Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. ჩემ "კომპიუტერულ ლექსიკონს" ყურადღებას ნუ მიაქცევ, ძალიან ღარიბულია, სადაც მაჯიდან ჩანს იარაღი (ანუ FPS), ხალხს დასდევ და ხოცავ, ყველაფერს შუთერს ვეძახი იმენნა შუთერები 2-3 წლის წინ მომბეზრდა, ამოვიდა ყელში ეს "ხოცე-ჟლიტე და გასული ხარ" თამაშები, მიუხედავად იმისა, რომ "ფალაუთს" ვერ დავუჭირე მუღამი, მაინც ეგეთი სტილის RPG მინდა, ცოტა ფიქრიც რომ მიწევდეს, რა იქნებოდა გაეკეთებინათ სერიოზული გრაფიკა? ფული დაზოგეს, თუ რამოდენიმე "ჯოული"?
  2. რა რეზოლუციით ჩაიწერა, რაც თამაშში გქონდა??? ფრაპსით რომ ჩაიწერო 12 წუთიანი HIGH გრაფიკის ვიდეო, სულ მინიმუმ 6GB გამოვა.
  3. მეც მაგ აზრზე ვარ, არადა ჩემი რომ არ მომკვდარიყო, დღესაც ლეპტოპი მექნებოდა (ისევ ის არა, სხვა), ძალიან მაგრად მომწონდა ლეპტოპები და დესკტოპს არც კი შევადარებდი, მაგრამ როგორც კი პრობლემის წინაშე დავდექი და ვნახე, ნაწილებად როგორ ჩაიბარეს ჩემი "სამშობლოზე საყვარელი" 1200 ევროიანი ლეპი 130$-ად, ეგრევე ხელი ჩავიქნიე, წამოვედი და დესკი შევუკვეთე.
  4. არა, არც ვდაობ, იმიტომაც ვთქვი, რომ ეს მხოლოდ ჩემი გემოვნებაა. სიუჟეტთან დაკავშირებით გეთანხმები, უბრალოდ, ახალ, "ჰაიენდ" შუტერს ველოდი და სხვა რამე გამოდგა. დღეს კიდევ ერთხელ ჩავუჯდები, წუხელის 3-ის ნახევარზე დავაყენე თამაში და 2-3 წუთით გავსინჯე, ისიც ახალი გრაფიკის პონტში, იმიტომაც "გამიტყდა", სულ სხვა რამეს ველოდი.
  5. რამდენს იწონის ეს ვიდეო?
  6. არა, თქვენ ვერ გამიგეთ, მე სიუჟეტი კი არ დავიწუნე, ან თამაშის სტილი (როგორც უკვე ვთქვი, ვერ მივედი მაგამდე, როგორც კი ავტომატით იჩითები და პირველივე სროლა გიწევს, მაშინ გამოვრთე), არამედ, თამაშის გრაფიკა, ფიზიკა, გეიმფლეი და საერთოდ, ამ თამაშს 2011 წელი ნამდვილად ვერ შევატყვე. ყველა გეიმერი ხართ, როგორც კი ახალი თამაში გამოდის, ეგრევე ჰაერში ხსნით, ყველა დონის თამაში გაგისინჯავთ, ხოდა, თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს, რაც მე დავიწუნე, თქვენ მოგეწონათ და ამ თამაშში უახლესი დონის გრაფიკა/ძრავი/ფიზიკა/გეიმფლეი შეამჩნიეთ? არასდროს ვეტყვი კაცს, ფუუ, ამას როგორ თამაშობ, ბანძია და ა.შ. მე თუ არ მომწონს, ეგ არ ნიშნავს რომ არ ვარგა, მე არ მომეწონა და სულ ეგ არის, ჩემს გემოვნებას თავზე ვერ შემოგახვევთ, მაგრამ მინუსების შემჩნევა ხომ "დაუძინებელ" ფანებსაც შეუძლიათ?! ამიტომაც გეკითხებით, რაც მე დავიწუნე (სიუჟეტს და ჟანრს არ ვეხები) თქვენ მოგეწონათ? საღამოს სახლში რომ მივალ, ზემოხსენებულ მინუსებს ყურადღებას არ მივაქცევ, ჩავთვლი რომ 3-4 წლის თამაშია, რომელიც გამოსვლისას გამომრჩა და თავიდან დავიწყებ, უფრო სხვა თვალით შევხედავ, მაინტერესებს სიუჟეტს და სტილს თუ დავუმუღამებ.
