-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
რას გულისხმობ? ყველაზე ადვილად გასაწვთრნელია, დავუშვათ, თუ ავჩარკას რაიმე ბრძანების სასწავლებლად ჭირდება 8-ჯერ გამეორება, ამას ჭირდება 4-ჯერ, ყველაფერს გიჯერებს და არ არის ჯიუტი.
-
LUKA არასწორედ შეგირჩევია ძაღლი, კოკერსპანიელისგან გასაჭირში რა დახმარებას ითხოვ? ეგ სამაგისო ძაღლი არ არის, ეგ არის მონადირე-მეძებარი, კინოლოგიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ნარკოტიკის ძებნაზე მუშაობს ძალიან მაგრა, მაგისგან დაცვა კი, მხოლოდ ილუზიაა, სამაგისოდ არ გამოდგება. გეთანხმები, N1 ჭკვიანია, მაგრამ არც ეგ არის დაცვისთვის, აგრესია მაგასაც არ აქვს, ეგ არის ოჯახში გასართობად. რატომ უნდა გაპარსო კაცო? საცოდაობაა მაგის გაპარსვა, გაპარსული სემბერნარი რომ დავინახო, ალბათ 1 კვირა კოშმარები დამესიზმრება, მაგარი ცუდი შესახედავი იქნება საქართველოში არც არის, სულ რამოდენიმე ცალი თუ იქნება.
-
პირველად მყავს ძაღლი (6 წელია) და დავრწმუნდი, რომ ავჩარკის გარდა ძაღლას არ ვიყოლიებ! ლეკვობის პერიდშია მაგარი გასართობი, ძალიან ჩათლახი ძაღლია, ყველაფერს აფუჭებს (ადრეც დავწერე, ნიუ ბალანსებს და 360 ლარიან რეიბანებს დედა უტირა) რომ ეჩხუბები (არ უნდა ცემო!!!) საკაიფოდ იბუტება, დაწვება, თავს დადებს და ვითომ ყურადღებას არ გაქცევს და ჩუმად გიყურებს, მაგარი ქცევები აქვს, დედაჩემს და ჩემ ცოლს რა დღეში აგდებდა, დილით გამოვიდოდნენ და მთელი ეზო სარეცხით იყო მოფენილი, თოკიდან ხსნიდა და ათრევდა, სანამ ლეკვია ეგ უნდა გაითვალისწინო და ყურადღებით უნდა იყო, ღამე არაფერი უნდა დაგრჩეს, ჩემი რეიბანებიც ეგრე შეჭამა, ნასვამი მოვედი და ვეთამაშე, მანქანის გასაღები და სათვალე დამრჩა ეზოში, სკამზე, დილით კი...
-
კი, ძალიან სერიოზულია და ტანის ზომისდა მიუხედავად, ნამეტანი თბილია, აგრესია აქვს 2/10.
-
მაშინ, სემბერნარი, ან მასტინო, ხორცი აქვთ იმდენი, კარგად გამოიზამთრებ.
-
და რატომ გგონია რომ მიკვირს? ან ვინმეს უკვირს?
-
რას ამბობ??? ყველაზე კარგად გასაწვრთნელი ძაღლების პირველ ადგილზეა, გერმანულ ნაგაზს (ავჩარკას) უსწრებს!
-
აჰა მაშინ, ეს უკვე აღარ არის გამხდარი (არავითარი ფოტოშოპი და მაიმუნობა).
-
ჰო, ეტყობა, ძალიან ღრმა ნაპასი გამომივიდა და... ავლაბრელებო, არ ინერვიულოთ, ჩემი სიგარეტის კვამლი ყოფილა.
-
ჰო, ეგ საკითხი მეც მადარდებს, პატარაა კეისი და რაღაცეების გადაყრა მიწევს ხოლმე. რუქაზე მაინც იყოს "ბარიგების" ადგილი დაფიქსირებული, ვერ ვიმახსოვრებ სად ვყიდულობ იარაღს.
-
აივანეზე სიგარეტს ვეწეოდი და ცას რომ ავხედე, თბილისის თავზე, დაახლოებით ავლაბრის ტერიტორიაზე ისეთი შავი ღრუბელია...ავლაბრელებო, დაიმალეეეეთ.
-
ვინმემ დაპაჩეთ?
-
ჩავასწორე პოსტი :D
-
ბიჭო, რა ჩამთრევი გამოდგა, მთელია დღეა ვთამაშობ, წუხელის 4-მდე ვითამაშე, თან ვიზოგავ, არ მინდა მალე მორჩეს. მცხვენია ჩემი პირველი შეფასების, ნამეტანი ერთიშეხედვით და ნაჩქარევად გამომივიდა, უკან მიმაქვს სიტყვები(თუმცა, გრაფიკაზე მაინც არ ეტყობა 2011 წელი ). P.S. უკვე მეორედ მომივიდა ესე, ადრე SHIFT 2-ზე ვთქვი და მერე ვეღარ მოვწყდი, ეხლა ეს.
