-
Posts
143 -
Joined
-
Days Won
6
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by ditendra08
-
დავხურე. ძალიან მომეწონა. Dead Space ვისაც უყვარს მოეწონება. ვიზუალი უმაღელს დონეზე აქვს, ოპტიმიზაციაც ძალიან კარგი აქვს ამ თამაშს. ყველაფერი ულტრაზე + RT. მარტო რამოდენიმე ადგილას ქონდა ფპს ვარდნა. ამასაც და Dead Space-საც ორივეს 10/10-ს დავუწერდი.
-
გამარჯობა, რამოდენიმე ოპცია არსებობს იმისთვის ეგ რომ გააკეთო. იყიდო ისეთი ფენები რომლების საშუალებითაც გააკეთებ daisy chain-ს. აი მარტივად რომ აგიხსნა რა არის, სურათით განახებ. ანუ ერთმანეთზე ამბავ 3 ცალ ფენს და ბოლო ფენის კაბელებს აერთებ მაზერზე (არ შეგეშალოს და 3 პინიანი argb კაბელი არ დააერთო 4 პინიან rgb კონექტორზე (თუ შენს მაზერს აქვს ეგეთი კონექტორი, თორემ დაწვავ ფენს და კონეკტორს, 3 პინიანზე 5 ვოლტი მოდის და 4 პინიანზე 12 ვოლტი). ანუ თუ argb 3 პინიანი კაბელი ექნება შენს ფენებს, მაგ 3 პინიან კაბელს არჭობ 3 პინიან კონექტორს (5 ვოლტი სადაც მოდის) და მეორე კაბელს (pwm) რომელიც არის 4 პინიანი არჭობ sys-fan 4 პინიან კონექტორზე. მე მაგალითად ეგრე მაქვს გაკეთებული ჩემს კეისში. მეორე ვარიანტია argb fan hub/controller იყიდო. ანუ მანდ, აერთებ შენს ფენებს მაგ ჰაბში, ჰაბს უერთებ სატა კაბელს და ჰაბიდან გამომავალ კაბელებს (pwm და argb) აერთებ მაზერზე. ჩემს პირველ კეისზე ეს მეყენა, მარა მაგ ჰაბს ფერების მხარდაჭერა არ აქვს და არც led ფენები მქონდა მაშინ. მეორე კეისი რაც ვიყიდე, იმას თავისი კონტროლერი მოყვა და ლედ ფენები, მარა პრობლემური აღმოჩნდა (ფერების რეჟიმს ხანდახან default-ზე აყენებდა თავისით და ვერაფრით ვერ გავიგე მიზეზი და Mystic Light-ის მხარდაჭერაც არ ქონდა, ამიტომაც გადავწყვიტე daisy chain-ით დაერთება). ამაზონზე ბევრნაირი ვარიანტი დევს ეგეთი ჰაბების, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა არ მქონია არცერთი და ვერ გეტყვი რომელი იყიდო. ჯიტეკშიც აქვთ ეგეთი ჰაბები. მგონი ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება daisy chain-ით გააკეთო წინა 3 ფენი ერთმანეთთან და შენი უკანა გამწოვი ფენი ცალკე, მეორე sys-fan2-ზე დააერთო. უბრალოდ როცა იყიდი ახალ ფენებს, დარწმუნდი რომ daisy chain-ის მხარდაჭერა ექნება, თუმცა უმეტესობა თანამედროვე ლედ ფენებს აქვთ. ასევე კარგად შეარჩიე ფენები, ზოგი ხმაურიანია. ამათ აქებენ ძალიან, მარა ჯიტეკში არ ქონდათ მაშინ რომ ვყიდულობდი. 120მმ ვერსია კი ქონდათ, მაგრამ 140მმ ზომის მინდოდა და ვერაფრით ვერ იპოვეს და ესენი ავიღე, მარა არ ვარ კმაყოფილი, თუ 25%-ზე მაღლა აუწევ სიჩქარეს ხმა აქვთ.
