-
Posts
7828 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
48
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by NEIRON
-
ზოგს ალბათ დაგაინტერესებთ,რა არის ჩემი ამ ნახელავის შინაარსი,არც კი მითქვამს რომ დავამზადე ახსნა ამ ნამუშევრის სახელია "წუთისოფელი" ,ძალიან კარგად ერგება ეს 1 სიტყვა,იმ შინაარს რაც მასშია (ჩემი სუბიექტტური აზრით) : კარის წინა სპილენძის მილი გატეხილია,თითონ გაგლიჯესო,ეს არის ურთიერთობის დაწყება,მას მერე კარია საკეტით,ეს ახალი სიცოცხლის შექმნაზე მინიშნებაა,ამას ვწყვეტთ ჩვენ ,ამ კარს მიღმა კი გამოსავალი მხოლოდ ერთია,გარდაუვალი და რჩება მხოლოდ ის,რითაც გაგვიხსენებენ.
-
ტექნიკის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
NEIRON replied to NEIRON's topic in Hi-tech & General Technology
შეფასებისთვის მადლობა! ინფო განახლებულია,ხვალაც მივამატებ და გადაავლეთ თვალი -
მობილურის ,ზოგი ტელევიზორის და სხვა ელ. ნივთების ელ. მაგნიტური ტალღების ზემოქმედება ეფუძნება თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას ორგანიზმში,რისი ხანგრძლივი ზემოქმედებაც იწვევს მავნე ცვლილებებს ორგანიზმში. რადიოაქტიური იზოტოპი იქნება თქვენს ჯიბეში თუ მობილური.... არ აქვს ამას მნიშვნელობა,ყველა ეს გამოსხივება ეფუძნება 1 მავნე ფაქტორს: იონიზაციას,რასაც ელექტრომაგნიტური ტალღები იწვევენ. ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას მიეკუთვნება : რადიოტალღები,ინფრაწითელი,ხილული,ულტრაიისფერი,რენტგენის და გამა გამოსხივება. იონიზაცია ეწოდება მოლეკულისა თუ ატომის მიერ ელექტრული მუხტის შეძენას. ატომში პროტონი დადებითად დამუხტულია,ნეიტრონი-ელ. ნეიტრალურია,ელექტრონი კი უარყოფითად დამუხტული გახლავთ. დადებითად თუ უარყოფითად დამუხტვა ატომის თუ მოლეკულის,დამოკიდებულია ელექტრონების შეერთებაზე და დაკარგვაზე. მაგ:დადებითად დამუხტვა მიიღწევა ელექტრონ(ებ)ის ჩამოცილებით. თვალნათლივ მარტივი მაგალითი გახლავთ ეს სურათი,სადაც როცა ელექტრონს ჩამოვაცილებთ,მივიღებთ დადებით მუხტს და პირიქით. დადებითად დამუხტული ნაწილაკი, ანუ თავისუფალი რადიკალი, ცდილობს შეივსოს ელექტრონთა რიცხვი სხვის ხარჯზე, შესაბამისად, ორგანიზმში მოხვედრისას, იგი „გამოგლიჯავს“ ელექტრონებს სხვა მოლეკულას თუ ატომს და "წყნარდება" ელექტრონების შევსების შემდეგ, ორგანიზმში კი, ის ნაწილაკი, რომლისგანაც შეივსო ელექტრონი, თავადვე იწყებს იმავე ტიპის ქმედებას, რადგან დადებითად დამუხტული ხდება, ეს კი იწვევს ორგანიზმში უჯრედის გენურ დონეზე ცვლილებებს, თუ გენის დაზიანება მოხდა. სიმსივნური პროცესები ხომ უჯრედში გენეტიკური აპარატის გაუმართაობის-დაზიანების შედეგია. დადებითად დამუხტული იონები მავნებელია ორგანიზმისთვის, რადგან თავისუფალი რადიკალების(დადებითად