Jump to content

ditendra08

წევრი
  • Posts

    143
  • Joined

  • Days Won

    6

Everything posted by ditendra08

  1. 6 ბირთვიანია ჩემი პროცესორი. i5 10400 6 ბირთვიანი პროცესორია.
  2. ჩემს სისტემაზეც იგივე სიტუაცია მაქვს. ვარდება ფპს ზოგ ადგილებზე და ლეგები იგრძნობა.
  3. ეხლა ვნახე, არ ქონია display port. რა უბედურებაა, ამხელა, ასეთი თანამედროვე მონიტორი და display port-ის გარეშე, არადა display port არის საუკეთესო და ბოლო, hdmi კი ნელ-ნელა წარსულს ბარდება და მაგიტოა რომ ვიდეო ბარათის მწარმოებლებიც display port-ის პორტებს ბლომად აკეთებენ ბარათებზე და ერთ hdmi პორტს ტოვებენ მარტო. სპეციფიკაციებში უწერია მაგ მონიტორს "HDMI Version 2.1". შეიძლება შენ რა კაბელიც გაქვს უფრო ძველი ვერსიაა და მაგიტომ არის ეგ პრობლემა. ეგეც დასატესტია. თამაშში არ აქვს ასარჩევი 164.991? ერთი ვარიანტია კიდევ, დაგუგლო მაგ თამაში რამე ესე "xxx manually change hz in file" ან რამე მსგავსი და ფაილში შეცვალო თვითონ. მე გამიკეთებია ეგრე როცა თამაშს არ ქონდა ჰერცის შეცვლის ფუნქცია options-ბიდან.
  4. წინ თუ შუშა აქვს და როგორც გუგლში ვნახე, შუშა აქვს, მაგის ბრალია. ეგაა მაგ კეისების მინუსი. ლამაზია შუშა მაგრამ ტემპერატურები საშინელი აქვს კომპს. მეგობარსაც ეგ პრობლემა აქვს. იმასაც წინ შუშა აქვს. ჰაერი არ შედის საკმარისი და მაგიტომ ემართება. ერთადერთი გამოსავალი არის რომ მოაძრო გვერდითა კარი და ესე გქონდეს, ან გაყიდო ეგ კეისი და წინ არა-შუშიანი ვერსია იყიდო. შენს პირველ პრობლემას რაც შეეხება, ფაქტია რომ თამაში(ები) და შენი მონიტორი სხვადასხვა სიხშირეებზეა და იმიტომ გამოდის შავი ეკრანი რამოდენიმე წამით (ანუ ირთვება მონიტორი სხვა სიხშირეზე). მაგის გამოსავალი არის რომ თამაშიც და მონიტორიც იყოს ზუსტად ერთ სიხშირეზე. ან თამაშის პარამეტრებში უნდა ნახო, როგორც წესი იქ არის ხოლმე ასარჩევი და დააყენო შენი მონიტორის სიხშირეზე ან მონიტორი დააყენო თამაშის სიხშირეზე. ჯორჯმა რომ დადო, აი მანდ რომ შედიხარ და მაგას ჩამოწევ, 165Hz არ არის? ასევე, გირჩევ display port გამოიყენო, HDMI-ს ჯობია. შეიძლება ეგეც იყოს პრობლემის თავი.
  5. ხო მეც ჩემი ძველი კეისი შემომრჩა, HAF 912 PLus. კეისზეც იგივეს ვიტყვი: ძალიან ხარისხიანია, ვიდითაც მშვენიერია და ტემპერატურებიც კარგი აქვს ნაწილებს შიგნით. თან 2 ცალი დამატებითი 120-იანი ფენი დავუმატე მაღლა Arctic-ის ფირმის და ეს ჰაბი ვიყიდე მაგ მაღაზიაში რომ დამეერთებინა ამდენი ფენი ერთად. ერთი ის იყო რომ წინა დიდი ფენი რაც უდგას მაგ კეისს, ხმაური დაიწყო და მანქანის ზეთით დავზეთე და ეგ პრობლემაც მოიხსნა.
