-
Posts
7828 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
48
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by NEIRON
-
არარის პროფესიონალური საიდუმლო , მთვარია ვიმემ მოინდომოს და დაამზადოს მაინც რაც გვინდა არის სპილენძის სულფატი ადუღებულ წყალში გახსნილი და ლაკი, რომელსაც კარგად გამოაშრობ(მე სინთეთიკა მქონდა) და ჩადებ სულფატის ხსნარში ასე 2 სთ-თი. გაუცხიმოვნება სრულყოფილი აუცილებელია, ზედაპირზე არ უნდა შეეხო თითით, გაუცხიმოვნება გამხსნელით 646 და მანამდე გარეცხვა სოდითა და სპირტით. თუ დაინტერესდით, დავწერ კიდევაც თემას ეტჩირებაზე
-
Custom Case - ებს და მსგავსებს ვინ აკეთებს აქ?
NEIRON replied to Delfistyaosani's topic in ყიდვა-გაყიდვა
პმ გამოუშვი ესკიზის ვარიანტი და დაგეხმარები -
"რკინაზე" ეტჩირება, პირველი ნამუშევარია და დავამუღამებ ნახელავებში მერე.
-
ერთერთი მომდევნო ნამუშევარი, ჯერ მხოლოდ რკინისგან მოვქსოვე "ტილო" , საკმაოდ წაიღო დრო, ასე 5 საათი და თითებიც
-
როგორ შევარჩიოთ საზომი ხელსაწყო(შტანგერცირკული)
NEIRON replied to NEIRON's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
მადლობა! ქანჩის მხრივ, თუ გინდა ნორმალური- რუსული იყიდე, "რაზვიდნოი კლუჩი" -ც ნორმალურები აქვს ძველ რუსულს, მე სულ ეგენი მაქვს, ოღონდ, ზოგი ქარხნული ბრაკია ხოლმე, ზოგი ცუდად ნახმარი და უნდა შეარჩიო. ახლანდელი მწარმოებლიდან კი bahcO არის კარგი მწარმოებელი და ერთერთი პიონერიც ,ხელსაწყოები კარგი აქვს ასევე knipex-საც , Snap-on, + ChannelLock http://www.amazon.co...ix=bahc,aps,302 http://www.amazon.co...&qid=1358956331 ქანჩის გასაღებსაც ასევე, რუსულს გირჩევ, რადგან ახლანდელი "წმინდა ჩინური " მწარმებლების ქრომ-ვანადიუმის ნაჯერობის მეტალში არ მჯერა, საკმაოდ ადვილად ცვეთადია. მარტივად ვსინჯავ ხოლმე თუ რა ვიყიდე, ნატფილი(პატარა წმინდა ქლიბით) გაუსმევ სატესტოს და ნაყიდს, ძირითდად ამ დროს 1- ცალ ფირმის ხელსაწყოს ვყიდულობ ხოლმე. რიკოს ფირმა არის ნორმალური რაც შემოდის ჩვენთან, მაგისი ქანჩი მაქვს და ნორმალურია, აი კუსაჩკებში და პლასკაკუცებში კი, ვერ არის კარგი, მაგის კუსაჩკები ისე რა მეტალია, თუმცა, 1 5 ლარად, მეტის მოლოდინი ბევრია, კარგი 90-100 ლარამდე ღირს. ატვიორკების მხრივ კი, კაი ხანია არ მიყიდია, 4 წლის უკან ვიყიდე და ძალიან კარგი გამომადგა, 3 ლარი მივეცი 1 ცალს და პირები დღესაც საღი აქვს, ფირმა არ ვიცი სამწუხაროდ, ამდენი გამოყენებით გადაიცვითა მწარმოებელი. -
ვიცი, არასდროს ვიყენებ ხოლმე მაგას, კარგი ხარისხისები არაა ხოლმე, ვინტსაც ადვილად უფუჭდება თვი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ასე იყო:)
-
კედელში გასაშვები სამაგრები, ნაძვები-მსგავსი ფორმა აქვს , იყიდე თეთრი და რაც შეიძლება სქელი კვეთის ვინტი და არა 3 მმ-იანი ღერძის მქონე, ეს არაა საკმარისი. ზოგი კედელში გასაშვები პლასმასა ძალიან დამყოლია, მაგრამ წავა მაინც. თუ გაინტერესებს და მოვიძიე, გადავუღებ.
