Jump to content

NEIRON

მოდერატორი
  • Posts

    7828
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    48

Everything posted by NEIRON

  1. კრაზანა არააა ბინძური მწერი , არაა საშიში,ცოფი არ გადააქვთ . წყალბადის ზეჟანგით დაიმუშვე ან არყით. თესლური კბენა იცის,გექავებასავით და რამე
  2. გამოკითხვას მოდინგიც დაემატოს -ჩემი ხმა მაგას :xelebi:
  3. დღეს მივაკორექტიე ნამუშევარი ქანქარის სიმძიმის და დამატებითი ელემენტებიც მივადუღე, ასე 60%-ით დასრულებულია შედუღების პროცესი.
  4. აა,მაგისი შეიძლება,მაგრამ ბზარები აქვს ბევრი მაგ ქვას,თუ მთის ბროლია,შეიძლება,მაგრამ პაბედიტს სჯობს სპეციალური სვერლო
  5. მშვენიერია,დასდე ხოლმე შიგადაშიგ . გიშრის ქვაზე ამბობ?! უბრალოდ ვერ ვამუშვებ სრულყოფილად ქვას ხელსაწყოების არქონის გამო,მაგის დამუშავებამ კაი 3 საათი წაიღო ,ახლა დახვრეტა უნდა .... საჭრელად კი დაჭრი ალმასის ქვით,მაგრამ მტვერი აქვს საშინელი.
  6. თუ დაგაინტერესათ ტექ. მხარე, მკითხეთ , სინჯეთ თქვენც დაამზადოთ,ჰობი საჭიროა-აუცილებელია.
  7. გამშვები მექანიზმის დამზადება: ზედა დეტალები არის ქანქარის დასაკიდი, დანასავით ალესილ პირზე დაეკიდება ქანქარის რგოლი: ნედლი ვარიანტი: რათმაუნდა ქანქარას უნდა ბოლოსკენ სიმძიმე,ეს ჯერ დაუსრულებელია:
  8. რაღაც საეჭვოდ იაფია საკმაოდ დიდი ტევადობის აკუ, თან კომენტარებიც ვერ ვნახე
  9. ბარახოლკაზე გაიარე მშრალ ხიდზე,ექნებათ,ან შტეკერის დიამეტრი დაწერე ზუსტად აგერ მოვძებნე http://dac.ge/category.php?catid=31&subcatid=133 სარჩევის შუაშია,ოდნავ ქვემოთ რამდენიმენაირი შტეკერი
  10. მე ამ მხრივ არ გამეგება სამწუხაროდ აკაკ
  11. თემა შინაარსობრივად რომ გააფორმო,უფრო მეტი შემოვა და პასუხსაც გაგცემენ.
  12. ვაკო თუ აქ აპირებ ყიდვას ,არც შეცვალო,ფეიკი მილიამპერები არ წყვეტს მუშაობის რესურსს. აკუს შერჩვა კაი საჩლიჩოა და გირჩევ,მაინც,სანამ იყიდი,რევიუები დაძებნე, რადგან აკუს მილიამპერები ელექტროდების ფირფიტების სისქეზეა დამოკიდებული,რაც თხელი ,მით მეტს იტევს.