-
HWinf64 - ამ პროგრამასაც ვიყენებ, მარა ამას ვიყენებ system tray-ში (physical memory load, SSD temp, CPU temp & GPU temp რომ აჩვენოს). მეც არ ვიცოდი ოვერლეი მხარდაჭერა თუ ქონდა თამაშში, მაგრამ აღჩმონდა რომ აქვს, თუმცა, ყველა კომპონენტს არ გიჩვენებს, მხოლოდ რამოდენიმეს და ისე კარგად ვერ დააკონფიგურირებ მაგ ოვერლეის თამაშში როგორც MSI afterburner-ით. რა პროგრამებიც ვნახე და ვცადე MSI afterburner საუკეთესოა მაგ საქმისთვის თუ თამაშის დროს გინდა გიჩვენოს კომპონენტების მონაცემები და დააკონფიგურო შენს გემოზე. კი, შეიძლება ძველი პროგრამაა მაგრამ განახელებებით ჩვეულებრივად ახლიდება და არც ისე იშვიათად. ასე რომ თამაშში შიგნით ოვერლეი რომ აჩვენოს msi afterburner-ს ვიყენებ, ხოლო ვინდოუსის თრეიში რომ ვუყურო მონაცემებს მაგისთვის HWinfo 64-ს.
-
მე მონიტორინგისთვის ვიყენებ ამ სოფტს. ახალ თამაშს როცა ვყიდულობ ხოლმე მინდა ვუყურო რომელ კომპონენტს როგორ მოიხმარს და ტემპერატურები როგორია. ოვერქლოქინგისთვის არასდროს გამომიყენებია სიმართლე რომ ვთქვა.
-
ჩემს პროცესორს მოყვა ეს თამაში როცა ვიყიდე. ვნახავ მერე რა ხილია ეს მესამე. ისე პირველი დახურული მაქვს და ნორმ თამაში იყო.
-
Help ლეპტოპი შეშდება და აღარ ფუნქიონირებს
ditendra08 replied to Davit Grdzelidze's topic in დახმარება
ჰარდის პრობლემას უფრო გავს, განსაკუთრებით თუ მას შემდეგ დაეწყო ეს პრობლემა რაც ხელოსანმა გააკეთა. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება თვითონ მაგ ხელოსანს მიუტანო უკან ეს ლეპტოპი და უთხრა რომ ესე დაემართა რაც მაგასთან მიიტანე და გამოასწოროს. -
მაზერი უფრო მგონია მეც ვიდრე კვება. სხვა მაზერ-პროცესორზე დატესტე სისტემა თუ გაქვს საშუალება.
-
KM Player-ის შემქმნელისგან არის ეს ფლეიერი. ადრე (წლების წინ) KM player იყო ყველაზე მძლავრი ფლეიერი, მერე გაყიდეს და შემქმნელმა შექმნა Pot player და როგორც კი გამოვიდა მაშინვე დავიწყე ამ ფლეიერის ხმარება. ისეთივე მძლავრია როგორც თავის დროზე km player იყო. ჩემი აზრით ყველაზე მძლავრია ფლეირებში. VLC უბრალოდ პოპულარულია თორემ feature-ებით ამასთან ახლოსაც ვერ მივა. ისე რაც გამოვიდა იმ დროიდან ამას ვაყენებ ხოლმე default player-ად ვინდოუსში, ხოლო მუსიკებისთვის MusicBee (ყველაზე მძლავრი ფლეიერი მუსიკის კოლექციონერებისთვის).
-
100 ლარით დავაკლებ ფასს. 700 ლარად გაგატანთ.
-
კი, ძალიან კარგი კეისია, თან დამატებით ფენები დავუმატე. როგორც ჩანს მკვდარი სეზონია გაყიდვებისთვის. 100 ლარი ჩამოვაკლე ფასი, მექანიკურ კლავიატურასაც ვაჩუქებ მყიდველს, მარა მაინც არავინ მეხმაურება არ ვიცი მეტი რაღა დავაკლო. ეგეთი კლავიატურა 1 ვნახე მარტო mymarket-ზე და 438 ლარი ადევს ფასი, ლოლ.
-
მეჩქარება ძალიან გაყიდვა, ამიტომ კომბოს თავის კეისთან ერთად გავყიდი 800 ლარში, ხოლო ამ HyperX-ის მექანიკურ კლავიატურას საჩუქრად მოგცემთ. უბრალოდ ძალიან მეჩქარება გაყიდვა.
