფანჯარა გამომიტანა, სადაც ეწერა რომ სიახლე მოდერაციას გაივლის, გადამოწმდება და შემდეგ გამოქვეყნდება. მაინტერესებს დიდი დრო სჭირდება ამას?
-
ერთი რაც გამომრჩა და ეხლა შევამჩნიე. მოდელები რომლებიც შენ შეადარე არ ქმნის რეალურ და მართებულ სურათს. ეხლავე გეტტყვი რატომ, იმიტომ რომ ახალ 2012 წლის WD Blue WD10EZEX მოდელს ადარებ ორი წლით ძველ 2010 წლის WD Black WD1002FAEX მოდელს. აი ეს 2012 წლის მოდელი WD Black WD1003FZEX უნდა შეადარო 2012 წლის WD Blue WD10EZEX მოდელს. აგერ PDF ფორმატის ფაილში ორივე მოდელის დეტალური სპეციფიკაციებია, შეადარე. WD Blue WD10EZEX: http://www.wdc.com/wdproducts/library/SpecSheet/ENG/2879-771436.pdf WD Black WD1003FZEX: http://www.wdc.com/wdproducts/library/SpecSheet/ENG/2879-771434.pdf
-
მე მაინც Caviar Black-ის აღებას გირჩევდი. თუ ძალიან სასწრაფოდ არ გჭირდება, აჯობებს მოიცადო და თანხა დააგროვო. ლურჯი არ არის ისეთი კარგი როგორიც Caviar Black-ია. მიმოხილვები რაც წამიკითხავს Caviar Black სხვა მოდელებთან შედარებით, მწვანე, წითელ და ლურჯზე მაქვს საუბარი საკმაოდ მაღლა დგას მათზე. გამძლეობის მხრივ და მუშაობაშიც უკეთესია, მხოლოდ სპეციფიკაცია არაფერს წყვიტავს დამიჯერე. ნება შენია
-
აქ მართალია ძნელად თუ ნახავ სადმე, ისიც შემთხვევით თუ გადააწყდები. ალბათ ამის ყიდვას მხოლოდ გამოწერით აქვს აზრი ამ ეტაპზე, სხვა ვარიატნი არვიცი, იქნებ ვინმეს ქონდეს ჩამოტანილი და ყიდიდეს. საკმაოდ კარგი მიმოხილვები აქვს და დადებითი გამოხმაურებები.
-
მე პირადად ამ მყარ დისკს გირჩევდი: http://www.amazon.com/Western-Digital-WD1002FAEX-Internal-Desktop/dp/B0036Q7MV0/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1381578764&sr=8-1&keywords=wd+caviar+black თუმცა აჯობებს 500გბ-იანს 1ტბ-იანი იყიდო, ფასში არ არის დიდი სხვაობა, სულ რაღაც 10$-ია.
-
ამ ბმულზე ნახე, საკმაოდ ჩუმი Fan-ები აქვს ამ მწარმოებელს და ერთერთი საუკეთესოა სხვადასხვა ვარიანტებია, კარგად გადახედე სპეციფიკაციას თითოეული Fan-ის http://www.enermax.com/home.php?fn=eng/product_a1&lv0=4&lv1=32 ამაზონიდან რაც გამოიწერე ეგეთი ორი Fan მაქვს მეც, ლურჯი განათებით. ცუდი Fan-ებია ვერ ვიტყოდი, საკმაოდ მძლავრი Fan-ებია და თავის საქმეს ართმევს თავს მშვენივრად, მაგრამ საკმაოდ ხმაურიანია ნუ ხმაური იმიტომ აქვს რომ, ბრუნების რაოდენობა საკმაოდ დიდი აქვს და შესაბამისად, როცა 2000 R.P.M.-ით ბრუნავს, ჰაერის შებერვის ნაკადს აქვს უკვე ხმა. , P.S. Minimal Noise (dBA) 8 T.B.SILENCE - PWM Series და Noise (dBA) 14 T.B.SILENCE - LED Series ეს კი მცირე ცნობარი, იმედია გამოგადგება: http://www.kakras.ru/doc/shum-decibel.html
-
Seagate Backup Plus 1 TB USB ეს გარე მყარი დისკია და მგონი ამ კონფიგურაციაში შეცდომით მოხვდა ალბათ თუ არა, მაშინ უბრალოდ რჩევის და საკუთარი გამოცდილების ხარჯზე გეტყვი რომ WD-ის, Hitachi-ის (ამ ფირმის მყარი დისკების წარმოებას WD ახორციელებს დღეს უკვე) და Toshiba-ს გარე მყარი დისკები ბევრად უკეთესია და ხარისხიანი. მე პირადად WD My Passport 2TB მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ. Seagate ამ ბოლო დროს არ არის თავის მოწოდების სიმაღლეზე სამწუხაროდ, სხვა რამოდენიმე მწარმოებელთან შედარებით. თუ შიდა მყარ დისკზე მიდგება საუბარი, მაშინ ივას რომელი მყარი დისკიც აქვს ეგ კარგი ვარიანტია: WD 1TB. აგერ ბატონო: WD Caviar Black 1 TB პროცესორის ქულერი ვფიქრობ Hyper 212 Plus ან Hyper 212 EVO უკეთესია იქნებოდა ვიდრე Cooler Master Hyper T4