  7. ესეიგი... ასეთი სწრაფი ინსტალაცია, ბოლო 5-6 წელია არ მინახავს, ამან დამაეჭვა და... გატყობთ, თქვენ მაგრად მოგეწონათ, მეც მაგიტომ გადავდე გადმოწერისთვის საჭირო 3-4 საათი . გრაფიკა აქვს ყველაზე კარგ ვარიანტში 2008 წლის დონის, როგორც კი იარაღი დაიჭირა ხელში, ეგრევე გამიმყარდა წინასწარი შთაბეჭდილებები, 2002-03 წლიან თამაშებში რომ ყვე...თან ეჭირათ ხოლმე, ესეც მაგ პონტშია, ამის შემქმნელ-პროგრამისტს ან მძაფრსიუჟეტიანი ფილმი არ უნახავს? ან "რეზერვში არ ყოფილა" (ჩემსავით), ან ომობანა არ უთამაშია? იარაღს ისვრის ჭიპიდან, გეიმფლეიმაც ვერ გამაკვირვა კი არადა... პრინციპში, ხო, გამაკვირვა, ეგრევე ვიფიქრე, ეტყობა სკოლაში ფიზიკას აცდენდნენთქო, ან ქიმიას ესწრებოდნენ და ფიზიკა ეგონათ, ადამიანების მოძრაობა გრაფიკის ასაკზე უფრო უხუცესად გამოიყურება, ვალებში ვართ ყელამდეო და ისევ ძველ ძრავზე ააწყვეს, მოკლედ, უზომოდ ძიშოვი თამაშის შთაბეჭდილება დამიტოვა, სიუჟეტზე რა მოგახსენოთ, საბედნიეროდ ვერ ვითამაშე იმდენი, რომ სიუჟეტს ჩავწვდომოდი, როგორც კი პირველად მომიწია გასროლა, ავტომატი დავდე და ტყვედ ჩავბარდი. ბოდიშს გიხდით, რომ თქვენგან მოწონებულ თამაშზე ასეთები ვთქვი, მაგრამ ამ ბოღმას ძილში ვერ ჩავიტანდი, რა გაუძლებდა იმ კოშმარულ სიზმრებს, რასაც გამოიწვევდა ამ თამაშისგან დაგროვებული ბოღმით დაძინება თქვენდამი უდიდეს პატივისცემას გავითვალისწინებ, ვეცდები თავი მოვიტყუო და ჩემგან არაობიექტურად უმაღლესი შეფასება მივცე, ისიც თქვენი ხათრით, 4/10 P.S. თვქენი და ჩემი აზრები ისე განსხვავდება, სუყველას მოგეწონათ ჩემს გარდა და დავეჭვდი, სხვა თამაში ხომ არ ჩავიწერე?