-
ჩვენი ნამუშევრების გამოფენა ხომ არ მოვაწყოთ?!
NEIRON replied to NEIRON's topic in ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
მადლობა თანადგომისთვის! აბა გამოვცოცხლდეთ და აზრი დავაფიქსიროთ -
როგორ შევარჩიოთ საზომი ხელსაწყო(შტანგერცირკული)
NEIRON replied to NEIRON's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
მადლობა გურამ! მომდევნოზე სხვა ხელსაწყოებზეც დავწერ, პირველ რიგში: ბალგარკაზე მინდა დავწერო, უმეტესობა რომ ყიდულობს ბრმად ყიდულობს ამ ხელსაწყოს, რომელიც შეცდომას უბრალოდ არ გაპატიებს. 50 ლარიან და 300-იანს შორის კი განსხვავება მარტო მუშაობის რესურსში არაა. 90%-ზე მეტი კი ექსპლუატაციის ინსტრუქციას საერთოდ არც კითხულობს და არც აინტერესებს, არადა საქმე სიცოცხლეს ეხება. +18 http://www.google.ru/#hl=ru&newwindow=1&tbo=d&output=search&sclient=psy-ab&q=%D1%81%D0%BC%D0%B5%D1%80%D1%82%D1%8C+%D0%BE%D1%82+%D0%B1%D0%BE%D0%BB%D0%B3%D0%B0%D1%80%D0%BA%D0%B8&oq=smert+ot+bolgarki&gs_l=hp.1.0.0i13l3.1157.10536.0.11158.24.23.1.0.0.0.226.3029.1j21j1.23.0...0.0...1c.1.lDre0P8fiS0&pbx=1&bav=on.2,or.r_gc.r_pw.r_qf.&bvm=bv.41248874,d.Yms&fp=69cf8c592f043b73&biw=1440&bih=773 -
გაგიმარჯოთ ფორუმელებო! დღეს მცირედი ახსნით შემოვიფარგლები თუ როგორ შევარჩიოთ შტანგერი და როგორ მოვახდინოთ სწორი ექსპლუატაცია. შტანგერი არის ციფრული და მექანიკური, მე განვიხილავ მექანიკურის ერთ-ერთ ვარიანტს , რადგან მარტივი და მუშა ვარიანტია, რომელიც ზომავს 0,1 მმ-მდე სიზუსტით და ზედმეტ ექსპლუატაციურ შამანობას არ მოითხოვს. შტანგა მოძრავი ჩარჩო შტანგის გრადუირება შიგნითა საზომის ტუჩები გარეთა საზომი ტუჩები სიღრმის საზომი ნონიუსის გრადუირებული გრაფა ჩარჩოს ჩამკეტი ვინტი როგორ შევარჩიოთ შტანგერი: შტანგერები დღეს საკმაოდ ბევრია ბაზარზე ძველი რუსულიდან დაწყებული ჩინურით დამთავრებული. ორივე მათგანი ზომავს ერთი და იმავე სიზუსტით, მაგრამ ყველაზე კარგია შტანგერი, რომელსაც შტანგაზე გრადუირება აქვს ჩაღრმავების გარეშე. ანუ: გვერდითი კიდეები ნახეთ და შუა, სადაც გრადუირებაა, ეს ნაწერი უფრო ქვემოთაა, ვიდრე ნონიუსის გრაფა(ზედა სურათი, აღნიშვნა N7 ) . ეს კონსტრუქციული თავისებურება იძლევა გარკვეულ სხვაობას 0,1მმ -ში გაზომვისას , რადგან ამ ზედა და ქვედა გრადუირებას შორის სივრცე შტანგერზე არა პირდაპირ, არამედ გარკვეული კუთხით შეხედვისას ცვლის მაჩვენებელს. ჩემთვის ასეთი შტანგერი