-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
ხო, ევოს ევოლუცია ხომ პერმორმანსშია და არა ვიზუალში. ევო 4-სა და 5-ს შორის კაპოტის ჭრილში და შიტოკშია სხვაობა (4-ს გამოწეული ტუმანიკები აქვს და 5-ს შეწეული). მეც მაგან შემაცდინა. 5-სა და 6-შ შორის კიდევ უფრო იგრძნობა, 6-ს განზე გაწეული ტუმანიკები აქვს. მოკლედ, მაგარია ევო. სუბარუსაც პატივს ვცემ, მაგრამ ევო მირჩევნია! სუბარუსთან რამოდენიმე წელი ძალიან ხშირად მქონდა შეხება, ჩემი ბავშვობის ძმაკაცს ყავდა (2 ერთად) და უარს როგორ მეტყოდა?! მაგრამ ევოზე არასდროს ვმჯდარვარ და არ ვიტყოდი უარს
-
როგორც ტოპ გირს აქვს არქივის საიტი, ეგეთი რამე იცით, რომ არ გადმოვწერო და ონლაინში ვუყურო (რუსულად)?
-
ვიზუალმა შემაცდინა, ძალიან გავს ერთმანეთს.
-
რამდენი ვეძებე... ლექსო, ესეთი რაღაცეები სანდოა? თვითონ ავტორი კი ამბობს, ბექაპი შეინახეთო, მაგრამ მაინც. თან ის ვერ გავიგე, ნებისმიერ ამინდში ესეთი ცა იქნება? არა და, ძალიან მიყვარს მაგარი მოღრუბლული ცა http://www.racedepartment.com/forum/resources/stormy-sky-by-luc1gnol0.1997/
-
ბიჭო, გადავქექე მთელი ფორუმი და ვერსად ვნახე (racedepartment.com-ის ჩათვლით)
-
ეხლა ჩავრთე და 0.8.2-ზე განაახლა, მაგრამ ცვლილებები ვერსად ამოვიკითხე (ლექსო, სად კითხულობ ხოლმე?). ოფიციალურ ფორუმზე მხოლოდ 0.8.1-ზე წერია 0.8.1 - Minor launcher X360 controller options fixed - Oculus rift Skybox fixed
-
ვერცხლისფერს SMG-ზე გადაუკეთებია. მე ეგეთ რამეს არ ვიზავდი. გივიკო, რა ქენი მიკრაზე? გააკეთე?
-
შემეშალა, ჰონდა მახსოვდა. მშვიდობაში ორივე და სულ მწვანეზე იარეთ, შენც და მეუღლემაც ევო როგორია? გახედნე?
-
მაგარი სცენებისთვის (მითუმეტეს, ანიმაციისთვის), შენი კომპი ძალიან სუსტია (თუ იმაზე აპირებ მუშაობას, რაც გიწერია). კი გაუმკლავდება, მაგრამ საკმაოდ დატვირთული სცენის 10 წამიანი ანიმაციის რენდერს მოანდომებს ალბათ 24 საათს. ანუ, შეგუებული უნდა იყო ესეთ წვალებას. სხვა მხრივ, პრობლემა არ გექნება. პარადოქსის საიტზე ვერაფერს გეტყვი.
-
ეგეც თუ რესტორანია და... მაგაზე უკეთესად თბილისის ნებისმიერი მარკეტი და სახაჭაპურე გამოიყურება.
-
გემოვნების საკითხია, ყველა იმას გირჩევს, რაც თვითონ მოწონს. სინემასთან არასდროს მქონია შეხება, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მაქსზე ბევრად უფრო მარტივი და მსუბუქია, თუმცა, მაქსი მაინც ლიდერი იქნება ყოველთვის თუ არა, დიდი ხანი მაინც. ანიმაციებზე, ხშირ შემთხვევაში მაიას ამჯობინებენ. მაქსი ძირითადად დიზაინებისთვის გამოიყენება. მაქსითაც კი გააკეთებ ანიამციას უპრობლემოდ და მაიათიც დიზაინს, მაგრამ მაია ანიმაციებზე უფროა ორიენტირებული. მოკლედ, რასაც მონდომებით ჩაუჯდები და დაიწყებ ათვისებას, ის იქნება შენთვის კარგი.
-
ჰონდა არ ჩამოგყავდა? მხოლოდ აბვესის გამო არ იყიდიდი და ევოა, ხო? მშვიდობაში, ეგ კი წითელია, მაგრამ შენ სულ მწვანეზე გევლოს. მაგარია.
