-
Posts
1430 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
1
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by system 32
-
ვინდოუსი გადააყენე და თუ არ ეშველა დაწერე. მეც მქონია ასეთი შემთხვევა ბევრჯერ და ყოველთვის გადაყენება შველის.
-
ეგ დრაივერი რისი ლინკიც დადე არ წავიდა, მწარმოებლის საიტზე მაზერს ეწერა რომ აქვს RTL8111B კონტროლერი და ევერესტმა აჩვენა RTL8129 და როგორც ევერესტმა აჩვენა იმის დრაივერი წაიღო და მწარმოებლის არა, ეგ რისი ბრალი იქნება? ვითომ შეცვლილია ჩიპი მაზერზე?
-
პირველ რიგში ბიოსი დეფაულტზე ჩამოყარე და შეცვალე სატას კაბელი. თუ ვინჩესტერის კვების კაბელი გადამყვანითაა მაშინ ის გადამყვანიც შევცალე შედეგი დაწერე.
-
გაუმარჯოს ყველას! იმ დღეს წავაწყდი ასეთ შემთხვევას მოკლედ ერთ კომპიუტერზე Windows-ი არ ეყენა და დავაყენე Windows XP, მაზერის დისკები არ ჰქონდათ, ქსელის დრაივერის დაყენების დრო რომ მოვიდა გავუშვი ჩემი Driverpack-ები, ესენია: SamDrivers 11, DriversPack Solution, MCS Drivers, MaxSE Drivers pack, Best Drivers pack, ამ დრაივერპაკებიდან ვერცერთმა ვერ მოარგო დრაივერი ანუ ვერ იპოვა, მერე ბიოსი დაფეულტზე ჩამოვყარე, შედეგი იგივე, მერე სხვა კომპიუტერიც ჰქონდათ ოჯახში და შევედი ამ მაზერის მწარმოებლის საიტზე(მაზერს ჰქონდა ინტეგრირებული ქსელის კონტროლერი) იყო ეს მაზერი BIOSTAR AT690G AM2, ვიპოვე მწარმოებლის საიტზე ამ მაზერის ONBoard LAN-ის დრაივერი ჩავწერე ფლეშკაზე და გადავიტანე მოკლედ ამ კომპიუტერში და რომ გავუშვი საინსტალაციო მეთქი ვსო უკვე აყენებსთქო და გამომიგდო შეცდომა ვერ ვნახე ეს კონტროლერი შენს სისტემაშიო, მერე Device Manager-დან დავაკოპირე Device ID-ი და დავიწყე მეორე კომპიუტერით Devid.info-ზე ძებნა მაგრამ ვერ იპოვა, არადა ყველაფერი სწორად გადავაკოპირე მერე ჩავდე ჩემი ქსელის PCI ადაპტერი და იმის დატესტილი დრაივერი ფლეშკაზე მქონდა და დაყენდა ნორმალურად მაგრამ მერე Local Area Connection-ი წერდა ხან შეერთდა კაბელიო და მერე 2 წამში მიწერდა გამოძვრა კაბელიო, თან გამოძვრა კაბელიო იმ დროს მიწერდა როცა საიტზე შესვლას ვცდილობდი, ისე კი მიწერდა შეერთებულიაო და მოკლედ ისევ დავაბრუნე ინტეგრირებულზე. მერე ჩავრთე everest-ი და ვნახე ევერესტი ქსელის კონტროლერად რას აღიქვამდა და დამიწერა Realtek RTL8129 Fast Ethernet Adapter-ო, მეც ისევ მეორე კომპიუტერზე დავიწყე ამ დრაივერის ძებნა და ვიპოვე და როგორც იქნა დავაყენე, მერე Local Area Connection-ზე ყვითელი ძახილის ნიშანი გაიჩითა, გადავრეკე კავკასუსში და IP-ები გამაწერინეს, ეს ძახილის ნიშანი მოშორდა, მაგრამ საიტებზე რატომღაც მაინც არ შედიოდა, ეგ რო ვუთხრი კავკასუსის ოპერატორს მაგან მითხრა აქედან უპრობლემოდ მოგეწოდებათ ინტერნეტიო და ეგ ჩვენი საქმე არააო, ამის მიუხედავად ვინდოუსი ქსელის კონტროლერს აღიქვამდა ნორმალურად, მიწერდა კიდეც რომ კავშირი არისო ინტერნეტთანო. არადა მწარმოებლის საიტზე ამ მაზერს უწერია რომ აქვს ინტეგრირებული Realtek RTL8111B Gbe კონტროლერი და არა Realtek RTL8129-ი. წამოვედი მეც ვერ ვაკეთებთქო რაღაც საოცრება ჭირს შენს კომპს მეთქი. მერე დავურეკე 1-2 საათის მერე და ვიღაც მოვიყვანეთო და გაასწორაო ოღონდ არ ვიცი რა ქნაო. ვინმეს ხომ არ გქონიათ ასეთი შემთხვევა ან რისი ბრალი იყო ამ ინტერგრირებულ ქსელის კონტროლერზე რომ მწარმოებელი სხვას ამბობს და რეალურად სხვა დრაივერი ყენდება? ვითომ ჩიპია შეცვლილი? ან მერე როცა ეს დრაივერი ძლივს დავაყენე რატომ აღარ შედიოდა ინტერნეტში? ან მერე იმ ვიღაცამ როგორ გააკეთა ვითომ? გთხოვთ მიპასუხოთ ვინც ქსელებში და ასეთ რაღაცეებში ერკვევით.
