Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. ხოდა, მეც ზუსტად მაგას ვამბობ, რომ "ესენი" არ დაუშვებენ მაგდენს, რომ ეგ ძალა "წამოიჩიტოს", არაფერზე არიან უკან დამხევები.
  2. ჰეჰ, ჰეჰ, ნუთუ შენ მართლა გჯერა, რომ ესენი სადმე წავლენ??? რა თქვი? ეს მართლა თქვი, თუ მომესმა?არ წავა და ძალით გააგდებენო? და ვინ შეძლებს ამას, აქუბარდიები და გრეჩიხები? ეგ ხომ "ავატარი 2"-ია, სპეცეფექტებიანი და დიდბიუჯეტიანი ფანტასტიკა.
  3. მართალი ხარ მიხეილ, ისე, რა საინტერესოა, ისტორია რას დაწერს დღევანდელ ჩვენს მთავრობაზე :D
  4. აუცილებლად, თუმცა (კიდევ ვიმეორებ) არც იმ დონეზე, რომ საერთო აზრში სხვაობა იყოს, მაგალითად, დიდგორის ველზე რომ 300 000-ს 50 000-ით დავეჯახეთ შეიძლება ციფრები გაბერილია, მაგრამ ომი რომ მოვიგეთ მაგას ხომ არ გაბერავდნენ, ან როგორ? ამიტომ ვამბობ, საერთო აზრზე არ იმოქმედებს.
  5. შელამაზებულში ბევრი ფაქტორი იგულისხმება, თუმცა საერთო აზრს მაინც არ ცვლის.
  6. გასულ კვირას ვიყავი "ბელუქსში" და მე-2 სართულზე საკაიფო რაღაცეებს მოვკარი თვალი.
  7. +111111111111 რაღაც საკითხზე იყო კამათი/მსჯელობა და ადრეც დავწერე, როცა კამათი რელიგიურ საკითხებში ინაცვლებს, მირჩევნია გავჩუმდე, ბევრ მკრეხელურ აზრთასხვაობას მოიტანს ასეთი საკითხის კამათი, რაც უზომოდ ცუდად მხდის და შეიძლება ვინმეს ვაწყენინო, ამიტომ ვჩუმდები, არ მინდა ამ ფორუმზე ჩემზე ნაწყენი კაცი იყოს, შეიძლება არ გამომდის, მაგრამ ვცდილობ არავის ვაწყენინო. სადისკუსიო თემის შეცვლა არ გვაწყენდა, უფრო მეტიც, ზუსტად რომ ამის დროა.
  8. მაგას დაჟე მსჯელობაც კი არ უნდა, ეგ ხომ 1x1=1-ია?! ვერასოდეს ვიფიქრებ, რომ ეს შეიძლება მსჯელობის საგანიც კი გახდეს და თუ გახდა, მაშინ შეგიძლია ჩათვალო, რომ სხვა სადარდებელი ვეღარ გაქვს გარდა იმისა, რომ მათი ძვლები მიწის ასაყროლებელ საშუალებად ჩათვალო, კაცი თუ მაგას ვერ ხვდება (ან მსჯელობს, ღირს ასე, თუ არა), რომ მათ დანატოვარს უნდა გაუფრთხილდეს, მოწიწებით მოეპყროს და მათი დამსახურებით შემონახული ტრადიციები და ადათწესები არ გაპარტახოს, მაშინ ეგეთ კაცთან ეს კამათი იგივეა, რაც ჩემს ძაღლთან ფროიდზე და ცვაიგზე ლაპარაკი.