დამუხტული იონები) შებოჭვა ვერ ხერხდება, ამისთვის უარყოფითი იონებია აუცილებელი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი ახდენს გავლენას (მობილური,ულტრაიისფერი სხივები,რენტგენის სხივები...) უჯრედშიდა ცვლილებებზე: უჯრედში მაიონიზირებელი გამოხივება იწვევს თავისუფალი რადიკალების გაჩენას. თავისუფალი რადიკალი(ანუ დადებითად იონიზირებული ატომი) ეწოდება აქტიურ მოლეკულას თუ ატომს,რომელიც იწვევს პათოგნომურ ცვლილებებს ორგანიზმში,რადგან მან უნდა შეივსოს ელექტრონული შრე. ელექტრომაგნიტური ტალღების მოქმედებით წყლის მოლეკულა უჯრედში ( H2O-ს) იშლება H,O,HO2,H2O2 და სხვა ნაერთებად,ეს იონები კი ცდილობენ ელექტრონული შრის შევსებას და აზიანებენ უჯრედს. იონიზაციის ფაქტორი რადგან ავხსენით,გადავიდეთ მათ გამომწვევებზე: როგორ შევარჩიოთ მობილური ელექტრომაგნიტური გამოსხივების მაჩვენებლის გათვალისწინებით მაჩვენებელი განსაზღვრულია მობილურებისთვის SAR(Specific Absorption Rates) ერთეულით-ეს არის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ძალა, რომელიც გამოიყოფა ქსოვილებში 1 წამში. მისი საზომი ერთეულია ვატი/კგ ამ მახასიათებლით იზომება მობილურის მავნე გამოსხივება ადამიანზე ევროპაში ეს მაჩვენებელი არის 2ვტ/კგ-ზე 10გრამი ქსოვილისათვის აშშ-ში - არ აღემატება 1,6 ვტ/კგ-ზე 1 გრამი ქსოვილისთვის ნებისმიერი ბრენდი მობილურის პიკური sar ერთეული, რომელიც GSM დიაპაზონში მუშობს, 2 ვატს არ უნდა აღემატებოდეს. მაჩვენებელი SAR დგინდება ტელეფონის მაქსიმალური დატვირთვის დროს, პრაქტიკაში კი გადამცემის სიმძლავრე დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებზე: თუ უკეთესი ხარისხის კავშირია,მაშინ მობილურის გამოსხივებაც ნაკლებია(ნაკლები ენერგია იხარჯება კავშირის დასამყარებლად). ნებისმიერი მობილურის sar ერთული შეგიძლიათ ნახოთ მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე. მობილური ტელეფონის გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მარტივი წესები, რომლებიც საშვალებას გვაძლევს ელექტრომაგნიტური გამოსხივების მოქმედება დაყვანილ იქნას მინიმუმამდე : 1)თანამედროვე ტელეფონებში ანტენა შიგნითვეა ინტეგრირებული,უფრო ხშირად,ეს ადგილი არის მობილურის სხეულის ზედა, ზოგჯერ კი შუა მესამედი. ამიტომ, საუბრისას უმჯობესია არ შევეხოთ ამ ადგილს. 2)როდესაც შენობა-ნაგებობაში იმყოფებით, სადაც მიღება ნაკლებია, უმჯობესია მოძებნოთ ადგილი , სადაც მიღება მეტი იქნება. 3)როდესაც მობილურის დაჭერა არის ნახევარი, ან ამ მაჩვენებლის ფარგლებში, უმჯობესია საუბრის ხანგრძლივობა დაყვანილ იქნას მინიმუმამდე, ან საერთოდ სმს-ი გამოიყენოთ ამ შემთხვევაში. 4)თუ ხშირად გიხდებათ ავტომობილში საუბარი მობილურით, მანქანის მეტალის სხეული გარკვეულწილად ახშობს რადიოსიგნალს ტელეფონიდან სადგურამდე,ამიტომ სიმძლავრეც იზრდება კომპენსაციისათვის, ამისათვის კი უმჯობესია გადასატანი ანტენა. 