Jump to content

NEIRON

მოდერატორი
  • Posts

    7828
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    48

Everything posted by NEIRON

  1. არ მოხვედით მოდინგის ხასიათზე ?! ჰოდა, ვინ არ დაამოდინგებს რამეს, ვორნი ჩემგან საჩუქრად
  2. აქედან ახლა უხეშად ჩანს, მაგრამ ფიქსირება არ ხდება მჭიდროდ, ეგ მასალაც პოლირებული უჟანგავი ლითონია, ისეთია, რეალში უნდა ნახო, სხვაგვარად ვერ აგიხსნი , რკინის როა, ახლა ალბათ ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ მაგრად კეტავს, +ხუფის ფიქსირების სიძლიერის რეგულირებაც შეიძლება. და თავ-ბოლოში სამაგრები აქვს, ხუფი რომ არ დაკარგოს მფლობელმა.
  3. გაიხარეთ, მადლობა შეფასებისთვის! უჟანგავი ლითონის ფირფიტა როა ზემოთ დაჭრილი, ხელში რომ მაქვს მავთულით დაბმული, ეგ არის თავსახურის ჩამკეტი ზამბარასავით დრეკადია უჟანგავი და კეტავს, გამოძრობას მსგავსი ძალა უნდა, როგორც ჩვეულებრივ ფლეშზე.
  4. გაგიმარჯოთ ! იმისთვის რომ თემიდან არ გავიქცეთ , ჯერ ვნახოთ შედეგი: ყველაფერი ლატუნის მილით და სპილენძის ფურცლით დაიწყო დავჭერი მილი სასურველ ზომებზე: როგორ დავამზადოთ მსგავსი სფეროები: დაგვჭირდება მეტალის ბურთი და მილი, რაშიც გამოვჭედავთ სპილენძს ბურთს ვათავსებ მილის პროექციაზე და ვიწყებთ დარტყმით მოძრაობებს: გამოვშტამპე, მაგრამ მე მჭირდება, რომ გამოჭრა არ მომიწიოს ნახევარსფეროსი ამიტომ, არ ვინდობთ და ბოლომდე ვაჩაქუჩებთ: მივიღეთ შედეგიც: რადგან ფლეშის თავი-ბოლო უკვე დავამზადე, დამრჩა მირჩილვა, ამისთვის სარჩილავი აპარატი დაგჭირდებათ და მცირედი თეორია, ზუსტად, მირჩილვის ხაზის გარეშე მირჩილვისთვის(ჰუჰ, დავიღალე მირჩილვების წერით და კიდევ ბევრი მაქვს საწერი) ზედაპირებს გავუქლიბავთ მისარჩილ ზედაპირებს, შევათანასოვნებთ, რომ ვნახოთ არის თუ არა მათ შორის არე, თუ არ არის, მოვკალავთ ორივე ზედაპირს და ზეწოლის ქვეშ (მაგ:პლასკაკუცი ან პინცეტით) გავაცხელებთ სარჩილავი აპარატით(პაიალნიკით). ვიღებთ მსგავს შედეგს (დამუშავების შემდგომ) : არის მირჩილვის ხაზი?! არა, ამიტომ ზედაპირი კარგად მოარგეთ მირჩილვამდე მოვარგე მინის მილს: ახლა ვამზადებ ფლეშის ხუფს: სურათზე ხუფი უკვე 60%-ით დასრულებულია ხუფის ბოლო, რაც ხელშია სპილენძ-ფოსფორის "პრიპოითაა" მირჩილული, რადგან კალით რომ მიმერჩილა ორივე, ხან 1 გაძვრებოდა, ხან მეორე მირჩილვისას, ასე კი, დნობის ტემპერატურას შორის დიდი