  8. OK ეხლა გვიანია და მეზარება, ხვალ გადმოვწერ და გავსინჯავ, თუმცა თავიდანვე პესიმისტურად ვარ განწყობილი.
  9. შენ გამოგიყენებია? fraps-ივით დიდი მოცულობის ვიდეოს იწერს? გეშლება, შენ რომ fps-ს მიუთითებ, მაგდენით ჩაიწერს, მაგალითად, მიუთითე 30 და თამაშში გაქვს 50, იმ 50-ს გამოაკლებს შენ მითითებულ 30-ს და თამაშში დაგრჩება 20, ამიტომ უნდა შეურჩიო შენთვითონ, უნდა იცოდე თამაშში რამდენი გაქვს და 50-ზე ნაკლები თუ არის, ეცადე 24-25-ზე მეტი არ მისცე, მაგაზე მეტი მაინც არ დაგჭირდება, თუ თამაშიდან ჩაწერილ ვიდეოს არ შეანელებ (ეფექტის პონტში, მაგალითად, შენელებული კადრი). რაც შეეხება ჩაწერილი ვიდეოს ზომას, ფრაპს არ აქვს კომპრესია, იწერს "ნატურალურს", იმიტომაც გამოდის დიდი ზომის, ვიდეოს ზომაზე მოქმედებს მითითებული fps და ვიდეოს გაფართოვება, თუ პატარა ზომის ვიდეო გინდა რომ გამოვიდეს, მაშინ დააყენე Half-Size-ზე და ჩაიწერს ნახევარი ზომით, შეიძლება კიდევ უფრო ცოტაც, მაგრამ ხარისხი გაგიბანძდება. (თვქენხელა რომ ვიყავი, ქაუნთერის დემოებით ვიყავი დაინტერესებული) რაც მე ამ რეკორდერების ძიებაში ვიყავი, რა არ ვსინჯე, სადაც კი რამე მსგავს მივაგნებდი, ან მეტყოდნენ, ყველაფერს ვსინჯავდი, მაგრამ FRAPS ვერაფერმა შემიცვალა, თავის საქმეში უდავო ლიდერია, 2011-ში თუ რამე არ გამოუშვეს უკეთესი, ამ ბოლო წლის პროგრამები უკვე აღარ ვიცი.
  10. იმის მერე, რაც 2 თვეში მოვკალი ლეპტოპი, დასანახად ვერ ვიტან, მაგრამ ამაზე ცუდს ვერ ვიტყვი, თუმცა ვერც გადავირევი, დიზაინი საკაიფოა, მთლიანობაში ჰარდიც საკაიფოა, თუმცა ცოდოა ასეთ Full HD-ს 555 ვიდეო აკადრო, რა სიღორეა? შე კაი კაცო, მოგებიდან 50$-ით ნაკლები დაგრჩეს და ჩაუდგი ცოტა უფრო მოშნი. კიდევ 1, გამიკვირდა, რომ 3D მონიტორით არ არის. დადებითი: სადა და ჯენლტმენური დიზაინი, კარგი გაფართოვების ეკრანი, ლამაზი კლავიატურა და ბევრად უფრო ლამაზი, მოსახერხებელი და ხშირად გამოსადეგი მინი თაჩსქრინ სამართავი პულტი. უარყოფითი: მწარმოებლის მიერ დაზოგილ 100$-ით გამოწვეული ვიდეო კარტის არაშესაფერისი მოდელი, მიუხედავად იმისა, რომ 8GB ყელში ამოუვა, როცა ასეთ დონის გეიმერულ ლეპ-ს უშვებ, 16GB თუ არა, 12GB მაინც უნდა მისცე, 3D ეკრანის უქონლობა, არაადეკვატური ფასი. შეფასებას კი ასეთს მივცემდი: დიზაინი: 9/10 კლავიატურა: 10/10 ეკრანი: 8/10 (3D-ს შემთხვევაში მივცემდი 10/10-ს) ჰარდი: 7/10 (2 ქულა მოვაკელი ვიდეოს გამო და 1-ც ოპერატიულის) ფასი: 6,5/10 (ამის მისაღები ფასი იქნებოდა 1800$, ამიტომ, რადგან 2800$-დან 1800$ არის 64,28%, შეფასებასაც მსგავსს მივცემ) -------------------------- 40,5/50=81% საბოლოო შეფასება: 8,1/10
  11. სავარაუდოდ თამაში დააზიანა, იცის პაჩებმა ეგეთი სისულელეები. თამაში გაქვს სკიდროუს ვერსია? მაშინ არც ეგ არის გამორიცხული, რომ გატეხილ ვერსიაზე დაყენებულმა ოფიციალურმა პაჩმა იმოქმედა, უფრო სწორედ, ყველა ვარიანტში პაჩმა იმოქმედა, მაგრამ მიზეზს ვვარაუდობ-რატომ დააზიანა, მე მნქონია მსგავსი შემთხვევა, დაკრეკილზე ოფიციალური პაჩი დავაყენე და გააფუჭა თამაში.
