Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Everything posted by eXtreme-Hunter

  1. ამას 1-2 თვის წინ რუსულ საიტზე წავაწყდი. ვიღაცას გადმოუქართულებია :დ
  2. მანქანები, ასე თუ ისე, მაინც არის, მთავარია, რაც შეიძლება ბევრი ლაზერულად დამუშავებული ტრეკები დაამატონ.
  3. სთიმზე ვერ შევდივარ და, მხოლოდ ტრეკი იქნება მე-3 პაკეტში? რამე მანქანა არ დაამატეს?
  4. ლექსო, კოკპიტის კამერები აქვს საზიზღრობა (რაკურსები), ხოდა, რამე საშველი არის? შესაძლებელია კამერი რაკურსების კონტროლი? ან, სავარძლის მიწევა-მოწევა?
  5. speed dial-ს დავაყენებ ხოლმე ჩემებურად, დავამატებ სასურველ საიტებს, მაგრამ მაქსიმუმ 2 კვირა მუშაობს და მერე ამას მიწერს. გადავაყენებ ქრომს, დავაყენებ თავიდან s.dial-ს და მუშაობს, რაღაც პერიოდის მერე კი ისევ ურევს. რისი ბრალია?
  6. შენგან რა მიდის?! მოსინჯე რა თუ კლავიატურით სხვა თამაშებს ისედაც თამაშობ, მაშინ რა პრობლემაა?! ძალიან მაგარი ფიზიკა აქვს და პირადად მე უკვე წელია, რაც ძირითადად კორსას ვუბერავ (შიგადაშიგ რალის და დრიფტს შევურევ ხოლმე). ნფს-ებზე და არკადულებზე თუ ხარ მიჩვეული და სიმები არ გაგისინჯავს, მაშინ ცოტა გაგიჭირდება, მაგრამ თუ მუღამს დაუჭერ, ხომ იცი, ყველაფერი შესწავლადია... ;)
  7. აკრაპოვიჩი მომიკითხე :D
  8. რ8-ის მართვა არ მომეწონა, მაღალ სისწრაფეზე მაგარი სნოსი აქვს. სეტაპებით კი რაღაცას გააუმჯობესებ, მაგრამ თავიდანვე ისე ნეგატიურად განვეწყე, რომ აღარც დავუწყე ჩალიჩი და მერე იტალია ავიღე... სტოკი სეთაპები ცოტა ზანოსისკენ აქვს მიდრეკილება და კარგი გასართობია, რუჩნოი რომ ქონდეს, იდრიფტავებდა კაცი (ფერარის ვგულისხმობ)
  9. ახალი - ყოველთვის არ ნიშნავს უკეთესს. ასე მგონია, ძველებურად სტაბილური უკვე ვეღარასდროს იქნება...
  10. წესით, მონიტორი რომელ დაფაზეც დგას, მანდ უნდა გეყენოს რულიც, ანუ, მანქანის ტორპედო ისეთ სიმაღლეზე უნდა ჩანდეს, როგორც რეალურ მანქანაში ჩანს საჭესთან ჯდომის დროს.
  11. ძალიან ცუდად გაქვს რული დაყენებული. მონიტორი ძალიან მაღლაა და შენ დაბლა ზიხარ. ჩათვალე, რომ მთელ კაიფს აფუჭებ. ჩემ სურათს დააკვირდი. ჩემი მონიტორებიც არასწორედ დევს, ამაღლებული ადგილი საერთოდ არ უნდა ქონდეს და ისე უნდა იდგეს მონიტორები, ეგ იქნებოდა იდეალური სიმაღლე, მაგრამ მაგიდა რომ გავაკეთე, მერე ვნახე სტატია ამ საკითხზე. თამაშის ჰორიზონტი უნდა იყოს რეალური. ეხლა ვეძებ და ვერ ვიპოვე ის სტატია. თუ მივაგენი, აუცილებლად გაჩვენებ..
  12. დრასტი სეხნი. რაფერ ხარ? კი, მიშლიდა ხელს (+ მაღალი იყო) და შევცვალე გორგოლაჭები და დავუყენე ბრტყელი ფეხები. თუ დაგაინტერესდება, ხვალ სურათს გადავუღებ და გაჩვენებ. არა ზაქრო, ეგეთი გაფართოვების მონიტორი არც მინახავს და არც გამიგია. მე ვიგულისხმე რაღაც ამდაგვარი გამონაკლისები. http://everybestof.com/738-Input+Lag+PC+Console+Gaming+Monitors თუ ახლოს უნდა დადგა მონიტორები, მაშინ 23-27 გეყოფა (იმის მიხედვით, თუ რომელ ზომას იშოვი). აუცილებლად გირჩევ, რომ 3-ს თუ დაიდგავ, ჩარჩოს გარეშე მოდელები იყიდო (ჩემი მონიტორების სტილში).
