Jump to content

ditendra08

წევრი
  • Posts

    143
  • Joined

  • Days Won

    6

Everything posted by ditendra08

  1. მაქსიმუმ AMD Radeon RX 6600 ან RX 6650 XT/NVIDIA RTX 4060 or RTX 3060 Ti. ამათზე ძლიერის ჩაყენებას უკვე აზრი არ ექნება, პროცესორი ვეღარ გამოწურავს.
  2. ინექსი საშინელებაა. საშინელი მომსახურება აქვთ. 17 დეკემბერს მიიტანა ამაზონმა ამანათი მაგათ საწყობში. დღეს 25 დეკემბერია და ჯერ კიდევ არ მომსვლია შეტყობინება რომ ამანათი მივიღე. გუშინწინ საიტის მხარდაჭერას მივწერე, ჯერ კიდევ არ მომსვლია პასუხი. მეილზეც მივწერე გუშინწინ, არც მანდ მომსვლია პასუხი. გუშინ მესენჯერში მივწერე და როგორც იქნა იქ მიპასუხეს და მათი პასუხი: "მოგახსენებთ, რომ უკუკავშირი მოხდება, ბოლო მიწერიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სამუშაო საათებია, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, შაბათს 10:00 სთ-დან 16:30 სთ-მდე, კვირას ისვენებენ." ანუ კიდევ 1-5 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა ველოდო პასუხის მოსვლას თუ რა ხდება ჩემს ამანათზე რომელიც კვირაზე მეტია არ ასახულა ჩემს კაბინეტში... საშინელებაა. პასუხის გაცემას 1-5 სამუშაო დღე რატომ უნდა უნდოდეს? იმედია საერთოდ არ დამიკარგეს ამანათი... მალეოს ვცდი შემდეგზე.
  3. ფრთხილად ქენი. მე გამეღუნა და 1 ფეხი საერთოდ მომიტყდა მაგის მონტაჟისას. კიდევ კარგი, გოგლამ მიშველა და ახალი ფეხი დამიმონტაჟეს გოგლამ და მისმა კოლეგამ და გაღუნული პინებიც გაასწორეს. ისე ჩემი შეცდომა იყო რატომაც მოხდა ეგ. ვიდეო ინსტრუქცია მაგის დაყენების ესეთია, და არასდროს დამიყენებია ეგ რაღაცა და ვიდეოში მარტივი ჩანს და მეგონა მარტივი იქნებოდა და ყველაზე დიდი შეცდომა რაც ჩავიდინე - მაზერის ამოღება დამეზარა კეისიდან, მეთქი წამოვაწვენ და ისე ვიზამთქო და დაწოლილზე რომ მოვხსენი ზემოდან, ქვემოთ უკნიდან ჩამოძვრა რაც აკავებს ეგ და ამოვაყირავე ისევ ვერტიკალურად კეისი და წინიდანაც და უკნიდანაც ვცდილობდი დაყენებას და მარტივი არ აღმოჩნდა. ჩამომივარდა პროცესორი ხელიდან საერთოდ და მაგ დროს გაიღუნა რამოდენიმე ფეხი და ერთი საერთოდ მოტყდა. ვიდეოში როგორც შვრება, ეგრე რომ გამაკეთებინა მემგონი ეგ პრობლემა არ დამემართებოდა. ასე რომ ფრთხილად მოეკიდა მაგის გამოცვლას.
  4. ისე დავაკვირდი და DLSS გამორთულზე ვიდეო დაფა უფრო იტვირთება და VRAM-იც უფრო მეტი მიაქვს. ალბათ იმიტომ რომ 2კ-ზე არენდერებს და DLSS ჩართულზე უფრო დაბალ რეზოლუციაა და მაგიტომ, სავარაუდოდ. DLSS გამორთული: DLSS ჩართული
