-
Posts
13110 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
34
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by eXtreme-Hunter
-
P.S. ჰარდი შეგივცლია, საღოლ, ალბათ მხეცი იქნება (მარცხნივ რაც გიწერია). რაც არის არის, წავედი Dirt 3-ში, სანამ დაარესტარტებს გავერთობი, რესტარტის მერე კი, shift 2-ზე გადავალ.
-
რომელს გულისხმობ, კონტროლერის პრობლემა, თუ რესტარტები? აბა, არცერთი?
-
ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა რა სახის და ხარისხის კონტროლერია, თამაში ატრაკებს და ეგ არის, რაც გინდა შეაერთე, მაინც იგივეს იზავს. ესეიგი, ეგ პრობლემა (რესტარტები) მარტო ჩემთან არ არის? მე უკვე ჰარდს ვაბრალებდი, არადა ვიდეო ყველანაირ ტესტს 5-იანზე გადის, ფურმარკშიც 5-7 წუთიან ტესტზე სტაბილურად უჭირავს თავი, აბა სხვა რა უნდა იყოს? მაგის გამო ვერ ვთამაშობ dirt-ს, ერთხელ რომ დაარესტარტებს, მერე უკვე მეზარება თავიდან ჩართვა და ისევ shift 2-ზე დავიწყე ფიქრი, გადმოვწერე, მაგრამ არ მითამაშია, ხოდა დღეს მინდა რეისინგ ფართი მოვიწყო, ხვალ მაინც ვისვენებ და შევუბერავ დილის 4-5 საათამდე, თან Dirt-ის მუღამზე უფრო ვარ (დახურული Grid-ის სერვერის გამო, დრიფტი მომენატრა) და სიამოვნების ვისრიალებდი გრავილიან გზებზე.
-
control panel-device and printers-აქ ჩემთან აჩვენებს G27-ს, მაგრამ შენთან ჯოისტიკი იქნება, მერე უკვე შენთვითონ მიხვდები.
-
G1ORG1 კონტროლერის სეთინგებზე G27-ზეც იგივე პრობლემა მაქვს, ყოველ ჩართვაზე თავიდან მიწევს ღილაკების დაყენება, თამაშის ბაგი იქნება. მუშა აპდეიტი არ გამოვიდა? ხანდახან კომპს იჭედება და მირესტატრებს, იქნებ აპდეიტმა უშველოს, Dirt 2-ზეც ეგრე შვებოდა.
-
აქვს კი ვიბრაცია? game controler-ში შედი და ტესტში შეამოწმე, თუ აქვს ვიბრო, ესეიგი თვითონ თამაშებში უნდა გასწორება, ან არ აქვს თამაშს ვიბროს მხარდაჭერა.
-
რას ერჩი? 100%-იანი არკადაა და თავის ჟანრს კი ამართლებს.
-
მოიცა, შენ ამას სერიოზულად ამბობ, რომ შეიძლება მონტაჟიც კი იყოს? თუ რამე იცი, ნუ გვიმალავ და სანამ გვიანი არ არის გაგვანდე, ჩვენც გვინდა სიცოცხლე (ნათანი ამ უბნელი არ არის) და თავს ვუშველით :D
-
ჰო, მაგრამ 100$-ს გულისთვის უკან არ დაიხევდა მყიდველი, სამაგიეროდ, მართლაც კარგი მხეცი იქნებოდა.
-
კარგია, მომეწონა, მაგრამ ვთვლი, რომ ძლიერი ვიდეო უფრო მოუხდებოდა, დასაწუნი არაფერი აქვს, მაგრამ...
-
2-3 ლარი, მეტი არ ეღირება, მშრალ ხიდზე ჩადი და უეჭველი იშოვი, არ არის დეფიციტური, უთხარი: წვრილი ჯეკიდან სტერეო წულპანზე გადამყვანი მინდათქო.