-
აბა რას ერჩი ავტომატს? ან, რა უნდა ექნა ქალს ავტომატით ისეთი, რომ შენ სიამოვნება მიგეღო? მშვიდად და კომფორტულად წაგიყვანა, მაგის დანიშნულებც ეგ არის.
-
დამეხმარეთ მობილურის შერჩევაში
eXtreme-Hunter replied to eXtreme-Hunter's topic in რჩევა-კონსულტაციები
ე ბიჭო, ამდენი მობილურის მცოდნეები ხართ, 20 კაცმა ნახა თემა და ერთსაც კი არ გაქვთ რამე რჩევა? ხვალ აუცილებლად უნდა ვიყიდო და იქნებ რამე მირჩიოთ. მესმის, რომ 150 ისეთი თანხა არ არის, რომ ნავაროტკებზე ვიფიქრო, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი არჩევანია და ვერ გადავწყვიტე რა ვიყიდო. -
არ არის ეგრე, ტიპტრონიკი იმის გამო გავყიდე, რომ მექანიკა მეყიდა, ერთსაც და მეორესაც სხვა და სხვა დანიშნულება აქვთ, მაგრამ იმის თქმა, რომ ავტომატი ბანძია, ცოტა ზედმეტია. ავტომატიკას არავინ ყიდულობს რუსთავის ტრეკზე გასართობად, ეს არის კომფორტი და საცობებში, ან ჩვეულებრივი სიარულის დროს არ გღლის წარამარა სცეპლენიაზე დადგმით და სიჩქარეების ცვლით, ანუ, რა დანიშნულების გამოც გამოუშვეს, ამ საქმეს 5-იანზე ასრულებს. მექანიკას როცა გამიზნულად ყიდულობს კაცი, ესეიგი მას აქვს საამისოდ მიზეზი. მეც ეგრე ვიყავი, ცხოვრებაში მეორედ ვიყიდე ტიპტრონიკი და ყველანაირი გართობა გვერდზე გადავდე. მერე კი, როცა მივხვდი, რომ ის გართობა მერჩივნა კომფორტს, გავყიდე და ისევ მექანიკა ვიყიდე. ასაკი მაინც თავისას შვება და ეხლა ისევ შემეცვალა ხასიათი, აღარ მინდა მექანიკა და ამას როცა დავუპირებ გამოცვლას, 99% ისევ ტიპტრონიკს ვიყიდი. ასე რომ, ან შენ მოხვდი ისეთ მძღოლის გვერდით, რომელიც ავტომატიკით კენ ბლოკობას ცდილობდა და არ გამოსდიოდა, ან ჩაუჯექი იმ მუღამით, რომ მანქანით სალტოები უნდა ეკეთებინა და ეს რომ არ ქნა, არ დაგევასა. რატომ არ კითხე, ავტომატიკა რატომ იყიდე და არა მექანიკათქო? გიპასუხებდა - და, რატომ უნდა მეყიდა მექანიკაო? შენ ეტყოდი - რატომ და, იდრიფტავებდი და იკაიფებდიო. ის კი, მისტერ ბინის გამომეტყველებით შემოგხედავდა და გიპასუხებდა - სერიოზულად მეუბნები? წამიერი დუმილის შემდეგ საუბარს გააგრძელებდით სულ სხვა თემაზე, აღარც ამ აზრს გამოთქვამდი ავტომატებთან დაკავშირებით და არც მე დამაწერინებდი ამხელა პოსტს.
-
გეთანხმები, ვერც მე ვკაიფობ ყვითელი ავტობუსებით. თუ ფეხით მოსიარულეს არ გადაუარე, ადრენალინის ნასახი არ აქვს.
-
ისე, რა ჩათლახები არიან. მიუხედავად იმ კრიტიკული პოსტისა (ტოპკის მიზეზი), მაინც დავაპირე 1 სადრიფტაო მანქანის ყიდვა და, 15$ აბეზალოვკა აქვთ, 2,5$-იან მანქანას ვყიდულობ და მინიმუმ 15$ უნდა დავსვა ჩემს ანგარიშზე.
-
შენთვის, გენერალური მდივნის პოსტი მაქვს შენახული ნიკა, რა მაინტერესებს, გრავირებისას მხოლოდ ამობურცულია ფიგურები/ასოები, თუ პირიქითაც შეიძლება? ანუ, ჩაზნექილი (თუ, როგორ ითქმის, ამოჭრილი).
