Jump to content

NEIRON

მოდერატორი
  • Posts

    7828
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    48

Everything posted by NEIRON

  1. არ ფუჭდება ეს მიკროტალღურები ? კარჩალეწილი, გვერგშეჭეჭყილი და ა.შ....
  2. ფორუმ.გე ზე შედის თქვენთან?
  3. ნერჟავეიკას ხომ არ იცით სად ყიდიან მარკებით? ტიტანის შენადნობით მინდა, ვერსად ვნახე ელიავაზე, სულ აისი304 აქვთ და ანალოგი 08Х18Н10 არის რამე სპეც მაღაზია სადაც შემოაქვთ? ვიპოვე , იმედია საცალოზე მოჭრიან , ესეც საიტი, იქნებ გამოგადგეთ: http://www.evek.pro/steel-12x18h10t.html ფუფ ამის, რა ჯიშია ეს საიტი ვერ დავადგინე, კონტაქტში საქართველო ვერ ვნახე
  4. ახლა სხვა ტიპის შედუღების აპარატი უნდა დავამზადო ( წერტილოვანი არა)
  5. ასე 5 წელი და მეტი, ნეტში მოდელით დაიძებნება რომელი წლის მოდელია და მოხსნილია თუ არა წარმოებიდან, ზოგს შიგნითვე აქვს აწყობის თარიღი.
  6. გაგიმარჯოთ! ვიყიდი მიკროტალღურ ღუმელს, ძველი წარმოებისას , არამუშას ან მუშას მნიშვნელობა არ აქვს, ვიხდი 20 ლარამდე(მდგომარეობას გააჩნია, დაწერეთ რა აქვს გაფუჭებული).
  7. ძალიან კარგი ციტატაა შექსპირიდან: "არ არსებობს სიკეთე და სიბოროტე, ყველაფერი დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ხედავ ცხოვრებას" ზუსტად ისეთი პერიოდი გაქვს, როცა პიროვნება ცდილობს თვითდამკვიდრებას, დანით და კასტეტით თავს არ იმკვიდრებენ საზოგადოებაში, დღეს სიტყვა და გონებით მართავს ადამიანი და დღევანდლამდე, ყველა ამ ცხოველთაგან, სწორედ ადამიანმა მიაღწია განვითარების მწვერვალს, იმის გამო, რომ შეეძლო გონებრივი განსჯა. საწყენად არ მიიღო
  8. ავღანეთში ცხოვრობ?
  9. მალთუსუს თეორიის რეალიზებაა , მეტი რა უნდა ითქვას ერთ მხრივ კარგ ქმედებას, უდევს რეალური და ჩვენთვის არასასარგებლო შედეგი. ისე არავინ არასდროს არ გააკეთებს სიკეთეს, რადგან ქვემოტივი , რითიც ინიღბება მე მრჩება, "საჩუქარი" კი, იმ სხვას, ვისაც მიაჩნია , რომ ეს კარგია
  10. რაიმე ხელწამოსაჭიდი მინდა, არაფერი მომდის აზრად , რამე დეტალი დაწერე და $#^#(|დები არაქნოფილია დამემართა და კედლის 1 კუთხის გალამაზება გადავწყვიტე რკინის ობობით და მისი ქსელითვე. ობობა, რისი დამზადებაც მიდის, შავი ქვრივი ჰქვია. ეს ქსელი დასამუშავებელია, დღეს მოვასრულე შედუღება და ქსელის ეფექტის მიცემა აკლია. ამ ინოქსის რულონს არ ვიმჩნევთ, კედელზე მაგითია მიფიქსირებული დროებითად
  11. ჰაჰ, იმენა დაფეკალდა მასტი ისეთი სიტყვაა, რომც შეგეშალოს, მაგ 1 ასოზე არ მოგედავებიან , შედეგისთვის კი ფანტაზია არსებობს
  12. ცუდი იმისთვისაა, რომ ქართულად ჩაწერას გუგლში არ ვიყენებ რიგი მიზეზის გამო, მითუმეტეს პარალელურად საიტი მაქვს გახსნილი , ზოგჯერ გავიწყდება რომ გადრთო, დროთა განმავლობაში შეეგუები, მაგრამ მაინც არ მინდა ასე. როცა არ მუშობდა სკრიბტი, ალტ შიბტს ვიყენებდი, მივეჩვიე , მაგრამ როცა მუშაობს არ ვიყენებ, ახლა კიდე შეგუების სიანსები ნაღდად არ მინდა კლავიატურასთან. ან ერთი გააკეთეთ, ან მეორე , ოღონდ ისე, რომ არ ითამაშოთ, რადგან სკრიბტი წინაზე არ მუშაობდა და ინგლისურად წერდნენ და ხსნიდნენ თემებს. ქართული საიტია, იყოს ქართული სკრიბტი, მთლად არაფერს მაინც ჯობია.