  9. კაი, გავიარეთ, შემდეგი სადგური სარაჯიშვილი. :SNEMOTICON13:
  10. ხოდა, ზუსტად ეგ არის, მათ ნეშთს პატივი უნდა სცე და შენ შვილებს უნდა ჩაუნერგო, რომ იგივე გააკეთონ, იმ ხალხმა შენი კეთილდღეობისთვის სიკვდილზე არ დაიხიეს უკან და შენ იმათი ძვლებიც კი ზედმეტ "ნაგვად" მიგაჩნია, ან როდის/სად შეწუხდი მიცვალებულთა ნეშთით აყროლებული მიწისგან? საერთოდ რამე ქართული გამოძრავებს? თუნდაც 1 შენგან "ჩადენილი" კარგი საქმე მითხარი, რითიც დღემდე ამაყობ, რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ, რომ ვიღაცას შენი გამონაცვალი ვინჩესტერი აჩუქე, სიკეთეზე მაქვს ლაპარაკი. არც ის იფიქრო მე დიდ მამულიშვილად მიმაჩნია საკუთარი თავი და ზემოდან გიყურებ, შეიძლება არც მე ვარ განებივრებული საკუთარი თავის მიერ ჩადენილი სიკეთეებით, უფრო მეტიც, შეიძლება რაღაც საკითხებში ძალიანაც მივქარავ, მაგრამ ის მაინტერესებს, შენს "მე"-ს რა მიაჩნია უკვე გაკეთებულ საქმეთა შორის ყველაზე დიდი მადლი, რის გამოც დღემდე ამაყობ, დარწმუნებული ვარ გექნება სათქმელი, მაგრამ მაინტერესებს რა გაქვს სათქმელი.
  11. მომისმინე, თუ მადლია, ბარემ მარილიც მოაყარე რა შენი ფაილი გამომიგზავნე სკაიპით (ეგ ფაილი, რაზეც მეუბნევი, რომ ნოუთპადში გადავაკეთო), ზომაში ძალიან პატარა იქნება და დროს არ წაგართმევს.
  12. ეხლა სამსახურში ვარ, საღამოს სახლში რომ მივალ ეგრევე ჩავუჯდები. ერთი ეს ამიხსენი "ტექსტურად ჩამატება" რას ნიშნავს.
  13. ხო, ეგ ჯობია ჩემს კვებას (რა ლინკიც დავდე).
  14. დილა მშვიდობის. როგორ გავარუსულო არავინ იცით?
  15. murcielago? გული არ დაგწყდეს, უბრალოა, "სუპერლეგერა" რომ იყოს კიდე ხო.
  16. ვიცი რომ გრეხი არ არის, როგორ, ჩვენი ბიჭები თუ ხმარობენ, მე რა, არ მეკადრება? უბრალოდ, მე არ მიყვარს ეგეთი რაღაცეები, აქაც მხოლოდ ტრეკის რეკორდებისთვის მანქანების გასახსნელად ვიხმარე.
  17. რა ლოგიკურობაზე მელაპარაკები, როცა იმ მიწაზე, რომელშიც შენი წინაპრების ძვლებია ჩამარხული მეუბნევი, რომ მიწა ააყროლესო, იმ წინაპრების, ვინც საკუთარი სისხლით გაჟღინთეს ეს მიწა, რომელზეც შენ ამას ამბობ იმიტომ, რომ შენ ასე არ გეაზროვნა და ეროვნულს, მართლმადიდებლურს და ქართულს მოეღწია შენამდე და არ ყოფილიყავი თემურ ლენგის, ბუღა ყაენის და მათნაირების შთამომავალი, რა ლოგიკაზე მელაპარაკები, როცა აღდგომას, მიცვალებულთა დღეს საფლავზე არ წახვალ სანთლის ასანთებად იმიტომ, რომ ის მიწა აყროლებულად მიგაჩნია, რა ლოგიკურობაზე მელაპარაკები, როცა შენი ბებიის (ღმერთმა დიდ ხანს გიცოცხლოს) კრემაციაში ათჯერ მეტ ფულს გადაიხდი, ვიდრე საფლავის 105 ლარს, და მიზეზი გექნება ის, რომ გარემოს დაცვაზე ზრუნავ და მიწას არ აყროლებ? კარგი რა......... და ამაში ლოგიკა უნდა ვეძებო, რომ პასუხი გაგცე??? ლოგიკა იცი რა არის, მინიმუმ 3 თვე კაცმა მონასტერში უნდა გამოგკეტოს, რომ ცოტა აზრზე მოხვიდე. აქამდე რამეს როცა მოგწერდი გებოდიშებოდი ხოლმე, რამე არ გეწყინოსთქო და ეხლა კი გეტყვი, რომ ონკანს დიდი ხანი თუ მოუშვებ, ცივი წყალიც წამოვა! რა ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, დამიჯერებ, თუ არ დამიჯერებ, მე მაინც გეტყი, რომ დავთმობდი დ ა უ ფ ი ქ რ ე ბ ლ ა დ!