-
http://www.samsung.com/us/computer/pcs/NP900X3C-A04US http://shop.lenovo.com/us/en/laptops/thinkpad/x-series/x1-carbon-touch/
-
აქ მგონი უკვე გემოვნების საკითხი წყვიტავს ამ ამბავს მე GIGABYTE-ს მივანიჭებდი უპირატესობას, უფრო მომწონს და გაგრილების სისტემა ვფიქრობ უკეთესი უნდა ქონდეს, მაგრამ დიდი სხვაობა მაინც არ უნდა იყოს, რადგან MSI-ს საკმაოდ კარგი გაგრილების სისტემა აქვს ასევე. ჰო კიდევ ერთი, GIGABYTE როგორც მახსოვს მოცულობით ბევრად დიდია და გაითვალისწინე ყველა კეისში შეიძლება ვერ მოათავსო სადღაც წავიკითხე, ზუსტად არ მახსოვს სად, რომ მოუვიდა ერთ ადამიანს მსგავსი რამ და გამახსენდა ეხლა აგერ ზომებიც GIGABYTE GTX 760: 295x129x43mm MSI GTX 760: 260x126x38 mm
-
აგერ ფოტოც, ყოველი შემთხვევისათვის. იქნებ ქონდეს ვინმეს მსგავსი ქულერი და გამოგეხმაუროს.
-
გასაგებია მაშინ აჯობებს კონკრეტულად შენი ვიდეოდაფის მოდელი დაწერო ან ფოტო დადო, წარმოდგენა რომ ქონდეს ადამიანს რა ზომის და როგორი ქულერი შეიძლება რომ დამონტაჟდეს.
-
უკაცრავად და დედადაფის ჩიპსეტის გაგრილებაზე ხომ არ არის საუბარი შემთხვევით? ეს დედადაფა გაქვს როგორც ვნახე დიდი და პატარა ალუმინის რადიატორები რომ დგას, რომელიმე მათგანზე თუ გაქვს საუბარი ეგენი ჩიპსეტებია: - Northbridge: Intel® G41 (ჩრდილოეთი) - Southbridge: Intel® ICH7 (სამხრეთი)
-
დავაყენე 30 დღიანი Bitdefender Total Security. საკმაოდ კარგი ანტივირუსია, დიდი რესურსი არ მიაქვს და სისტემა მუშაობს თავისუფლად. დავტესტე სხვადასხვა სახის ფაილებზე, ძირითადად Keylogger-ებზე, Crack-ბზე, ოპერაციული სისტემის და სხვა პროგრამების აქტივატორებზე. საკმაოდ კარგი დაცვის სისტემა აქვს Bitdefender Total Security-ს, მოსახერხებელი და გასაგები ინტერფეისი. ვებ-გვერდების ავტომატური სკანირება და წინასწარ ინფორმირების სისტემა აქვს ასევე, რაც MSE-ს საერთოდ არ გააჩნია. MSE ვიყენებ საერთოდ უკვე საკმაოდ დიდი პერიოდია, თითქმის გამოსვლის დღიდანვე. დღევანდელი შედეგიდან გამომდინარე გადავწყვიტე რომ გადავიდე Bitdefender Total Security-ზე. კიდევ ბევრი სხვა ფუნქციებიც აქვს საკმაოდ კარგი და თუ ვინმეს გაინტერესებთ 30 დღიანი ვერსია გადმოწერეთ და ნახავთ. უბრალოდ დააყენე 30 დღიანი ვერსია და თავად ნახავს სხვაობას. საკუთარი თვალით ნანახს და გამოცდილს არაფერი ჯობია მაინც. ეს უბრალოდ ფასები ყოველიშემთხვევისათვის: Kaspersky PURE 3.0 - $99,95 - 1 წლიანი ლიცენზია სამ კომპიუტერზე Bitdefender Total Security - 39.95 € - 1 წლიანი ლიცენზია სამ კომპიუტერზე სადაც არ უნდა ნახო ტესტები და შედარებები ამ ანტივირუსების ორივეს ერთნაირი შედეგები აქვს, თუ იქნება მცირედი სხვაობა ისიც ისეთი, რომ ერთმანეთს მაინც საბოლოო ჯამში აბალანსებენ. ანუ შემაჯამებელი შედეგით ორივე ერთ პოზიციაზე დგას. კასპერს ყოველთვის ძალიან ძვირი ფასები ქონდა და აქვს სხვა ანტივირუსებთან შედარებით. საიტზე ესე აქვს სისტემურ მოთხოვნილებებში დაწერილი: Operating system: Microsoft Windows XP SP3 (32 bit) , Vista (SP2), Microsoft Windows 7 (SP1), Microsoft Windows 8
-
+1 მე ხვალ უნდა დავაყენო მეორე კომპიუტერზე, გამოვცადო მინდა მუშაობაში და პატარა ტესტები ჩავატარო ვირუსებთან მიმართებაში. 30 დღიანს დავაყენებ თავიდან და შემდეგ თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა ვიყიდი ერთწლიან ლიცენზიასაც. უბრალოდ მინდა პირადად დავრწმუნდე და გამოვცადო.