  13. ხმა მივეცი არას, დაედითებისას არ მუშაობს ჩემთან შრიბტი, მაგრამ მაინც მოხერხებულია ჩემთვის, საიტის ჩაწერისას გადართვა და ალტ შიფტზე შელოცვა ყოველწამს არ მინდა. თუ გაკეთებაა, გამოსწორება სჯობს, თუ სკრიპტი არ მუშობს , ყველას შეუძლია ისედაც ალტ შიფტის გამოყენება .
  14. გიდრავლიკური დომკრატი 5 ტონიანი და 20 ტონიანი რა ღირს ხომ არ იცით? ან ამ ფარგლებში, + რომელი ფირმაა უკეთესი და გამძლე ?
  15. პლასმასას ულტრაბგერითი აპარატით ადუღებენ , ძვირი კი ჯდება იაფი ვარიანტი კი, რასაც მე ვიყენებ ხოლმე, ხეზე ამოსაწვავია, მაგითი ვადუღებ პლასმასას ხოლმე კაი ხანია, როცა წებო არ გამოდგება დასაწებად. ეგ კი ვიფიქრე თავიდან, ველოს მუხრუჭის ტროსით გავაკეთებ მეთქი, მაგრამ უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა პროცესი დამზადების და სასარგებლო ფართის დაკარგვის ალბათობა იქნებოდა(იქ 2 სადენს შორის ადგილი)
  16. გაიხარეთ დაპირებისამებრ ვიდეოც, ობობას დამზადება ესეც შედეგი: აქ ხელმარცხნივ, დღევანდელი დამზადებულია(რაც ვიდეოზეა) აქეთ ეგ მარჯვენაა:
  17. Socket LGA775 , შესაბამისად კი არა. თემის სათური კარგად გააფორმე, რადგან გაუგებარია თუ რას კითხულობ, სანამ თემას არ ნახავ.
  18. თემასთან რა შუაშია, მაგრამ ნაკეთობების მუტაცია მაგათ გენში როა ფაქტია სააღდგომო კვერცხი რომ კვერცხია, ეგეც კი პლასმასის დაუშტამპიათ და მეტროსთან ყიდიდნენ :lollol:
  19. ცოტა მეტი დეტალები და რატომაც არ შეიძლება, ალკოჰოლის მოყვარული არ ვარ და ჩEმი გამოცდილებით ვერ გეტყვი თუ რა არის მოხერხებული ბობლისა და ლუდის უტილიზაციისას
  20. გაიხარეთ! ახლა $#^#(|დები დავდო ან ხვალ , გამოვძებნი გასაკეთებელს და გადავუღებ.
