-
Posts
1157 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
2
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Albert Einstein
-
Nothing is here to explain, everything is clear unfortunately.
-
www.speedtest.net ტესტი არ იძლევა რეალურ შედეგს, თუ რა სიჩქარის ინტერნეტი აქვს მომხმარებელს. ჩემთან როცა ვრთავ ტესტზე CO-ს სერვერზე 3MB/s გადმოწერის სიჩაქრეს აფიქსირებს მაქსიმუმ მხოლოდ. IDM-ით როცა ვიწერ რამეს 800KB/s-ით იწერს მინიმუმ. ასევე ტორენტ კლიენთით იგივე სიჩქარე ფიქსირდება. CO-ს ინტერნეტი მაქვს 70 ლარიანი პაკეტი (DSL) უკვე მე-7 წელი იქნება ალბათ.
-
არალოგიკურობა ალბათ უფრო იქნებოდა სასიამოვნო პსჟ-ზე და ორ 0-0 გეთანხმები, თან ერთი ჯგუფის თამაში იყო ორივე.
-
ვაი უბედურო საქართველოვ...
-
რეალმა რომ არ წააგო ეგ გაქვს ალბათ მხედველობაში არა?
-
HDD გავუშვი ტესტზე და შედეგი რას ნიშნავს გამარკვიეთ :(
Albert Einstein replied to anzori88's topic in დახმარება
კარგი შედეგიაო ნამდვილად ვერ გეტყვი. თუმცა 8 წლიანი მოხმარების შემდეგ, მყარი დისკის მოვლაში კარგი შედეგი გაქვს მინდა გითხრა. მთავარია დაზიანებული მკვდარი სექტორები არ არის. Warning - 202 Error - 0 მწვანე კვადრატში საკმაოდ ბევრი სექტორია ასევე. მარტო ამ ერთ მყარ დისკზე ნუ დაამყარებ მაინც იმედებს. საგანგაშო ვფიქრობ არაფერია ამ ეტაპზე. -
HGST 6TB ჰელიუმის მასალით შექმნილი მყარი დისკი
Albert Einstein replied to Barca's topic in RAM / SSD / HDD / Flash
გაყიდვაში მგონი არის უკვე ეს მყარი დისკები არა? ნაკლები მოცულობისაც უნდა იყოს მგონი, ამაზონზე წავაწყდი რამოდენიმე დღის წინ და ეხლა რომ ვნახე ეს სიახლე დამაინტერესა. www.amazon.com - ამ ბმულზე რომ არის იგივეა თუ რამე სხვაა? -
HDD გავუშვი ტესტზე და შედეგი რას ნიშნავს გამარკვიეთ :(
Albert Einstein replied to anzori88's topic in დახმარება
ამ პროგრამის მიხედვით ყველაფერი რიგზეა, არ არის მკვდარი სექტორები. თუმცა მე მაინც გირჩევდი victoria 4.46b გაგეტარებინა ტესტი. ეს პროგრამა მყარ დისკებთან სამუშაოდ საუკეთესოა და დიაგნოსტიკისათვის შეიძლება ითქვას №1. უფრო დეტალური ფილტრაციის მეთეოდი აქვს სექტორების მდგომარეობასთან დაკავშირებით. პროგრამას გახსნი და Test-იდან გაუშვებ Start-ით, არაფერი შეცვალო ისე. რიმ დაასრულებს ნახე რა შედეგს მოგცემს. პირველიორი ნაცრისფერი კვადრატი - საუკეთესო მდგომარეობაშია სექტორი. მესამე ნაცრისფერი კვადრატი - კარგ მდგომარეობაშია სექტორი. მწვანე ფერის კვადრატი - არც თუ ისე კარგი მდგომარეობაშია სექტორი, მაგრამ საგანგაშოც არ არის ძალიან. ძნელად იკითხება, შენელებულია. ნარინჯისფერი კვადრატი - სექტორი ნახევრად მკვდარია. წითელი და ლურჯი კვადრატი - სექტორები რაოდენობების მიხედვით, რა ფერისას რამდენს ამოგიყრის ამის შემდეგ თავადაც შეძლებ შეაფასო მყარი დისკის მდგომარეობა. Warning-ებზე და Error-ბზე პროგრამა ამოყრის შედგებს ფანჯრის ქვევით მდებარე პანელში. სმარტიც შეგიძლია ასევე ამ პროგრამით შეამოწმო. -
