Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. ხო რა, აშკარად შევატყვე ფიზიკის სხვაობა და მაგიტომაც დავწერე. ყოჩაღ კორსას, მაგრა გულით შეუდგნენ საქმეს და მხოლოდ გაყიდვებზე და შემოსავალზე არ არის, ცდილობენ რეისერების გულის მოგებას და გამოსდით კიდეც... ყველაზე მეტად M4-ს ველოდებოდი და არა უშავს, ნორმალურად დადის. აი ის კი არ მომეწონა, რომ მხოლოდ სტოკ ვერსიებია. ალბათ, მომავალში რაღაცას განაახლებენ და იქნებ გამოუშვან კიდეც რამე GT ვერსია:)
  2. განვაახლე 1.3-ზე და არ ვიცი, მე მეჩვენება თუ არა, მაგრამ ფიზიკაში აშკარად სხვაობას ვგრძნობ, თითქოს მანქანას სავალ ნაწილში უფრო მეტი ნაწილი დაუყენესო, უფრო შეიგრძნობა საჭე.
  3. გაიხარე ამ შაბათ-კვირას ალბათ მოვახერხებ გადაყენებას და აუცილებლად ვცდი შენ რჩევას.
  4. წუხელ ვაპირებდი ამის დადებას და გადამავიწყდა. სერიოზული სეილია, თამაში + 1-2 დრიმ პაკით 21$ მაგარი ფასია. ეს ყველაფერი მე დამიჯდა: 35$ თამაში, 10$ პირველი დრიმ პაკი და გუშინ ვიყიდე მეორე 5,5$-ად. ეხლა კი ამ ყველაფერს 21$-ად იყიდით. ლექსო, ვაპირებ ვინდოუსის გადაყენებას, მაგრამ კორსას გამო თავს ვიკავებ. საზიზღარი ინტერნეტი მაქვს და ამის თავიდან გადმოწერა დამტანჯავს (45გბ-ა ყველაფრით, მათ შორის ჩემით ჩაყრილი მანქანები და ტრეკები). ხო და, რა მაინტერესებს, მხოლოდ მანქანები და ტრეკები დავაკოპირე გარე ვინჩესტერზე (28გბ გამოვიდა) და, რამე მსუბუქი ვერსის გადმოწერა არ არის შესაძლებელი? მხოლოდ თამაში რომ გფადმოვწერო და მერე ჩემით ჩავყარო რაც დაკოპირებული მაქვს? ეს აზრი იმის გამო მომივიდა, რომ რადგან შენით შეგიძლია რაღაცეების ჩაყრა, იქნებ მხოლო ძირეული ვერსიაც არსებობდესთქო, სადაც მერე ჩემით დავამატებდი დანარჩენს...
  5. მაგიტომ ვიკითხე ზომა, ეს რომ 7-8 ყოფილიყო, მოსასინჯად გადმოვწერდი, მაგრამ წინა ნაწილების გათვალისწინებით, ჩემ ინტერნეტზე ასეთი ზომის გადმოწერა არ მიღირს უბრალოდ, ძალიან მაინტერესებს, რა გააუმჯობესეს (თუნდაც უმნიშვნელოდ).
  6. ჩემთან ლინკს არ ხსნის და, თამაში რამდენი GB-ა?
  7. კედელზე სურათი ვისი ხერდვაა, შენი თუ დამკვეთის? მომეწონა
  8. მოკლედ, პრობლემა მოგვარებულია და დავხურავ თემას. პ.ს. თემის დახურვის ფუნქცია შეიწირა ახალმა ძრავმა? მოდერ, დამიხურე თემა.
  9. პირველ პოსტში მიწერია განახლებასთან დაკავშირებით და იმიტომ ვერ ვიფიქრე, რომ მაგას გულისხმობდი. ეგ ბოლო ვერსია მიყენია, მეტს ჯერ-ჯერობით არ ანახლებს. 2604 ვერსიაზეა ეხლა. პ.ს. პრობლემა მოგვარდა. სახლში რომ მოვედი, ჩავრთე და ეგრევე გაუშვა ვიდეო. არ მეგონა, თუ ასე მალე მოაგვარებდნენ პრობლემას.
  10. ჩემის ტვ-ს ბრალი არ ყოფილა, გლობალური პრობლემაა. არა და, რა ტყუილად ვეწვალე ამდენი და ვარესეტე სისტემა https://productforums.google.com/forum/#!topic/youtube/-iA8Ln1NlIc
  11. ბრაუზერიდან უპრობლემოდ ხსნის იუთუბის ვიდეოებს, მაგრამ აპლიკაციაზე აქვს პრობლემა. განახლება მაისში მაქვს გაკეთებული და დღეს ვეღარ განაახლა, ბოლო ვერსიაზე ხარო.