  21. გაგიმარჯოთ ფორუმელებო! სათაური ზოგს შეიძლება გაუგებრად მოგეჩვენოთ და ავხსნი თუ რისთვისაა : შედუღების მრავალგვარი სახეობებიდან ერთ-ერთია წერტილოვანი შედუღება, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ შეადუღოთ თხელი მეტალი თუ სქელი. ძირითადი დადებითია : დანადგარის კომპაქტურობა , შედუღებული წერტილის სიმტკიცე და შედუღებული წერტილის შემდგომი დამუშავების მინიმუმობა. ანუ ამ აპარატით შესაძლებელია კეისის აწყობიდან დაწყებული, სხვადასხვა დეტალებთ დამთვრებული დავამზადოთ. ადუღებს უჟანგავ ლითონსაც, ასევე ჩვეულებრივსაც. მაგალითად ერთ-ერთი ნიმუშები: ეს 1 თეთრიანები შედუღდა წერტილოვანი სვარკით გადატეხვის მცდელობა და შედეგიც შედუღების მხარეს მონეტა გამოიყურება ასე რა დაგვჭირდება წერტილოვანი სვარკისთვის: ტრანსფორმატორი 1-1,5 კილოვატიანი, ან ყველაზე ოპტიმალური: მიკროტალღური ღუმელი. რა უნდა გავითვალისწინოთ: მიკროტალღური სასურველია იყოს 1200-1500 ვატიანი( ნაკლებს არ გირჩევთ) და ძველი გამოშვების, რომ ტრანსფორმატორის ფერომაგნიტები შედუღებული ჰქონდეს და არა შეწებებული. მე დავამზადე ეს სვარკა მიკროტალღური ღუმელიდან, რომლის მონაცემები იყო: გერმანიაში წარმოებული კარგა ხნის ნამუშევარი, მგონი ჩემი ასაკის მიკროტალღური იყო, რომელიც კიდევ მუშაობდა , მაგრამ ისე შემომეშლა, რომ სახლში მიტანა და დანაკუწება ერთი იყო, სურათები დაშლის პროცესის არ მაქვს სამწუხაროდ . მიკროტალღურის უმეტესობას აქვს ალუმინის ხვია, მე სპილენძის ხვიით შემხვდა, თუმცა, არსებითი მნიშვნებობა ამას არ აქვს. დაგვჭირდება კიდევ: 1)სპილენძის სადენი კვეთით 75მმ2 ან მეტი (ისიც გაითვალისწინეთ, რომ სადენის სისქე მოქმედებს ხვიის რაოდენობაზე, ნაკლები კვეთის კი მალე გაცხელდება ), მე 90მმ2 გამოვიყენე, ჩავამატე სტანდარტულ სადენს 15მმ2. 2)"კლემოები", ესეც სპილენძის აუცილებლად(ზედა საფარს, ზოგი მოკალულია, ვაცლით) 3)რელე და ტაიმერი(თემაში ბოლოსკენ სურათებითაა) 4)სპილენძის ელექტროდები ამ ელექტროდებს შორის ვათავსებთ შესადუღებელ დეტალს და დენის მიწოდებისას შედუღდება ის, სპილენძს კი ელექტროდად ვიყენებთ იმიტომ, რომ სხვა მეტალის ელექტროდი შესადუღებელ დეტალსავე მიედუღება 1)მთავარი რაც არის მიკროტალღურში, უნდა იყოს აუცილებლად მუშა ტრანსფორმატორი, რადგან ისე აზრი არ აქვს. 2)აუცილებლად ვამოწმებთ მიკროტალღურს დაშლამდე და არა ცალკე ტრანსფორმატორი, რადგან აქ მოდის 3000 ვოლტი და მისი გატესტვა ცალკე სარისკოა თქვენი სიცოცხლისთვის, ცალკე ტრანსფორმატორის შესამოწმებლად გამოიყენეთ ტესტერი. პირველი რისგანაც დავიწყე, კარკასის შეკვრა/შედუღებაა: [http://s27.postimg.org/ethlx6frn/0202.jpg] მომდევნო