HDD გავუშვი ტესტზე და შედეგი რას ნიშნავს გამარკვიეთ :(
Albert Einstein replied to anzori88's topic in დახმარება
აგერ ნახე ამ ბმულზე: -
HDD გავუშვი ტესტზე და შედეგი რას ნიშნავს გამარკვიეთ :(
Albert Einstein replied to anzori88's topic in დახმარება
ფაილები მაინც გადაიტანე მაშინ სხვა მყარ დისკზე ან ფლეშზე სანამ გვიანი არ არის. P.S. L3onidas - წინა პასუხში ჩემს თავზე მაგრად ვიხალისე, შენ რომ დაგიციტირე. რატომ ვიფიქრე არ ვიცი, ეტყობა არ მივაქციე ყურადღება, მეგონა იმ მომენტში თემის ავტორი შენ იყავი -
HDD გავუშვი ტესტზე და შედეგი რას ნიშნავს გამარკვიეთ :(
Albert Einstein replied to anzori88's topic in დახმარება
REMAP დაზიანებულ სექტორებს ვერ გამოასწორებს მართალია, მაგრამ მხოლოდ მუშას დაგიტოევბს. ნუ წესით ესე უნდა გააკეთოს, მაგრამ შეძლებს თუ არა ჯერ ეგეც საკითხავია. HDD Regenerator როგორც ვიცი მკვდარი სექტორების აღსადგენადაც გამოიყენება თუ ვცდები? უბრალოდ ძალიან დიდი დრო სჭირდება რომ მოხდეს Restore სექტორების. რამოდენიმე დღის წინ ფორუმზე წავიკითხე, რომ 80გბ მყარი დისკის Restore-ს 24 სთ მოანდომა. ნუ უფრო დიდი მოცულობისას წარმომიდგენია რამდენი დრო დასჭირდება. შენს ადგილას მე მაინც ყველანაირად ვეცდებოდი და ყველა გზას მოვსინჯავდი, თუ გეზარება და დიდად არ გადარდებს ეგ მყარი დისკი david_888 შესაბამისი რჩევა მოგცა. -
HDD გავუშვი ტესტზე და შედეგი რას ნიშნავს გამარკვიეთ :(
Albert Einstein replied to anzori88's topic in დახმარება
სამწუხაროდ ფაქტიურად მკვდარია მინდა გითხრა. ძალიან ბევრი სექტორი აქვს მკვდარი და ასევე უკვე ნახევრად მკვდარი. მწვანე და ნარინჯისფერი კვადრატებით აღნიშნულია ნახევრად მკვდარი სექტორები. რაოდენობრივად საკმაოდ ბევრია და ეს ძალიან ცუდია. შემდეგი ფერის კვადრატზე აღარაფერს ვამბობ, რადგან მანდ უკვე . შავი, მუქი და ღია ნაცრისფერი კი ნორმალურ და მუშა მდგომარეობაშია. გამოდის რომ, მყარი დისკის ნახევარი მოცულობა არის მხოლოდ მუშა მდგომარეობაში. რამდენ ხანს გაძლებს და იმუშავებს ეგ სექტორებიც არავინ იცის. victoria 4.46b - ამ პროგრამით გაატარე ტესტზე, უფასო ვერსიაა. საუკეთესოა ამ საქმეში. სმარტიც შეამოწმებინე ამ პროგრამას. აგერ ბმულიც: victoria 4.46b ამ პროგრამით დატესტე და რა შედეგს განახებს დადევი. ასევე ამავე პროგრამით შეგიძლია REMAP-ის გაკეთება, შეიძლება გამოასწოროს ეს სიტუაცია. -
1. რომელი ინტერნეტ პროვაიდერის ინტერნეტი გაქვს და რომელი პაკეტია. 2. რამდენი სართულია სულ და რამდენ სართულზე გსურს რომ იმუშაოს Wi-Fi-მ. 3. შიდა კედლების სისქე რამდენია და რა მასალის არის. 3. რამდენ კომპიუტერზე გსურს ინტერნეტით სარგებლობა. P.S. ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება თუკი შეძლებ გეგმის, ანუ ნახაზის დადებას. იოლი იქნება ასევე გირჩიოთ, თუ რა ადგილას იქნება საუკეთესო ვარიანტი რომ დამონტაჟდეს ეს მოწყობილობა, რადგან სიგნალი საჭირო იქნება ყველგან განაწილდეს თანაბრად და დაფაროს მთელი საცხოვრბელი ფართი.