  13. ზაქრო, რაც არ უნდა რკალისებური იყოს, 3 მონიტორი რასაც გამოგიჩენს გვერდებზე, 1 მონიტორი ვერანაირად იზავს იგივეს (რა თქმა უნდა, თუ 5760x1080< არ ექნება გაფართოვება). ვაბშეტა, ყველაზე მხეცობა 3 ცალი რკალისებური იქნება, მაგრამ კარგად ძვირი დაჯდება. 23-იანები მიყენია და საკმარისი ზომაა ჩემთვის (მაქსიმუმ 27-იანები დავაყენო, როცა დავაპირებ შეცვალს), მაგრამ შენ რა კოკპიტიც გაქვს ჩაფიქრებული, ცოტა მოშორებით მოგიწევს ჯდომა და 32+ დაგჭირდება, თორემ შეიძლება ძალიან გეპატარაოს თვალში (24/27-იანების შემთხვევაში). მე ახლოს ვზივარ მონიტორებთან, საჭეც პირდაპირ კომპის მაგიდაზეა დამაგრებული და ამიტომაც მყოფნის 23-იანები (24-ები მინდოდა, მაგრამ ვერ ვიშოვე). მოკლედ, ჩემი რჩევა იქნება, მონიტორ(ებ)ი ჯერ არ იყიდო, სანამ კოკპიტს არ დაამთავრებ და საბოლოოდ არ გადაწყვეტ რა მანძილზე მოგიწევს მონიტორების დადგმა. წარმატებები. პ.ს. მუშაობის პროცესში განაახლე ხოლმე ეს თემა, დიდი ინტერესით ვადევნებ(თ) თვალს
  14. მშვიდობაში 27. სულ მწვანეზე გევლოს დაუფიქრებლად გირჩევ 3 მონიტორს. 1 დიდ მონიტორს, 3 იყოს და ცოტა პატარა, სულ სხვა მუღამი აქვს.
  15. ჩვენი კომპიუტერები, რომ ეგრე გადასაყრელი გახდება, ნეტა რა ჰარდები გვექნება მაგ დროს?
  16. გეშლება ლექსო, brake bias სენსითივი არ არის, პროცენტული გადანაწილებაა წინა და უკანა თვლებს შორის. საბურავების ცვეთას არ ვუთიშავ, რომ ეგრე სიარულს არ მივეჩვიო, მერე ონლაინში გამიჭირდება, იქ თითქმის ყველა სერვერზე ჩართული აქვთ ცვეთა. rFactor მართლა ძალიან მაგარი ფიზიკის სიმია და ერთი პერიოდი მეც მხოლოდ მაგას ვთამაშობდი (ყველაფერში ეგრე ვიცი ხოლმე ამოჩემება, დაწყებული ტანსაცმლით და დამთავრებული საჭმლით ), მერე მომბეზრდება ხოლმე და გადავდივარ სხვაზე. პ.ს. ცოტა ნუბური კითხვა მაქვს: ონლაინში რომ ლაგავს, ეგ ჩემ პინგზეა დამოკიდებული?