-
მეც ეგ ვიგულისხმე, აბა წარმომავლობით მოჩხუბარი, ეგეთი ბუნებაში არ არსებობს, უბრალოდ, საჩხუბრად ყოველთვის აგრესიულ ძაღლებს ირჩევენ, ეს ძაღლები კი, ნამდვილად ზეაგრესიულები არიან. როტვეილერი, თუ არ ვცდები 70-იანი (შეიძლება 80-იანებიდან) წლების მერე აკრძალულია ინგლისში და მხოლოდ პოლიციას ყავს, ასევე არის ქვეყნები, სადაც ჩემს მიერ ჩამოთვლილ ძაღლებს ვერ იყოლიებ, არის უფრო შემსუბუქებული კანონების ქვეყნებიც, რომლის მიხედვითაც კი იყოლიებ, ოღონდ მხოლოდ სპეციალურად მოწყობილ, დაცულ და შემოღობილ ტერიტორიაზე, ქუჩაში ვერ გაიყვან. რაც შეეხება აგრესიულად გაზრდას, გეთანხმები, ძაღლების ჩხუბი მაგრად მოქმედებს ფსიქიკაზე (ძაღლის კი არა, ჩემზეც მოქმედებს და...), მაგრამ ეგ ჯიშები არც ისე უჩივიან "შარიკგადატრიალებული" ფსიქიკის დეფიციტს, სიმართლე გითხრა, ალერსიანი პიტი ნაღდად არ მინახავს. ამათგან გამოვარჩევდი დობერმანს, ეგ არის მკვლელი ძაღლი, იყო შემთხვევები (საბედნიეროდ არა საქართველოში), როდესაც ძაღლი დაკბენილი კაცის ჭამას იწყებდა, თუ პარებში იყვნენ (ანუ 2 ძაღლი და ამ დროს განსაკუთრებით საშიშია დედალ-მამალი, მაგრად ეწყობიან ერთმანეთს, მაგათი წყვილად დარაჯობა, ჩათვალე ლომი გყავს ეზოში), მაგათ დაჭერილ კაცს თუ დაინახავ, სასწრაფოში კი არა, ეგრევე დამკრძალავ ბიუროში უნდა დარეკო. ამ ყველაფერს, ჭორს და ბირჟაზე გაგონილს არ გეუბნევი, როცა ძაღლის ყიდვა დავაპირე, ძალიან დავინტერესდი და კინოლოგიის პრეზიდენტით დაწყებული და ინტერნეტით დამთავრებული, სულ მაგის კითხვაში ვიყავი + ამას, მონადირეების TV არხი მაქვს და ხშირად იყო ხოლმე ძაღლებზე (ამ ბოლო დროს აღარ მინახავს). ერთ-ერთი სერიოზული ჯიში "გერმანული დოგი"-ითვლება როგორც იდეალური ფორმების/ტანის მქონე ჯიშად, ნამდვილი ჯენლტმენია (ეს დედალია), ნახე რა სტოიკა აქვს.
-
როტვეილერი, სტაფი, პიტბული, ბუნტერიერი, დობერმანი და ასეთი ტიპის, მოჩხუბარი ძაღლები, ესენია 1 პატრონის ცხოველი (თუმცა შეცდომას არც პატრონს აპატიებენ), გაზრდი/გაწვრთნი და შენი გულისთვის კაცს შეჭამს, მაგრამ ოჯახში მაგის ყოლა, ჩემი აზრით უდიდესი შეცდომაა, ეგ არის სადარაჯოდ იდეალური, რომელიც მხოლოდ 1 კაცს ემორჩილება სრული დატვირთვით. მე შენს ადგილას არ გავრისკავდი, თუ არ გინდა, რომ ახლობლების რაოდენობა არ შეგიმცირდეს. რამოდენიმე წლის წინ ჩემ უბანში მოხდა, ბიჭი თავის ძმაკაცთან (რომელიც არაერთხელ იყო ამ სახლში ნამყოფი) ერთად შევიდა სახლში (ეზოში), იქვე ახლოს მწოლიარე პიტი წამოდგა, მივარდა ამ დაპატიჟებულ, მაგრამ მისთვის დაუპატიჟებელ სტუმარს და ფეხში ჩაავლო, ეს პატრონი ეცა, მაგრამ ჩემი ფეხები, ვერ გააშვებინა, ეს ტიპი ღრიალებს... პატრონმა აიღო ჯოხი და ურტყა, მაინც ვერ გააშვებინა, მერე დაურეკეს პატრულს, იმათ უთხრეს ჩვენ ვერ გიშველითო და კინოლოგიას გამოვუშვებთო, როდის ისინი მოვიდნენ (ამ ყველაფერს 1 საათი დაჭირდა) და ნემსით დააძინეს, ეს ახვარი ძაღლი 1 საათი იდგა და არ უშვებდა კბილებს. ამ ჯიშებს სახლში შემოვიყვან? მითუმეტეს, როცა ბავშვებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ცხოვრობ. არც გირჩევდი ძმაო, ადრე თუ გვიან შარში გაგხვევს, დამიჯერე, მთელი სიცოცხლის მანძილზე რამოდენიმეჯერ მაინც ექნება იმის საშუალება, რომ მეზობელი დაგიგლიჯოს და ღმერთმა ნუ ქნას, თუ ის მეზობელი, ბავშვი იქნება, სულ დაძაბული უნდა იყო, დანარჩენი შენ იცი. P.S. მაგრამ ზემოთჩამოთვლილთაგან, შედარებით სტაბილური მაინც როტვეილერია, შედარებით!