სხვაობაა(890 გრადუსია საჭირო მყარი მირჩილვისას) და არაა საშიში, რომ მირჩილული დეტალი დაშორდება ერთმანეთს. ფლეშზე მსგავს ხუფს ესაჭიროება ჩამკეტი( რომ არ გამოვარდეს) ამიტომ, უჟანგავი ლითონისგან ვაკეთებ ჩამკეტს, რომელსაც მივარჩილავ ზემოთხსენებული მეთოდით. ვამზადებ დეტალს: დამაგრება, რომ არ გადაიწიოს მირჩილვისას: ესეც მირჩილული : ახლა ვახდენ ფიქსატორის კალით მირჩილვას: დამუშავება: ზუმფარით დამუშვება და საბოლოოდ პოლირება: რაც შეეხება მინის ჩაწებებას ხუფებს შორის, გამოვიყენე ბიზონკიტის 2 კომპონენტიანი ებოქსიტი (თქვენც მსგავსს გირჩევთ) მივიღე საბოლოოდ ეს:
  5. არა, რისი ბოდიში კიდევ 80 წერილს დაიტევს, მაგრამ არ იგზავნება , ვერც მე ვაგზავნი თუ რამე პირადული არაა, მკითხე, აქ გიპასუხებ მოვიდა, მოვიდა , ხუთივე მოგწერე, იმედია მოვიდა
  6. მე მაქვს საქართველოს ბანკში და არაფერი ჩამოუჭრია , 2-3 თვე მქონდა 60 ლ და იმავე იყო დახარჯვამდეც, თან რომ "მახარეს" გაგიხსენითო, ისიც მოაყოლეს, სტუდენტებზე უფასოაო .
  7. არა, 1 მისვლით არა, 1 მისვლით 10-ს ვაკეთებ, ხელები მუცელზე მაქვს ტურნიკზე არა, რა ვარჯიში გავაკეთო ტურნიკზე?
  8. ოთო, ამაზეც მიპასუხე რომ მოიცლი
  9. კვების მხრივ როგორ არის საქმე, თემის დასაწყისში ოთოს რომ უწერია კვების რეჟიმზე, მასე იცავ?!
  10. გაგიმარჯოთ! ოთო, რომ დაპოსტე ზურგის-წელის-ფეხის კუნთებზე ვარჯიშის ტექნიკაზე, ზურგის კუნთების ვარჯიშისასაც ბოლომდე "ჩაბრდევა" კუნთის? მე იმ სავარჯიშოზე(hyperextension), რომ მაქვს ასე 40 ჯერ ვაკეთებ და მანამდე არ მიმიყვანია საქმე(ჩაბრედვამდე) და მივიყვანო?
  11. ორივე პროპანია, იმ ქარხნულ ერთჯერადებშიც და ამ გადაკეთებულშიც. მაპპ გაზზე ახლა ეს გარელკა ვერ იმუშავებს(სამაგრის დეტალი ბერნზომატიკის სტანდარტზეა და ეგ არ იყიდება აქ), ევერც გამოიწერ მაგ ბალონს , ისე კი, მაპპ გაზი(გაზების ნარევია მაღალ გრადუსზე წვისთვის) 1 ლიტრი 50 ლარი ღირს და ცოტა არ იყოს, ძვირია ძალიან და არ ეღირსებოდა ეგ სიამოვნება ჩემგან .
  12. ოქსიდირება, გამოწრთობა(შეძლებისდაგვარად) , გაცხელება გამოჭედვისთვის, პაიკა(აუმინი, სპილენზი, ლატუნი ...) , შუშის მორკალვა .... + დანარჩენი რაშიც დაგჭირდება
  13. რომ მცოდნოდა ამდენი რამ ენდომებოდა, სხვა მოდელს ვიყიდდი, მაგრამ, რაღაც გამოცდილება მაინც მივიღე, ეს კი, მგონი ღირდა. იმ ფლეშზე რა ქენით? ჩასვით ფლეში? რამე დახმარება ხომ არ გინდათ?