  5. ისე მე თუ მკითხავ თუ მარტო თამაშობ, i9 საერთოდ არ არის საჭირო პროცესორი მაგ საქმისთვის. i7-იც გეყოფა და უფრო გრილიც იქნება. ეს i9-ები ნამეტანი ფეჩებია აი საბენჩაოდ და ქულების დასადებად თუ გინდა, მაშინ სხვა საქმეა, მარა სათამაშოდ i7 ჯობია. არც i7-ებია იდეალურ ტემპერატურიანები მარა i9 საერთოდ ფეჩებია
  6. Arctic Liquid Freezer III Pro-ს გავუწევდი რეკომენდაციას (მე რაც მაქვს). ინდუსტრიული შედევრია ეს ქულერი მე თუ მკითხავ. ყველაზე სქელი რადიატორი აქვს (38mm) ვიდრე სხვა ნემისბიერ 360 AIO-ს, რომელიც იძლევა საშუალებას რომ სითბო უკეთესად გაფანტოს. built-in VRM fan - პომპას თავზე VRM-ის ფენი აქვს, რომელიც აგრილებს დედადაფის კომპონენტების პროცესორის გარშემო. ასევე მოყვება contact frame რომელიც უზრუნველყოფს პროცესორის და ქულერის კონტაქტს 100%-ით ჩვეულებრივი მაზერის ფრეიმისგან განსხვავებით. (The "Offset" Secret (Improved in 2025) This is something Arctic does better than anyone else. Because the "hotspot" (where the heat is actually generated inside the chip) is off-center on Intel Core Ultra CPUs (like your 265KF), Arctic’s frame allows for an offset mount. By shifting the cooler slightly to sit directly over that hotspot, it can drop temperatures by an extra 4°C to 6°C compared to coolers that just sit dead-center.) უბრალოდ გაითვალისწინე მარტივი არ არის მაგის დაყენება და თუ არასწორად იზავ შეიძლება გაგეღუნოს პინები. საუკეთესოა იმათთვის ვისაც ნაკლები ტემპერატურა უნდათ პირველ რიგში (ასევე 6 წლიანი გარანტია აქვს). არის კიდევ Arctic Liquid Freezer III Pro 420 ვერსიაც რომელიც კიდევ უფრო მძლავრია (მონსტრი ქულერი). 140mm ("P14 Pro) ფენები აქვს and 36% უფრო მეტი surface არეა აქვს. ჩემთან, მანამდე მეყენა Thermalright Phantom Spirit 120SE (რომელიც ცნობილია როგორც ერთ-ერთი ტოპ ჰაერის ქულერი) და მაინც ვერ ერეოდა ჩემს პროცესორს სტრესს ტესტში. 105 გრადუსზე ადიოდა OCCT ტესტში. მერე ეს ქულერი ვიყიდე და იმავე ტესტში 95 გრადუსს არ ცდება. მოკლედ, მე ამ ქულერს ვუწევ რეკომენდაციას. ნამდვილი მონსტრია.
  7. ეს ჩემი Samsung 970 PRO (1TB). მინიმალური გრადუსი 27°, მაქსიმალური 54°. ეს კიდევ ჩემი მეორე SSD Solidigm P41 Plus (2TB). მინიმალური გრადუსი 23°, მაქსიმალური 49°.