-
ეგ იმიტომ, რომ გააჩნია რომელ შნური გაქვს სახლში, მაშინ პირდაპირ ეგ იყიდე, რაც სულ თავიდან დადე და ეგ გადამყვანი (3 ნაწილიანი რაც არის) აღარ დაგჭირდება. მოკლედ, თუ ამას იყიდი მაშინ მეტი არაფერი დაგჭირდება, პირდაპირ შეაერთებ შენ წულპანს და ეგ არის, ის გადამყვანი მაშინ არის საჭირო, როცა შნურის დაგრძელება გინდა, ცოტა დაგაბნიე, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ დაგიწერე, რომ ყველა ვარიანტი გცოდნოდა, პირდაპირ შეერთების და შნურის დაგრძელების შემთხვევაშიც.
-
უყურე: ამის შავ სტეკერს შეაერთებ კომპში, სადაც დინამიკები გქონდა შეერთებული. მერე აიღებ ამას (მრალ ხიდზე გადი და 1 ლარი ღირს) და ამის 1 მხარეს შეაერთებ ზემოთ რომ სურათია მაგის წითელ და თეთრ შტეკერს, ხოლო მეორე მხარეს შენი წულპანის (წითელი-შავი) შტეკერებს და შეუშვებ ცენტრში მიხვდი?
-
სულ პირველი სურათი რაც დადე იმას შეაერთებ კომპში იქ, სადაც დინამიკები გაქვს შეერთებული (მწვანე, ვარდისფერის გვერდით), მერე დაგჭირდება გადამყვანი (მე რომ 3 ქუნქტი ჩამოვწერე, მე-2 რაც არის) და ბოლოს შავ-წითელი წულპანი, ხოლო ამ შავ-წითელ წულპანს შეაერთებ ცენტრზე წითელ-თეთრში (იმას საერთოდ არ შეეხო, სადაც 4 ფერიანი შტეკერებია, ეგ ვიდეო გამომსვლელია, მაგედან გამოგყავს ვიდეო სიგნალი და აერთებ TV-ზე, ფილმების საყურებლად). გასაგებად აგიხსენი, თუ უფრო დავაკონკრეტო? მგონი ძნელი არ არის.
-
NO PROBLEM.
-
სიგრძე რამდენია? 1 მტრზე მეტი ხომ არ იქნება? ხოდა, ეგ გადამყვანები ხომ დაგჭირდება? მაგის გარეშე არ გამოვა მაი ამბავი, თუ ცენტრი PC-ს გვერდით არ გიდევს.
-
თუ იშოვის ეგეთს კიბატონო, მაგრამ მაგ საკითხში არ გვანებივრებენ ჩვენი მაღაზიები და იმიტომაც გვიწევს გადამყვანებით და მაიმუნობებით ჩალიჩი, თან ეგეთი შნური, 99% შემთხვევაში მხოლოდ ნახევარი მეტრი სიგრძისაა, რაღაცით ხომ უნდა დააგრძელო?! ამ საკითხში (სამოყვარულო დონეზე) დიდი გამოცდილება მაქვს, ჩემ ოთახში იმდენი რამე მაქვს ნაჩალიჩარი (ასევე ძმაკაცებთან), პლინტუსებში და პარკეტის კუთხეებში გადის მინიმუმ 50 მეტრი კაბელები, TV, PC და 5.1 მაქვს 1 ქსელში ჩართული, წარმოიდგინე რამდენი სირბილი დამჭირდებოდა მაგ შნურების ძებნაში, დაჟე აქ რომ ვერ ვიშოვე, 20 მეტრიანი VGA კაბელი დუბაიდან ჩამოვატანინე, 3 წლის წინ ეგრე იყო და ეხლა თუ გამოსწორდნენ, ეგ არ ვიცი (მეეჭვება).