5)როდესაც კავშირი მყარდება, GSM ტელეფონები მუშაობენ მაღალ სიმძლავრეზე,ვიდრე კავშირის დამყარებისას,ამიტომ ზარის გასვლის შემდეგ უმჯობესია თუ მობილურს ყურთან რამდენიმე წამის შემდეგ მიიტანთ. 6)მობილურს საძინებელ ოთახში თავთან ახლოს ნუ დადებთ,უმჯობესია გაიტანოთ იგი ოთახიდან ,ან მოშორებითით დადოთ. 1 SAR-ზე ზევით გამოსხივება არასასურველად მიიჩნევა და შეეცადეთ შეარჩიოთ ისეთი მობილური,რომელიც ამ მაჩვენებელს აკმაყოფილებს. მომდევნო ელექტრომაგნიტური გამოსხივენის ფაქტორი,რაც ყოველდღიურობაში გვხვდება,ტელევიზორია,ყველაზე მეტად კი კინესკოპური ტელევიზორი თუ მონიტორი. მარტივად რომ ვთქვათ,აქ გვაქ საქმე რენტგენის გამოსხივებასთან და სხვა ტალღებთან,რომელიც პროეცირდება მონიტორზე ,მონიტორი შთანთქავს რენტგენის გამოსხივების გარკვეულ ნაწილს,ის ნაწილი კი,რაც ხვდება ეკრანს გარეთ,ახდენს ჰაერის დეიონიზაციას,ანუ უარყოფითი იონების მინიმუმამდე დაყვანას ან გაქრობას,რაც ასე ძლიან სჭირდება ადამიანს,რადგან სუნთქვისას მივითვისებთ მხოლოდ უარყოფით იონებს და არა დადებითს(დადებითი იონების ზემოქმედება ყველას გვექნება გამოცდილი:დახუთულ კლასში ან აუდიტორიაში შესვლისას) . კინესკოპური ტელევიზორი ასხივებს რენტგენის სხივებით არამარტო მონიტორის წინ, არამედ უკანაც და უფრო ინტენსიურად ვიდრე წინა მხარეს, ამიტომ ჩართულ მონიტორზე არაა სასურველი ამ ადგილას გაჩერება. ამ ტიპის ტელევიზორის დადგმა არცაა სასურველი თაბაშირმუყაოს პანელებით გადატიხრულ ოთახში კედელთან,რადგან კედელს მიღმაც ატანს ელ.მაგნიტური ტალღები(ეს მონიტორი ხომ უკანა მხრიდან უფრო ასხივებს),სასურველია ამ ადგილიდან მოშორება,ხოლო როცა რკინა-ბეტონის კედლის კუთხეში მიიტანთ ტელევიზორს 0,5 მეტზე ახლოს,აქ საქმე გამოსხივების არეკლვასთნ გვაქვს. თუნდაც როდესაც მიიტანთ მონიტორთან ხელს, თმებს იზიდავს, სწორედ ეს არის დადებითად იონიზირებული ჰაერი, რითაც ჯერდება ოთახი კინესკოპური ტელევიზორის ხანგრძლივი მუშობისას. ამიტომ,მონიტორიდან უნდა ვიყოთ დაშორებულები არანაკლებ 50სმ-სი. რაც შეეხება თხევადკრისტალურ მონიტორებს,მათთან ასეთი პრობლემა არ არის,ისინი არ ასხივებს რენტგენის სხივებით,ისევე როგორც სისტემური ბლოკი კომპიუტერების,მათი ელექტრომაგნიტური გამოსხივება იმდენად მცირეა,როგორიც მაცივრის ან მტვერსასრუტის ... ჰაერის დეიონიზაციის პრობლემების აღმოსაფხვრელად,იყენებენ იონიზატორებს,რადგან ეს აუცილებელია ქალაქში,სადაც უარყოფითი იონების დაბალი მაჩვენებელია,რაც გულ-სისხლძრღვთა სისტემაზეც აისახება . იონიზატორი გამოიყურება ამგვარად,არის ასევე კონდინციონერებში ინტეგრირებულიც იონიზატორების სხვადასხვა ტიპი არსებობს,რომელსაც მუშობის