  13. გაგიმარჯოთ! გიფ გამოსახულება როა ინდური ფილმიდან,ცხენს რომ დააწვენს და სატვირთოს ქვეშ გააძვრენს,დამილინკეთ თუ გეცლებათ
  14. ჩვენთვის კარგად ნაცნობი 3D გამოსახულება დასაბამს 1890-იან წლებში იღებს, როდესაც ბრიტანელმა უილიამ ფრიზ-გრინმა დააპატენტა გამოგონება სტერეოსკოპური კინემატოგრაფი. მუშობის პრინციპი გულისხმობდა გამოსახულების პროეცირებას 2 ფირიდან მონიტორზე, სადაც სურათები გვერდი-გვერდ აისახებოდა, მაყურებელი კი სტერეოსკოპული ლინზების საშვალებით აღიქვამდა თითოეული თვალისთვის განკუთვნილ გამოსახულებას. ეს გახლავთ სტერეოსკოპი, რომელიც 1849 წელს დევიდ ბრიუსტერმა შექმნა ფოტოების მოცულობით აღსაქმელად, მუშობის პრინციპი შემდეგში მდგომარეობდა: მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის განკუთვნილი ფოტო გადაღებული უნდა ყოფილიყო თვალებს შორის საშუალო მანძილის გათვალისწინებით, თითოეული თვალისთვის გადაღებული ფოტოს აღქმისას კი მიიღებოდა მოცულობითი ეფექტი. ეს მოწყობილობა გახლდათ ძალიან მოუხერხებელი და თეატრებში მოცულობითი გამოსახულების ამგვარი მეთოდით ყურება,არაპრაქტიკული იყო. დღეისათვის 3დ ეფექტის პრინციპი არ შეცვლილა, ტექნიკურმა მხარემ კი დიდი წინსვლა განიცადა. სტერეოფილმის სრულყოფის გზაზე სტერეოფოტოს განვითრების გზაც განვიხილოთ: სტერეოფოტოს გადაღებისთვის 2 ლინზიანი აპარატი 1853წელს ინგლისელმა ოპტიკათმცოდნემ დააპატენტა. ფოტოაპარატის 2 ლინზას შორის დაშორება 2,5 დიუმი გახლდათ და უკვე შესაძლებელი იყო 2 ფოტოს ერთდროულად გადაღება, ამ აპარატის შექმნამდე კი სტერეოგამოსახულებას 1 ლინზიანი ფოტოაპარატის საშვალებით იღებდნენ მისი ტრაექტრორიის ცვლილებით. 1900 წელს ფრედერიკ იუჯ ივ-მა დააპატენტა კამერა სტერეოგადაღებისთვის, რომელსაც 2 ობიექტივი ჰქონდა, ერთმანეთისგან 4,4 სმ-თი დაშორებით (გამოსახულების მოცულობითად აღსაქმელად ხომ ერთი და იმავე სცენის სხვადასხვა ხედიდან დანახვაა საჭირო, რისთვისაც თვალებს შორის დაშორება გვეხმარება, ჩვეულებრივი (2d) ფილმის ყურებისას კი, კადრები მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის იმავეა ) . პირველი სრულყოფილი 3d ფილმი მაყურებელმა 1922 წელს ლოს ანჯელესში იხილა , გამოყენებული ტექნოლოგია 3დ-ს აღსაქმელად ანაგლიფი იყო . ისტორიით თავი რომ არ მოგაწყინოთ,გადავიდეთ ტექნიკურ მხარეზე: იმისათვის რომ ვნახოთ სტერეოსკოპული გამოსახულება, აუცილებელია თითოეულმა თვალმა ნახოს მისთვის განკუთვნილი გამოსახულება, ამ პრინციპზე დაფუძნებული 3d ტექნოლოგიის რამდენიმე ტიპი არსებობს: ანაგლიფური, ჩამკეტიანი, პოლარიზაციული, ინტერფერენციული, სათვალის გარეშე-ანუ ავტოსტერეოსკოპული ტექნოლოგია. ანაგლიფური სათვალით 3d ეფექტი მიიღწევა სტერეოგამოსახულების შერჩევაში თითოეული თვალისთვის ფერების ბინოკულარული ცდომილების გზით,ანუ მარჯვენა თვალისთვის ანაგლიფური სათვალე წითელი ფერის ფილტრით ბლოკავს ლურჯ ფერს და