Jump to content

kashmir

VIP
  • Posts

    3419
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    9

Everything posted by kashmir

  1. მაგ სერვისს ერთი კაი თვისება აქვს - ატვირთული ფაილები არის დაკრიპტული, ანუ ვინმემ რომც მოიპოვოს უშუალოდ ფაილებთან წვდომა - ნაკლები შანსი აქვს, რომ გამოიყენოს, თუმცა ამავდროულად უარყოფითიცაა ეს - ლაივში ვერ უყურებ, სურათებს ვერ დაათვალიერებ და ა.შ. - ვალდებული ხარ გადმოწერო. მეგააპლოუდის მერე კაცმა არ იცის ეგ სერვისი რამდენ ხანს იარსებებს, ზელანდია ზელანდიაა, მარა ეავიცი :-D მე არ გავრისკავ ;-)
  2. ოთოსთან მითუმეტეს ვერ წავალ, :-D ჯერ :-P მადლობა, იაგო, მივწერ პმ ;-)
  3. გაიხარე, მარა სამტრედიაში ვერ ჩამოვალ )) გაწყდა 1366_ები? ((
  4. სალამი მეგობრებო, როგორც იცით ეს 1366 სოკეტი საკმაოდ დეფიციტურია და თუ შეუძლია რომელიმე თქვენგანს, რომ ხვალ ან ზეგ 1-2 საათით მიმიღოს და პროცესორი/დედაპლატა შემამოწმებინოს? თან თერმოპასტასაც შეგიცვლით (MX4), მსურველებს ლუდითაც გავუმასპინძლდები =) სისტემა პოსტს აღარ გადის და მაინტერესებს რისი ბრალია; გნებავთ იქეთ გესტუმრებით, გნებავთ ჩემთან წამოვიდეთ. მადლობა წინასწარ.
  5. i5 და GT740 გეიმერულს ნამდვილად ვერ დაარქმევ, მაქვს და ვიცი რაც არის )) თუმცა, მშვენივრად დავხურე DarkSouls და ვთამაშობ Total War Rome II-ს საკმაოდ მაღალ გრაფიკაზე. ისევ გაფართოების ხარჯზე "ქაჩავს" ალბათ. ჩემს შემთხვევაში ავტონომიურობამ და პორტატულობამ გადამაწყვეტინა და კმაყოფილი ვარ არჩევანით, დღესაც იმავე ლეპტოპს ვიყიდიდი )
  6. თხელი და გეიმინგი ერთმანეთში არ ჯდება (არც ლეპტოპი და გეიმინგი პრინციპში ), თუ ხშირად აპირებს თამაშს - მალევე გააძრობს სულს თხელ ლეპტოპს. სიმძლავრეში შედარებაც არაა ამ ასუსს და იმ ლენოვოს შორის. ამიტომ გკითხე თავიდანვე, პირველ რიგში პრიორიტეტები უნდა ჩამოაყალიბოთ.
  7. იქნებ დაგაინტერესოთ, თუ მოვიცალე გავივლი
  8. ეგ საკმაოდ თხელი ლეპტოპია და მონაცემებსაც არაუშავს, თუმცა, თუ სათამაშოდ ჯობია რამე უკეთესი გაგრილებით აიღო: აი მაგალითად ეს: ჩვენი ფორუმელია, ბექა ქვია და პირადად მეც არაერთხელ შემიძენია მისგან ტექნიკა. მორჩენილი თანხით იყიდე სსდ (msata_ზე უნდა ოღონდ მგონი), ჩადგი ეგეც - სისტემა გექნება სსდ_ზე და იფრენს, ფაილებისთვის ისედაც აქვს 750 გვ ჰარდ დისკი - სერიოზული ლეპტოპი გამოგივა ჯამში, ამ ფასად მითუმეტეს. სსდ_ს გარეშეც მშვენიერი ვარიანტია
  9. თუ მაინც რუსეთში მიდის, გარანტია მეორეხარისხოვანია და ხელზე იყიდე რამე - ბევრად უკეთესი მოგივა, ვიდრე ახალი და მაღაზიაში. რა ზომის ეკრანით ფიქრობ დაახლოებით? და პრიორიტეტი წონა/ავტონომიურობაა, თუ სიმძლავრე?
  10. anti-recoil :-D პროგრამულად იქნება თუ აპარატულად - ჩეთია ჩემი აზრით :-D
  11. მეც მომეწონა განახლება, გამარტივდა მოხმარება =)
  12. პირველ როგში ის დაწერე, რისთვის გინდა, რამდენად ხშირად აპირებ, რომ თან ატარო. სიმსუბუქე და პორტატულობაა პრიორიტეტი, თუ სიმძლავრე?
  13. ok, მაშინ არაა პრობლემა :-) სცადე და დაწერე. Sent from my Nexus 4 using Tapatalk
  14. ესე სცახე აბა: DEV PORT - 9999 WEB - 8080 MOBILE - 7777 (ან დაიკიდე :-) ) მოდემში გადაამისამართე სათითაოდ, ჯერ ერთი "წესი" შექმენი 8080 პორტისთვის, Start/End - ორივეში ეგ გაწერე, მერე იგივე ქენი 9999-ზევ Add ღილაკით. +დაუარე სეთინგებში და ფაირვოლის მაგვარი რამე თუ ნახე მოდემში - გამორთე. გატესტე შიდა ქსელშიც მისამართზე: 192.168.1.101:8080 ისე, აიპი ჯობია 192.168.1.2 ან რამე მსგავსი მისცე, *.1.101 DHCP რეინჯშია აშკარად და ქსელში დივიერზე ადრე რომ სხვა კომპი ან მოწყობილობა ჩაირთოს, მოდემმა შეიძლება მაგას მიანიჭოს ეგ აიპი და კონფლიქტი გექნება. Sent from my Nexus 4 using Tapatalk