  8. ჰო, მეც ეგრე ვქენი გიო. მე პირიქით 2ტბ NVMe SSD მაქვს, თამაშების წაშლა დიდად არ მიყვარს ხოლმე და მეც ფაქტიურად გადავსებული მქონდა, უფროსწორად ივსებოდა ნელ-ნელა და ვიყიდე 1ტბ Samsung 970 PRO. ამ სამსუნგზე დავაყენე ოპერაციული სისტემა და თამაშები პირდაპირ 2 ტბ-იან სსდ-ზე გავუშვი. თან ის ფაქტორი რომ სსდ-ები დიდი ალბათობით გაძვირდება, მაგ ფაქტორმა იმოქმედა რომ ვიყიდე ეს 1ტბ-იანი, რომ მშვიდად ვიყო. 2 ცალი HDD-ებიც მიდგას მარა თამაშებს მაგეებზე არ ვწერ. ნუ რათქმაუნდა ყველა თამაში მაინც არ გადმოვწერე იმიტომ რომ ეს 2ტბ-იც არ ეყოფოდა მარტო ისეთი თამაშები გადმოწერე რაც შეიძლება ხელმოეორედ ვითამაშო როცა მომენტარება და ონლაინებიდან Battlefield 2042 დავტოვე მგონი აჯობებს ეხლა ყიდვა სანამ კიდევ უარესად არ ავარდნილა ფასები.
  9. 4k-ზე შეიძლება გაუჭირდეს კი, მე მეგონა 2კ-ზე იყავი შენც
  10. რა რეზოლუციაზე გიო?
  11. 1440p-ზე, მარა DLSS მაქვს ჩართული Quality-ზე (1708x961) - 67%. მოერევა 99% მგონია. ჩემი 3080-იც თითქმის ერევა, ხან ვარდება ხოლმე ფპს, ხან სტაბილურადაა 60-ზე. 5090 კი უნდა მოერიოს უპრობლემოდ.
  12. რაღაც გარკვეულ ადგილებში მაინც დაეწყო ცოტა ვარდნა ფპს-ის RT ჩართულზე და გავთიშე RT. დანარჩენი ყველაფერი ულტრაზე მაქვს დაყენებული და სტაბილურად უჭირავს ფპს. კარგი თამაში ჩანს ისე. ჯერ-ჯერობით მომწონს ძალიან, ატმოსფერო განსაკუთრებით.
  13. მეც პირადად Gemini-ს ვიყენებ ChatGPT-ის ნაცვლად. მთავარი მიზეზი უფასო ვერსიის Chat GPT-ის ლიმიტებია განსაკუთრებით დღიური ლაპარაკის ლიმიტი, როცა მაგ მხრივ ჯემინაის არ აქვს ლიმიტები და ფასიანი ვერსია ChatGPT-ის საკმაოდ ძვირია.
  14. ხო, ჩემთანაც არ ადიოდა 5200მჰზ-ზე მაღლა როცა ბენჩი გავატარე, არადა 5.5 GHz უწერია Max Turbo Frequency. მერე ჯემინაის ვკითხე და იმან ესეთი რამე დამიწერა: You are seeing 5.2 GHz because your stress test is engaging all cores, hitting the power limit, and settling at the chip's maximum stable all-core turbo frequency. You are not seeing 5.5 GHz because that speed is reserved for single-threaded or very light workloads where only one or two cores are active. Your system is behaving exactly as it should under an extreme stress test. If you were to run a single-threaded benchmark, you would likely see that clock speed briefly hit 5.5 GHz on the highest-performing core. ბიოსიდან შეგიძლიაო რომ მოუხსნაო ეგ ლიმიტიო, მარა მაგდენი ჩალიჩი მეზარება ტესტის გამო, თან არ მაქვს დიდი გამოცდილება ოვერქლოქინგში და არ მინდა გავრისკო და დავიკიდებ. მარა როგორც ჩანს ბიოსიდან შეიძლება მოხსნა მაგ ლიმიტის ისე რომ ყველა ბირთვი ავიდეს მაქსიმუმალურ სიხშირეზე დატვითვის დროს.
  15. მე ეს მაქვს - 8BitDo Ultimate 2.4g Wireless Controller With Charging Dock და ძალიან კმაყოფილი ვარ. 2022-ში ვიყიდე და დღემდე უპრობლემოდ მემსახურება
