OgaiB
გლობალ-მოდერი-
Posts
5139 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
25
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by OgaiB
-
არ გირჩევ მაგ კვების ყიდვას. მაგ ფასად ეს მოგდის: http://www.amazon.com/EVGA-SuperNOVA-80PLUS-Certified-220-G2-0850-XR/dp/B00IKDETOC/ref=sr_1_10?s=electronics&ie=UTF8&qid=1401477777&sr=1-10&keywords=evga+power+supply და 2 თავით მაღლა დგას მაგ რმ-სერიაზე. კიდევ ერთხელ კარგად გადახედე ამ რევიუებს და გააკეთე არჩევანი http://www.jonnyguru.com/modules.php?name=NDReviews&op=Story&reid=369 http://www.jonnyguru.com/modules.php?name=NDReviews&op=Story&reid=377
-
nvidia არ აძლევს უფლებას რომ 780ti-ს დაუყენონ 6 გბ, titan black-ს რომ არ გაუწიოს კონკურენცია, თორემ რა პრობლემაა ევგა-სთვის და სხვებისთვის 6გბ-ს დაყენება. ისევე როგორც აქამდე არ აძლევდა უფლებას 780-ისთვის დაეყენებინათ 6გბ პირველი ტიტანისთვის რომ არ გაეწია კონკურენცია. nvidia ახლა ამოყიდის დარჩენილ 780-ის ჩიპებს ამ 6გბ-იანი ტრიუკით. პრინციპში ვისაც რამდენიმე მონიტორი ან 4კ მონიტორი აქვს, იმათთვის მისწრება იქნება, არ მოუწევთ ტიტანში ორმაგის გადახდა
-
ეგ კი ნორმალური მაზერია, მაგრამ თუ მარტო თამაშებისთვის გინდა, 1150 სოკეტზე ააწყვე. თუ თბილისში გინდა ააწყო, Z87 ჩიპსეტზე აიღე მაზერი, თუ ჩამოტანა გაწყობს, მაშინ Z97 ჩიპსეტიანი მაზერი იყიდე
-
- 2
-
-
-
როგორც დავწერე 1156 სოკეტის შემდეგ აღარ ვარგა ევგას მაზერები. კინგპინი და ტინი ვიდეოკარტებს კი აკეთებენ მხეცებს, მაგრამ მაზერებს ვერ მოუხერეს ვერაფერი 1366-ზე ნამდვილად არ მახსოვს სერიოზული ბაგი იმ მაზერებზე რაც მე მქონდა
-
თემა გადავიდა შესაბამის განყოფილებაში და შეეცვალა სახელი. თემის ავტორს სიტყვიერი გაფრთხილება. შემდეგში გაითვალისწინე.
-
ამ თემაში ყველა საკითხზე გეთანხმები ევგას მაზერების გარდა. X58 მაზერები ყველაზე კარგი ჰქონდა ევგა-ს, რადგან მაგ დროს ევგა-ს თანამშრომელი იყო "შამინო", პიტერ ტანი, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ოვერქლოქერი და ამავე დროს საუკეთესო ელექტრო-ინჟინერი. ევგა-ს კლასიფიედ სერია და აქ განხილული სრ-2 მისი შექმნილია. დე-ფაქტო მაზერი იყო ოვერქლოქერებისთვის, სანამ ასუსმა არ წაიყვანა "შამინო" თავისთან და rampage III არ გამოუშვა. მას შემდეგ საერთოდ ასუსის ყველა ROG მაზერი რამპეიჯიც და მაქსიმუსიც შამინოს შექმნილია Rampage IV Black Edition და Maximus VI Extreme-ს ჩათვლით. შარშან წლის ბოლოს წავიდა ასუსიდან პირადად მქონდა ევგა-ს ორი X58 მაზერი, მერწმუნე მთელი წვენი გამოვადინე და ერთხელაც არ უღალატია, თან არცერთი არ იყო კლასიფიედი, რადგან პირველი იყო X58-ის ევგას პირველი მოდელი: X58 3-way sli. როცა კლასიფიედი