ზურა, მარტო მაგაზე არ არის. თბილისში უკვე იმდენი მანქანაა, რომ ფიზიკურად ადგილები აღარ არის ეზოებში, მითუმეტეს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებში, იტალიურ ეზოებში და ა.შ. ჩემი აზრით, ეგეთ ტერიტორიებზე რამე სპეც.საშვები უნდა იყოს მაცხოვრებლებისთვის, აბა რა ქნან? ჩემი მეუღლე ვარანცოველია, სიმამრთან რომ მივდივარ ხოლმე, ხანდახან მანქანის გაჩერება მიწევს 200 მეტრში, რადგან სახლის წინ (მთელ ქუცაზე ეგეთი ამბავია) ვიღაცის მანქანა მაინც დგას. წარმომიდგენია, ეგეთ ადგილას რომ ვხცოვრობდე, დავნერვოზდებოდი... სახლში რომ მოირბენ 10 წუთით და მანქანას ვერ აჩერებ...
კიდევ კარგი, რომ კორპუსში არ ვცხოვრობ, თორემ შეიძლება ჩემი ყოფილიყო ეგ სურათი.
თქვენსკენ რა ხდება? მანდაც ესეთი ბარდაგია?
ძმაკაცი მყავს პარიზში, ამ პარკირების პრობლემის გამო მანქანა გავაჩერე და სამსახურში ფეხით დავდივარო, მანქანას მარტო უიქენდებზე ვხმარობ ქალაქ გარეთ გასასვლელადო.