პირიქით, ეს თეორია გრასმანმა 1853 წელს შექმნა, ანუ მისი პირველი თეორიის თანახმად, თითოეული ქრომატული ფერისათვის არსებობს სხვა ფერი, რისი ცდომილებითაც(მაგ:ანაგლიფური სათვალით ) აქრომატული (შავი,თეთრი) ფერი მიიღება, ამ წყვილ ფერებს დამატებით ფერები ეწოდება და მიეკუთვნება: წითელი და ლურჯი( ან მწვანე) , ფორთოხლისფერი და ლურჯი, მწვანე და იასამნისფერი ... ანაგლიფური სათვალე მოითხოვს გამოსახულების სპეციფიკურად დამუშავებას ბინოკულარული ცდომილების გზით . ანაგლიფური ტექნოლოგიის პლიუსებია: ხელმისაწვდომობა და სიიაფე თავსებადობა უმეტესობა აპარატურასთან : პროექტორი, მონიტორი, კინოთეატრი; გამოსახულების სანახავად არაა აუცილებლობა სპეციალური პროგრამულ უზრუნველყოფა. ამ მეთოდის უარყოფითი მხარეებიც აქვს: ფერების გადმოცემის არასრულფასოვნება, დისკომფორტის გრძნობა 3D ფილმის ხანმოკლე დროით(15 წთ) ყურების დროსაც კი, რადგან ანაგლიფური სათვალის გამოყენების შემდეგ, მომხმარებლის ფერებისადმი მგრძნობელობა მცირდება დაახლოებით ნახევარი საათით, ხანგრძლივი ყურება კი არაა მიზანშეწონილი, რადგან ახასიათებს თვალების და თავის ტკივილი. სტერეოსკოპული გამოსახულების რეალიზების მომდევნო მეთოდს ჩამკეტიანი სათვალე წარმოადგენს. ეს სათვალე ახდენს გამოსახულების გამიჯვნას ერთმანეთისგან, მარჯვენა თვალს მიეწოდება მისთვის განკუთვნილი მონაკვეთი, ისევე როგორც მარცხენას. გამოსახულების არჩევითობა თხევაკრისტალური ლინზების საშვალებით მიიღწევა, რომელიც შუქგაუმტარი ხდება ელ. მუხტის მოქმედების შედეგად. ამ პროცესის მართვა ხდება მაღალი სიხშირით და ჩვენთვის ეს მოვლენა შეუმჩნეველი ხდება მხედველობის ინერტულობის გამო . მხედველობის ინერტულობა ეს არის მხედველობითი რეაქციის შენელება მოძრავი საგნების თუ გამოსახულების მიმართ, რა დროსაც მიიღება სიგლუვის ეფექტი და მილიწამებში უძრავი კადრების მიმდევრობით აღბეჭდვა ტოვებს მოძრავის შთაბეჭდილებას ,თუ მისი სიხშირე წამში 16 კადრს ქვემოთ არაა . ჩამკეტიანი სათვალის მეთოდი წარმოადგინა 1858 წელს დ.ალმეიდამ, კინემატოგრაფიაში კი ე.ბენკლიმ ეს მეთოდი 1936 წელს გამოიყენა. თხევადკრისტალურ ჩამკეტებს აქვთ უარყოფითი მხარეებიც: სინათლის ნაკადის შესუსტება თხევადკრისტალური ლინზის მიერ გამოსახულების გაორების ეფექტი ობიექტების სწრაფად მოძრაობისას სათვალის წონითი განსხვავდება, რაც უარყოფითად მოქმედებს ხანგრძლივი ხმარებისას სრულყოფილ სანიტარულ დამუშავებას(მაგ: კინოთეატრში) ცუდად ემორჩილება ელექტრონიკის გამო. ჩამკეტიანი სათვალე XpanD 3Dტექნოლოგიის გამოყენებით ადვილად სინქრონიზდება კადრების სიხშირეზე, სინქრონიზაციაზე ინფორმაცია კი ინფრაწითლი გამოსხივების მეშვეობით მიეწოდება. ამ ტექნოლოგიას იყენებენ nvidia 3d vision-შიც. პოლარიზაციული სისტემა ხაზობრივი პოლარიზაციული სისტემა იყენებს 2 გამოსახულების ერთ ეკრანზე პროეცირებას ორთოგონალური პოლარიზაციული ფილტრების