  15. და გუგლის სერვისებზე უარის თქმით დარჩები ანონიმური? მაშინ ზოგადად ტექნიკაზე და პირველ რიგში, მობილურბტელეფონზე /კომპიუტერზე უნდა თქვა უარი, კანონიერად თუ უკანონოდ/ფარულად ყოველთვის გააკეთებენ ამას და ტექნიკის განვითარებასთან ერთად შესაძლებლობები მარტო იზრდება. მე ვიცი, რაზეც მივდივარ ხო? არავინ გვაძალებს ) წესებს, EULA და ა.შ. არავინ არასოდეს კითხულობს. პირადი ინფორმაციის დაცვისთვის ბევრი გზა არსებობს, ეს - ერთ-ერთია, მაგრამ ზედა ინტერვიუს თუ მოუსმინე - დიდი ვერაფერი ხეირია )) მესმის, რომ გლობალურ მასშტაბებზე საუბრობ, მაგრამ რა გამოსავალს ხედავ? პ.ს. კამერებს led ნათურები აქვთ, რომ მიხვდე როდის გადასცემს გამოსახულებას, მაგრამ არცერთი ლეპტოპის ნათურა არ ინთება, თუ მარტო მიკროფონს "უსმენ". კიდევ ერთი ჩვენი დაუცველობის მაგალითი. Sent from my Nexus 4 using Tapatalk
  16. სამსახურის/უნივერსიტეტის ფაილები დრაივზე მიდევს, 5 სხვადასხვა მეილი მაქვს მიბული gmail_ზე, მათ შორის სამსახურის და უნივერსიტეტის, პირადი ფაილები/სურათები/ვიდეოები კი დროპბოქსზე (ტელეფონიდანვე ვტვირთავ ხოლმე) და მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო სანდოდ მაქვს შენახული, ვიდრე უბრალოდ ჰარდ დრაივზე შენახული სხვა ფაილები. არაფერი მაქვს ისეთი, რასაც ზედმეტად პირადულს ვუწოდებდი, დიდად არ მესიამოვნებოდა, ჩემი სურათები სადმე ინტერნეტში რომ აღმოჩნდეს, მაგრამ ეგეც არაა ტრაგედია ) თუ ძალიან განაღვლებთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა - არსებობს დაკრიპტვის (PGP) ან თუნდაც დაარქივების (7ZIP) საშუალება და ნორმალური პაროლით წლები დაჭირდება ვინმეს, რომ გატეხოს. კარგია, რომ არჩევანი გვაქვს, თუმცა ანდროიდის უპირატესობა, პირადად ჩემთვის, გუგლის სერვისებთან ინტეგრაციაა, განსაკუთრებით კალენდარი/ელ-ფოსტა რომელთაც ყოველდღიურად ვიყენებ. 3rd party მარკეტები უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე გუგლის ყველა სერვისი ერთად აღებული პირადი ინფორმაცია, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება, ვერსად გავექცევით ამას.
  17. პროქსით და VPN_ით ცდა ღირს, მაგრამ როცა პროვაიდერის დონეზე იბლოკება, რაღაც ეჭვი მეპარება იმუშაოს.
  18. თურქეთში მთავრობის გადაწყვეტილებით დაბლოკილია YouTube, ვერაფერს იზამ
  19. მაშინ მოგიწევს ექსპლორერით. ActiveX მაიკროსოფტისაა და არ მუშაობს სხვა ბრაუზერებში
  20. კი :-) ან თავისივე პროგრამა ჩაწერე და იმით დაუკავშირდი, მე ამას გირჩევ პირადად, ლეღვობაა ექსპლორერი. ჰო, კიდევ ერთი მომენტი - სადაც დივიერი დგას იქ სტატიკური აიპი უნდა გქონდეს პროვაიდერისგან, თორემ პროგრამაში ხშირად მოგიწევს პარამეტრების (გარე აიპის ყოველ შეცვლაზე) ჩასწორება. Sent from my Nexus 4 using Tapatalk
  21. sata2-ს 300 მბ/წმ-მდე (3 გიგაბიტი/წამში) გატარება შეუძლია, რაც ძალიან კარგი შედეგია უკვე, თუმცა სატა3 (6 გიგაბიტი/წამში) უკვე 600 მეგაბაიტამდე ატარებს წამში, რაც სსდ-ების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ ნორმალურ სსდ-ს 500 მბ/წამამდე აქვს უკვე წაკითხვის სიჩქარე და შეძლებს უფრო სწრაფად იმუშაოს. მოკლედ, სსდ იმუშავებს სატა2-ზეც მაგრამ უფრო ნელა, ჯობია სატა 3 6გბ/წმ პორტზე იჯდეს, რომ გამოიყენოს სრული პოტენციალი. Sent from my Nexus 4 using Tapatalk
  22. მოკლედ, დასვი დივიერი პირდაპირ მოდემზე მაშინ (სვიჩით/ჰაბით არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია იგივე საბნეტში იყოს), გაუწერე სტატიკური აიპი (192.168.1.2 მაგალითად, გააჩნია რა საბნეტშია) გეითვეი 192.168.1.1 (ან შესაბამისი) დნს-ები გაუწერე პროვაიდერის. მედია (შეიძლება რამე სხვა ერქვას) გაუწერე 37777, ვები: 8080; ვები შეგიძლია ვაბშე დაიკიდო :-) მერე შედი მოდემში და ეს ორი პორტი გადაამისამართე 192.168.1.2-ზე. Sent from my Nexus 4 using Tapatalk
  23. ქსელში რა აპარატურა გაქვს და როგორ მიდის ინტერნეტი დივიერამდე?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.