ეტაპია ყუთის ჟეშტით დაფარვა, საბედნიეროდ, მიკროტალღურს საკმაოდ ჰქონდა ჟეშტი და მისი გამოვიყენე: ამ საჰაეროს ჩასმა საჭიროა, ან უბრალოდ დახვრეტა, რადგან ტრანსფორმატორი ხურდება მუშაობისას. საბოლოოდ შევფუთე და მივედი ამ ეტაპამდე: ეს ჭრილი ქულერისთვისაა, რადგან გაგრილება საჭიროა. გადავედით ტრანსფორმატორზე: მოვხსნით მაღალვოლტიან ხვიას, რომელიც უფრო წვრილი მავთულითაა დახვეული ასევე ფერომაგნიტის შუნტებს, რაც მარგი ქმედების კოეფიციენტს ამცირებს; ის სადენი, რომელიც ვიყიდე, შემეძლო არც გამეფცქვნა იზოლაცია და ისე დამეხვია ტრანსფორმატორზე, მაგრამ მე სადენის 75მმ22 დან 90მმ2 მდე გავზარდე და მაგიტომ მომიწია ცალკე შუშაბოჭკოვანი საიზოლაციო ლენტის დახვევა სადენზე (სვარკის აპარატებს ახვევენ მსგავსი ლენტით) , + ამ საიზოლაციო ლენტის სისქე ნაკლებია და 2 ხვიის მაგივრად 3 ხვია დაეხვა ტრანსფორმატორს. ტრანსფორმატორი გამოიმუშვებს 3 ვოლტის ფარგლებში, ამპერი 400-500ის ფარგლებში (საზომი არ მაქვს, თეორიულად და ნედლად ) მომდევნო ეტაპია ელექტროდების სამაგრის და დამჭერის დამზადება კონსტრუქცია მცირედით გავართულე და ბერკეტის პრინციპით გავაკეთე, რადგან ასე შემიძლია ნაკლები ზეწოლით დიდი ძალის განვითარება დეტალზე, + ძალის რეგულირებაც(10.....16....37.. კგ და სხვა), რაც ძალიან მოსახერხებელია, რითაც შეიძლება იდენტური შედუღების წერტილების მიღება. აქ დაუკვირდით ელექტროდების სამაგრ რკინას, იგი მაგრდება ტეხსტოლიტის სქელ ფილაზე, რადგან წრედი მხოლოდ სპილენძის ელექტროდებს შორის უნდა შეიკვრას, სამაგრი მექანიზმის 1 მთლიან რკინაზე ასხმა იზოლაციური შრის გარეშე მოკლე ჩართვას გამოიწვევს. ელექტროდები პერიოდულად მოითხოვს გადალესვას, რადგან სპილენძი დამყოლი მასალაა და ზედაპირის დეფორმაცია/ ფართის გაზრდა ხდება. სახსრების დამზადება(ელექტროდების სამაგრი) : შედუღებამდე მორგება მივიღეთ ეს: დაბლითა ელექტროდი წყ+ლის გაგრილების სისტემისთვის იყო, თუმცა, აღმოჩნდა რომ "სახლის პირობებში" არ ცხელდება ისე ძალიან, რომ წყ+ლის გაგრილება დასჭირდეს, ისე კი, მისი აწყობის პროცესი: სამაგრმა მექანიზმებმა ცვლილებები განიცადეს , რადგან ამ 2 თვის განმავლობაში, რაც ვამზადებ, მაქსიმალურად გავამარტივე მექანიზმი იმავე ფუნქციების შენარჩუნებით. თავიდან გამოიყურებოდა ასე: შიგნიდან გამოიყურება ასე: ყავისფერი ტეხსტოლიტის ფილაა, რაზეც ვსაუბრობდი ზევით გაგრილება სეტკის დამზადება: ერთერთი მთავარი შედუღებისას არის დროის მართვა, ანუ შესადუღებლად 1 წამი არის საკმაო დრო, მე 0,1 წამზე მაქვს დაყენებული რელე, დროის ინტერვალს არჩევთ მასალის სისქის მიხედვით, მაგალითად 0,5 მმ-ზე