სხვა და სხვა პრინციპი აქვს,ამიტომ შეძენამდე აუცილებლად გაეცანით მის ხმარების წესებს. იმისათვის, რომ ზემოთხსენებული მასალა გავაანალიზოთ,ელექტრომაგნიტურ გამოსხივების გასაზომად იყენებენ საერთაშორისო ერთეულს:ზივერტს (აგრეთვე სხვა ერთულებსაც,მაგრამ ხშირად ხმარებაში ეს ერთეულია). ზივერტი ,მარტივად რომ ვთქვათ,არის ენერგიის რაოდენობა,რომელსაც შთანთქავს კილოგრამი ბიოლოგიური ქსოვილი. მაიონიზირებელი გამოსხივების დოზა, რომელსაც შთანთქავს ორგანიზმი წელიწადში 2,4 მილიზივერტს არ უნდა აღემატებოდეს. მაგ: 0,03 მილიზივერტი დასხივება არის კბილის რენტგენოგრამის გადაღებისას 0,1 მილიზივერტი,გამოსხივების დოზა 1 სთ. მზეზე გარუჯვისას 0,005 მილიზივერტი,ტელევიზორის ყურება (კინესკოპური) 1 წლის განმავლობაში,ყოველდღიურად 3 საათის განმავლობაში. 10 მილიზივერტი,გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების შედეგად. თუ ადამიანმა მიიღო 50 მილიზივერტზე მეტი დასხივება,მან არ უნდა გადაიღოს რენტგენი(ელ.მაგნიტურ გამოსხივებას უნდა მოერიდოს),100 მილიზივერტზე მეტი დასხივებისას კი,საერთოდ არც კი გაირუჯოს. ადამიანის ორგანიზმში ელექტრომაგნიტური გამოსხივების ერთი და იმავე დოზა არ იწვევს მსგავს შედეგს,რადგან თითოეული ჩვენგანის ორგანიზმი სხვადასხვაგვარად რეაგირებს.
- 13 replies
-
- 22
-
-
ჩემი ბიზნესის ჩაძირვა უნდათ ,სპეციალურად აკეთებენ,რათ უნდა კეისს გვერდით ფანჯარა ,მეც დამიტოვონ რა საქმე მადლობთ ნიუსისთვის!
-
ფოტომოყვარულებო,არ გამაზოთ ასეთი შანსი, 27 აგვისტოს პირველის ნახევარზე,ცაზე "2 მთვარე" იქნება,ასეთი თანხვედრა მარსის და მთვარის 2287 წელს მოხდება მომდევნოზე,ასე რომ,ასეთი ბუნების ექსკლუზივი,დასაკარგი არაა.
-
ექსკლუზივი იქმნება აქ>>>don`t click
-
ეგ ტემპერატურა დატვირთვაზეა თუ ისე? მაქსიმუმ რამდენზე ადის დატვირთვისას
-
ქეისის მოდინგი ექსტრემალურ სიტუაციაში
NEIRON replied to usermafia's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
თუ პრინტერი არ გაქვს სახაზავით გადაზომე ხვრელების გარე კიდეებს შორის სიგრძე ,თუ 11 სმ-ა, 120მმ-იანი ფანი დადგება,თუ 7,4სმ-80მმ-იანი წავა. -
რა სიმძლავრეს მოითხოვს შენი სისტემა,მაგაზეა დამოკიდებული,700 ვატიან ბლოკს რა დატვირთვაც ექნება,იმდენ დენს მოიხმარს,ასევე,გააჩნია რა სერთიფიკატის მქონეა სმარტ უპს-ი იყიდე,უფრო დიდხანს ემსახურება აკუმლატორი.
-
ცოტა უკმეხადაა ნათქვამი,მაგრამ გასაგებადაა რა
-
ზოგადი საუბრები მოდინგზე,რჩევები ...
NEIRON replied to NEIRON's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
ლამაზი მოუფიქრებია და განუხორციელებია შემქმნელს: -
მodelis nomeria da ჩაწერის სიჩქარეები ნახე ნეტში,ვფიქრობ,არ ექნება მაღალი სიჩქარე,ფასიც საეჭვოდ დაბალია,88%-იანი ფასდაკლება რაღაც ნიტოდ მოქმედებს.