  14. ამ დღეებში მოვასრულე bernzomatic jt539t- ს გადაკეთება, ბალონი ვერსად ვიშოვე , რადგან ამერიკული სტანდარტის პროპანის ავზები არ შემოაქვთ. მომიწია გადმოქართულება აქაურ სტანდარტზე, გაზის ბალონი ვიყიდე 3 ლიტრიანი, 3 მეტრო შლანგი, და პატარა საჭირო წვრილმანები გადასაკეთებლად. პრინციპში, მოგებაში ვარ, 1 ლიტრი გაზი 3 ლარია, 1 ლიტრი ბალონის ერთჯერადი პროპანის ბალონი-20-25 ლარი. რაც მთავარია, ძვირან მოდელებს აქვს გაზის ორმაგი ფილტრაციის სისტემა, გადაკეთებისას ის ფილტრაციის ღრუბელი ისევე დავუმონტაჟე, თუ ვინმე გადააკეთებთ, ეგ არ გადაუგდოთ, ან საერთოდ, შლანგიანი მოდელი გამოიწერეთ ამაზონიდან, რომ არ გაწვალდეთ ჩემნაირად. ესეც გარელკა: უკან ბარდაგს არ ვიმჩნევთ, საჰობიე ოთახი ახლა რეორგანიზაციას განიცდის და ვისი ნავთქურა ვის საკუჭნაოშია, ღმერთმა იცის.
  15. რა კრიზისი ყოფილა ნორმალური IT სასწავლებლების მხრივ, მანდ ლექტორებს ყველას ალბათ პროფესორის სტატუსი აქვს და რაში დაიცვეს საერთოდ?!
  16. გაგიმარჯოთ ფორუმელებო! ამ დღეებში დამჭირდა საათის გაკაწრული შუშის პოლირება, რადგა ამ ბრენდის საათის ციფერბლატი ვერ ვიშოვე, + ამას, სად ორიგინალი და სად მსგავსი, ასე რომ, შევუდექი საქმეს. დღეს რაც პრობლემაა, არის პოლირების პასტა, პასტა "გოი" , ის, ზელიონკას რომ ეძახიან, კაი ხანია დეფიციტია და მასზე უკეთესი პასტები გამოვიდა დღეს. რაც პასტა გოი-ს არ მომწონს, მისი ფერია, რადგან ჯდება ნაპრალში და ძნელი ამოსაყვანია, თანაც დეტალი უფრო ითხუპნება ამ პასტით, როცა ეს ზოგჯერ სულაც არ არის სასურველი. დღევანდელი ჩემს მიერ გატესტილი ანალოგი ამ საპოლირებელი პასტების, გახლავთ ფირმა "დიო" და " 3-m" დიო 5 ლარი ღირს 200 მლ-იანი ტუბილი, "3-m " იყიდება როგორც მთლიანი 1 ლიტრიანი ქილით, ასევე გრამობითაც, 100 მლ-ი ღირს 7 ლარი, უფრო ნაკლებსაც მოგყიდიან, მე 50 მლ-ი ვიყიდე . იყიდება ავტოსაღბავები სადაც იყიდება იქ, მაღაზიებში. ამ პასტას აქვს სუსტი ნავთის მსგავსი სუნი, კონსისტენცია კბილის პასტის მსგავსია. მეორე პასტას რაც ეხება, "3-m" არის სხვადასხვა მასალის მოლირებისთვის, შუშის პოლირებისთვისაც არის, რომ მანქნის მცირე ნაკაწრების მქონე მინა დააპოლიროთ. 3М™ Glass არის ზუსტად შუშისთვის, თუ ამას ვერ იშოვით , იყიდეთ მსგავსი აბრაზიულობის მქონე, მე ვიყიდე 3М™ Perfect it™ III Fast Cut ჩამონათვალი პასტების სრულად აქ არის: http://www.abrasives-tools.ru/?action=page&id=945 პოლირების ეს პასტები გამოდგება მეტალის, შუშის, პლასტმასის პოლირბისთვის. პლასმასის პოლირება ზოგ თავისებურებას მოიხოვს და დავწერ ბოლოსკენ. მთავარი პრინციპი: მეტალის და მინის პოლირებისთვის აიღებთ ზუმფარას ნაკაწრის ამოყვანის შესაბამისი აბრაზიულობით. რაც