  12. მოკლედ, ახალ ვინჩესტერს გამოვაძრე სატას და კვების კაბელი, ჩავრთე კომპი და გავუშვი თამაში (NFS Shift 2), რომელზეც მქონდა FPS-ის ვარდნა, იმუშავა საკაიფოდ, FPS 40-45 (როცა გუშინ 17-25 მქონდა, საიდანაც წამოვიდა ჩემი თავის ტკივილი), ყველაფერი ნორმაზეა, გამოვრთე კომპი, ისევ შევაერთე სატას და კვების კაბელი და თავიდან ჩავრთე კომპი-თამაში, მუშაობს კარგად, ისევ ისეთი 40-45 FPS-ით, ვეღარ გავიგე რისი ბრალი იყო გუშინდელი არასტაბილურობა P.S. ბიოსისთვის ხელი არ დამიდია. 1-2 დღე არ დახუროთ თემა, რავიცი ხვალ რა ჭკუაზე დადგება, ღმერთმა ქნას აღარ გაუბეროს, მაგრამ მაინც...
  13. პირველად გავიგე ამ ბრენდის არსებობა, ხოდა, თვალი გადავავლე ინტერნეტ ინფოს. საკმაოდ ძლიერი ბრენდი ჩანს, ეტყობა დიდი ფულია ცადებული, ძალიან ამბიციური პროექტები აქვთ, ეს კი, მხოლოდ მაღალ ტექნოლოგიებზე და კარგ ხარისხზე მეტყველებს, არც ფასები აქვთ ლოუ ენდივით, ესეიგი იციან თავისი პროდუქტის ფასი და იმედიც აქვთ, რომ კლიენტის დეფიციტი არ ექნებათ. ნუ, ფასს გააჩნია, თორემ ღირს ყიდვა, მაგრამ ისიც გაითვალისწინე, მაგის ფასში თუ იაპონური გიგანტები (sony; panasonic; toshiba; hitachi...) მოგივა, მაშინ შენს ადგილას თავს შევიკავებდი ახალი ველოსიპედის გამოგონებაზე და უკვე ნაცად/გატესტილ/გამართლებულ ბრენდებს მივაწვებოდი (ეს მხოლოდ ჩემი შეხედულებაა იაპონური ბრენდებისადმი, სხვებიც გეტყვიან თავის აზრს).
  14. ხომ ვამბობდი, იარსებებს ცივილური მეთოდითქო?! თქვენ კიდევ, ელემენტი ელემენტიო...