-
თქვენი დახმარება მჭირდება. საჩუქრად მინდა 150-160 ლარის ფარგლებში (ანდროიდი). ამ თანხას არ უნდა გავცდე. არ მაწყობს ჩამოტანა. დღეს, მაქსიმუმ ხვალ უნდა ვიყიდო. მარკეტზე კი გადავხედე და საკმაოდ დიდი არჩევანიც არის, მაგრამ თქვენი აზრი მაინტერესებს. პ.ს. ახალი არ მინდა, ნახმარზე მინდა რჩევა, მთავარია ამ ფასში რაც შეიძლება უკეთესი წარმადობა ქონდეს.
-
jomardi კახაბერ, კარგი რა, როდის ვთქვი, საზიზღრობაათქო? ეს ტოპკა ხომ მე ამიწიე? :D
-
მოკლედ, ნეირონის სახელობის ფან-კლუბს ვაყალიბებ და მსურველები შემეხმიანეთ.
-
დამუღამებაში იმას ვგულისხმობ, რომ რაღაც მაინც გამომივიდეს, თორემ დაუმუღამებელი არაფერია... ისე, სიმართლე გითხრა, არც მიჩალიჩია მონდომებით, რადგან, როგორც შევატყვე, კორსაში ხელს მიფუჭებს და არ მაწყობს ეგ ამბავი, ლაპ ტაიმებზე მინდა ვიჩალიჩო.
-
რა თქმა უნდა, ყველანაირი დახმარება გამოვრთე. არასდროს ვხმარობ, მხოლოდ კორსაში მაქვს აბეესი ჩართული, ძალიან მგრძნობიარე მუხრუჭი აქვს ვერ მივაჩვიე ფეხი. სიმობა იმიტომ დავუწუნე, რომ სასიამოვნო, მაგრამ ნამეტანი ადვილი სამართავია. მანქანას კრენი თითქმის არ აქვს, მოსახვევში მაღალ სისწრაფეზე ადვილად შედის. რაც შეეხება დრიფტს, სამაგისო მანქანა არც არის უფასოებში და მხოლოდ მუსტანგი ავიღე, როგორც კიზანოსში წავიდა, საჭის და გაზის კონტროლით ვერ დავიმორჩილე, თავისი ინერციით მაინც აგრძელებს მოცურებას. გასაგებია, რომ მძიმე მანქანაა და უფრო მეტად იცურებს, მაგრამ სხვა სიმები რომ ავიღოთ, ნებისმიერ სიმში წავიდრიფტავებ რაღაც დონეზე, კარგად და ცუდად სხვა საკითხია, მაგრამ რაღაცას მაინც შევძლებ, აქ კი, რაღაც ვერ მოვიწონე დრიფტი. ბევრი არც მიჩალიჩია და მაქსიმუმ 2 წუთით მყავდა მუსტანგი, მაგრამ ის მაინც შევატყვე, რომ განსხვავდება სხვა სიმებისგან. ყველაფერი დამუღამების ამბავია - ჩავუჯდები და დრიფტს მაინც მოვარჯულებ, მაგრამ ის გამიკვირდა, რომ მანქანას ისე ვერ ვიმორჩილებდი, თითქოს პირველად ვზივარ საჭესთანთქო. ბანძი და ნაგავიათქო არ მითქვამს, მაგრამ სხვა სიმებს არ შევადარებთქო. ამ თამაშიდან გამოსვილ მერე, ეგრევე კორსა ჩავრთე და 2-3 წუთი დამჭირდა, რომ ხელი მიმეჩვია, სხვანაირი მეჩვენა. გეთანხმები, ეს ყველაფერი გემოვნების საკითხია და არც იმას გამორიცხავ, რომ შეიძლება საღამოს ჩავუჯდე და 15 წუთში ძალიან მომეწონოს (მქონია ესეთი არასტაბილური გემოვნებაც), მაგრამ ამ ეტაპზე 7/10 დონეზეა. პ.ს. ლანსერი მაგრა მესიამოვნა, ძალიან კარგი (ადვილი) სამართავია.
-
ეგ კი ვნახე, მაგრამ ფორუმ.გე-დან გეუბნები, მგონი რამაზი მახსოვს და რა ნიკით არისთქო (თუ მაგედან არის).