  16. დიდი არაფერი შედეგი მარა იყოს მაინც... R23: ditendra08 - 35107 - core ultra 7 265KF 3.9 GHz @ 5.4 GHz | Photo ---------- CINEBENCH 2024 ditendra08 - 2005 - core ultra 7 265KF 3.9 GHz @ 5.4 GHz | Photo
  17. მაგრად წაიღო ეს თამაშიც. რამხელა სხვაობაა. მახსოვს 10500F პროცესორზე მაგრად უჭირდა, 45მდე ვარდებოდა ფპს. ამ ახალ სისტემაზე კარაქივით მიაქვს ყველაფერი ულტრაზე (DLSS - quality), RT-იც ულტრაზე დავაყენე ყველაფერი. ფპს სტაბილურადაა არ ჩამოდის. პროცესორი მაქვს 35%. ისე ამ თამაშსაც ბლომად ოპერატიული მიაქვს.
  18. ვიყიდე ეს თამაში დღეს და ვაპირებ დავტესტო ჩემს ახალ სისტემაზე. მახსოვს წინა სისტემაზე (i5 10400F) უჭირდა საკმაოდ. საინტერესოა ეხლა როგორ წაიღებს.
  19. კიდევ უფრო და უფრო აიწევს ოპერატიულის ფასები და დიდი ალბათობით სსდ-საც შეეხება. ჯემინაიც ესე ფიქრობს - "Based on current market analysis and reports from major industry sources, the outlook suggests RAM prices will likely continue to go higher, or at least remain elevated, well into 2026."
  20. The Last of Us-საც საკმაოდ ბლომად ოპერა მიქონდა ჩემთან. 29GB იყო მთლიანობაში დაკავებული და აქედან 15GB თამაშს მიქონდა
  21. მემგონი რამოდენიმე წლის შემდეგ საკმაოდ გაიზრდება მოთხოვნა VRAM-ზე ვიდეო ბარათებში, იქითკენ მიდის ეს ყველაფერი. ანუ როგორც RAM-ებზე მოხდა, 4-დან 8მდე, მერე 16-მდე და ეხლა 32 გახდა სტანდარტი. ვიდეო ბარათებსაც ეგეთი პირი უჩანთ. ჯერ-ჯერობით უმეტეს თამაშებში მყოფნის ჩემი 10გბ, სადაც არ მყოფნის ხოლმე ვუწევ ტექსტურებს დაბლა
  22. გამარჯობა, მეც ეგრე ვქენი, ყოველთვე ახალი ნაწილი ვიყიდე და ამაზონიდან თუ იყიდი არ ჯდება ძვირი 1851 სოკეტი. პროცესორი 760 ლარი დამიჯდა განბაჟებიანად და დედადაფა 850. ქულერი AIO ავიღე აქ, PCshop-ში, 350-ად და ოპერები აქ ვიყიდე გოგლასგან 400-ად. ანუ საერთო ჯამში 2360 ლარი დაჯდა აფგრეიდი. გეიმინგშიც და ყველაფერშიც გეყოფა ჩემნაირი პროცესორი. ჯერ თამაში არ შემხვედრია რომელიც დატვირთავს ჩემს პროცესორს ბოლომდე. რა თამაშებიც ვითამაშე ზოგადად 15-20%-ზე იტვირთება ხოლმე მაქსიმუმ პროცესორი. თუ ონლაინ შეჯიბრებით თამაშებს არ თამაშობ როგორიც CS GO არის სადაც ყოველი კადრი მნიშვნელოვანია, მაშინ შეგიძლია თამამად ააწყო 1851 სოკეტზე და რაც მნიშვნელოვანია ის იყიდო რაც შენ გინდა.
  23. პირველი დავხურე რამოდენიმე თვის წინ. შედევრი იყო ყველა მხრივ. 10/10. განსაკუთრებით გრაფიკა ქონდა ულამაზესი. ეს მეორე ჯერ არ მაქვს, საშობაო სეილებზე ვგეგმავ ვიყიდო. ამას და Silent Hill-ს ვიყიდი და თუ ბიუჯეტში ჩავეტიე Resident Evil 4-საც მივაყოლებ ისე ბლომად ოპერატიული მიქონდა პირველს:
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.