  15. ხო, თავიდან არ ვაპირედი კითხვის დასმას, მერე დავაედიტე და მაგას აღარ მივაქციე ყურადღება ინგლისურშიც ნუბი ვარ, მაგრამ ეგ კი ვიცი, რომ კითხვის დასმის დროს პირიქით იწერება, თუმცა, არსებულ პრობლემას მაინც ვერ მიგვარებს და ისევ მწოლიარე გაჭირვებულად ითვლება ჩემი კომპი. რაც შეეხება პრობლემას, თუ ბიოსიდან აქვს პრობლემა და სატას მაგივრად აიდიზე დგას, აბა რატომ მუშაობს ვინჩესტერი? არც ფაილების ჩაწერაზე აქვს პრობლემა და თამაშიც კი დავაყენე. ბიოსის დადეფოლტება როგორ ხდება? ცოტა ხნით ელემენტი ამოვაცალო, თუ უფრო ცივილური მეთოდიც არსებობს, რომელსაც ჯერ არ მოუღწევია ჩემამდე? არა, მაგას ვერ გავრისკავ, ვიცი ჩემი "მრუდე ხელის" ამბავი, რაღაცას დავაბუთქუნებ :crash:
  16. ხო, მე შტეფცელის პრინციპი მეგონა I am noob? yeah... :cry:
  17. ყველაზე მეტად მაგის მეშინია, მაგის ბრალი რომ არ იყოს, მერე უკვე რას დავაბრალო არ ვიცი, თუ ბიოსიდან მაქვს აიდიზე დაყენებული და ვამუსავებ სატას, როგორ მუსაობს? ან fps-ის ვარდნასთან და კომპის გათიშვასთან რა შუაშია. ისე, კომპის რესტარტი კი არა, იმენნა გათიშვა, რა შეიძლება იყოს? არ მგონია პიონერი ვიყო ამ საკითხში, სხვისგან არაფერი გსმენიათ? სახლში რომ მივალ, ახალ ვინჩესტერს გავთიშავ და ისე ვამუშავებ, თუ გამოსწორდა, ესეიგი ვინჩესტერზე აქვს რაღაც პრობლემა და მაგ კუთხით უნდა მივუდგე, მთავარია, გამორიცხვის მეთოდით მივყვე და უდანაშაულო დეტალებს არ დავაბრალო, fps-ზე რომ გამიტრაკა, ეგრევე ვიდეო გავატარე ფურმარკზე და საკაიფოდ გაიარა.
  18. ოო, მაგდენი უკვე აღარ ვიცი, მაგრამ აიდიზე რომ დამეტოვებინა, სატას მაინც დაინახავდა/ამუშავებდა? დავუშვად მაგის ბრალია, FPS-ის ვარდნა რა შუაშია? უბრალოდ, დაემთხვა? მოკლედ, რაში შევატყვე FPS-ის პრობლემა: ძველ აიდიზე მქონდა თამაში-NFS Shift 2, გავუკეთე cut-paste პირველ სატაზე (ძველ 160-იანზე, სანამ მეორე 160-იანს მივუერთებდი) და თამაში ჩაირთო, ოღონდ 1 პრობლემით, მაგ თამაშზე დაყენებული მქონდა DLC და სხვა ვინჩესტერზე რომ გადავიტანე, ის DLC აღარ არის, ანუ ძველ, ორიგინალ ვერსიაზე მუშაობს, მაგის ბრალი სეიძლება იყოს თამაშის არასტაბილური FPS? იმიტომაც დავაბრალე კვებას. ჯამბო რას ქვია, როგორ ჩავრთავ ხოლმე? რომ არ გადავაბა და ცალკე იყოს შეერთებული, რა პრობლემა შეილება მქონდეს? 1 კვება მთლიან ჰარდს ამუშავებს და მე-2 ვინჩესტერებს, მთავარ ძაბვას (გამაგრძელებლიდან) რომ ჩავურთავ, თუ კომპში შევა დენი, დამატულ კვებაშიც ხომ შევა? თუ იმას გულისხმობ, რომ დამატებულ კვებაზე შეერთებული ვინჩესტერები უფრო ადრე ჩაირთვება, ვიდრე კომპი ჩატვირთავს სისტემას, მაგ შემთხვევაში, მექნება რამე პრობლემა?