დახმარებით. იმისათვი რომ გამოსახულებამ ხარისხი არ დაკარგოს, საჭიროა მოვერცხლილი ეკრანის გამოყენება. სათვალის ლინზებში ინტეგრირებული ხაზობრივი პოლარიზაცია ორთოგონალურია,ისევე როგორც პროექტირებისას გამოყენებული მეთოდი, სწორედ ამიტომ თითოეული თვალი ხედავს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ კადრს. ზემოთ ხსენებულ ფილტრებს აქვს მინუსი: მაყურებელმა თავი 1 დონეზე უნდა გააჩეროს, რადგან გვერდით დახრისას 3d ეფექტი იკარგება (ამ ტექნოლოგიას იყენებს IMAX 3D). ამის გამოსწორების მიზნით იყენებენ წრიულ პოლარიზაციას სათვალეებში(RealD Cinema და MasterImage). წრიული პოლარიზაციით გამოსწორდა 3d ეფექტის დაკარგვა თავის დახრისას. წრული პოლარიზაციის ტექნოლოგია RealD 3D მდგომარეობს შემდეგში: წრიული პოლარიზაცია IMAX ტექნოლოგიისგან განსხვავებით, სტერეოეფექტს ინარჩუნებს და კადრის გაორება არ ახასიათებს თავის მოძრაობისას. პროექტორი ახდენს კადრების პროეცირებას თითოეული თვალისთვის პოლარიზაციული ლინზების დახმარებით პროექტორზე: საათის ისრის ბრუნვის მიმართულებით მარჯვენა თვალისთვის და პირიქით-მარცხენასთვის. სათვალეები წრიული პოლარიზაცია უზრუნველყოფენ სტერეოეფექტს არასაჭირო კადრების ბლოკირებით. ეს სისტემა უზრუნველყოფს 72 კადრს წამში თითოეული თვალისთვის. კინოთატრებში კი თითოეული კადრი პროეცირდება 3-3 ჯერ, ციმციმის შემცირების და მეტი კომფორტულობის მიზნით . მთავარი პრობლემა პოლარიზაციული სტერეოსისტემის, რომელსაც კინოინდუსტრიაში იყენებენ, არის გამოსახულების სიკაშკაშის დაკარგვა ფილტრების გამო . დიდი ყურადღება ექცევა ეკრანს, რადგან მან არ უნდა შეცვალოს სხივის მიმართულება, ამ პრობლემის გადასაწყვეტად იყენებენ ვერცხლის საფარის მქონე ეკრანს . ინტერფერენციული ფილტრების სისტემა (Dolby 3D) ციფრული კინოპროექტორს, რომელსაც იყენებენ ამ ტექნოლოგიაში, შეუძლია როგორც 2d ,ასევე 3d ფილმის გაშვება. 3d ფილმის გაშვებისას კინოპროექტორის სტანდარტულ ობტურატორს(მექანიკურო მოწყობილობა,რომელიც პერიოდულად კეტავს სინათლის ნაკადს) ანაცვლებენ სხვა 3 დამატებითი ფილტრით ,რომელიც იმავე(წითელი, მწვანე, ლურჯი) ძირითად ფერს მიეკუთვნება, მაგრამ აქვს სინათლის გატარების მსგავსი სპექტრი. 3d-სთვის განკუთვნილი ასეთი ობტურატორი ახშობს ნათებას გაორმაგებული სიჩქარით და აღბეჭდავს ეკრანზე სტერეოგამოსახულებას. რადგან ეკრანზე ყველაფერი აღბეჭდილია, ახლა სათვალეები დაგვრჩა რომ ვუყუროთ: მათშიც იყენებენ ფილტრებს, რომ თითოეულმა თვალმა აღიქვას მისთვის განკუთვნილი გამოსახულება. რადგან ჩვენ ხილულ სპექტრს აღვიქვამთ წითელი, მწვანე და ლურჯი ფერების სინთეზით, კინოპროექტორის ფილტრი ყოფს სინათლის ნაკადს ამ 3 ფერის სხვადასხვა სპექტრალურ მაჩვენებლად. ამიტომ, მაგ: წითელ ფერს, რომელიც ერთ სპექტრშია ხედავს მარცხენა თვალი , მარჯვენა კი ხედავს იმავე ფერს, ოღონდ სხვა სპექტრში. იმავე ხდება მწვანე და