არაპრაქტიკულია ზოგჯერ. გრადუირება სადაცაა ნონიუსის, მივინტულია, შესაბამისად, დროთ განმავლობაში ან უხეში ხმარებისას შეიძლება არევა გრადუირების, ანუ, შტანგერის მაჩვენებელი დახურული ტუჩების მდგომარეობაში 0,0 მმ-ზე არ იქნება და გასასწორებელია(რაც ადვილად ხდება ვინტებს მოშვებით და დარეგულირებით) მსგავს შტანგერს მეტი მინუსი არ აქვს, ყოველ შემთხვევაში არ შემიმჩნევია (ახლა რაც შემოდის ჩინურებია მსგავსი სტილის) . მომდევნო შტანგერი გახლავთ ძველი რუსული წარმოების, რომელსაც გრადუირებული მაჩვენებლის მხრივ არ გააჩნია მინუსი, სიზუსტეც 0,1 მმ- ში და სხვა კონსტრუქციული თავისებურება კარგადაა დაცული. შტანგერის ყიდვისას უნდა შევამოწმოთ და ალალ სიტყვაზე არ ვენდოთ გამყიდველს: 1)შტანგერს ოდნავ ვუხსნით ტუჩებს , ამ დროს გამავალი სინათლის ხაზი მთელ სიგრძეზე ერთი და იმავე სიგანის უნდა იყოს. 2)ვამოწმებთ შიგნითა საზომ ტუჩებს, მათი საზომი ზედაპირები ერთ სისწორეზე უნდა იყვნენ ან ყველაზე კარგია მსგავსად , მიკრომეტრით ან სხვა ზუსტი ორიენტირით გაზომვა მიკრომეტრი ზუსტად 10მმ-ზეა დაფიქსირებული, შტანგერით გაზომვისას იმავე ზომა უნდა მივიღოთ(ამ შემთხვევაშიც შტანგერი გამართულია) 3)სიღრმის საზომის გატესტვისას არაა ბევრი ფილოსოფია საჭირო, მთავარია არ ირყეოდეს სიგრძივი ღერძის პარალელურად. ვამოწმებთ მარტივად, ხელით(ძირითადად ეს ნაწილი გამართულია ხოლმე) . ვამოწმებთ სიღრმის საზომს, ზუსტად ერთ სისწორეზეა თუ არა შტანგის ძირთან. 4)ნახმარი "შტანგერცირკული"-ს ყიდვისას ყურადღება გაამახვილეთ სერიული ნომრის დამთხვევაზე შტანგასა და მოძრავ ჩარჩოზე, რისი არდამთხვევაც ამ დეტალების სხვა შტანგერიდან შეთავსების მაჩვენებელია, რაც სიზუსტეზე მოქმედებს : ჩემ ჩემთხვევაში დამწერი ალბათ დაბოლილი იყო, რადგან ზოგ ეგზემპლარზე მშვენივრად და გასაგებადაა აღნიშნული, აქ კი ასეა (თუმცა, ნომერი ემთხვევა) 5) მოძრავი ჩარჩო არ უნდა ირყეოდეს შტანგის სზეულის პარალელურად, გვერდითი რყევა ასე 0,3 მმ დასაშვებია, შეამოწმეთ ესეც ხელით, მცირედი ზეწოლით. 6) "შტანგერცირკული ახალია, არაა ნახმარი" როგორ შევამოწმოთ გვაბოლებენ თუ არა: ვადარებთ შტანგის გვერდითი ზედეპირების გაცვეთის ხარისხს მის ბოლო მონაკვეთთან ყველაზე იშვიათად იყენებენ ბოლო მონაკვეთს (ქვედა სურათზე აღნიშვნა N 2 ) , მეტ ცვეთს კი ექვემდებარება სურათზე აღნიშნული N 1 გაცვეთის ხარისხი ჩანს გვერდითი სავალი ნაწილის მეტალის "გადაგლესვით", გაპრიალებით. პრინციპში მეტი შემოწმება