-
ერთი ფირმისაა ეგ ოპერები? ბიოსი დეფაულტზე ჩამოყარე, შეიძლება რაიმე პარამეტრი არის არასწორად. თუ არ ეშველა სავარაუდოდ მაზერს აქვს კონფლიქტი მაგ ოპერებთან, კონკრეტულად კი ჩრდილოეთ ხიდის ჩიპს.
-
0x124-ეს შეცდომა ნიშნავს იმას რომ შენ გაქვს QPI(FSB) არის ძალიან აწეული, დაუკელი ცოტა, თუ არ ეშველა პროცესორის ვოლტაჟს მოუმატე ან ვაფშე ბიოსი Default-ზე ჩამოყარე და ეგაა... შედეგი დაწერე.
-
ოპერები დატესტე აბა მემტესტით და ზემოთ რაც დაგიწერე ვინჩესტერზე ისიც გააკეთე.
-
რაც ამ სურათზეა კი ეს ლურჯი ეკრანი ნიშნავს რომელიღაც დრაივერის გაუმართაობას.
-
ჩართვისას CTRL + alt + Delete უმეტეს შემთხვევებში იცის ხოლმე იმ შემთხვევებში როცა ვინჩესტერია დაზიანებული და ვერ ახერხებს ოპერაციული სისტემა ჩატვირთვას, ეს კი ბევრი რამის ბრალი შეიძლება იყოს, ვინჩესტერის კაბელით დაწყებული MBR-ით დამთავრებული. გადაწერე აბა HDTune და სკრინები დადე Health და Error Scan გაატარე და მაგის სკრინიც.
-
გაიხარე :D
-
პირველ რიგში კვება შეამოწმე, სხვა ჩაუყენე და ისე სცადე, შედეგი დაწერე.
-
ვიცი ეგ კარტა ძალიან ძველია და დრაივერებიც ძალიან ცოტაღა არის, მეც მჭირდებოდა და ძლივს ვიშოვე, სკაიპში დამამატე dat_9993 და მოგცემ.
-
კომპს ჩართვის დროს სხვადასხვა პრობლემა აქვს
system 32 replied to FenCer's topic in აპარატურული პრობლემები
ტაბს როცა დააჭერ მაგ მომენტში უბრალოდ მწარმოებლის ლოგოს თიშავს, მაგრამ მაგ რეჟიმს მაინც გადის ოღონდ გიწერს კონკრეტულ მომენტში რას აანალიზებს, სულ ეგაა, ტაბის დაჭერას არ აქვს მნიშვნელობა. და რაც შეეხება მაგ სურათს რაც ბოლოს დადე მაგას მაშინ აგდებს ხოლმე ჩართვისას როცა ან ვინჩესტერს აქვს პრობლემა, ან როცა ვინდოუსი გაითიშება უცებ, მომხმარებლის გარეშე, მაგალითად როცა დენი გაითიშება. მოკლედ დასკვნა ასეთია შენს მაზერს ჩართვისას უჭირს რომელიღაც მოწყობილობის ანალიზი. უფრო მგონია ვინჩესტერი, დისკ წამკითხავი ან ფლეშკის მაგვარი რამე. თუ ვინჩესტერია ან დისკ წამკითხავი დიდი შანსია კაბელის შეცვლამ უშველოს : )) -
აქაც დაწერე რა რას იტყვიან მეც მაინტერესებს თუ მაზერის ბრალი იქნება.