ლურჯ ფერზე. ფერთა ტონალური განსხვავება კი კორექტირდება სათვალეში გამოყენებული ფილტრებით . სტერეოფილმი სათვალის გარეშე 3d ფილმის ყურება შეიძლება სათვალის გარეშეც ,სადაც იყენებენ გამოსახულების სივრცობრივ გაყოფას თითოეული თვალისთვის რასტრული მეთოდით. სტერეოგამოსახულების გამიჯვნა ხდება 2 გზით: ოპტიკური და ლინზური . განვიხილოთ ოპტიკური ავტოსტერეოსისტემა: ოპტიკური რასტრის მქონე მონიტორზე გამოსახულება იქმნება წვრილი ვერტიკალური პიქსელების ხაზებით, რომლის წინაც მოთავსებული რასტრი დაშორებულია იმ მანძილით, რაც იძლევა სტერეოფექტს. ამას პარალაკსი ეწოდება, ანუ უკანა ფონზე ობიექტის მდებარეობის შეცვლა მაყურებლის მდებარეობის შეცვლის შედეგად. ამ მეთოდით მონიტორზე იქმნება რამდენიმე ვერტიკალური სიბრტყეები, რაც მისთვის უარყოფითი მხარეა,რის დროსაც მარჯვენა თვალი ხედავს მარცხენას გამოსახულებას. მომდევნო უარყოფითი მხარეა-3D დისპლეის ჰორიზონტალური გარჩევადობის შემცირება 2 ჯერ ჩვეულებრივ მონიტორთან სტერეოსკოპული 3D მონიტორის გამოსახულება არ მახინჯდება იმ შემთხვევაში, თუ თავი გაუნძრევლად გაქვთ, ან მონიტორს გააჩნია ავტოფოკუსირების ფუნქცია მაყურებლის მიმართ. დღესდღობით 3d მოწყობილობები სრულყოფის პროცესშია, რაც არ გვაცილებს მის მავნე ზემოქმედებას, რასაც კიბერდაავადება ეწოდება. კიბერდაავადება არის ფუნზციური დარღვევა,რომელსაც სტერეოფილმის ყურება იწვევს. მისი სიმპტომებია: თავის ტკივილი, სივრცეში ორიენტაციის დარღვევა, პირღბინება და გულისრევა მთავარი მიზეზი ამ ყველაფრის არის სენსორული კონფლიქტი მხედველობის აპარატის ნაწილებს შორის. როცა 3 განზომილებიანი ობიექტი „ტოვებს“ ეკრანს , თვალის კაკლები იხრება შიგნითკენ ,მაგრამ ფოკუსირებას მაინც აგრძელებენ გამოსახულების. ამგვარი მდგომარეობა არ არის ნორმალური და იწვევს ზემოთ ხსენებულ ცვლილებებს.
  15. კარგია,რაც მთავარია,საკუთრი ხელებით და პირველივე მისვლაზე
  16. ამუშვე მონიტორი და აორთქლდება აცადე ასე 3 დღე კიდევ,მონიტორი თვისი სიმხურვალით გამოაშრობს,მანდ ასაორთქლებელი სივრცე ცოტაა ძალიან და კაი ხანიც დასჭირდება. მაგრამ,მინუსი ისაა,რომ წყლის აორთქლებისას მასში შემავალი ნაერთები არ აორთქლდება და კვალი შეიძლება დატოვოს მობის მონიტორი გამოწმენდია მასე,უკანა ამრეკლავ საფარს ცოტა ხანი არ უნდა გამოსაშრობად .
  17. მე ვარ ქარველი,მაშასადამე ვარ "პირატი" კრეკი არის?
  18. მადლობა შეფასებისთვის და შესწორებისთვის ! :)
  19. კატა ნათესავებს ყავს ,მე რაში მინდა,მაგის მოვლის თავი სად მაქვს კი,მაგარი თესლი არსებაა,არ გადაგყვება,იმისტვისაა რომ თავისი გაისწოროს.
  20. მე კი,გზადაგზა ვიცრები ის კატა მაწანწალა იყო,ეს ნახევრად მაწანწალაა და ერთი მაგის დედაც წელიწადში 2 ჯერ რომ არ ავაცრევინო,გავაგდებ .
  21. გაგიმარჯოთ! კატას ცოფის საწინააღმდეგო აცრა ყოველ წელს უნდა?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.