-
კი, ეგ უნდა აუცილებლად, წვრილი შტეკერი (ჯეკი) შედის შენ საუნდ კარტაში და იმ 2 ფერს (წითელი და თეთრი) აერთებ ცენტრზე. 2 თავიანსა და 3-ს შორის ის სხვაობაა, რომ 3-იანში მოდის 2 აუდიო, ანუ სტერეო და 1-ც ვიდეო სიგნალი (თუ წითელი, ყვითელი და თეთრია, თუმცა ფერებს არ აქვს მნიშვნელობა, ეგ იმისთვის არის, რომ არ აგერიოს სად რომელი უნდა შეაერთო და სტანდარტულ ფერებში დასვა). აქვე დავაკონკრეტებ: წითელი და თეთრი არის მარცხენა და მარჯვენა ხმის სიგნალი (სტერეო), ხოლო ყვითელი-ვიდეო, კიდევ გავიმეორებ, ეგ იმისთვის, რომ არ აგერიოს და მარცხენა დინამიკი მარჯვენაზე არ დასვა, თორემ თვითონ შნურს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ფერიც გინდა გამოიყენე. ასევე არსებობს 3 ფერიანი კაბელი (ლურჯი, მწვანე და წითელი, ანუ RGB "წულპანი") რომელსაც "კომპონენტურ" ვიდეო სიგნალზე ხმარობენ (ხარისხით თითქმის HDMI ჩვენება აქვს), შენ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს რა ფერებს გამოიყენებ, დაგჭირდება: 1. ეგ გადამყვანი (რაც შენ დადე) 2. ეს (ოღონდ 2 თავიანი, გინდაც 3-ანი იყოს, 1-ს არ გამოიყენებ და ეგ არის) 3. ჩვეულებრივი წულპანი ამდენი რაღაც იმიტომ არის საჭირო, რომ კომპიდან წამოიღო აუდიო სიგნალი, მერე დაუყენო გადამყვანი, რომ დააგრძელო შნური და ბოლოს თვითონ შნური, უფრო მოკლე გზაც არის, პირდაპირ გრძელი შნური იყიდო (ის სურათი, რაც შენ დადე), მაგრამ გაგიჭირდება, ეგენი 1 მეტრს არ აღემატება ხოლმე, თუ სადმე წააწყდები იყიდე.
-
iphone 4-ს არაფერი მირჩევნია.
-
საკაიფო ვიდი აქვს.
-
შენ იცი.
-
რამ გაგაგიჟა? მენინგიტს აიკიდებ (ღმერთმა დაგიფაროს).
-
მართლა მაგრა ცხელა, ნახევარი საათის წინ სამსახურიდან გასული ვიყავი და მანქანაში 38 გრადუსს მიჩვენებდა, სამსახურში კონდენციონერი ძლივს ერევა, როცა ყინავდა ხოლმე ოთახს, უუფ, ეხლა სადმე მთაში და მაგარ ბუნებაში ვიყო... :cry:
-
ყველა სიგარეტის დედა ვატირე, მაგრამ ჩემთვის N1 სიგარეტია, წვრილი დავიდოვი (შავი), წვრილ სიგარეტებში მაგზე ძლიერი არც არსებობს, 1 წელი ვწიე და გული ამატკია, მერე თეთრზე (ლაითი) გადავედი, 2 წელი გავუძელი და იმანაც იგივე ეფექტი მომცა, სიგარეტის "სიკარგეს" ასე ვაფასებ: წარმოიდგინე, მთელი დღის მშიერი ხარ და ვერ ახერხებ ჭამას, ამის გამო გიწევს ბევრი სიგარეტის მოწევა, ამ დროს კი, სიგარეტი როგორც არ უნდა მოგწონდეს, გიმყრალდება და გეზიზღება, არადა მაინც გინდა, აი დავიდოვს კი, ასეთი რამე არ უქნია, მხოლოდ ეგ იყო ასეთი, ყველაზე დიდ ხანს ვწიე მალბორო ლაითი (ალბათ 10 წელი) და მაგასაც ქონდა შეზიზღების მომენტები, ასევე პარლამენტს და კენტს (N4), დავიდოვზე ეგეთი ზიზღი არასდროს მქონია, უბრალოდ, ძალიან ძლიერია და დროთაგანმავლობაში გულის ფრიალი გეწყება. ყველაზე მაგარი კი, საერთოდ არ მოწევაა! სანამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ, დაანებეთ თავი! больше нет вопросов.
-
1 ნუბსკი კითხვა მაქვს: OZU ხომ ოპერატიულს ნიშნავს? და თუ ეგრეა, როგორ იშიფრება?
