Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. კი ძმა, ეგრეა, ძალიან ცუდია, რომ ასეთი იაღლიში მოგივიდა, მაგრამ კიდევ კარგად გადარჩი და რაც არ უნდა ირბინო, მაგ ჯარიმებს მაინც არავინ გაგიუქმებს, ამიტომ ტყუილად ნუღარ დახარჯავ დრო/ფულს, მთავარია ყველა ჯანმრთელად არის და მოგვარებადია, ბოლო და უკანასკნელი ყოფილიყოს ასეთი ინციდენტები, აწი მიხედე მანქანას და ეცადე დამშვიდდე.
  2. რას ერჩი ბიჭო? რა მშვენიერი "ბლესკი" აქვს, რაღად უნდა პლაგინები? რა გულით უნდა გაყიდვა, გრაფიკული პროგრამებიც კი ჩართო საქმეში, ბარემ 3D მაქსში გააკეთე, როგორ გადაიქცევა ტრანსფორმერად თავი დაანებე, არაფერი უნდა, ისედაც მაგარ ვიდზეა.
  3. რა გაუკეთე ამისთანა? თითქოს მომწვანო ქრომირება აქვსო P.S. ხო, ნომრები წაუშალე, ქალაქში არავინ იცნოს :D
  4. ტყუილად გაგვყავს დრო, სადაზღვეო არ შეეხო ამ კაცს, ჯარიმა იმიტომაც გამოუწერა თვითონ დაზარალებულმა კომპანიამ, ჩვენ ეხლა ვლაპარაკობთ "ესე რომ იყოს"-ზე, რაც ეგრე ნამდვილად არ არის :rolleyes:
  5. მე მაგალითი მოგიყვანე, მაგ შემთხვევაში (თუ დაზღვეული იყო ის მილი, ან თვითონ კომპანია) სადაზღვეო უნაზღაურებს პრობლემის მოგვარებას (პაკეტს კი გააჩნია, მაგრამ გაზის კომპანია გიჟი ხომ არ არის, ტყუილად უხადოს სადაზღვეოს და სამაგიეროს არ იღებდეს?!) ხოლო იმ გადახდილ თანხას ამოიღებს დამზარალებლისგან, აბა ასე ჰაერში კი არ ყრიან თანხებს, მაგრამ შენ შენთხვევაში ეგ არ გეხება, რადგან გაზის კომპანიამ თვითონ დაგაკისრა ჯარიმა და მაგ 200 ლარით მთავრდება თქვენი ამ ინციდენტთან დაკავშირებული ჯარიმები.
  6. კაცო, ავარიის თანხას რომ მისცემს სადაზღვევო, იმ მიცემულ თანხას "დამნაშავისგან" არ ა,ოიღებს? ამოიღებს! წარმოიდგინე ავტოავარია, დაუზღვეველი ლექსუსი დაეჯახა დაზღვეულ მოსკვიჩს, მოსკვიჩს სადაზღვევომ გადაუხადა გარკვეული თანხა და გაისტუმრა, იმ თანხას ლექსუსისგან ხომ ამოიღებს?! ეგრე რომ არ იყოს, ესეიგი ყველაფერს თავისი ჯიბიდან ანაზღაურებენ, რაც არ არის ეგრე.
  7. დამიჯერე, 200 ლარზე მაგხელა ამბავი არ ღირს, ყველა ვარიანტში გაიმართლებს თავს და წყალში უნდა ჩაყარო ის დახარჯული დრო + მაგ საქმისთვის დაქირავებული იურისტის ჯამაგირი.
  8. ყველაფერი კანონიერია, შენ დააზიანე კომპანიის საკუთრება, რომელსაც უნდა ჩაუტარონ აღდგენითი სამუშაო, აქედან გამომდინარე მაგ სამუშაოს თანხას გაკისრებს შენ, ეგ იგივეა, როგორც ვიღაცის მაღაზია/მარკეტში შევარდე, ხომ მოგიწევს რემონტის გაკეთება, ან ანაზღაურება?! აქაც იგივე სიატუაციაა, ტყუილად არ ირბინო იურისტებთან, შენდასამწუხაროდ ახალს არაფერს გეტყვიან. NAME სადაზღვევო კომპანია თუ გადაუხდის, რას ფიქრობ, იმ თანხას შენგან არ ამოიღებს? აბა რას იზავს?!