-
კომპს ჩართვის დროს სხვადასხვა პრობლემა აქვს
system 32 replied to FenCer's topic in აპარატურული პრობლემები
მწარმოებლის ლოგოსთან დიდხანს დაყოვნება ოპერატიულების ბრალი ნაკლებადაა, ამ ლოგოს გამოსვლის დროს არის მაზერის(დედა დაფის) ერთერთი რეჟიმი POST(Power On Self Test), ამ დროს დედა დაფა ანალიზს აკეთებს რა არის მასზე მიერთებული, რომელ სატა/აიდე არხზე რა მოწყობილობა ზის რა მდგომარეობაშია თითოეული ნაწილი და ა.შ. ამ დროს დაყოვნება კი მიგვანიშნებს რომ რომელიღაც ნაწილის ანალიზი უჭირს დედა დაფას და "დიდხანს ფიქრობს" , ეს კი უმეტეს შემთხვევაში მაშინ ხდება როცა ვინჩესტერს, ოპტიკურ დისკ წამკითხავს ან რაიმე USB მოწყობილობას კარგად ვერ ხედავს. ამიტომ კარგი იქნება თუ ფლეშკას, ვინჩესტერს და ოპტიკურ წამკითახს სათითაოდ გამოართებ და ისე ნახავ რამდენად სწრაფად წავა ეგ პროცესი რაც შენ გიჭედავს ხოლმე. და იმის მიხედვით მიხვდები რა. -
კომპს ჩართვის დროს სხვადასხვა პრობლემა აქვს
system 32 replied to FenCer's topic in აპარატურული პრობლემები
როდესაც მწარმოებლის ლოგო გამოდის ჩართვისას, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ როდესაც იჭედება ამ ლოგოზე, ესეიგი უმეტეს შემთხვევებაში მაზერს პრობლემა აქვს HDD(ვინჩესტერის), ოპტიკური დისკ წამკითხავის ან რაიმე სხვა დამატებითი მოწყობილობის ხედვაში, კონკრეტულად კი შეიძლება რომელიმე მოწყობილობას ნორმალური კავშირი არ ჰქონდეს მაზერთან, ეს უმეტეს შემთხვევაში ამ მოწყობილობების კაბელების ბრალია(SATA/IDE), რაც შეეხება მეორე სურათს, ამ დროს გეუბნება რომ BIOS Setup-ში რაღაც გაუმართაობაა, ამ დროს რეკომენდირებულია შეხვიდე ბიოსში f2 ღილაკზე თითის დაჭერით და ყველა პარამეტრი დააყენო ქარხნულ პარამეტრებზე, ანუ Default მნიშვნელობებზე დააყენო, ხოლო თუ საათიც ირევა მაშინ ჯერ ბიოსის ელემენტი უნდა გამოცვალო დედა დაფაზე. რაც შეეხება მესამე სურათს აქ განსაკუთრებული არაფერია, ასეთი ფანჯარა გამოდის მაშინ როდესაც ვინდოუსი გაითიშება მოულოდნელად და არა მომხმარებლის ხელით. -
მაშინ კვებაც უნდა გამორიცხო, ოპერატიულებიც სხვა ჩააყენო და პროცესორიც და თავისთავად სხვა ვიდეოდაფის ჩასმაც დაგჭირდება, ანუ მარტო დედა დაფა რომ დავტოვოთ და ისე მივხვდებით რისი ბრალი იქნება, მაგრამ მანამდე ბიოსი Default-ზე რომ ჩამოყარო კარგი იქნება.
-
თუ ვიდეოდაფის შეცვლამ არ მოგცა შედეგი ესეიგი, დიდი შანსია პრობლემა იყოს მაზერში, კონკრეტულად ეს შეიძლება იყოს PCIe x16/AGP სლოტის ან თვითონ მათი კონტროლერის ბრალი რომელიც დედადაფაზეა.
-
კარგი თემაა, მაგრამ ვეცადოთ ყველამ რომ ნელნელა მოვუმატოთ ეს კოდები ვეცადოთ რომ ძალიან ბევრი ასეთი კოდი გავშიფროთ, ყველას ძალიან დაგვეხმარება, მაგალითად მე, მე შევმატებ კიდევ ერთ კოდს რომელიც დამახსოვრებული მაქვს ეს არის 0x7B- სატა დრაივერებთან დაკავშირებული პრობლემა. Windows XP-ის შემთხვევაში.
-
My Computer-ში რომ ლოგო არ ჩანს ეს ძირითად შემთხვევებში იმითაა გამოწვეული რომ აყენია Microsoft-ის სტანდარტული დრაივერი, თუ მაინც და მაინც გინდა რომ გამოჩნდეს გადაწერე მწარმოებლის საიტიდან ბოლო ვერსიის დრაივერი და წესით უნდა გამოჩნდეს.
-
ეგეთი რამე პირველად გავიგე ავირას წაშლის შემდეგ ინტერნეტი ითიშებოდეს, წაშალე და დაარესტარტე აბა, თუ კიდე არ ჩაირთო ინტერნეტის პროვაიდერს დაურეკე აბა და უთხარი ინტერნეტი გამეთიშაო რას გეტყვის. შედეგი დაწერე.
-
მოიცა ავირას წაშლის შემდეგ ინტერნეტი ითიშება?
-
რომელიღაც ქულერის ბრალი მგონია.
-
კეისს გვერდი მოხსენი და წუილს რომ დაიწყებს შეიხედე შიგნით და დაახლოებით ალბათ მიხვდები საიდანაც მოდის წუილი.