-
გამარჯობათ, იყიდება კომბო: CPU: Intel® Core™ i5-10400F COOLER: Arctic Freezer 34 eSports MB: Gigabyte B460M DS3H RAM: 64GB (2x32GB) 3200MHz Patriot Viper CASE: Cooler Master HAF 912 Plus (დამატებით მიყენია უკან გამწოვათ 1 ცალი 120მმ-იანი და ზედ ორი ცალი 120მმ-იანი არქტიკის ჩუმი ფანები) ფასი: 800 GEL მეჩქარება გაყიდვა ძალიან, ამიტომ საჩუქრად მოვაყოლებ ამ მექანიკურ კლავიატურას: HyperX Alloy Elite 2. წითელ სვიჩებზეა. ჩვეულებრივი ვერსიისგან იმით განსხვავდება Elite 2 ვერსია რომ აქვს dedicated media ღილაკები და ნახევრად transparent ღილაკები. არ აქვს რუსული layout. ახალი mymarket-ზე ღირს 390 ლარი. ასევე ცალკე გავყიდი მექანიკურ კლავიატურას - HyperX Alloy Elite 2 წითელ სვიჩებზეა. ჩვეულებრივი ვერსიისგან იმით განსხვავდება Elite 2 ვერსია რომ აქვს dedicated media ღილაკები და ნახევრად transparent ღილაკები. 200 ლარად ვყიდი ამას, დაკლებაც მოსულა. ამაზონიდანაა ნაყიდი და არ აქვს რუსული layout. არ მოყვება ყუთები. კლავიატურას აქვს 2 უსბ კაბელი შესარჭჯობად. სურათები ნახეთ აქ.
-
მონიტორები - სიახლეები / განხილვა / დახმარება
ditendra08 replied to GIBSON's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
გეთანხმები. სახლში IPS პანელიანი მონიტორი მაქვს და სამსახურში VA, და ყველაფრით VA მირჩევნია, განსაკუთრებით კი შავი ფერის დამუშავებაში და შავი მნიშვნელოვანი ფერია, განსაკუთრებით თუ სცენა ბნელია. IPS-ს შავი არ უვარგა და საშინელი glowing დაკრავს. ეხლა რომ ვყიდულობდე ახლიდან მონიტორს არც დავფიქრდებოდი, VA პანელზე ავიღებდი. -
მონიტორები - სიახლეები / განხილვა / დახმარება
ditendra08 replied to GIBSON's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
sorry, ძველ პოსტს რომ ვპასუხობ მარა ვათვარიელებდი ამ ტოპიკს და მეც მინდა დაგეთანხმო იმაში რომ VA ჯობია IPS-ს. ორი მონიტორი 1440p მაქვს - სახლში IPS (Dell) და სამსახურში VA (Lenovo). ამ ორიდან აშკარად VA უფრო მომწონს. ფერები უკეთესი აქვს, განსაკუთრებით კი შავი ფერი, სადაც IPS-ს შავი კაპიკად არ უვარგა და glowing-ის პრობლემა აქვთ კიდევ IPS პანელიან მონიტორებს. ეხლა რომ მონიტორს ვყიდულობდე, არც დავფიქრდებოდი მაგ ორს შორის, VA პანელს ავიღებდი. სხვათაშორის მარტო ჩვენ არ ვართ ვინც ესე ფიქრობს. ჯიტეკში რომ ვიყავით და მონიტორს ვარჩევდით ოფისისთვის, თვითონ ჯიტეკის უფროსმაც ეგ გვითხრა, VA პანელს გირჩევთო, თვალებისთვის და ფერების მხრივ და ზოგადად სამუშაოსთვის ჯობია IPS-სო და აბსოლიტურად ვეთანხმები მეც. -
USA2Georgia-ის არ უნდა გაეკარო ადამიანი. პრინციპის ამბავია. ეგეთი კომპანიები უნდა დასაჯო და დაიკიდო, სხვასგან გამოიწერო რომ ჭკუა ასწავლო ეგეთ ღორ კომპანიებს. ყველაზე ძვირიანია და პირდაპირ გძარცვავენ. ადრე კლავიატურა გამოვიწერე და 105 ლარი გადამახდევინეს შიპინგის. მაგის მერე ჩემი ფეხი მაგათთან არ ყოფილა. მე ინექსიდან ვიწერ და პრობლემა არ შემქმნია ჯერ. ერთადერთი კომპანიაა რომელიც რეალურ წონაში თვლის, არ აქვს მნიშვნელობა რა სიმგრძეა ან რა მძიმეა ამანათი. ნელები არიან, მაგრამ პრობლემა არ მქონია. მაგათთან და გავაგრძელებ გამოწერას. ჯობია გვიან ჩამოვიდეს და იაფი გადაიხადო, ვიდრე მალე და ორმაგი თანხა გადააგდო.