  12. ეგეც გავაკეთე, სანამ თემას გავხსნიდი ხვალ ჭავჭავაძეზე მივალ სამსუნგში და იმედია რამეს მირჩევენ...
  13. ინტერნეტის ბრალი არ არის, კომპიდან და მობილურიდან უპრობლემოდ აჩვენებს.
  14. მაქვს samsung h6400. იუთუბს რაღაც დოზით ვუყურებ თითქმის ყოველ დღე. ბოლოს წუხელ ჩვეულებრივ შევედი და ვუყურე რაღაც ვიდეოებს. ეხლა ჩავრთე და იუთუბზე არ იტვირთვება არცერთი ვიდეო. ჩვეულებრივ ხედავს ყველაფერს, ანუ მიჩვენებს ვიდეოების მენიუს, მაგრამ ფლეის რომ ვაწვები მიწერს loading-ს და შავი ეკრანია. დაახლოებით 2 წუთი ასეა, მერე მიწერს ერორს და "მოგვიანებით სინჯეთო". რა არ ვეცადე და მაინც არ აქვს შედეგი. ისე კი, ადრე 1-2-ჯერ გააკეთა ესე, მაგრამ აპლიკაციიდან გამოსვლა და თავიდან შესვლამ უშველა. სამწუხაროდ ეხლა ვერაფრით ვშველი. ვინმეს რამე რჩევა ხომ არ გაქვთ?
  15. ჩემთან ბოლოს 1 კვირის წინ გააკეთა განახლება, მაგრამ ვერსია მაინც 1.1.6 წერია. დაახლოებით 4-5 დღეა არ ჩამირთავს კორსა და, ეხლა რომ ჩავრთავ 1.2.3-ზე დადგება?შენთან როდის გააკეთა ბოლო განახლება? პ.ს. ახალ dlc-ზე არაფერი ისმის? ან, ლაზერით დასკანერებულ ტრეკებზე ხომ არ არის რამე ახალი?
  16. youtube-ზე watch later ღილაკი გაქრა. თქვენთანაც ესეა?
  17. რუსმა ბიზნესმენმა 1 მილიონი დოლარი გადაიხადა, რათა ლედი გაგას კლიპში გამოჩენილიყო...30 წლის ბიზნესმენი კლიპში მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში ჩანს, ფაშისტი გეის როლში. "ჩვენს ცხოვრებაში ეს ყველაზე ბედნიერი დღეა - განაცხადეს ბიზნესმენის მშობლებმა და თვალცრემლიანმა ბებიამ. ასევე, მამამ ინტერვიუს ბოლოს დაამატა - "აწი, რაღა მამკლავს?!"-ო და ცრემლი ენით მოილოკა. http://www.ambebi.ge/mozaika/114809-rashi-kharjaven-fuls-rusi-milionerebi-5-gamaognebeli-faqti.html
  18. ​ეგ მანქანა ნანახი მყავს, ტაქსია. ნომერი თვალში მომხვდა და ადვილად დამამახსოვრდა.
  19. http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/ckhoveltha-samyaro/60602-haskim-shemthkhvevith-marikhuana-shetcama-nakheth-rogor-iqceoda-dzaghli-qkaifshiq.html
  20. ადმინის მდგომარეობაც მესმის, რა თქმა უნდა თვითონაც არ სიამოვნებს, რომ პრობლემებია და ცდილობს, რომ გამოასწოროს, მაგრამ ძალიან იწელება დროში...
  21. უკვე ნამეტანი დამღლელი ხდება ეს ხარვეზებით მუშაობა. ესე თუ გაგრძელდა, ნელ-ნელა შემოსვლის სურვილიც დამეკარგება. რაღაც იღონეთ და გამოასწორეთ. სპეციალურად დავინიშნე დრო და, ამ თემის გახსნას 32 წამი მოუნდა. ესე თუ იქნებოდა, ყოფილიყო ისევ ის ძველი ძრავი. ახალ ძრავზე გადახვედით და გაუმჯობესების მაგივრად, გაუარესდა. თავს ვიკავებდი ამ საყვედურებისგან, მაგრამ უკვე ნამეტანი გამაღიზიანებელია ეს ყველაფერი. რა გახდა ესეთი მოუგვარებელი?! ხალხი კოსმოსში პორნოს გადაღებას აპირებს და, ერთი ფორუმის მწყობრში მოყვანა რა არის ასეთი აქილევსის ქუსლი?! ბოლო ბოლო, oc ფორუმია და ძრავი არ გვიმუშავებს. მინიმუმ ტეხავს...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.