-
Posts
3117 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
9
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by kakha77777
-
ეგ შეიძლება, მე -2 ბირთვის ტემპერატურის სენსორი ურევს და იმიტომ.
-
მაშინ ფლეშკით თუ აყენებ ფლეშკა გაქვს არასწორად გამზადებული ვინდის ჩასაწერად. საეთოდ ფლეშკით XP-ს ჩაწერა მაგარი თავის ტკივილია. უამრავი პროგრამაა მაგისთვის მაგრამ რად გინდა, ყველა ამ პროგრამით რომ ვცადე ხან იწყებს ჩაწერას ხან არა. ვისტა, 7, 8, 8.1, კი ამათი ჩაწერა ულტრაისოთი მიდის აბა რიხინრიხინით.
-
ისე სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოდ, ფიზიკურად რომელიღაცა დეტალის, ,,ჰარდის'' ბრალიაო და დისკწამყვანის ბრალი ხო არაა ? შეამოწმე აბა.
-
7 -ს დაყენება კაი შემოთავაზებაა, მაგრამ რადგან არ მოგწონს, მაშინ გეტყვი, რომ ვირუსების ბრალი შეიძლება იყოს და რომ გამორიცხო ეგ, იქნებ ვინჩო მთლიანად დაგეფორმატებინა და ისე დაგეყენებინა ეგ XP ?
-
IP მისმართის გაუწერე ხელით, შეიძლება ავტომატურზე ვერ დაამყარა კავშირი.
-
იქნებ ოპერატიულის ბრალია ? შეგემოწმებინა.
-
ბრაუზერი ( მოზილა ) რომ გაქვს გახსნილი, დახურე და ისე სცადე.
-
მე ვფიქრობ ჰასველი ჯობია, ცოტათი მეტი, მაგრამ მაინც მეტი წარმადობა აქვს და თანაც უფრო ახალია. სენდი კი ადვილად რაზგონდება უფრო, ასე ვიცი და მაგით ჯობია ორივეს.
-
ადამიანებზე თუ მოიგონეს მერე უნდა ნახოთ სეირი.
-
იარლიყი მოაძვრე უკან, იქ დასაზეთი ხვრელი აქვს და დაზეთე. ( მე ბევრი მასეთი ქულერი ამიმუშავებია, მაგ მიზეზის დროს და შენც ცადე ).
-
იმ შემთხვევაში თუ პროცესორის მხარდაჭერა არ აქვს ბიოსს, მაშინ უნდა ბიოსის გნახლება, მაგრამ ბიოსის განახლება რომ გჭირდებოდეს: Instaled New CPU და CPU Unicode Error -ს დაგიწერდა და მერე კომპი ჩვეულებრივ ჩაირთვებოდა. ისე ყოველშემთხვევაში დაფლეშვა მარტივია, თუ თვითონ ასუსის მაზერებს რომ აქვს უტილიტა Asus EZ FLASH -დან. ფატ32 -ში დაფორმატებულ ფლეშზე ჩააგდებ შენი მაზერის ბიოსის ფაილს და მოკლედ დაწვრილებითაა ამ ვიდეობში, თუ როგორ ხდება. http://www.youtube.com/results?search_query=how+to+update+bios&sm=3
-
მეც 9600 მაქვს, მაგრამ 68 გრადუსზე ადის, ეტყობა გაუხსნელი რომაა და თერმო პასტა რომ არ მაქვს შენაცვლელი იმიტომ.
-
ჰოო, ერთ მშვენიერ დღეს ( თუკი იმ დღეს მშვენიერს დავარქმევთ ) ჩემთანაც 4 წელ ნამსახურებმა აკუმ სული განუტევა და 30 ლარად 7 ამპერიანი ვიყიდე და ერთი წელია ჯერჯერობით მუშაობს ვირივით. 45 ლარი ღირდა 12 ამპერიანი და არ ვიყიდე, მაინც გადასგდები იქნება 3 წელწადში მეთქი.
-
ტაიმინგები ჯობია მოუმატო და სიხშირეც მოუმატო, ვიდრე დაბალი ტაიმინგები დააყენო და დაბალი სიხშირე. უკიდურეს შემთხვევაში კი ტაიმინგები მოუმატო ჯობია და სიხშირე იგივე დატოვო. სიხშირე პრიორიტეტულია ტაიმინგებთან შედარებით. საერთოდ კი ფსბ -ს სიხშირე ყველაზე საგრძნობ სხვაობას იძლევა წარმადობაში, პროცესორის სიხშირესთან ერთად, ვიდერე ოპერატიულის რაზგონი.
-
კომპიუტერს რომ ჩართავ თავიდან, კლავიატურაზე Delete გეჭიროს და ვინდოუსის მაგივრად, ბიოსში შეხვალ.
-
ბიოსში შედი და ნახე, იქ რა ტემპერატურას და ძაბვას აჩვენებს ეგ უფრო დასაჯერებელია.
-
პროცესორი 1.872 ვოლტ ძაბვაზე მუშაობსო ასე აჩვენებს, ( მაგრამ სენსორი ურევს პროცესორის ეტყობა ან თვითონ პროგრამა) არადა 1.5 - 1.6 ვ ძაბვის მერე თუ აზოტის გაგრილება არ გაქვს პროცესორი ხურდება და იწვება.
-
არ გეჩვენება, ასე აჩვენებს, მაგრამ ეგ თუ რეალურია, ალბათ თხევადი აზოტის გაგრილება აქვს და მაგ ძაბვაზე 10 გიგეჰერც სიხშირესაც კი დადებს.
-
აბა ეს კროსოვერი როდინდელი კომპებისათვისაა მაშინ საჭირო ? ეტყობა 478 სოკეტზე და უფრო ძველზე ალბათ.
-
mishonacro Shopen მასე რომ ვქენი და ზემოთ ავწიე ინგლისური, მერე ვინდოუსიც ინგლისური ხდება. (Log Off ითხოვს და შემდეგ ) პს: ქართული ენის პაკეტი მაქვს დაყენებული და ქართულია მოქცეული პირველ შემტან ენად. საწერად კი ინგლისური უფრო ხშირად მჭირდება, არადა იძულებული ვარ იმისთვის, რომ ვინდოზავრი ქართულად მქონდეს და საათან კუთხეში პირველ ენად ქარ ეწეროს წინააღმდეგ შემთხვევაში ინგლისური ხდება ვინდოუსი, როგორც კი შევცვლი და ENG -ს დავაყენებ, (ლოგ ოფს ითხოვს და მერე რათქმაუნდა.) ვინ 7-ზე რომელიც მინდოდა იმ ენას ვაყენებდი შემტანად და მაგისთვის სისტემის ენის მთლიანად შეცვლა არ იყო სჭირო.
-
ვთქვათ 775 სოკეტზე ინტეგირებულ ლანს, ეგ შეუძლია ?
-
ყოჩაღ თემის ავტორს, მართლაც, რომ საინტერესო თემაა.
-
ვფიქრობ, რადგან ასეულობით მილიონ და ძალიან მცირე, რამდენიმე ათეული ნანომეტრი ზომის ტრანზისტორს შეიცავს თითო ბირთვი, ვინ იცის აქიდან რამდენ ტრანზისტორს აქვს ზიანი ? შესაბამისად იმის მიხედვით თუ რამდენად ბევრი ტრანზისტორია მთელი, მით უფრო კარგი რაზგონის პოტენციალი ექნება. პს: ჩემი აზრით ასეა.