-
გამოდგება რათქმაუნდა ამ ბმულზეც ნახე, საკმაოდ დიდი არჩევანია : http://dac.ge/?act=category&catid=34&subcatid=157&searchtext=led
-
ეგ საიტი დიდი ხანია აღარ მუშაობს. არამგონია ვინმემ შეძლოს მანდ რამის წაკითხვა, გაუმართავია საიტი და დაუსრულებელი. რამოდენიმე წლის წინ განახლებას აპირებდნენ და მერე რატომ დატოვეს ესეთ დღეში საიტი გაურკვეველია. რაც იყო ის მაინც რომ დაეტოვებინათ ცუდი არ იქნებოდა. თუ სატელეფონო ცნობარი გსურს, მაშინ GeoFinder შეგიძლია გამოიყენო. უახლესი ვერსია არ არის გატეხილი, არსად შემხევდრია მე და შედარებით ძველი ვერსია გატეხილი არის ქართულ საიტებზე. ამ ბმულზე ნახე: GeoFinder
-
რა მაინტერესებს, საიტზე როცა შემოვდივარ და ავტორიზაციის გავლა მინდა, მომხმარებლის სახელის გრაფაში ქართულად წერს და თქვენთანაც ეგრეა? დავიტანჯე ამ copy - paste უკვე კიდევ ერთი, ეხლა სამსახურიდან ვარ შემოსული 15.6" notebook-ით და ზოგიერთი პოსტის ტექსტი პოსტის ფანჯარას ცდება. სახლში კი 24" მონიტორზე ესე არ არის. პოსტის აკრეფვის დროსაც უაზროდ გადახტება ქვედა ველზე. ვფიქრობ ესე არ უნდა იყოს და ცუდი არ იქნება თუ გამოსწორდება. მაგალითისთვის აგერ ფოტოც: მეც ზუსტად ამაზე დავწერე ეხლა
-
დედადაფაზე ოპერატიული მეხსიერების სლოტის დამატება
Albert Einstein replied to Albert Einstein's topic in დახმარება
ამ კონფიგურაციის სისტემით აზრი არა აქვს, თორემ ნაფიქრი მაქვს დიდი ხნის წინ. P.S. დამსახურებული რეკლამა ლეველ მოდერატორს ვთხოვ დახუროს თემა -
დედადაფაზე ოპერატიული მეხსიერების სლოტის დამატება
Albert Einstein replied to Albert Einstein's topic in დახმარება
ნამდვილად ეგრეა, სწორედ მაგის აღმნიშვნელია Duo. ეგ კი გამოვა რაც მინდა, მაგრამ აი DDRII ყველაფერს უკუღმა აყენებს. აზრს უკარგავს ამ ყველაფერს მაინც, რაგდან თუ დავამონტაჟებ ამ ორ სლოტს, მაშინ ან DDR (DDR400) ან DDRII უნდა გამოვიყენო. მოკლედ 4GB-ს მაინც ვერ მივიღებ, დავტოვებ ყველაფერს როგორც არის ისე. ყველას დიდი მადლობა რჩევისთვის და დახმარებისთვის. მოდერს ვთხოვ დახუროს თემა, რადგან მგონი უკვე არაფერია განსახილველი და გასარკვევი. ყველაფერი ნათელია. ვაგრძელებთ 2GB-ზე მუშაობას. -
დედადაფაზე ოპერატიული მეხსიერების სლოტის დამატება
Albert Einstein replied to Albert Einstein's topic in დახმარება
მართალი ხარ, ეხლა ვნახე კარგად და დაკვირვებით ორივეს ფოტოები. შენ მიერ ნანახი დედადაფა ზუსტად იგივეა, უბრალოდ ეგ ორი სლოტი აქვს დამატებული ზუსტად. სხვაობა არ არის სპეციფიკაციებში უმნიშვნელოა. შედარება გავაკეთე მწარმოებლის საიტზე და ერთადერთი სხვაობა მხოლოდ იმ ორ დამატებით DDRII-ის სლოტშია. ასევე 3 პინიანი ფენის კონექტორი ერთით მეტი აქვს, ვიდრე ჩემს დედადაფას. აი სულ ეს არის ამ ორ მოდელს შორის განსხვავება. ვფიქრობ ვიზუალური შედარება საინტერესო იქნება ძალიან და თქვენი აზრი მაინტერესებს. GA-8I915PL-G (rev. 2.x) GA-8I915P Duo (rev. 2.1) ვფიქრობ ჩემმა იდეამ უნდა გაამართლოს და შანსი იმისა რომ სასრუველ შედეგს მივაღწიო არის, მოკლედ ვიტყოდი 50/50 -
მითები და ლეგენდები კომპიუტერულ ტექნიკაზე