-
ნორმალურია,ძირზე სამწუხაროდ რეზბის მოჭრა ძნელი იქნება ხვრელების განლაგების გამო
-
აუქციონია ეგ,ამიტომ ბოლო დღისკენ ფასი აიწევს (Aug 31, 2012)
-
როგორ მზადდება და მუშაობს ხელსაწყოები
NEIRON replied to NEIRON's topic in Hi-tech & General Technology
როგორ მიიღბა რკინა -
გიშერის ქვის დამუშავებაც ვცადე ალმასის ქვით მოვათალე 4 მმ-იანი ფირფიტა,მერე კი ჩემ პატარა ტაჩილაზე დავამუშავე კუთხეები,დასამუშავებლად გვჭირდება ალმასის დისკო. ეს არის შუალედური შედეგი,კიდევ დამუშავება უნდა რომ საბოლოო ფორმა ,გარეგნობა მივცე:
-
ძირი დასრულებული,დავორონიებული: წინა მხარე არის მარჯვენა მხარე ეს უკანა მხარეა: წინა მხარე ზევით
-
თემა სადაც საინტერესო მონაკვეთები დაიდება
NEIRON replied to NEIRON's topic in Hi-tech & General Technology
გაზის კამერები,სადაც ნაცისტები ხალხს ხოცავდნენ, 1941 წელს აუშვიცში გამოსცადეს მანამდე კი,ამერიკელებმა ჩაატარეს ცდა ნევადას შტატში,1923 წელს ციხის სტომატოლოგ ტერნერის ინიციატივით,პირველი ცდა ჩტარდა მძინარე მსჯავდებულებზე,რადგან ასე სიკვდილის მოახლოება არ ეგრძნოთ,მაგრამ ამ ექსპერიმენტში 2 ზედამხედველიც გააყოლა საიქიოს ტერნერმა და გადაწყვიტეს ცალკე აეშენებინათ სპეციალური ოთახი,სადაც მსჯავდებულებს დაჟუჟავდნენ ობტამ,რაც განახორციელეს წარმატებით 1924 წელს. იყო ასევე მობილური გაზის კამერები "გაზვაგენ",მანქანა,სადაც გამონაბოლქვით ხოცავდნენ ნაცისტები ხალხს. 1941-დან 1942 წლამდე დოკუმენტებში აღნიშნულია,რომ 97 000 ადამიანი გააგორეს. თავად გაზვაგენ კამერა,ვრცლად კი ვიკიპედიაში მოიძიეთ: -
უი,შემშლია,უცებ ფორუმელ შაკოში შემეშლე ლევან
-
რა სჭირდა შაკო და როგორ გააკეთე? იქნებ სხვებსაც გამოადგეს
-
რასტვარიტელი (რეაქციაში შედის)ადნობს ზოგიერთ წყ-ლის შლანგს და ორგმინას კი თავისთვად,საერთოდ არ გირჩევ გამხსნელის გამოყენებას,ანტიფრიზი შეიძლება,მაგრამ სახლში არაა სასურველი,მომწამვლელია ერთიც და მეორეც. ზოგ ტუმბოში კი გამოიყენება ჰერმეტიზატორი რეზინის და კერამიკის თანაობით და შეიძლება თავისუფლად გამოიყვანოს ტუმბო მწყობრიდან.
-
შეწვა ვიდეოკარტაზე გამიგია,ეგეც კონდერების გაფურჩქვნით,აი მაგაზე კი ვფიქრობ აზრი არ ექნება.
-
შაკო ფორუმ.გე ზე გახსენი თემა,მანდ რამდენიმეა,ვიდაც კარგად ესმის ,CDMA და კიდევ რამდენიმე.
-
ელიავა,მანქანებისკენ განყოფილება სადაცაა იქ აქვთ მაღაზია მსგავსების არ მეგულება
-
ეგ სავულკანიზაციე წნევის საზომიანად ასე 40 ლარი ღირს და რათ გინდა ველოსთვის მანომეტრი და პრიბამბასები რა მარაგი ვერ მიგიხვდი?
