ისეთ რაღაცაზე ჩავიჭერი პრაქტიკაზე რომ ვერასდროს ვიფიქრებდი, რუჩნოი დამრჩა ამოწეული და გარაჟი
აი ესენი თუ შემეშლებოდა ნაღდად არ ვიცოდი, არადა მე აღმართზე ვნერვიულობდი.
ჯერ დაძვრისას რუჩნოი დამრჩა, რატო ღმერთო რატო? მერე წინა გარაჟები თავისუფალი იყო, მაგრამ არა დაბლა ჩადიო, იქ კიდე იმხელა დაღმართია თავისუფლად შეუძლიათ აღმართიც იქ ჩააბარებინონ ხოლმე, რა ამბავია.
ისეთი დარწმუნებული ვიყავი რო გარაჟში შევიდოდი, მე 4 ჯოხი უნდა გამომეჩინა უკანა ფანჯარაში ცოტაზე, მაგრამ ბევრი მომივიდა და დავიკიდე, მაინც შევალ მეთქი ვიფიქრე წაწიე რა წინ ცოტა.
ამის გამო მარცხენა მხრიდან აშკარად შევამჩნიე რომ მოვედებოდი, შევეკითხე იმ კაცს წინ გაწევა თუ შემიძლია მეთქი და კიო ოღონდ საჯარიმო ქულა გექნებაო, ერთი უკვე მქონდა და მეორეზე ჩავიჭრები თქო ვიფიქრე აზრი არ ქონდა, წინაც ვიჭრებოდი და უკანაც, მაინც დავზადნე და წამოვედე
გადმოსვლისას კაცი მეუბნება წინ წაგეწია ქულა დაგაკლდებოდა კი არ ჩაიჭრებოდიო, გამოვღლევდი