Albert Einstein replied to სოსო's topic in ზოგადი დისკუსიები
გამოდის იმ დროს ჩემს პროცესროს ორ ბირთვიანად გაასაღებდნენ -
დედადაფაზე ოპერატიული მეხსიერების სლოტის დამატება
Albert Einstein replied to Albert Einstein's topic in დახმარება
ეხლა Kingston 2GB KIT 400MHZ DDR PC3200 (KVR400X64C3AK2/2G) (2 x 1 GB) მაქვს დაყენებული. დავაყენებ ორ დაუმონტაჟებელ სლოტს და დავამატებ ზუსტად იგივე ოპერატიულ მეხსიერებებს. ოთხივე სლოტში თითო 1GB DDR (DDR400) ჩავსვამ. ვნახოთ რა შედეგს მომცემს. თუ გამოვიდა აუცილებლად გაგაგებინებთ -
დედადაფაზე ოპერატიული მეხსიერების სლოტის დამატება
Albert Einstein replied to Albert Einstein's topic in დახმარება
მართალი ხარ, ეხლა ვნახე და არის 2GB-იანი DDR (DDR400) ECC, თუმცა რამდენად იმუშავებს და აქვს დედადაფას ამ ოპერატიული მეხსირების მხარდაჭერა არვიცი. მხარდაჭერილი ოპერატიული მეხსირებების სიაში ყველა non ECC იყო მითითებული კაგრად მახსოვს და მხოლოდ 1GB-იანი იყო მაქსიმუმი. ამ დღეებში ვცდი აუცილებლად, ორი სლოტი უნდა ვიშოვო მანამდე, რომელსაც დავაყენებ დამატებით და შევუდგები საქმეს. გაიხარე, კიდევ ერთხელ მადლობა რჩევისთვის და დახმარებისთვის. P.S. ერთი კარგი სისტემა მართლა ძალიან მინდა და მჭირდება ეგ მართალია -
დედადაფაზე ოპერატიული მეხსიერების სლოტის დამატება
Albert Einstein replied to Albert Einstein's topic in დახმარება
2GB ოპერატიულ მეხსირების მქონე სისტემურ ბლოკზე x64-bit ოპერაციული სისტემა რატომ უნდა დააყენო შეგიძლია მითხრა? რა პლიუსები ექნება ამ შემთხვევაში? მე უაზრობად მიმაჩნია მსგავსი რამის გაკეთება. x64-bit სისტემა მართალია მხოლოდ იმისთვის არ არის, რომ 4GB და მეტი ოპერატიული მეხსიერების დანახვა და გამოყენება შეძლოს. მაგრამ არც იმისთვის არის ჩემი აზრით რომ 2GB ოპერატიულ მეხსირების მქონე სისტემურ ბლოკზე ამუშაო. თუ ესე არ არის და ვცდები მითხარით P.S. ედისონზე მომეწონა, კარგი იყო ჩაგეთვალა 2GB-იანი DDR (DDR400) თუ არ ვცდები არც არსებობს საერთოდ. მადლობა ვნახე ეგ დედადაფა. ამას ოთხი სლოტი აქვს, მაგრამ ორი DDR (DDR400) და ორი DDRII. ოთხივე სლოტი DDR (DDR400) რომ იყოს ეგეთი ვარიანტი იდეალური იქნებოდა. -
დედადაფაზე ოპერატიული მეხსიერების სლოტის დამატება
Albert Einstein replied to Albert Einstein's topic in დახმარება
გაგიკვირდება და ამ სერიაში ეს მოდელი მხოლოდ ერთადერთია, შემდგომი სერიის მოდელები განსხვავებულია და რათქმაუნდა გაძლიერებულია. დამონტაჟებით თავად შემიძლია დავამონტაჟო, ჩხირკედელაობა ესე რომ ვთქვათ მეხერხება და მიყვარს. ასე რომ გაფუჭება გამორუიცხულია. აი დამონტაჟების შემდეგ ოპერატიული მეხსიერების დამატებამ შეიძლება თუ არა რომ დააზიანოს დედადაფა ეს უფრო მაინტერესებს მე. არც მე ვიცი მსგავსი რამ ვინმეს გაეკეთებინოს, არც ინტერნეტში მინახავს და არც მსმენია არავისგან. უბრალოდ თუ დედადაფას არ დააზიანებს, ცდა ღირს ჩემი აზრით. რაზგონს რაც ეხება, ადრე მქონდა სურვილი და ფორუმზე გავხსენი თემა. თუმცა აზრი არა აქვს, რადგან შედეგი არ იქნება ისეთი, რომ რამე განსხვავება მომცეს. კარგი, მაშინ ერთი შეკითხვა მაქვს. რაში სჭირდება x64-bit-ზე დრაივერები და ასევე დედადაფის მხარდამჭერი პროგრამები x64-bit-ზე? -