  17. რა მატრაკვეცობა იყო, ვერ მივხვდი რა. ახალ ფუნქციას ამატებ, რომ რაღაც უფრო გააუმჯობესო/გააიოლო, მაგრამ ამათ ისეთი რამ ჩადეს, რაც პირიქით, უარესია. ერთადერთი + რაც კი შეიძლება ქონდეს, არის ის, რომ მაღალი ბრუნების დროს დაუნ შიფტით ძრავს არ გააფუჭებ, მაგრამ თუ კაცი ისე დადის, რომ სიჩქარეების შეცვლით შეიძლება ძრავი დაწვას, იმისთვის ახალ ფუნქციასაც ეკარგება აზრი. ამიტომაც ვერ ვხდები, ვისზეა გათვლილი ეს ფუნქცია? მეც იმის იმედი მაქვს, რომ რეისერების აზრს გაითვალისწინებენ და გააუქმებენ, ან on-off-ს დაუყენებენ. ვერ წარმომიდგენია, ვის შეიძლება ეს ფუნქცია მოწონდეს... პ.ს. პირველად რომ გავიარე ახალ აპდეიტზე და დაუნ შიფტი არ გააკეთა ძველებურად, ვიფიქრე, რომ რულის მარცხენა სექვენტალი გაფუჭდა მაგრა მომწონს კორსა და ბოლო პერიოდია სხვა სიმებს არც მივკარებივარ, მაგრამ ეს მუხრუჭი ვერაფრით დავამუღამე. პირველი სიმია, სადაც ასისტს (მხოლოდ abs) ვხმარობ. მაგის გარეშე ვერ დავდივარ, ოდნავ შეეხები პედალს და ეგრევე იბლოკება. ლოგიტეჩის პროფაილში ბრეიკის სენსითივი 2%-ც კი ჩამოვწიე, მაგრამ მაინც ვერ მოვირგე. არც ერთ თამაშში არ მინახავს ესეთი უხეში მუხრუჭი. ფაქტიურად, შენელება არ აქვს მანქანას, ან დავადგავ ტორმუზს და გამაცურებს და, ან უტორმუზოდ უნდა ვიარო
  18. ეგ პრობლემა მეც ძალიან არ მესიამოვნა. თან, მარტო მ4-ზე არ შვება ეგრე. მართალია სხვა მოდელებს სხვა ბრუნებზე აქვთ ეგ პრობლემა, მაგრამ პრობლემა მაინც პრობლემად რჩება. დაჟე იმ დონეზე ცუდი ფუნქციაა, რომ ჩემ პირად რეკორდებსაც ვეღარ ვხსნი. ამის გამო მართვის სტილიც კი შემეცვალა. უკვე ზეპირად ვიცოდი, რომელ მოსახვევთან რა სიჩქარე უნდა მეხმარე და ეხლა უკვე თავიდან მიწევს ახალი სტილის ათვისება, რომელიც შედეგზე ჯერ-ჯერობით ცუდად მოქმედებს. ეს პრობლემა სხვებსაც შეუქმნიდა დისკომფორტს, გუგლში ძებნაც დავიწყე (იქნებ რამენაირად ითიშებათქო), მაგრამ ვერაფერს მივაგენი.
  19. ხო რა, აშკარად შევატყვე ფიზიკის სხვაობა და მაგიტომაც დავწერე. ყოჩაღ კორსას, მაგრა გულით შეუდგნენ საქმეს და მხოლოდ გაყიდვებზე და შემოსავალზე არ არის, ცდილობენ რეისერების გულის მოგებას და გამოსდით კიდეც... ყველაზე მეტად M4-ს ველოდებოდი და არა უშავს, ნორმალურად დადის. აი ის კი არ მომეწონა, რომ მხოლოდ სტოკ ვერსიებია. ალბათ, მომავალში რაღაცას განაახლებენ და იქნებ გამოუშვან კიდეც რამე GT ვერსია:)
  20. განვაახლე 1.3-ზე და არ ვიცი, მე მეჩვენება თუ არა, მაგრამ ფიზიკაში აშკარად სხვაობას ვგრძნობ, თითქოს მანქანას სავალ ნაწილში უფრო მეტი ნაწილი დაუყენესო, უფრო შეიგრძნობა საჭე.
  21. გაიხარე ამ შაბათ-კვირას ალბათ მოვახერხებ გადაყენებას და აუცილებლად ვცდი შენ რჩევას.
  22. წუხელ ვაპირებდი ამის დადებას და გადამავიწყდა. სერიოზული სეილია, თამაში + 1-2 დრიმ პაკით 21$ მაგარი ფასია. ეს ყველაფერი მე დამიჯდა: 35$ თამაში, 10$ პირველი დრიმ პაკი და გუშინ ვიყიდე მეორე 5,5$-ად. ეხლა კი ამ ყველაფერს 21$-ად იყიდით. ლექსო, ვაპირებ ვინდოუსის გადაყენებას, მაგრამ კორსას გამო თავს ვიკავებ. საზიზღარი ინტერნეტი მაქვს და ამის თავიდან გადმოწერა დამტანჯავს (45გბ-ა ყველაფრით, მათ შორის ჩემით ჩაყრილი მანქანები და ტრეკები). ხო და, რა მაინტერესებს, მხოლოდ მანქანები და ტრეკები დავაკოპირე გარე ვინჩესტერზე (28გბ გამოვიდა) და, რამე მსუბუქი ვერსის გადმოწერა არ არის შესაძლებელი? მხოლოდ თამაში რომ გფადმოვწერო და მერე ჩემით ჩავყარო რაც დაკოპირებული მაქვს? ეს აზრი იმის გამო მომივიდა, რომ რადგან შენით შეგიძლია რაღაცეების ჩაყრა, იქნებ მხოლო ძირეული ვერსიაც არსებობდესთქო, სადაც მერე ჩემით დავამატებდი დანარჩენს...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.