-
მონიტორები - სიახლეები / განხილვა / დახმარება
ditendra08 replied to GIBSON's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
მოკლედ სამივე პანელი დავტესტე, TN, IPS და VA და თამამად შემიძლია ვთქვა რომ VA მომეწონა ყველაზე ძალიან. TN პანელს ყველაზე სწრაფი რეაგირების დრო აქვს როგორც მახსოვს, მაგრამ ხედვის კუთხეები აქვს საშინელი, გვერდიდან და ქვემოდან რომ ახედავ რენტგენივით ჩანს და თუ არ მეშლება ყველაზე ძველი პანელია ამ სამიდან. თუმცა სწრაფი რეაგირების გამო როგორც ვიცი ონლაინ competitive გეიმერები (CS-ს და მსგავს თამაშებს ვინც თამაშობენ) ძირითადად ამ პანელს ანიჭებენ უპირატესობას და რაც შეიძლება მაღალ ჰერციან მონიტორებს ხმარობენ. IPS თითქმის ისეთივე სწრაფი რეაგირების დრო რაც TN-ს, თუმცა ხედვის კუთხეების პრობლემა არ აქვს, მაგრამ შავი ფერის დამუშავება აქვს საშინელი და შავ ფონზე ანარეკლის ეფექტი აქვს, თითქოსდა სარკეა უკანო. VA პანელს, არც ხედვის კუთხის პრობლემა აქვს და არც შავი ფერის დამუშავების. აშკარად ჯობია იმ ორ პანელს მაგ საქმეში. უბრალოდ VA პანელს რეაგირების დრო აქვს ყველაზე ცუდი იმ ორ პანელთან შედარებით. საერთო ჯამში, ეხლა რომ ვყიდულობდე ახლიდან მონიტორს VA პანელზე ავიღებდი. ონლაინ ჩემპიონატებში არ ვიღებ მონაწილეობას და უბრალო BF 2042-ის სათამაშოდ გასართობად პრობლემას არ შემიქნიდა. სახლში IPS მაქვს და სამსახურში ეხლა VA დამიდგეს და ეს ბოლო მირჩევნია. და სხვათაშორის დავაკვირდი რომ VA პანელზე სურათზე თუ რამე ხარვეზია და კარგად არაა დამუშავებული სურათი უფრო ეტყობა ვიდრე IPS-ზე და TN-ზე. მაგალითად რაღაც სურათია სადაც ვერ ვხედავდი ხარვეზს და ეხლა რომ დავიდგი VA პანელიანი მონიტორი შევამჩნიე რომ არაა კარგად დამუშავებული ეგ სურათი და შავ ადგილას ეტყობა რომ ვინც დაამუშავა windows 7-ის ტასკბარი ქონდა ოლედზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, არ მქონია შეხება. -
ჩემთან ესეთი პრობლემა მაქვს. როცა BF 2042-ს ჩავრთავ ხოლმე მაშინ გამოდის წუილის ხმა დინამიკებიდან და სულ 0-ზე რომ დავაყენო ხმა, მაინც გამოდის. სხვა დროს არ აქვს ლოლ.
-
მე ძალიან არ მომწონს ეს ახალი პროცესორები რაც გამოდის. AMD არ ვიცი, არ მქონია, მაგრამ ინტელის ბოლო პროცესორები, განსაკუთრებით i9-ები და i7 ჩვეულებრივი ფეჩებია. ფაქტიურად ტოპ ჰაერის გაგრილებებიც ვერ ერევა. 14700k პროცესორი ვიყიდეთ და საშინელი ფეჩია. ადრე ენერგო მოხმარებაზე ახდენდნენ ფოკუსს და მომწონდა, მარა ეხლა როგორც ჩანს დაიკიდეს ენერგო მოხმარება და მთავარი აქცენტი სიმძლავრეზე აქვთ გაკეთებული. იმედია მომავალში შეიცვლება სიტუაცია...