ყიდვისას თუ მოინდომეთ გამყიდველი ალბათ არც მოგითმენთ და თუ არ ყიდულობ გაიარეო გეტყვით , ამიტომ აქ გავჩერდეთ, ეს სრულიად საკმარისია შესარჩევად. სწორ ექსპლუატაციას კი რაც შეეხება, არ არის სასურველი აბრაზიული ნამცეცების მოხვედრა, რაც მექანიზმს სწრაფად ცვეთს. ამიტომ საჭიროა საკერავი ან მანქნის ზეთით გაწმენდა და შემდეგ დაზეთვა. როგორ გავზომოთ შტანგერით შტანგერის გრადუირების საწყისი გაჩერებულია 9 და 10 მმ-ს შორის. გვერდითი გრადუირებიდან კი ხაზი-ხაზზე ემთხვევა მეხუთე დანაყოფი. ანუ 9 მმ-ს + 0,5მმ =9,5მმ-ს. პრინციპში სულ ეს იყო
-
ჩემი აზრით, იოლია და ოპტიმალურია: 10 ვატიანი ნათურა კეისში, 220 ვოლტიანი, მცირე თბოგამოყოფა აქვს და დანარჩენ ნიუანსებს თქვენც დასვამთ, 1 ცალ თუ ზედმეტია, 2 ცალს ჩართავთ პარალელურად და ტემპერატურაც განახევრდება. ან როგორც გირჩიეს, შეფუთვა, პენოპალისტიროლი მშვენიერია მაგისთვის, იაფიც ღირს.
-
ჩვენი ნამუშევრების გამოფენა ხომ არ მოვაწყოთ?!
NEIRON replied to NEIRON's topic in ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
ძალიან კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყავი, თუმა ჯერ ყველაფერი წინაა და რა იცი რა და როგორ იქნება. -
მაგრად მომეწონა, აი მაგარია სხვებს ველი მაგად, დადე აუცილებლად
-
ჩვენი ნამუშევრების გამოფენა ხომ არ მოვაწყოთ?!
NEIRON replied to NEIRON's topic in ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
სამწუხაროდ, მეგონა ცოტა მეტი აქტივობა იქნებოდა, თუმცა, იყოს თემა, ჯერ ყველაფერი წინაა. -
ჩვენი ნამუშევრების გამოფენა ხომ არ მოვაწყოთ?!
NEIRON replied to NEIRON's topic in ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
გაიხარე გურამ! იმედია შემოგვემატებიან კიდევ ფორუმელები -
გაგიმარჯოთ! თემა იხსნება აქ, რადგან ეხება ხელოვნებას. მაშ ასე ფორუმელებო, ბევრი თქვენგანი ამზადებს ლამაზ ხელნაკეთ ნივთებს, ზოგი ლამაზად ხატავს, ზოგი ლამაზ შინაარსობრივ ფოტოს იღებს,ზოგი ჯახირობს რაცხას რკინაზე და ზოგსაც მოსწონს მათი დათვალიერება. თემა ჯერ-ჯერობით არის პრეტესტი და ემსახურება ჰენდმეიტორთა და არამარტო მათ შეკრებას მათი ნამუშევრებითურთ მე მაქვს წინადადება , რომ ერთ მისაღებ ადგილას, არა სადმე გადაკარგულში, შევიკრიბოთ ნახელავებითურთ, საკმაოდ კარგი იქნება. ჩემთვის და ალბათ თვენთვისაც მისაღებია ერთურთის ნამუშევრების ცოცხლად ნახვა და რაღაც ახლის შეძენა ამ ნამუშევრებით. ძალიან საინტერესოა