  19. ოფ ტოპიკში ვიკითხე, მაგრამ სამწუხაროდ პასუხი ვერ მივიღე, ხოდა, გადავწყვიტე თემა გამეხსნა. ეს არის ის კითხვა, რაც ოფ ტოპიკში დავსვი, მერე გამომეხმაურა ჯამბო და მეც გავეცი პასუხი, მეტი აღარავის დაუპოსტავს. აბა, კომპიუტერის მგლებო, გამოუშვით თქვენ აზრები. Posted Yesterday, 20:24 ესეთი პრობლემა მაქვს: მქონდა 2 ვინჩესტერი, 160GB სატა და 40GB აიდი, კვება ორივეს ყოფნიდა, მერე ამოვიღე აიდი და დავაყენე კიდევ 1 160GB სატა, ეხლა როგორც ვატყობ აღარ ყოფნის კვება, დღეს ვიდეო დრაივერის გადაყენებაზე გამითიშა კომპი (კი არ დაარესტარტა, გათიშა), ნუ, დავიკიდე... ეხლა ბავშვს GTA-ს ვუწერდი და ნახევარზე რომ მივიდა, ისევ გაითიშა, რა მაინტერესებს, 40-იანი აიდი უფრო ნაკლებ დენს მოიხმარდა, ვიდრე 160-იანი სატა? და მე-2 კითხვა, მაქვს ძველი კვება (ალბათ 200w-მდე იქნება) ცალკე რომ შევაერთო 1 ვინჩესტერი და DVD რომი, ან ორივე ვინჩესტერი, რა პრობლემა იქნება? ხომ იმუშავებს? თან თავისი კვებაც ცოტას ამოისუნთქებს. ხო, კიდევ რა შევამჩნიე, რაც მე-2 სატა ვინჩესტერი დავამატე, იმის მერე ვიდეოს წარმადობა დააკლდა, ფურმარკს კარგად გადის (5 წუთში 90% fan speed და 80 გრადუსი), მაგრამ თამაშებზე FPS-მა საგრძნობლად დაიკლო, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს დამატებული ვინჩესტერისგან? კვების გასატესტი რამე პროგრამა არ არსებობს? რომ გავიგო, რამდენად საკმარისია ჩემ ჰარდზე. ჯამბოს პასუხი (უფრო სწორედ, კითხვა ): eXtreme-Hunter ვინჩესტერს რა კვება ჭირდება ახლა იმისთანა რო ეგეთი პრობლემები შეგიქმნას? და ისევ ჩემი პასუხი/კითხვა: არ ვიცი, ამ საკითხში რომ ვერკვევი, იმიტომაც გკითხეთ თქვენ, მაგრამ 1 რამ კი ფაქტია, როგორც კი დავაყენე, ზუსტად იმ წუთიდან დაეწყო, თან ისედაც 700w kmex თუ რაღაც ჯანდაბაა, 700 კი არა, ალბათ 400-ზე მეტი არც იქნება, კი უწერია (+12-20w)x2, ესე რომ დავითვალო 480 გამოდის, მაგრამ იმდენი ამათი... 50$-ში რომ 500w კვებას ყიდულობდე... დავუშვათ და კვების ბრალია, რაც დავწერე, რომ სხვა კვებაზე ვამუშაო ორივე ვინჩესტერი, რამე პრობლემა მექნება? (იმის გარდა, რომ კვებას კეისში ვერ ჩავტევ და გარეთ უნდა დავდო, თუ მიწვდა შნურები, თუარადა, დავაგრძელებ ) აღარ მინდა ამის გაძლიერებაში ფულის გადაყრა, ცოტაც რომ გამაქაჩინა, ბარემ ახალს ავაწყობდი, დროებით ესეც კი მყოფნის, თან 1280x1024-ზე საკაიფოდ ქაჩავს, თამაშებზე ჯერ არ შემქმნია პრობლემა. იქნებ დამეხმაროთ :cry:
  20. ეს კარგი რაღაც გავჩითე, რამოდენიმე დღეში ჩემ სამსახურში დაბლოკავენ საიტებს, მე კი პრობლემა არ მაქვს, აიტიშნიკთან მოგვარებული მაქვს და მე არ დამიბლოკავს, მაგრამ რა იცი რა ხდება? ვინმეს მაინც გავახარებ.