დედადაფაზე ოპერატიული მეხსიერების სლოტის დამატება
Albert Einstein replied to Albert Einstein's topic in დახმარება
გასაგებია, მადლობა რჩევისთვის. თუმცა სხვა ფორუმელების რჩევებსა და რეკომენდაციებს ასევე მოვისმენ და გავითვალისწინებ სიამოვნებით. პროცესორთან დაკავშირებით კი მინდა გითხრა რომ ცდები, რადგან უკვე 2 წელი იქნება ჩემს სისტემაზე Windows 7 Ultimate მაქვს დაყენებული და Windows XP SP3- ზე ბევრად უკეთესად მუშაობს. დღევანდელ ოპერატიულ სისტემებს რა სისტემური მოთხოვნილებები აქვს ვიცი და ეს პროცესორი ნამდვილად არ არის სუსტი ამ დღევანდელი მოთხოვნებისათვის. მარტო ოპერატიულ სისტემაზე არა მაქვს საუბარი, ბევრ პროგრამას ვიყენებ, რომელიც დიდ რესურს მოითხოვს და პრობლემა არ შემქმნია საერთოდ. მართალია ძველი პროცესორია, მაგრამ სპეციფიკაციებს თუ გადახედავ, არც თუ ისეთი სუსტია დღევანდელობისთვის რომ ჩამოიწეროს. მაგალითისთვის: რა კონფიგურაციაც მაქვს ჩემს პროფილში მითითებული, ამ სისტემაზე მაქვს Windows 7 Ultimate SP1 ეხლაც დაყენებული, Pro Evolution Soccer 2013-ს High მოთხოვნილებაზე ვუშვებ Setting-ებიდან, 1920x1080 ეკრანის გაფართოებაზე, 24"-იან ფილიფსის მონიტორზე. არვიცი რამდენად თქვენთვის ეს იქნება დამაჯერებელი და სარწმუნო, მაგრამ თამაშის დროს პროცესორს არასოდეს დაუღალატებია. სისტემა საკმაოდ გამართულად მუშაობს, რაც თამაშის ხარისხზეც აისახება, თავისუფლად დუშვებს ამ თამაშს ყოველგვარი გაჭედვების გარეშე. ასევე მიწევს მუშაობა AutoCAD 2013 MEP-ში და DiaLUX-ში, რომელთაც ასევე პატარა რესურსი არ სჭირდება. ამ პროგრამებში საშუალო დატვირთვის ფაილებზე უპრობლემოდ ვმუშაობ. რენდერზე არა მაქვს საუბარი რათქმაუნდა, რადგან მაგისთვის სულ სხვა დონის სისტემური ბლოკია საჭირო. სამგანზომილებიან სივრცეში დაპროექტება მაქვს მხედველობაში. მაქსიმალური ტემპერატურა სრულ დატვირთვაზე ხანგრძლივად 65°C შეიძლება ავიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ 65°C სტაბულურად უჭირავს პროცესორს. საშუალოდ მაქსიმალური ტემპერატურა სრულ დატვირთვაზე ხანგრძლივად 50-55°C მერყეობს. Aida64 Extreme Engineer Edition-ით მაქვს ყველა დეტალი stress-ზე გაშვებული და სწორედ ეს შედეგი მქონდა. პროცესორს Cooler Master Hyper 212 Plus ქულერით ვაგრილებ და Arctic Silver 5 თერმოპასტა მაქვს გამოყენებული. ქეისის გაგრილებაც საკმაოდ კარგი მაქვს, ორი 120მმ ფენი (Cooler Master SickleFlow) მაქვს დაყენებული, რომელიც ქეისის წინა პანელიდან იწოვს ჰაერს, ხოლოდ უკანა პანელზე გამწოვია. კვების ბლოკი Cooler Master GX - 650W 80 PLUS Bronze. ვფიქრობ ყველანაირი პირობა მაქვს შექმნილი, რომ სისტემურმა ბლოკმა იდეალურად იმუშაოს. დღევანდელობისთვის არ არის ძლიერი კონფიგურაციის სისტემური ბლოკი, მაგრამ ჩამოსაწერი ნამდვილად არ არის. ამ დღეებში ვაპირებ Windows 8.1 Enterprise დაყენებას და დატესტვას, მაინტერესებს როგორ იმუშავებს ამ სისტემაზე. ვნახოთ რა გამოვა
