-
Posts
7828 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
48
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by NEIRON
-
გაგიმარჯოთ ფორუმელებო! ფოტოგადაღების სპონსორია AVENGER იმისათვის, რომ მივიღოთ მსგავსი პადი, დაგვჭირდება 6მმ-იანი ორგმინა 24 სმ სიგანის და სიმაღლით ასე 50სმ. ვახაზავთ ორგმინაზე სასურველ ფორმას , სად უნდა ამოვჭრათ ქულერების სამაგრი და მოღუნვის ხაზი ვხვრეტთ ორგმინას აღნიშნულ ადგილას: ვაჭრით ზედმეტ ორგმინას: წითლად აღნიშნულს ჩავჭრით ბალგარკით, რადგან ეს საჭიროა მოღუნვისთვის(სურათზე დააკვირდით მზას და მიხვდებით) სიბრტყეზე ყველა მანევრი დამთვრებულია, დადგა დრო მოღუნვის: მოვღუნეთ ორივე გვერდი, ეს უკვე არის ძირი, დარჩა ზედა ნაწილის მოღუნვა: მოვღუნეთ ზედა ნაწილის ბოლო ფრთაც და გავდივართ ვახდენთ განფუთვას, რადგან ზედა ორგმინა იყო დამცავი საფარით და მუშობის პროცესში მისი აძრობა არაა სასურველი საბოლოო ვარიანტი გახლავთ ეს: მოვარგეთ X-BOX-სს შეიძლება ითქვას, რომ სულ ეს იყო, რაც დარჩა დასაყენებელი ქულერებია და მორჩა.
-
გაიხარე! ესეც რამდენიმე დღის წინ დავამზადე:
-
კარგა ხანია "გამოიყენეთ დრო"-სთვის არ მომიცლია, ასე 70%-ით არის დასრულებული , ციფერბლატმა და ქანქარამ განიცადა დამუშავება . ესეც ვიდეო, ზოგი საათი რომ ვნახე youtube-ზე, ისეთი შთბეჭდილება დამრჩა, თითქოს ხელის გაკვრის ინერციით მოძრაობდა ქანქარა, ჰოდა, ცოტა სხვაგვარად გადავიღე: [media=]
-
ყველაზე მეტად მომწონს დეილ კარნეგის : "ცხოვრების წიგნი"(მთლიანი ნაკრები მისი გამოცემების)
-
eg კუმლატორები მაქსიმუმ 2 წელი თუ გემსახუროს, მაგას ჯობია იყიდო სხვა ფირმის, რომელსაც ნორმალური აკუ აქვს და თუ ეგ უპს-ი გარდაიცვალა, შენს უპს-ში გადაიტან. მე 2 უპს-ი მქონდა, 1 ახალი გარდაიცვალა და მაგის აკუ ჩავსვი უაკუმლატორო apc-ში, 4 ამპერიანი აკუ ჰქონდა იმ გაფუჭებულს , 2007-8 წლიდან დღემდე მუშაობს ეგ აკუ. და აკუმლატორის გამოცვლა არაფერი არაა, როცა დაშლი, აკუსთან 2 წვერი მიდის მარტო, ეგეც წიTeლი და შავი აღნიშნულია აკუზეც და სადენზეც. გადააერთებ და ეგაა, არაფერი მანდ საჩლიჩო არააა.
-
პირველი ოფფ ტოპიკი ვინ გახსნა ? (ამ ფორუმზე არა, წინაზე)
-
Case Modding, პროექტი "მერავიცი"
NEIRON replied to walkman's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
ჩვენთან 1მეტრო 1,5 მეტრზე ღირს 45 ლარი, კარბონი რომ ვნახე, ნორმალური იყო, შავი ბოჭკოებით. ისე შენი ნაყიდი კარბონის სურათი დასდე როცა მოიცლი, თუ რამე, აქ სჯობს ყიდვა თუ იქ (თუ ხარისხი იმავეა ან მეტი ) -
gverdis amochra da danarCeni ukve Senzea, მიგასწავლი სად რა იყიდო :)
-
შენით არ გინდა გააკეთო? ბორმანქანა მოგივა მაგ ფასში, 60 ლარი უნდა და + კიდევ საჭირო ხელსაწყოები რაც გაქვს ახლა, ეგ კეისი დაამოდინგე პარეტოს კანონია ასეთი: 20% შრომა უდრის 80% შედეგს და პირიქით, ამიტომ ეგ კეისი ვერ ამოიღებს იმ ფულს რაც იქნა დახარჯული(ცოტა პესიმისტური მომენტია, როცა უკვე ნივთი მოგწყინდება) , შენი ხელით კი გამოცდილებას შეიძენ ,რაც გაცილებით მეტია, ვიდრე მატერიალური ნივთი.