  9. იმ ღამეს სკაიპში ცოტა ვილაპარაკეთ და არ წავალო მითხრა, ეხლა შევალ ისევ სკაიპში და ვნახოთ, იქნებ გამომივიდეს რამე.
  10. კარგი ბატონო, დაველაპარაკები და ვეცდები ხვალისთვის დავაბრუნო.
  11. არა, კაცს მაგას ვერასდროს ვუსურვებ, პირიქით, ღმერთმა 15000$-ად გააყიდინოს, მაგრამ ვიცი, რომ მაგრად გაუჭირდება მაგის კლიენტის პოვნა, ნახე რამდენი ხანი იდება ეგ განცხადება, 3 წლის ჩამოყვანილია, შენაღებია და გარბენიც დიდი აქვს, 8000$-ში თუ გაყიდა მადლობა უნდა თქვას, მე კიდევ დაუფიქრებლად ვაძლევდი 9000$-ს, ვერ მოაბა მანქანის ჩამოყვანას თავი? ხოდა ეხლა ელოდოს კლიენტს. თან, კრილო და კარები ნაავირები ქონდა (ეგ მანქანა ახალი ჩამოყვანილი მყავს ნანახი, ეტყობა მერე მაგან იყიდა), მაგრამ ისეთ მუღამზე ვიყავი, მაინც ვყიდულობდი და მაგას ყურადღებას არ ვაქცევდი, ვინ შეხვდება ჩემნაირი? ხალხი 3000$-იან მანქანებზე წერტილებს აკვირდება და ეგეთ წვრილმანებს იწუნებენ, მე კიდევ შენაღებზეც თანახმა ვიყავი.
  12. აბა ბიჭო, მაგაზე ვგიჟდები, ხომ ყიდი შეჩემისა?! მე უნდა გეხვეწო? 3.0 მექანიკის გაყიდვა ასე ადვილია? კარზე მომდგარი კლიენტი ვიყავი, უეჭველი მყიდველი, ფასიც მაწყობდა და მანქანაც, 2-ჯერ ძმაკაცებსაც დავარეკინე, ვიფიქრე, რამეს ხომ არ მატყუებსთქო, იმათაც იგივე უთხრა და ამ დროის წელვაში, რაღაც გამომეჩხრიკა ისეთი, რომ მანქანის ფულისთვის 3000$ უნდა მომეკლო, ხოდა მოვაკელი და შემრჩა ეს, ცხოვრებაში პირველად ვიყიდე ისე, რომ ჩამოვქეითდი, სულ ვაუმჯობესებდი, თუმცა მანქანას არ ვემდური და ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაში აქვს, ხელიც შევავლე ჩემებურად და... რას იზავ? ეგრეა ცხოვრება, ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გვინდა, მაშინაც კი, როცა 101% დარწმუნებული ხარ, აბა რა მიშლიდა ხელს, ტიპს ველოდე ველოდე და... ჩემს ფეხებს გაყიდის მაგ მანქანას, მექანიკას ეძებს 100-ში 1, იმიტომ რომ გაყიდვაზე ზარალია და მაგრად უჭირს გაყიდვა, ხალხიც მაგას ითვალისწინებს, მე კი, მხოლოდ ჩემ სიამოვნებაზე ვფიქრობდი და ეს ყველაფერი მე-2 პლანზე მეყენა, ხოდა ეძებოს ეხლა ჩემნაირი ქარაფშუტა, ისევ ყიდის იმ მანქანას. აი ეს იყო, მელოდოს ეხლა http://myauto.ge/car_details.php?car_id=2777462
  13. იცოცხლე, მადლობა. არადა, ძალიან მაგარს ვყიდულობდი, 2002 წლიანი, იგივე ცხვირზე (რაც მყავდა) 3.0 მექანიკა, პოლნი M პაკეტი (შიგნიდან და გარედან), მუქი ლურჯი და მაგარ დისკებზე, მაგრამ ტიპს ვერ დავაყენე საშველი, სამტრედიაში ვარ და 2 დღეში ჩამოვალო, გავიდა 2 დღე, 5 დღეში ჩამოვალო და გამიწელა, ვიფიქრე ხომ არ დაამტვრია და აკეთებსთქო, მაგრამ გაირკვა, რომ თვითონ თბილისში იყო და მანქანა იქ იდგა, მოკლედ, სანამ ამან მოახერხა ჩამოსვლა, ფულიც დავხარჯე და... ჩამოთრეულიყო ის ჩემისა, ხომ შემრჩებოდა, უუხ, რომ მახსენდება ნერვებზე ვიშლები.