  18. ხოდა, ესეიგი ეხლა დაიწყე ხო? აბა, თამაში 2007-ში გამოვიდა.
  19. საკუთარი პრინციპის დათმობას, სხვისი სიცოცხლის დათმობა გირჩევნია???
  20. ძალიან დიდია რაიყო, ეხლა მოხვედი მაგ თამაშის მუღამზე?
  21. არამართლმადიდებლურია!
  22. მეც "ვარიანტით" გიპასუხე. ეგ არის ადამიანის წარუმატებლობის თავის გამართლება, სამწუხაროდ ადამიანი ხშირ შემთხვევაში სუსტია საკუთარი თავის ობიექტურად შეფასებაში, უჭირს აღიაროს, რომ "წაბორძიკება" თავისი ბრალია, ის ეძებს ამაში სხვისი ბრალეულობა იპოვოს, იცის თავისი ბრალია, მაგრამ მაინც ეძებს იმიტომ, რომ სუსტია საიმისოდ, ასეთი შეცდომის დროს თავის თავს "თითი დაუქნიოს", ზოგი პირიქით, ხედავს თავის მინუსს და ამის გამოსწორების ნაცვლად, თვითგვრემას მიმართავს და ზუსტად ეგ არის რომ ანგრევს ადამიანში პიროვნებას, ხოლო დანგრეულ პიროვნებას კი, ხშირად სუიციდი მოაქვს, ეს ლაპარაკი ძალიან ღრმად წაგვიყვანს და სჯობს გავჩერდეთ.
  23. ჩესნად გეუბნევი, რომ სერიოზულია, რასაც ვერ ვიტყვი, X1-ზე, X3-ზე, Z4-ის E85 ვერსიის ცხვირი მაგრად არ მომწონდა, მაგრამ E89-ში გამოასწორეს, არ მომწონს F01 მე-7 სერიის წინა ბამპერი, არ მომწონს E63 მე-6 სერიის ცხვირი, ანუ მეც ვხედავ მინუსებს, მიუხედავად ჩემი ფანობისა, მაგრამ მაინც მთელი ცხოვრება მეყვარება და მე რომელი კლასიც მომწონს ეგენი კი ყავთ მხეცები და ბოლო 10 წელია კლასში N1 მანქანებად ითვლება (3-er), ოღონდ ამაზე არ შემეკამათო ეგრე არააო. ოპ ოპ ოპ, ეგეთები არ გვინდა, მხოლოდ დასაბუთების შემთხვევაში მივიღებთ ამ სიტყვებს. კაი რა, ბოლო 5-6 წელია, რაც აუდის ხმა ამოიღო, ამ 2 ტიტანის გვერდზე ვინ თვლიდა აუდს მანქანად, ეხლა არ მითხრა, აბა audi quatro ხომ ლეგენდააო, თითო რაღაც ყველას გამოსდის, თუმცა დიდი ხანი ვერ გასტანა მაგ კვადროს გრიალმა, მოვიდა "დელტა ინტეგრალე" (მართლაც ლეგენდა) და დედის ნათესავები უტირა მაგ შენს კვადროს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.