-
- 1
-
-
თუ გადაღებვას ან შეღბვას ბალონის საღებავით აპირებ, ვერ შეღბავ, რადგან მალე აძვრება.(ასე 6 ბალონის საღებავი გინდა და ეგეც კითხვის ნიშნის ქვეშ აძვრება თუ არა გაწმენდვისას). პირველ რიგში, ხელსაწყოებით დაიწყო სჯობს , ან რა ხელსაწყოები გაქვს, ის კეისი რომ საკაიფო გამოვიდეს აუცილებელია .
-
Case Modding, პროექტი "მერავიცი"
NEIRON replied to walkman's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
მივამატე უკვე უჰ, 1 თვის მერე ხომ გადავიფიქრე მოდინგი :D -
Case Modding, პროექტი "მერავიცი"
NEIRON replied to walkman's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
1 იდეა მომივიდა: სულ დამწყების თვალით რომ შევხედოთ, ცოტა რთულია გამეორება პროცესის , მოდი მცირედი სიმარტივე შევიტანოთ ადვილად გასაგებად ნებისმიერ თემაში , რომ ადვილი იყოს სად ვიყიდოთ ლედ ლენტა(ის რაც ანათებს კვების ბლოკში) : ელიავაზე, სადაც ყიდიან განათებას, მუშაობს 12 ვოლტზე, 1 მეტრი ღირს 6 ლარი სილიკონის საფარის გარეშე, 7 ლარი-სილიკონის საფაით. ფერის არჩევანი არის (მოგიჭრიან ნებისმიერ ზომას, 5 სმ-იანსაც კი ) როგორ დავაერთოთ რომ გაანათოს: მოლექს კონექტორი მოვძებნოთ, აქ არის 4 სადენი, აქედან +12 ვოლტი გამოდის ყვითელი და შავი ფერიდან. გავყვებით სადენს საწყის ადგილას სქემაზე და ვარჩილავთ. ლედ ლენტზე ზედვეა აღნიშვნა + პოლუსის, ამას მიარჩილავთ ყვითელ სადენზე, რაც არის პლიუსი, შავი კი- მინუსია. არასწორად შეერთებისას, კვების ბლოკი და არც ლედ ნათურა არ დაიწვება, სანამ სწორად არ შეაერთებთ(ეს მხოლოდ მაშინ, თუ პლიუს მინუსი აგერიათ) ქულერის შესაღებად მომზადება: სასურველია თუ ქულერს 1000-იანი ზუმფარით გადაშკურკავთ მეტი ადჰეზიისთვის, დამუშვების შემდეგ კი, აუცილებელია გამხსნელით გაწმენდა და შიშველი ხელით არ შეხება საღებავის გაშრობამდე. პულვირიზატორი დაიკავეთ 25 სმ-თს მოშორებით, თითოეულ ფენას აცალეთ გაშრობა 3-5 წუთი, რომ ნაღვენთი არ გაიკეთოს, რაც ძნელი მოსაშორებელია. დაასხით თხელ-თხელი ფენებით. თუ დავამატებთ დამწყებთათვის რჩევებს ამ თემის ირგვლივ, მივამატებ თემის ავტორის მიერ დადებითი პასუხის შემთხვევაში. -
ფლემი ემსახურება გულის ჭიის გახარებას ზოგად საკითხებზე საუბრით, მაგ: დღეს ნეტა არ ეწვიმა, როგორ ხართ, რას აკეთბეთ,თუნდაც ამ თემაზე შენი კითხვა და ა.შ. , მოკლედ არათემატური საკითხები რა
-
მაგის მირჩილვა ადვილია, მიიტანე ნებისმიერ ელ. ტექნიკის შემკეთებელთნ და ეგ არის
-
Case Modding, პროექტი "მერავიცი"
NEIRON replied to walkman's topic in მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
მშვენიერი ნამუშევრებია თუ კორპუსს შიგნითკენაც გადაუკეცე, არამგონია რომ აძვრეს, თუ არადა, მოდინგი შენს ხელშია ველი მომდევნო მოდინგს :) -
ახლა შევიდა კაკრაზ. აუ რა ასწორებს თბილი ქვეყნები , სულ ზაფხული , უუჰ, $#^#(|ი ზამთრსაც, გაზაფხულსაც და შემოდგომასაც ნაწილობრივ .