  14. ცოტა ბებერია 1999, 177 000კმ, ეჰ, ჩამიფლავდა გეგმები, მანქანა რომ გავყიდე, ვეძებდი 9000-10000$-იან მანქანას, 2 კვირა დამჭირდა საძებნად და ამ დროის განმავლობაში 3000$-საც მოვუძებნე დასახარჯი მიზეზი, ბოლოს ქე შემრჩა ეს, არადა ისევ იმ ცხვირზე მინდოდა მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრი და უკეთესის იმედს ვიტოვებ, ეს კი მარბენინებს 1 წელი, მერეც ალბათ რაღაც გამოჩნდება, ღვთის წყალობით, ეტყობა ამ ეტაპზე მეტს არ ვიმსახურებდი .
  15. ჩემი ახალი "ჩორნა", გლდანის ბლოკის საამქროს ფონზე
  16. ამას გადახედე. http://damoney.ru/dengi/samaya-dorogaya-mashina-2010-foto.php
  17. დავაძღე უკვე და დაწყნარდნენ, ეხლა დილისთვის გავუმზადებ საუზმეს და ეგ არის, შუა დღისთვის ქე მოვუტან შხამს და მერე ვნახოთ ვისი აჯობებს :dwarf:
  18. ზაფხული მიყვარს და ამათ გამო ვიტანჯები, რა მოხდებოდა საერთოდ არ ეარსებათ? 100 კაცი რომ ვიდგეთ და 1 კოღო დაფრინავდეს, მარტო მე დამკბენს, რა სისხლი მაქვს ასეთი გემრიელი? ეხლა მაგათთვის ხაშლამის ნაჭერი გამოვდივარ რა არ უყვართ ეგ ჯგუფი? ჰმმ, შეცვლა მაინც შეიძლებოდეს, როგორც მანქანაში მინერალ-სინთეტიკას ცვლი.
  19. ეტყობა 2 ჯიშის კოღოა, 2 სხვადასხვა ზომის ნაკბენები მაქვს, ან 1 ჯიშია, მაგრამ სხვადასხვა მადაზე არიან, ამათი მადა და ამათი კუჭიც მ....
  20. არა ტო, ტრუხაა, ვიცი ეგ. P.S. სხვათაშორის არამარტო HTC-ზეა, პირველად სიმბიანზე გამოუშვეს და ვსინჯე, კოღო არა, მაგრამ მეზობლები დამიფრთხო.
  21. ამ შუა ღამისა კონდენციონერი ვაგუგუნო? თან ბავშვებს გავაციებ, მეც გაციებული ვარ მაგისგან. ფანჯრის დაკეტვა რას მიშველის, უკვე აქ არიან და... მე ეხლა მინდა რამე გამოსავალი, 1 სიტყვას დავწერ, მოვიფხან, 1 სიტყვას დავწერ, მოვიფხან და ასე გრძელდება, დავიტანჯე :vikingi:
  22. მიშველეთ, კოღოს წამალი მომეცით (წამალი კი არადა, საწამლავი), დამგლიჯეს ამ შობელძაღლებმა, აქამდე არ იყვნენ და ამ საღამოს გამოჩნდნენ, მოსაფხანად 2 ხელი არ მყოფნის, ან რამე მასწავლეთ ქუსტარული, დილამდე მიჭირს და მერე მოვზიდავ საწამლავებს, ამათი ჯიში უნდა მო...ა, გამაგიჟეეეეეეეს :vikingi:
  23. ჰაიაბუზას დედას შეურაწყოფას აყენებს. ვინც ეძებს, პოულობს!
  24. ცხოველია ეს დედა მოკლული.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.