PCI Bus არის 33მჰზ-ზე 133მბ/წმ(32ბიტიაინი) მომუშავე ინფორმაციული სალტე რომელიც მიბმულია სამხრეთ ხიდის ჩიპზე(ჩიპსეტზე) ამ სალტეზე ზიან PCI სლოტები და ზოგიერთ შემთხვევაში მწარმოებლის მიერ დაყენებული დამატებითი კონტროლერი რომელიც შეესაბამება PCI სტანდარტებს, მაგალითად ადრე სანამ PCIe სტანდარტი დაინერგებოდა მწარმოებლები ქსელის Fast Ethernet კონტროლერებს PCI სალტეზე ამონტაჟებდნენ და გამოდიოდა ინტეგრირებული ქსელის კარტა, ასეთივე შემთხვევები იყო აუდიო კოდეკებზე როდესაც AC97 ან HD სპეციალური აუდიო სალტეები არ იყო დანერგილი ამ შემთხვევაშიც მწარმოებელი აუდიო კოდეკს pci სალტეზე სვავდა, სისტემა კი აღიქვამს ამას თითქოს საუნდ კარტა ან ქსელის კარტა ჩაარჭო ვიღაცამ pci სლოტში , სწორედ მაგას გეკითხები რაიმე დივაისი ხომ არ ზის მაგ სალტეზე რასაც აქვს პრობლემები.