-
ფბ-ზე შედის თქვენთან?
-
ჩათვალე სტიმულს აძლევ ლატენტურ დამმოდინგებელს.
-
ძალიან კარგადაა, ისე ცალკე თემად ღირს, მსგავსი ნამუშევარი აქ ერთ-ერთ გვერდზე არ უნდა მიიმალოს თუ სურვილი გექნება, თემა გახსენი პროცესის მიმდინარეობის დეტალიზაციით
-
ჩემი სუბიექტური აზრით: სიმკაცრე ცვლის თემის გახსნის რაოდენობას ან ტოპიკის შესაფერისობას, მეტს არაფერს , შემეცნებით მასალაზე ეგ არ მოქმედებს. ამ ფორუმზე ერთერთი მიზეზი თუ რატომ ვარ დღმდე, ნორმალური დამოკიდებულებაა თანაფორუმელების, სადაც მოდერი ვორნს არ დაგადებს უბრალო რამეზე, აგიხსნის კიდეც თუ რა და როგორ. ტოტალური სიმკაცრე თუ წავიდა, ჩემთვის მართლაც უსიამოვნო იქნება, რადგან წესებს აქ არცერთი ვუგულებელყოფთ, ადამიანი კი გაწერილ კანონებზე ვერ ივლის, მცირედი +/- ყველგან დასაშვებია . ახალდარეგისტრირებულს ვორნს რომ დაადებ თემის არასწორად გახსნაზე, ცოტა არ იყოს, ნეგატიური დახვედრაა და არაა სწორი.
-
წინაზე რომ ვწერდით თემას, მუღამი ჰქონდა, დაგეწერა უკეთესი და წაკითხვადი, მაგრამ ახლა ნავიგატორის სტატიებისთვისაც კი არ წერს უმეტესობა, ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ ან რაღაცის სწავლით არიან დაკავებული, ან კოლექტიურ დრაჩოლოგიას აწვებიან . ვორნი და წესის სიმკაცრე რას მოგვცემს? არაფერს, რადგან დაძალება "გამოცოცხლობისაკენ" დიქტატურაა უკვე თანმხლები შედეგებით.
-
შენ მთელი ეკიპირება გქონია, კარგია. ამაზონიდან გამოწერა თორე, აქ რომ დევალტის ინსტრუმენტებზე ვნახე ფასი, გადავიფიქრე ყიდვაც და ეგ ბრენდიც . საჭრელ დისკოს აქვს გათვლილი ბრუნი, არ დაუწიო და მინიმუმზე არ დააუყენო სიჩქარე(ქვაზე აღნიშნული ნომინალი დაიცავი), ქვას უფრო მალე გაცვეთ, აბრაზივი ძვრება და ჭრით ცოტას ჭრის. ამოჭრისას რომ გახვალ კეისის ჟეშტს საჭრელი ქვით, ქვა ჩააღრმავე და ისე ჭერი, ზედაპირზე არ გაატარო, დაწვავს საღებავს. სატესტოდ და შესაჩვევად კი სცადე იმავე კეისზე ამოსაჭრელ და შემდეგ გადასაგდებ ნაწილზე. შენ ნაბორს თუ ალმასის ბორებიც მოყვა, შუშაზეც შეგიძლია გრავირება, ადვილია ძლიან და ლამაზიც გამოდის.
-
მშვენიერი ხელსაწყოა, მშვიდობაში მცირე რევიუსავით დაწერე, ასე 5 ხაზი და პირველ პოსტში მივამატებ კიდეც რომ გატესტავ . ერთი და იმავე კლასია თითქმის ეგ დრემელ 300 -მდე. მშვნიერი ბიუჯეტური ვარიანტია, კონსტრუქციაც იმავე აქვთ დრემელსა და ბლაქ დეკერს, პროქსონზე ცოტა სხვაგვარადაა. ადაპტერი მაგისთვის ვატობის ნამატით იყიდე და არც გაცხელდება, არც არაფერი. ველი ნამუშევრებს :)