გამოვიდა მაშინ უკვე DFI UT X58 მქონდა და აზრი არ ქონდა გადასვლას და ბოლოს როცა შევეშვი ბენჩაობას დფი გავცვალე ევგა-ს micro-atx X58-ში და ამითაც ცოტა ხანს "ვითამაშე" და ბევრით არ ჩამოუვარდებოდა 3-way sli-ს. მოკლედ, ევგას 1366 და 1156 სოკეტის მაზერები საუკეთესო იყო "შამინოს" ასუსსში გადასვლამდე P.S. აი ამ გრაფიკს ჰქვია "შამინოს ეფექტი" ეს არის როგორც აწერია ჰვბოტ-ის ევროპელი მონაწილეების ოფიციალური სტატისტიკა თხევადი აზოტის გამოყენებით, Massman-ის, ჰვბოტ-ის ადმინის ამოღებულია ბაზიდან, ჰაერიდან მოტანილი არ არის http://forum.hwbot.org/showthread.php?t=24675 რაც დღემდე გრძელდებოდა ასუსის დომინირებით მაზერებში. ახლა რა იქნება ვნახოთ. სავარაუდოდ ასუსი ინერციით და უკვე შექმნილი ROG გუნდით გააგრძელებს ლიდერობას, მაგრამ რამე ინოვაციურს მე უკვე აღარ ველოდები ასუსისგან
-
500 ლარი უაზრო ფასია, სხვა მოდელში ხომ არ გეშლება?აგერ HAF 942 ღირს 394 ლარი: http://mbc.ge/index.php?productID=1848 არცთუ ისე სიააფით "განთქმულ" მაღაზიაში
-
მეორადი ფორუმ.ჯი-ზე და მამარკეტზე დაძებნე. ახალი, მაღაზიებში, საიტებზე ზუსტად ეგ მოდელი არავის აქვს. აქ დარეკე: "ორიონ ტექნოლოჯი" - +995 32244546, +995 32244547. ქულერმასტერის პირველი შემომტანები იყვნენ ერთ დროს P.S. მაინცდამაინც ეგ კეისი გინდა?
-
ამაზონიდან ან იბეიდან წარმოგიდგენია რა ეღირება მაგ კეისის მარტო შიპინგი და მერე (კეისის ფასს+შიპინგის ფასი) განბაჟება? ooops, განბაჟება არ უწევს, მაგრამ მაინც უაზროდ ძვირი გამოვა მაგ ზომის კეისის ჩამოტანა
-
ზუსტად ვიცი რა ღირს ყველაზე იაფი, ნორმალური 750 ტი. 139.99$ + ჩამოტანა 8-10$ http://www.amazon.com/EVGA-GeForce-Dual-Link-Graphics-02G-P4-3751-KR/dp/B00IDG3PRI/ref=sr_1_2?s=electronics&ie=UTF8&qid=1401190398&sr=1-2&keywords=evga+gtx+750+ti ეგ MSI ღირს 159.99$ + 12-14$ ჩამოტანა http://www.amazon.com/MSI-Computer-Corp-N750TI-2GD5/dp/B00I6DLIB8/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1401190296&sr=1-1&keywords=msi+gtx+750+ti
-
რათქმაუნდა 750 ტი ახალი ვიდეოკარტაა და იმიტომ არ არის არსად მაიმარკეტზე. ფაქტიურად ენვიდიას ბოლო მოდელია რაც გამოუშვა. აგერ ყიდის 750 ტი-ს: ფასი არ უწერია
-
ეგ "ოპცია" რომელსაც ახლის ყიდვის დროს ირჩევ და დამატებით თანხას იხდი. არ არის აუცილებელი ყველას ჰქონდეს
-
მემგონი ღირს დალაპარაკება. ბოლო-ბოლო სენდის i5-ია და ჰდ3000 აქვს
-
თუ თავისით ითიშება, მაშინ ჩემი აზრით დიდი პრობლემა არ არის. ასეთი თემის ადგილი ამ განყოფილებაში არ არის. აქ მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის შესახებ რჩევა-კონსულტაციებზე იხსნება თემები. შემდეგში გაითვალისწინე. ეს თემა იხურება. სიტყვიერი გაფრთხილება.