-
შედარება Bitdefender-ის სამივე ანტივირუსის ამ ბმულზე შეგიძლია ნახო - http://www.bitdefender.com/solutions/antivirus-comparison.html განსხვავება არის რათქმაუნდა, მაგრამ რამდენად შენთვის მნიშვნელოვანია და გჭირდება ეს სხვაობა ეგ არის მთავარი სწორედ. ამასთანავე როდესაც ერთწლიან ლიცენზიას სამ კომპიუტერზე Bitdefender-ის სამივე ვერსიას ერთი ფასი აქვს, ჩემი აზრით უმჯობესია საუკეთესო და იმ ვერსიის აღება რომელიც სრულ პაკეტს შეიცავს. P.S. უკაცრავად თემიდან გადახვევისთვის იმედია თემას არ ვაოფებ ამით
-
ინტერნეტში ამ ანტივირუსზე ბევრი მიმოხილვა წავიკითხე და ძალიან მომეწონა. ვაპირებ უახლოს დღეებში გადავიდე Bitdefender Total Security-ზე, საკმაოდ კარგი დაცვის და უსაფრთხოების სისტემა აქვს. ფასიც შედარებით მისაღებია და არ არის ძალიან ძვირი, ერთწლიანი ლიცენზია მაქვს მხედველობაში. 3 კომპიუტერზე ფასდაკლება არის და ერთწლიანი ლიცენზია 39.95 € ღირს. საკმაოდ კარგი ანტივირუსია და დღესდღეობით ალბათ მართლაც №1. http://chart.av-comparatives.org/chart2.php - ამ ბმულზე შეგიძლია ნახო ყველა ანტივირუსის სტატისტიკა და შეადარო ერთმანეთს. თუ არ მეშლება symnatec არის ნორტონის ანტივირუსის შემქმნელი და მწარმოებელი.
-
გეთანხმები, მართალი ხარ. +1 მთავარია ზედ არაფერი გადააწეროს ეხლა და როგორც არის ისე მხოლოდ ფაილების აღდგენაზე იზრუნოს. 100%-ით მართლა ვერ აღადგენ, მაგრამ გარკვეულ ნაწილს მაინც უშველი. დემო ვერსია რომ ახსენე, აღსადგენ პროგრამებზე ამბობდი? რომელი პროგრამები გამოიყენე საერთოდ? http://www.piriform.com/recuva/download/portable - ეს პროგრამა ნახე და მოსინჯე ამით აბა, იმედია დაგემხარება. მე პირადად საკუთარი გამოცდილებიდან ამ პროგრამას ვანიჭებ უპირატესობას და გირჩევდი რომ გამოიყენო. ფლეშკაზე შეგიძლია ჩაწერო და ინსტალაციის გარეშე გაუშვა, portable ვერსიაა. გაითვალისწინე რომ პროგრამა "Deep Scan"-ზე უნდა გაუშვა, დიდ დროს მოანდომებს, მაგრამ ამ მეთოდით ფაილების მაქსიმალური რაოდენობის აღდგენას შეძლებს. ასევე კარგი ვარიანტი იქნება თუ კონკრეტულად მიუთითებ რა სახის ფაილის აღდგენა გსურს. მაგალითისთვის ფოტო, დოკუმენტი, დაარქივებული ფაილი და ა.შ.
-
2010 მაქვს ოფისი და შენს მიერ მოცემული ბმულიდან ყველა დოკუმენტი გამიხსნა უპრობლემოდ.
-
2003-ში ხსნის? დაზიანებული ხომ არ არის თვითონ ფაილი.