  6. ისე, ეს ჩემი კვების ბლოკი ძალიან მაგარი აღმოჩნდა. როდის ვიყიდე აღარც მახსოვს, ერთი 10 წლის წინ ალბათ, და დღემდე უპრომლემოდ მემსახურება სისტემაში. როგორც ვიცი Seasonic-ია უბრალოდ რებრენდირებული და Seasonic-ს ხარისხი არ ეშლება
  7. 300 ლარი მივეცით თუ სწორად მახსოვს. არ ვიცი სენსორი გაუფუჭდა იმ lachesis თუ რა იყო, მარა კურსორი ჩანდა და არ მოძრაობდა არსად, მარა კლიკებზე ქონდა რეაქცია, ან პირიქით კურსორი მოძრაობდა მარა კლიკებზე არ ქონდა. მგონი პირველი, ზუსტად არ მახსოვს, წლების წინ მოხდა.
  8. კი, ეს Logitech G502 ლეგენდარული მაუსია. დაჟე, მეგობარს ვაწყობინებდი სისტემას და მაუსებზე რომ მიდგა საქმე ეგ მაუსი ვურჩიე და მაღაზიაში რომ მივედით საყიდლად და ვუთხარით G502 Hero გვინდათქო იმ ბიჭმა - ოოჰ, ეგ ლეგენდარული მაუსი აგირჩევიათო ჩემს მეგობარსაც ძალიან მოეწონა ეს მაუსი. იდეალური არისო ამბობს, მაგრამ როგორც თქვი მაუსი გემოვნებაზეა დამოკიდებული. შეიძლება ვიღაცისთვის იდეალური იყოს და ვიღაცისთვის ცუდი. გეთანხმები მაგაში. ისე ერთი ცვლილება ფიზიკურად რაც შევნიშნე ჩემს მაუსსა და Hero ვერსიას შორის - ბორბალი არის სხვანაირი. Hero-ს ბორბალი უფრო ჩუმია. ჩემი თეთრი ფერისაა და ცოტა ხმაურიანია და სხვანაირი შეგრძნებაა როცა ტრიალებს. ჩემი აზრით Hero-ის ბორბალი უფრო დახვეწილია. ეხლა მგონი აღარც გამოდის ეს პირველი ვერსია რაც მე მაქვს. მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ცოტა ხმაურიანია ჩემი მოდელის ბორბალი, მაინც მაგარი ხარისხიანია, არაფერი მოსვლია ამდენი ხნის ხმარების შემდეგ. ეხლა არ ვიცი Razer-მა შეცვალა ხარისხი პროდუქტებში თუ არა, მაგრამ ვიცი რომ ადრე საშინლად უხარისხო პროდუქცია ქონდა, დაჟე ლინუსის ფორუმზეც ხუმრობდნენ, შეფუთვაში უფრო მეტი სამუშაოა ჩადებული რეიზერის პროდუქციაში ვიდრე თვითონ პროდუქციაშიო. Razer-ის Lycosa მქონდა კლავიატურა. მაგ დროისთვის მექანიკური კლავიატურები არც იყო, დაჟე განათებაც მგონი ახალი რამე იყო კლავიატურებში და მაგ კლავიატურაშიც მახსოვს ცეცხლის ფასი მივეცი მაშინ და საშინელი გლიჩი ქონდა. შუა მუშაობისას შეიძლება დაფრიზულიყო კლავიატურა, რეაქცია არ ქონდა სანამ ფიზიკურად არ გამოაერთებდი და ისევ შეაერთებდი მაზერზე და რომ დავგუგლე, აღმოჩნდა რომ მაგ მოდელებზე ეგ გავრცელებული ფიზიკური გლიჩი ყოფილა და support-ს რომ მივწერე, იმათმაც მიპასუხეს რომ სამწუხაროდ factory fault არისო... ხო, კიდევ ასოები სულ გადაცვდა ისე შეილახა ეგ კლავიატურა. ნუ მოკლედ, მაგის და lachesis მაუსის შემდეგ სურვილი აღარ გამჩენია razer-ის რაიმე პროდუქცია რომ მეყიდა. ისე კონკრეტულად მაგ მოდელს deatchadder-ს ყოველთვის კარგი გამოხმარეუბა ქონდა. შეიძლება მოდელებზე დამოკიდებული ხარისიხი, არ ვიცი...