  21. არ ვიცი, ამ საკითხში რომ ვერკვევი, იმიტომაც გკითხეთ თქვენ, მაგრამ 1 რამ კი ფაქტია, როგორც კი დავაყენე, ზუსტად იმ წუთიდან დაეწყო, თან ისედაც 700w kmex თუ რაღაც ჯანდაბაა, 700 კი არა, ალბათ 400-ზე მეტი არც იქნება, კი უწერია (+12-20w)x2, ესე რომ დავითვალო 480 გამოდის, მაგრამ იმდენი ამათი... 50$-ში რომ 500w კვებას ყიდულობდე... დავუშვათ და კვების ბრალია, რაც დავწერე, რომ სხვა კვებაზე ვამუშაო ორივე ვინჩესტერი, რამე პრობლემა მექნება? (იმის გარდა, რომ კვებას კეისში ვერ ჩავტევ და გარეთ უნდა დავდო, თუ მიწვდა შნურები, თუარადა, დავაგრძელებ ) აღარ მინდა ამის გაძლიერებაში ფულის გადაყრა, ცოტაც რომ გამაქაჩინა, ბარემ ახალს ავაწყობდი, დროებით ესეც კი მყოფნის, თან 1280x1024-ზე საკაიფოდ ქაჩავს, თამაშებზე ჯერ არ შემქმნია პრობლემა.
  22. ეცადე, შენი ფეხით მოხვიდე სახლში ზუსტად ეგ "წელში გაწყდომაა" იმის მიზეზი, რომ ჩემი ოჯახი სოფელში წავიდა (მარიამობას მთელი სოფელი აღნიშნავს, როგორც სოფლის დღეობას) ცხვრის დასაკლავად და მე აქ ვზივარ, ყავას ვსვავ და ფორუმზე დავძვრები (ჩაქაფულის ჭამის ნაცვლად):cry:
  23. ესეთი პრობლემა მაქვს: მქონდა 2 ვინჩესტერი, 160GB სატა და 40GB აიდი, კვება ორივეს ყოფნიდა, მერე ამოვიღე აიდი და დავაყენე კიდევ 1 160GB სატა, ეხლა როგორც ვატყობ აღარ ყოფნის კვება, დღეს ვიდეო დრაივერის გადაყენებაზე გამითიშა კომპი (კი არ დაარესტარტა, გათიშა), ნუ, დავიკიდე... ეხლა ბავშვს GTA-ს ვუწერდი და ნახევარზე რომ მივიდა, ისევ გაითიშა, რა მაინტერესებს, 40-იანი აიდი უფრო ნაკლებ დენს მოიხმარდა, ვიდრე 160-იანი სატა? და მე-2 კითხვა, მაქვს ძველი კვება (ალბათ 200w-მდე იქნება) ცალკე რომ შევაერთო 1 ვინჩესტერი და DVD რომი, ან ორივე ვინჩესტერი, რა პრობლემა იქნება? ხომ იმუშავებს? თან თავისი კვებაც ცოტას ამოისუნთქებს. ხო, კიდევ რა შევამჩნიე, რაც მე-2 სატა ვინჩესტერი დავამატე, იმის მერე ვიდეოს წარმადობა დააკლდა, ფურმარკს კარგად გადის (5 წუთში 90% fan speed და 80 გრადუსი), მაგრამ თამაშებზე FPS-მა საგრძნობლად დაიკლო, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს დამატებული ვინჩესტერისგან? კვების გასატესტი რამე პროგრამა არ არსებობს? რომ გავიგო, რამდენად საკმარისია ჩემ ჰარდზე.
  24. დღევანდელი დღის მადლი გფარავდეთ!
  25. +1 ეტყობა, მე და შენ სამაგისოდ ბებრები ვართ, აღარ ჭრის ჩვენზე ეგეთი არასერიოზულობები აი მესმის პირდაპირობა.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.