-
იმას ვფიქრობ, ჩემი უკვე დაპატჩული ვერსია ხომ არ არის? მაგრამ ასე მალე დაპატჩულ ვერსიას ვერ გამოუშვებდნენ, ჯერ ეხლა აგვარებენ ფიქსებს და...
-
ხო, უყვართ მაგ ოხრებს ინოვაციური ტექნოლოგიები, უკვე ბევრი რევოლუციური ფუნქციების ავტორები არიან, ერთ-ერთი ეგეთი იყო "Idrive" რომელიც ყველამ აიტაცა.
-
ლინკი ხომ არ გაქვს? რუტრეკერზე ვიპოვე ეს პაჩი "1.1.622.0" სხვა არ დევს, წავიკითხე ფიქსების ჩამონათვალი (არც თუ ისე ბევრია), ხოდა, ერთ-ერთი ეს იყო: შესაძლებელია მაუსის მგრძნობელობის რეგულირება ცალცალკე ოსებზე x-y, არადა ჩემ თამაშს ეგრე აქვს და რა მაინტერესებს, თქვენც გაქვთ, თუ ჩემია სხვა ვერსია? თუ თქვენთანაც ეგრეა, აბა რაღას ჩაამატეს ფიქსების სიაში?
-
რა ფორმატში? ეგ ხომ პროგრამაა და არა ფორმატი, რომელი მივუთითო? საღოლ ძმაო, მაგარი პროგრამა გაჩითე, ეხლა გავტესტე და პადობნი არ შემხვედრია, 6-7 წელია ფრაპს ვხმარობ და შემცვლელს ვერ ვპოულობდი, ამან ნაღდად შეცვალა, ხარისხი საკაიფო (თან უთითებ რა ფორმატში ჩაიწეროს) და რაც მთავარია, ჩაწერილი ვიდეო ფრაპსთან შედარებით გამოდის ძალიან პატარა ზომის, მაქსიმუმ მეხუთედი. მადლობა.
-
სულ მაგას ვამბობ, ვერ ვერკვევი ამ სოფტში. რა ამის პასუხია და, ორშაბათს ახალი უზერი უნდა დავარეგისტრირო, ჩემი ახლობელია, ჩვენთან მუშაობს აიტიშნიკად, კარგი ბიჭია, ცოტას ეგ გვასწავლის, ცოტას ჩვენ (მე რისი მსწავლელი ვარ, თქვენ) ასწავლით და ასე გავიტანთ თავს. მოწონს ჩვენი ფორუმი, ghost რეჟიმში თვალს ადევნებს ხოლმე და დღეს თვითონ მითხრა, უნდა შემოგიერთდეთო, თქვენხელა ბიჭია.
-
მე-2 მისიაზე ვარ (ჩინეთში) და მე-2 დონის ჰაკინგი და ეგ ელემენტები უნდა მქონოდა გაძლიერებული? თუ ჯერ ყველაფერი წინ მაქვს?
-
შემდეგ პურისჭამაზე კი არა, სპეციალურად მაგისთვის უნდა მოვაწყოთ 1 სიუჟეტგამრჩევიპურისჭამა ფართი, კარგი იქნება... "მოდი ამ ჭიქით, იმ კაცის ხსოვნა იყოს, ვინც პირველად ესროლა ადამს და... 7-ივე ტყვია ააცილა, ვაჟკაცი იყო და ვაჟკაცურად წავიდა ამ ქვეყნიდან, მიშა, გვესმის რომ წასასვლელი ხარ, მაგრამ ბოლომდე, ბო-ლო-მდე, ნათან სოკო გადაიღე, შხამიანია" (რეპეტიცია ) კაცო, ამაზე რატომ არ მპასუხობთ, როცა მისიაზე ვარ და კოდი უნდა გავტეხო, მაგრამ მხოლოდ პირველი დონე მაქვს, არადა მე-2-3-4 მჭირდება, რა უნდა ვქნა? მერე ხომ ვეღარ მოვბრუნდები, როცა გავაძლიერებ დონეს?
-
ნელნელა აზრი მეცვლება ამ თამაშზე და გრაფიკის მინუსებს სიუჟეტი მინეიტრალებს. მომწონს. წავედი ეხლა ჩინეთში.