  9. მახსოვს crucial მაგარი ბრენდი იყო SSD-ებში ადრე. ეხლა აღარაა? რამოდენიმე ძალიან კარგი მოდელი ქონდათ ადრე, თუ არ ვცდები 550 თუ 500... ისე ჩემ M2 SSD-ს მაინცდამაინც ვიდეო კარტის გვერდით აქვს სლოტი და უფრო ხურდება ხოლმე ვიდრე სხვა შემნახველი მოწყობილობები, მარა მიუხედავად მაინც მაგისი, არც ისე მაღლა ადის ტემპერატურა რომ რამე სადარდებელი იყოს.
  10. ბევრი მაუსი მქონია, მათ შორის razer და bloody, მაგრამ Logitech G502-ს არცერთი არ მირჩევნია. Razer lachesis მქონია. 2 წელი გაძლო და მერე ლაზერი გაუფუჭდა. bloody რომელიღაც მოდელი მქონდა და მაგასაც რაღაც დაემართა რამოდენიმე წელში და ბოლოს ვიყიდე Logitech G502 ოღონდ hero არ არის, პირველი ვერსია რაც იყო მაშინ გამოშვებული, ის ვიყიდე და მაგაზე იდეალური მაუსი ჩემთვის არ არსებობს. ჯერ მარტო ფორმა აქვს იდეალური ჩემთვის. თითქოს მაუსი ხელშია შერწყმულიო. სუპერ კომფორტულია. მეორე კიდევ რამდენი წელი გავიდა უკვე არც ვიცი, ალბათ 7 წელი და ერთი ცვეთაც არ აქვს. ყველაფერი იდეალურად მუშაობს. არანაირი პრობლემა, არც სქროლზე, არც ღილაკებზე, აბსოლიტურად არანაირი პრობლემა! თუ ოდესმე გაფუჭდება (რაშიც ეჭვი მეპარება), ისევ მაგ მაუსს ვიყიდი. უდავოდ. ისე razer-ს საერთოდ არ გავეკარები. რაც ვიყიდე ყველაფერი უხარისხო და ბრაკი გამოდგა. ფასები კი აქვთ ცეცხლოვანი...
  11. აშკარად გაურესდა წარმადობა ამ თამაშში ამ პაჩის შემდეგ. მახსოვს მანამდე ულტრაზე სტაბილურად დაიჭირა 75ფპს vsync-ით (75 ჰერციანი მონიტორი მაქვს) და ეხლა გაცილებით უარესია წარმადობა. დღეს დავტესტე: DX11-ზე: Ultra+ Ultra High Medium Low DX12-ზე კიდევ უფრო იარესია: RT Ultra RT Ultra High Medium Low ანუ D12x-ზე ფაქტიურად მხოლოდ low-ზე დაიჭირა 75ფპს...
  12. მადლობა დავგუგლე და ეს ამომიგდო: კვირაში ერთხელ ვთამაშობ racing თამაშებს, ისიც 2 საათით და სულ ეს არის ჩემი შეხება კონტროლერთან, დანარჩენი დრო მაუსი+კლავიატურა
  13. ჩამოვიდა როგორც იქნა. ძალიან მაგარი კონტროლერი ჩანს. ხარისხი იგრძნობა ეგრევე ხელში რომ დაიჭერ. ცა და დედამიწასვით სხვაობაა ამასა და ჩემს წინა Genius-ის კონტროლერში. ვიბრაციაც უმუშავს (იმ გენიუსს დრაივერიც აღარ უყენდება Windows 10/11-ზე). აკუმულატორი არ ვიცი რამდენი ხანი ძლებს. როგორც კი დადებ დოკზე, ეგრევე იწყებს ტენვას და დოკი თეთრად ანათებს ქვემოთ როცა იტენება. როცა სრულად დატენილია ითიშება ლედ განათება. ჩემი აზრით ძალიან მაგარი კონტროლერია, განსაკუთრებით ფასიდან გამომდინარე რომ მოყვება დოკი, ადაპტერი, მაგარი ხარისხისაა და სოფტიც მოყვება რომელიც windows-ზე და ანდროიდზეც compatable არის და რაც მთავარია wireless-ით მუშაობს. დღეს წავითამაშეთ ცოტა მე და ჩემმა ცოლმა NFS Heat და მაგრად გაგვისწორდა wireless კონტროლერი და ვიბრაცია. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კონტროლერით და რეკომენდაციას ვიძლევი ვისაც ყიდვა უნდა.
