მაგ სიხშირეზე მაგ ვოლტით რომ დგება ესეიგი ძალიან მაგარი ოპერებია მაგ სიხშირეზე უნდა 1.55-1.6 ვოლტი. ეს ლირიკული გადახვევა, ახლა საქმე
მაშ ასე, დავიწყოთ
ყველაზე ცუდ შემთხვევაში, რასაც ვერ ვუშველით შეიძლება მართლა პროცესორის მემორი კონტროლერის ბრალი იყო, თიმს და სოსოსაც 2600K-ზე გვქონდა გატესტილი
ახლა ვნახოთ რა შეგვიძლია ვიღონოთ ამ შემთხვევაში.
1. ოპერების ვოლტი მიეცი ბიოსიდან 1.67, სიხშირე 2133 და ტაიმინგები 7-10-7-28(ან 7-10-8-28) command rate 1 ან 2 და მასე სცადე, ძაბვის დაკლება რომ გამოვრიცხოთ.
თუ არ უშველა ნაბიჯი 2
2. დააყენე ვოლტი ისევ 1.65-ზე. სიხშირე 2133 და ტაიმინგები 9-11-9-28, command rate 2 და გატესტე. თუ სტაბილურია, სცადე command rate 1. თუ კიდევ სტაბილურია სცადე ტაიმინგები 8-10-8-28. თუ არ არის სტაბილური სცადე ამავე ტაიმინგებზე command rate 2.
ამ ნაბიჯებით გავიგებთ შეუძლია თუ არა პროცესორს 2133-ზე რომელიმე მისაღები ტაიმინგებით დასტაბილურება. თუ 2133-ზე არცერთი ტაიმინგებით არ არის სტაბილური, მაშინ ნაბიჯი 3
3. დააყენე ვოლტი 1.6-ზე. სიხშირე 1866 ტაიმინგები 7-10-7-28(ან 7-10-8-28). ასევე ათამაშე command rate. თუ სტაბილურია, სცადე ვოლტით თამაში. 1.55-1.56-1.57-1.58-1.59. ასევე ტაიმინგები სცადე 7-9-7-28(ან 7-9-8-28)
წესით და რიგით 1866-ზე უნდა დასტაბილურდეს
შედეგები დაწერე და მერე გავაგრძელოთ :)