-
კი სამუდამოა. მე მაქვს ეგრე ნაყიდი. კარგი ისაა რომ დიდი ალბათობით ახალი ვერსია როცა გამოვა ვინდოუსის იმაზეც უფასოდ გადახვალ ნუ ყოველშემთხვევაში მაიკროსოფტი ჯერ-ჯერობით ყოველთვის ეგრე აკეთებდა გადასვლა უფასო იყო ხოლმე.
-
ყველაფერი კლავიატურების და მაუსების შესახებ
ditendra08 replied to George's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
მადლობა ლინკებისთვის მარა იყოს რაც არის. დავიტოვებ ამას როგორც არის. ეხლა კლავიატურისთვის ვაგროვებ ფულს შემდეგ თვეში.- 1438 replies
-
- ინფოები
- განხილვები
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ყველაფერი კლავიატურების და მაუსების შესახებ
ditendra08 replied to George's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
არ გამოვა შეჩვევა ჩემს შემთხვევაში იმიტომ რომ სამსახურში ის Logitech G502 დავაყენე (ბანძ საოფისე მაუსის მაგივრად) და რამდენჯერაც სახლში მოვდივარ G502-ის მერე, ისევ ვრძნობ სხვაობას არ გამიგია ნვიდიას რეფლექსი სიმართლე რომ გითხრა. პირველად მესმის ეგ სიტყვა. რამე ახალი რამეა?- 1438 replies
-
- ინფოები
- განხილვები
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ყველაფერი კლავიატურების და მაუსების შესახებ
ditendra08 replied to George's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
ვერ შევეგუე მაინც ამ მჩატე მაუსს. ჩემი ძველი G502 სამსახურში წავიღე და იქ ვხმარობ და სახლში რომ მოვდივარ და Basilisk-ს ვხმარობ, მაინც ვგრძნობ სხვაობას და არ მომწონს ეს მჩატე შეგრძნება. ეგ შეგრძნება რაღაც უხარისხო, პლასტმასის შეგრძნებასთან ასოცირდება ჩემში, მიუხედავად იმისა რომ ვიცი რომ უხარისხო არაა. უბრალოდ არ მომწონს მჩატე მაუსები და ეგაა. 4/5 დავუწერე ამაზონზე შეფასება ამ მაუსს მაგის გამო. იდეალური მაუსი იქნებოდა სიმძიმეების ჩასადები რომ მოყოლოდა როგორც G502-ს მოყვება მიუხედავად იმისა რომ არ გამომიყენებია G502-ზე, ისედაც მძიმე მაუსია დამატებითი ჩასადებების გარეშე. აი ამასაც რომ მოყვებოდეს მართლა იდეალური მაუსი იქნებოდა და ორივე კატეგორიას გაახარებდა - მჩატე და მძიმე მაუსის მოყვარულებს. დანარჩენი სხვა მხრივ მართლა ძალიან კარგი მაუსია.- 1438 replies
-
- ინფოები
- განხილვები
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ყველაფერი კლავიატურების და მაუსების შესახებ
ditendra08 replied to George's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
მადლობა ხო მიჩვევის ამბავია. დრო მჭირდება და ესეც მძიმედ მომეჩვენება. სოფტს ვიყენებ მე. განათება ჩემს გემოზე დავაყენე რომ 10 წუთში გაითიშოს არა აქტიურობის შემდეგ და გვერდითა ღილაკებს ვცვლი ხოლმე ყოველთვის. სტანდარტულად პირველი ღილაკი არის forward და მეორე back, მარა მე პირიქით ვარ შეჩვეული. პირველ ღილაკზე back უფრო მეკომფორტულება და ხშირად ვიყენებ ხოლმე მაგ ღილაკს როცა უკან მინდა გასვლა. DPI 1200-ზე მაქვს მე. არ ჩანს ეგ Logitech ცუდი, მაგრამ მედია ღილაკები არ აქვს მაგას და არ გამოდგება ჩემთვის. მედია ღილაკები სუპერ მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩართვა დაპაუზება სიმღერის ან უკან და წინ წასვლა სიმღერის პლეილისტში და ხმის აწევ დაწევის ღილაკი.- 1438 replies