-
რავიცი, უნდა შეამოწმო ასეც და ისეც. მონაცემებით არაუშავს. ის 420 თუ გეძვირება, ამათ გადახედე: http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=6118251 http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=6128767
-
ძველ pavilion-ებს არ გაეკაროთ. ბოლო ასუსი 17"-იანია. თუ გაქაჩავთ, ამ ნოუთბუქს და სელერს გირჩევთ: http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=6091308 თუ ვერა, მაშინ ამ ნოუთბუქს: http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=5934889 სელერი არ ვიცი
-
კვება დაძრავს, რადგან მხოლოდ 60 ვატი სჭირდება 750 ტი-ს და დამატებითი კვების პინები არ სჭირდება. ახლა რაც გაქვს, 9600 gt-ს, 105 ვატი სჭირდება, მაგას თუ ამუშავებს, ესეიგი 750 ტი-ს უპრობლემოდ ამუშავებს. სისუსტე-სიძლიერისა კი რა გითხრა, არამგონია 3 წლის წინანდელი ვიდეოკარტა, ძველი ტექნოლოგიით ბევრად სჯობდეს უახლესი ტექნოლოგიის და ოპტიმიზირებული დრაივერების მქონე თუნდაც პარამეტრებით ოდნავ სუსტ ვიდეოკარტას
-
თუ 560-ზე მეტი არ გინდა და 1გბ-იანი კარტა საკმარისია, 750 აიღე, ტი-ს გარეშე: http://www.amazon.com/EVGA-GeForce-Dual-Link-Graphics-01G-P4-2751-KR/dp/B00IDG3NDY/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1401120518&sr=1-1&keywords=gtx+750 მაგ 570-ს ისეთი რეკლამა აქვს, სჯობს არ გაეკაროს ანდაც სულ არ გინდა კვების ბლოკი, შენი ბლოკიც კი გაქაჩავს 750ტი-ს. აიღე ის 139$-იანი 750 ტი და ხურდაც დაგრჩება
-
ისე მაგ ნახმარ 560-ში 200 ლარის გადახდას, იყიდე კვება, ცოტაც დაამატე და ეს იყიდე: http://www.amazon.com/EVGA-GeForce-Dual-Link-Graphics-02G-P4-3751-KR/dp/B00IDG3PRI/ref=sr_1_2?s=electronics&ie=UTF8&qid=1401118452&sr=1-2&keywords=gtx+750+ti ან თუ ატი-ზე ალერგია არ გაქვს ეს: http://www.amazon.com/ASUS-2GB-Graphics-Cards-R7260X-DC2OC-2GD5/dp/B00FW4LF4Y/ref=sr_1_4?s=electronics&ie=UTF8&qid=1401118505&sr=1-4&keywords=r7+260x ან ეს: http://www.amazon.com/Sapphire-Version-PCI-Express-Graphics-11222-06-20G/dp/B00HJOKCZI/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1401118745&sr=1-1&keywords=r7+260x
-
ამ მაზერს არ გირჩევ, ემესაის ერთ-ერთი პირველი მაზერია და საკმაოდ პრობლემური იყო ეგეც და ემესაის ხ58 მაზერები ბოლო მოდელების გარდა. ის რამპეიჯი თუ მისაღებ ფასად გაიყიდა, აიღე, დიდხანს გასიამოვნებს ეგ სოკეტი მაგ მაზერით.
-
http://intec.ge/computing/pc-components/psu/fortron-fsp-hexa-500w-atx-v2-3-dual-12v-rails-silent-120mm-fan-high-efficiency-80-active-pfc-psu.html http://www.yversy.ge/e-store/detail.php?ELEMENT_ID=59720 http://shop.gitec.ge/p/23246/fortron-fsp500-60ghn-85-500w-85-active-pfc
-
კვების ბლოკებიდან ორივე ფორტრონს, უფრო HEXA-ს და Deepcool-ს გირჩევ. ვიდეოკარტები ერთი "ჩორტია" მეორადები რადგან არის, ვინც უფრო "სანდო" გამყიდველია, იმისგან იყიდე
-
ცუდია იქნებ გაყიდოს ვინმემ წესიერი მაზერი, დაელოდე
-
ინტელის პლატა გადააშენე. აიღე ეგ ასუსი და ეგ 4820 პროცესორი. სამწუხაროდ 1300 ლარი 4930-თვის და მაზერისთვის არ არის საკმარისი
-
- 1
-
-
დაკლებაზე ვერ დაგირეკავენ, რადგან ფასი არ გიწერია