მჭირდება 0,2 წმ, უფრო სქელზე, მაგალითავ 1,5მმ, 0,7 წმ. რელე ასე გამოიყურება: ჩართვის სქემა ზედვეა 2 და 7-დან შედის 220 ვოლტი 1 და 8 დანაც ასევე უნდა მივაერთოთ 220 ვოლტი და გამომავალ 4 და 5-ზე ვაერთებთ რელეს, რადგან პირდაპირ ამაზე რომ ჩავრთოთ სვარკა, ვერ გაუძლებს დიდხანს მუშაობას, რელე კი 50 ამპერზე მაქვს გათვლილი და მშვენივრად უმკლავდება საქმეს. დროის რელე ღირს 16 ლარი ახალი, ასევე ამაზონზეც მსგავს ფასად იყიდება, მეორე რელე კი, ფაქტიურად უხმარი, რაც რთავს ტრანსფორმატორს 4 ლარად ვიყიდე, როცა ახალი 35-40 ლარი ღირს. დროის რელეს ზემოთ,კუთხეში რომ არის, ეგ რელე რთავს ტრანსფორმატორს დროის მოკლე შუალედში. რადგან სვარკას უნდა ჩამრთველი და ცალკე ღილაკის გამოყვანა სახმარად საწვალებელია, დავამზადე ასე: ეს ბერკეტი შეერთებულია შიგნით ჩამრთველთან და მისი ჩამოწევისას(რაც დეტალს აფიქსირებს ელექტროდებს შორის) ავტომატურად ირთვება ტრანსი. წრედის შეკვრისას ტრანსფორმატორი მუშაობს იმდენ ხანს, რაც დროის რელეზეა მითითებული (0,5, 1 თუ 5 წმ). მთავარი პრინციპი შედუღებისას ისაა, რომ ელექტროდები არ უნდა დააცილო ერთმანეთს, როცა დენი მიეწოდება, რადგან დეტალსაც და ელექტროდსაც გააფუჭებთ. ჩემს მექანიზმზე ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ზამბარა ზეწოლას კიდევ აწვდის , ტრანსფრმატორის გათიშვის შემდგომაც. ანუ, სულ დამავიწყდა და არ მითქვამს, რაში მინდა ის ზამბარა: ამ ზამბარის შეკუმშვით ვარეგულირებ ზეწოლას, რაც უნდა განვითარდეს დეტალზე, რადგან ზოგ დეტალს უფრო სუსტი ზეწოლა უნდა, ზოგს კი უფრო ძლიერი. მთლიანობაში თითქმის დასრულებული აპარატი ასე გამოიყურება: ზედა ხუფის დამზადება, რაზეც ჩამრთველები და ტაიმერი დგას: ადუღებს 3 მმ-იანი სისქის ჟეშტებსაც 6 ფენას ერთმანეთზე დადებულს, მეტი არც მიცდია, ისე კი უნდა გავტესტო თუ რამდენია შედუღების მაქსიმუმი. ხარისხის ნიშნად ითვლება მსგავსი შედუღება, როდესაც შედუღებული წერტილების დაცილებისას ერთერთი ფირფიტა იხვრიტება. და ბოლოს, ამ აპარატით შედუღებული ნიმუშები: ვიდეოც, ობობას დამზადება ესეც საბოლოო ვარიანტი: პრინციპში სულ ეს იყო, თუ რამე, მკითხეთ, $#^#(|დები დაგეხმაროთ.
  22. გარემოს დაბინძურებაზე დაგვაჯარიმებენ
  23. ჩინეთში სამეწარმეო კანონებია უფრო უკეთესი, + ეკოლოგიურობა გარემოსი არც აინტერესებთ მანდ, წავიდა ნახმარი ტექნიკა და აშენდა ქვეყანა. ნათესავმა იყიდა ჩინური აიფონი, ისეთი ნაგავია, ხელში აღებაც არ დაგჭირდება რომ ნახო თუ რა არის. შეღებვაშიცაა სხვაობა და პლასმასა ზოგს იდეალური პრიალა არ აქვს, ნედადელანი დეტალებითაა რა
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.