-
- 1
-
-
- ინფოები
- განხილვები
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ყველაფერი კლავიატურების და მაუსების შესახებ
ditendra08 replied to George's topic in ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
ჩამოვიდა როგორც იქნა Razer Basilisk V3. მომეწონა ძალიან. Matte ზედაპირი რომ აქვს პრიალას მაგივრად ეგეც მომწონს. ვიზუალით უკეთესად გამოიყურება ქვემოთ RGB განათება რომ დაკრავს. სქროლის ბორბალი უფრო ჩუმია ვიდრე G502-ის რაც ასევე პლიუსია. ლუფტის პრობლემაც არ აქვს რაც G502-ზე მქონდა. მოკლედ კმაყოფილი ვარ ძალიან. ჯერ-ჯერობით რაც მაუსები მქონია საუკეთესოა. ისე ძალიან მჩატეა G502-თან შედარებით და ცოტა მიჭირს შეგუება. ცუდი არაა, უბრალოდ რაღაცნაირი განსხვავებული შეგრძნებაა ესეთი მჩატე როა. ჰო, კიდევ სოფტიც უკეთესი აქვს ჩემი აზრით. მაგალითად G-hub-ში ვერ აირჩევ რამდენ წუთში გაითიშოს განათება. აქ შეგიძლია 0-15 წუთამდე აირჩიო ან მონიტორთან ერთად რომ გაითიშოს ეგ აირჩიო. ერთი რასაც ვისურვებდი კარგი იქნებოდა რომ დამატებითი სიმძიმეები მოყოლოდა, მარა დიდ მინუსად არ მიმაჩნია ეგ. ზოგად ჯამში მომეწონა ძალიან. შემდეგ თვეს კლავიატურის აფგრეიდს ვაპირებ. ვფიქრობდი რადგან მაუსი Razer-ის მაქვს ბარემ კლავიატურაც Razer-ის ამეღო და რომ გადავხედე full size კლავიატურა მედია ღილაკებით მარტო ეს ვნახე. $175 ძალიან ძვირია. განბაჟებასაც ცდება და ყველაფერს ლოლ. მაგდენს ვერ მივცემ, გამორიცხულია. ისევ HyperX Elite 2-ს დავითრევ. უმაგრესი ფასი აქვს. ჯანდაბას იყოს სხვადასხვა ბრენდის. ეხლაც სხვადასხვა ბრენდის მაქვს 8BitDo ძალიან მაგარი ბრენდია. მაგის კონტროლერი მაქვს თავისი dock station-ით. საუკეთესო კონტროლერია რაც მქონია ჩემი აზრით.- 1438 replies
-
- ინფოები
- განხილვები
-
(and 1 more)
Tagged with:
-
ხო მეც bf3 და bf4ს ვთამაშობდი სანამ ამას ვიყიდდი. ძველი დრო და იარაღები არც მე არ მიყვარს. Call of dutyები არცერთი არ მომწონდა ონლაინში. ეგ Warzone წავითამაშე ცოტა და battle royale ჟანრია რომელიც ძალიან არ მიყვარს, ასე რომ არც გამიგრძელებია ისე წავშალე. ონლაინ თამაშებიდან rainbow six siege, the division, for honor, CSGO, rainbow six extraction, dead by daylight - ამეებს ვთამაშობდი ერთი პერიოდი მარა ყველა მომბეზრდა. ეხლა ძირითადად ან ამ ახალ bfს ჩავრთავ ხოლმე ან ready or notს და ეგაა. ისე რაღაც Facebook ის თამაშს ვთამაშობ აქტიურად წლებია და მაგ თამაშზე წინ არცერთ თამაშს არ ვაყენებ და ფულსაც ვრიცხავ ხოლმე პერიოდულად იმ თამაშში. დღის უმეტეს ნაწილს მაგ თამაშს ვუთმობ და საღამოს ცოტა დრო თუ მომრჩა bfს ჩავრთავ ხოლმე.
