კომპანია Aerocool-მა ახლახანს გააფართოვა Strike-X სერია და გამოუშვა ოთხი ახალი High-End კვების ბლოკები რომლებიც გათვლილია გეიმინგ კომპიუტერებისათვის, კვების ბლოკებს აქვს 80 Plus Bronze სერტიფიკატი და მოდულარული დიზაინი.
ნაწარმები შეესაბამებიან ATX 12V 2.3 და EPS 12V 2.92 სტანდარტებს, და პროდუქტის გაგრილებაზე ზრუნავს 13.9cm PWM ფენი, კვების ბლოკები აღჭურვილნი არიან აქტიური PFC-თი (Power Factor Correction), მათი MTBF შეადგენს 120,000 საათს, და გააჩნია ერთი 12 ვოლტიანი განხრა, და აქვს ისეთი დაცვის სისტემები როგორიცაა over current, over voltage, over wattage, over temperature and short-circuit protection.
Strike-X ოჯახში შესულია შემდეგი კვების ბლოკები:
- 500W (80Plus Bronze rating, up to 85% efficiency) / ~ €44
- 600W (80Plus Bronze rating, up to 85% efficiency) / ~ €52
- 800W (80Plus Silver rating, up to 88% efficiency) / €120
- 1100W (80Plus Gold rating, up to 90% efficiency) / €150
კვების ბლოკები ხელმისაწვდომი გახდება ნოემბერში.