  14. არ მქონდა გაგებული ეს ბრენდი და კონტროლერის ყიდვაზე ლინუსის ფორუმზე ამ ბრენდის კონტროლერი მირჩიეს. საბოლოო ჯამში ამაზე გავაკეთე არჩევანი - 8Bitdo Ultimate 2.4g Wireless. Wireless არის და როგორც ვხვდები bluetooth კავშირს უნდა ჯობდეს. ასევე თავისი დამტენი დოკი მოყვება და რაც რევიუები და კომენტარები წავიკითხე ძალიან აქებენ, განსაკუთრებით ხარისხს და თავის პროგრამას და რაც მთავარია ფასს. ჯერ არ ჩამოსულა ოღონდ, გზაშია . Bluetooth/Wireless ვერსიაც აქვს ამ ბრენდს ამ მოდელის - 8Bitdo Ultimate Bluetooth Controller. მაგ მოდელს Hall Effect Sensing Joystick აქვს, რომელიც როგორც მესმის უფრო მაგარი უნდა იყოს ვიდრე სტანდარტულები რაც სონის და Xbox მოყვება და 20$-ით უფრო ძვირია.
  15. ჩემთან დაბლოკილია და ვუთხარი ოპერატორს გაეხსნა. დარწმუნებული ხართო რომ გინდათ გახსნაო? რამე რომ მოხდეს უსაფრთხოების საკითხშიო (ნუ ალბათ კიბერ შეტევა იგულისხმა) ჩვენ არ ავიღებთ პასუხისმგებლობასო. კარგი მეთქი. ჩვენი ტექნიკური დაგიკავშირდებათო უახლოეს დღეებშიო მაშინო და მერე იმ დღეს ჯორჯის მეთოდი ვსინჯე და გააკეთა სინქრონიზაცია მაგათ სერვერზე და მეორე დღეს რომ დამირეკა ტექნიკურმა ჯგუფმა იმ პორტის გახსნისთქვის, ვუთხარი გადავიფიქრე, აღარ გახსნათ მეთქი და აღარ გავახსნევინე. ესე ჯობს როგორც ჯორჯმა დაწერა, სინქრონიზაციას აკეთებს ეგეთი მეთოდით და პორტის გახსნა აღარაა საჭირო რაც რათქმაუნდა უსაფრთხოების საკითხით უკეთესია.
  16. კი, ჯორჯ, გეთანხმები ესე ჯობია ვიდრე დამატებითი პროგრამის გამოყენება.
  17. უი, მადლობა ჯორჯ, ეგ არ ვიცოდი რომ time sync-ში setting-ში, acs69.silknet.com უნდა ჩამეწერა. ეხლა გააკეთა სინქრონიზაცია რაც ჩავწერე. მადლობა კიდევ ერთხელ. იმათ ვეტყვი რომ აღარ გახსნან ეგ პორტი.
  18. Hi, მეც იგივე პრობლემა მაქვს რაც OTTKO-ს. როუტერში შევედი იქ სადაც სქრინი დადე და მეც ეგრე მაქვს ყველაფერი მონიშნული მაგრამ მაინც ვერ აკეთებს სინქრონიზაციას. ეხლა დავრეკე სილქნეტში და დაბლოკილიაო 123 პორტიო. ვკითხე თუ გამიხსნიდნენ და შეიძლებაო გახსნაო, დაგიკავშირდებიანო მაგრამ უსაფრთხოებაზე თუ პრობელემები შეგექმნებათ ჩვენ არ ვიქნებით პასუხისმგებლებიო. კარგით მეთქი და ველოდები ეხლა როდის დამირეკავენ. ადრე კაუკასისი მქონდა და არ მქონია დროის სინქრონიზაციის პრობლემა, მაგრამ რაც სილქნეტზე გადმოვედი ვერცერთი კომპიუტერი ვერ აკეთებს დროის სინქრონიზაციას სახლში.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.