უფრო ღრმაა ნაკაწრი, უფრო აბრაზიულია საჭირო, რადგან წმინდა (2000-2500) ზუმფარით , იმას, რისთვისაც დაგჭირდებათ 4 საათი, დაგჭირდებათ 4-6 ჯერ მეტი და ეგეც არ გეყოფათ. ზედაპირული ნაკაწრის ამოსაყვანად 2000-იანი ზუმფარა, შემდეგ 2500 იანი დაგჭირდებათ, ბოლოს კი, პოლირების პასტა შემდეგი თანმიმდევრობით: ჯერ პასტა dyo, შემდეგ 3-M. პოლირებისას ეცადეთ არ გადაახუროთ დეტალი , როცა რკინას აპოლირებთ, ეს არც ისე აუცილებელია , მაგრამ პლასმასსადა შუშაზე, ან საღებავზე , აუცილებელია ზედაპირის გადახურებისგან დაცვა. პოლირებისთვის იყიდეთ ზუმფარა, რომელიც წყალთან კონტაქტში არ "დაიშლება" , ასეთია: 3-m ის ზუმფარა, ან თუნდაც გამყიდველს ჰკითხეთ და გეტყვით წყალთან სახმარი რომელია. წყალმედეგი ზუმფარები: რატომ წყალმედეგი ზუმფარა: იმიტომ რომ, ხედაპირი მშრალი დამუშავებისას გადახურდება და ცუდად დაპოლირდება , ეს ძალიან საჭირო ნიუანსია, არ დაივიწყოთ აბრაზიული დამუშავებისას. როგორ მივხვდე რამდენად ღრმაა ნაკაწრი, როცა ეს პირველი გატესტვაა : აიღეთ 2000-იანი ზუმფარა და სინჯეთ , თუ ზედაპირზე დაიწყო ნაკაწრების გაქრობა, თქვენ არ გინდათ უფრო უხეში აბრაზიულობის (ანუ, რაც უფრო დაბალი ნომერია ზუმფარა, მით უფრო მსხვილი დისპერსირებული ნამცეცებია ზედ, 80-აინი ზუმფარა მაგალითად ხრეშთან თუ შედარდება, ანუ , ზუმფარის ნომრის ზრდით მცირდება დისპერსირებულ ნაწილაკთა ზომა). თუ ზედაპირი ამუშავეთ 20-30 წუთი მაინც და არ დაეტყო შედეგი, ზუმფარა უფრო დაბალი ნომრის გამოიყენეთ, 1000 ან 800 ნომრის დაბლა ჩასვლას არ გირჩევთ, თუ ზედაპირი არ არის იმდენად განადგურებული, რომ ვერ ამოდის დაზიანება, ეს ბოლო მონაკვეთი მეტალის პოლირებაზე უფრო მიდის, ეგეც გარკვეული პირობით, თუ მხოლოდ გაკაწრულის გარშემო დამუშავება/პოლირება დაიწყეთ, ეს გამოიწვევს ზედაპირზე დაცემული სხივის არათანაბარ არეკვლას, რაც დეფექტზე ნაკაწრს ამოიყვანის შემდეგ ახალ დეფექტად დაემჩნევა. ზედაპირი კი, დაემსგავსება "სიცილის ოთახს" გაკაწრულის პოლირება უნდა მოხდეს ზუსტად ისევე, როგორც იხეხავთ კბილებს, წრიული მოძრაობებით, თუ წინ-უკან ამოძრავეთ მხოლოდ აბრაზივი, ზედაპირზე გააჩენთ ღარებს, კბილებზე კი-სოლისებრ დეფექტს. როდესაც ზედაპირი ოვალურია , ან სხვა ნებ. ფორმის , აუცილებელია თანაბარი ზეწოლით წრიული მოძრაობის შესრულება, ზუმფარა არ დაამაგროთ რამე მყარ მასალაზე, ხეზე ან მსგავსზე, ცერა თითი ზუმფარის ზემოდან სრულიად საკმარისია კარგი პოლირებისთვის (პატარა დეტალებზე). რაც შეეხება პალგარკით პოლირებას, არის სპეციალური ბალგარკები დაბალი ბრუნით და მაღალი მომენტით, ჩვეულებრივი მაღალ ბრუნიანი ბალგარკით 11 000 ბრ/წთ გაანადგურებთ ზედაპირს ან პოლირების ქეჩას , თუ საღებავს მსგავსად "დააპოლირებთ" , ზედაპირი გადასაღები გექნებათ. რაც შეეხება საღებავის და პლასმასის პოლირებას: ამ დროს არ შეიძლება ზედაპირის პოლირება ბორმანქნით , ზედაპირს დაწვავთ, პოლირება შალის ან სამზარეულოს ფერადი ნაჭრებო როა, ხელსახოცები, მაგაზე წაუსმევთ პასტად და დააპოლირებთ. როცა ბევრია საპოლირებელი, ზუმფარა იწებებს პლასმასს და ვეღარ ახდენს დამუშავებას, ამისთვის დაასველეთ ზუმფარა და შეცვალეთ ზუმფარა. პლასმასის პოლირებისთვის პასტა "dyo" სრულად საკმარისია, "3-m" არც გამომიყენებია ჩემი მობის პოლირებისთვის, დამეზარა . საცოდავი,ახალდაპოლირებული, დღეს რკინის ფიქსატორებთან ერთად მედო ჯიბეში და მინადგურდა ცოტა. ძალიან ცუდი ისაა, რომ არ გადავუღე მანამდელს სურათი (თემის წერას არც ვაპირებდი ) , სულ ნაკაწრებში იყო, ასე 20 თუ მეტი. ზედაპირის პოლირებას დასჭირდა 5 საათი, რაც რამდენიმე დღეზე განაწილდა , საბოლოო პოლირება კიდევ დასჭირდება სარკისებრი ზედაპირის მისაღებად . პოლირება 800 იანი ზუმფარიდან დავიწყე, მერე 1000>2000 >2500 და ბოლოს dyo-თი პოლირება ბორმანქნით(ყველაზე დაბალ ბრუნზე), საბოლოო პირი კი 3-m, ესეც ბორმანქნის სპეციალური ქეჩით.
  17. საბენჩაო მაგიდა, მასალა აკრილი ვინჩესტერის და დისკამძრავის სამაგრი: კონსტრუქცია დაშლადია:
  18. 12 ამპერია ტევადობა და შენი აკუს ტევადობაზე გაყავი და ეგ არის ნედლად რომ თქვა.
  19. არა, რა გამხსნელის გატარება, ეგ მარტო მეტალის ღერძზე, თუ ნადები აქვს. ამ პომპაზეა საუბარი?! (შიგნეულობა) http://martinsliquidlab.org/2013/01/20/xspc-x2o-750-dual-bay-nylon-reservoir-pump/
  20. ატვიორკა, დაშლა და აწყობა თუ ნადები მყარია პომპის ტურბინის ღერძის გარშემო, გამხსნელით მოაშორე, თუ არადა, წმინდა შკურკა, 1000-იანი და მერე 2000 იანი წავა. თუ ხმამ მოიმატა, გაცვეთილი ღერძის ბრალი მგონია, გვერდით რყევაზე შეამოწმე ტურბინა და დაწერე როგორ არის საქმე.
  21. კაკრაზ ტურნიკი მაქვს მაშინ და არ ვიწვალებ მაშინ.
  22. მოკლედ დაცხა, უნიც მორჩა, ჰოოდა, შემოგიერთდებით მეც. ბაგირით ვარჯიში რა კუნთებს ზრდის? სადღაც 4-5 მეტრიანი ჭერი მაქვს და ღირს თოკის ჩამოკიდება?
  23. გაგიმარჯოთ! http://online.naec.ge/Reg/Entrants/EntrantsDefault.aspx დღეს უნდა დაიდოს ეროვნული გამოცდების შედეგები და ერორს აგდებს ჩემთანაა ასე თუ თქვენთანაც?
  24. გია, მყარი მირჩილვისთვის ხომ არ გიხმარიათ? მადლობა ყურადღებისთვის , მარტო ის მაინტერესებს, რამდენად მუშაა პატარა დეტალებისთვის გამომადგება მგონი, ბენზინის გარელკა და ჟანგბადზე, არ მინდა სახლში. შემთხვევით, ბურა სად იყიდება ხომ არ იცით? გლდანში ვნახე, 20 გრამზე 3 ლარი მითხრეს, მე ცოტა ბლომად მინდა
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.