ფოტოგრაფის თუ ხელნაკეთ ნივთში ჩადებული შინაარსის და ხასიათის ისტორიის მოსმენა თავად შემქმნელისგან. რაზეა დამოკიდებული თემის არსის ხორცშესხმა: თვენს აქტივობაზე იქ ნამუშევრებით და არა მარტო აქ ფორუმზე, ორგანიზაციული საკითხის მოგვარებაზე შევეcდები მაქსიმალურად გავიგო რა და როგორ-მას შემდეგ, რაც თემა შეიძენს არსს), შედარებით თბილ მეტეოროლოგიურ პირობებზე... რაც მთავარია: პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ პროექტი თუ მოგვარდა, მინიმუმ 1-2 თვის მერე განხორციელდება, მინიმუმ. მიიღება ნებიმიერი ნამუშევრის მქონე პიროვნება, ჩვენ შევიკრიბებით იმისთვის რომ შევიძინოთ მეტი, იმისთვის რომ წახალისდეს ხელნაკეთობის სფერო ყველაფერს გადავანაწილებთ თქვენს სასარგებლოდ , რათა მოხდეს ნამუშევრების დასრულება/თავმოყრა/იდეების სრულყოფა. მაშ ასე, გისმენთ :)
-
მშვენიერი ნამუშევარია , ნახატი მომეწონა. ხელნაკეთი "ნავი" მომეწონა, გული "ცბიერ არსებას ჰგავს" ,რაღაც ტიპაჟის ხასიათია ჩადებული , არაა ურიგო :)
-
კომპი არ ირთვება , სიგნალი და მერე არაფერი ეკრანზე
NEIRON replied to NEIRON's topic in აპარატურული პრობლემები
მადლობა დახმარებისთვის/ ყურადღებისთვის პრობლემა მოგვარდა, თემას დავხურავ -
რა კითხვა ჩამიგდე , დასავორნი ხარ :D
-
ჰაჰ, რა ეშველებათ მოსახლეობამ "რეალური"-თ ვაგემეთ და მაგათმა ვირტუალურით მაინც იკაიფონ რა როჟები არიან :D
-
მომდევნო პროექტი მზადებაში , ჯერ რა არის , ვერ გეტყვით, მხოლოდ თქვენს კრეატივზე მინდობა მოგიწევთ ჯაჭვს არც ვიაგრა მიუღია და არც ფოტოშოპით დამუშვება განუცდია
-
ტევადობა იმავე იყოს სასურველია და ვოლტაჟი კი აქვთ იგივე. თუ გამოცვლაა, ყველა უნდა შეცვალო ელემენტი უბრალოდ 1 მინუსია: ცალკე ლითიუმ-იონ-ის ელემენტი 1 ცალი ღირს 22-27 ლარი. http://www.dac.ge/?a...d=8&subcatid=15
-
შიგნით დეტალები არ მოხსნა, არც ამოიღო ქულერი, სადაც მტვერს ნახავ, მოაშორე რბილი ფუნჯით და სულის შებერვით(ან პილასოსითაც, ოღონდ ნაწილებიდან დააშორე, რომ არ მოხვდეს რამეს) პილასოსით გაწმენდისას ქულერი ხელით დაამაგრე, რომ არ იტრიალოს. msgavsi iqneba SenTAn ისე, თემა ოვერქლოქინგში არ უნდა გაგეხსნა, აჩქარებას ხომ არ აპირებ და მაგიტომ.
-
მოხსენი ხუფი და გაწმინდე ქულერზე მტვერი, 66 გრადუსი, დაუტვირთვზე ბევრია, მტვრის ბრალი მგონია, რადგან ბრუნი არაა დაბალი.
-
http://www.cpuid.com/softwares/hwmonitor.html sqrinSoti dade კეისს გვერდი მოხსენი და ნახე ქულერი როგორ ბრუნავს.
