Jump to content

kashmir

VIP
  • Posts

    3419
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    9

Everything posted by kashmir

  1. kashmir

    Windows on a Mac

    ერთ ვნახოთ რა WiFi ადაპტერი აქვს, მთავარია ეგ მოვარგოთ და დალშე აპდეიტზე გაუშვებ დააყენებს თვითონ ყველაფერს
  2. kashmir

    Windows on a Mac

    სალამი უბრალოდ რომ დაბუთო ვინდოუსის ინსტალაცია დისკიდან ან ფლეშკიდან, მთლიანად დააფორმატო ჰარდ დრაივი, დაყო როგორც გინდა და დააყენო სისტემა არ გამოვა? ნამდვილად არ გამიკეთებია, მაგრამ რატომ არ უნდა იმუშაოს?
  3. რა საჭიროა და ახალმოსულ ფორუმელებს ბევრს არ აქვთ შევსებული კონფიგურაციის ინფო (ავატარის ქვევით), ბევრმა არც კი იცის რა კონფიგი აქვს და როდესაც დახმარებას გვთხოვენ, ძნელია რამე ურჩიო, როცა ისიც კი არ ვიცით რასთან გაქვს საქმე. უბრალოდ დავულინკავთ ამ თემას და მოგვაწვდიან მზა რეპორტს - გაგვიადვილდება საქმე )
  4. GTX 680_ის რევიუა, მაგრამ ტესტებს გადახედე, ყველგან არის 5870 =) შედარებას რაც შეეხება, HD 6870/GTX 560_ს ჯობია, GTX 560 Ti_448 Core_ანს ვერა საკმაოდ ძლიერი კარტაა ჩვენ ბენჩმარკებსაც
  5. ვთვლი, რომ გვჭირდება ესეთი თემა, როდესაც ახალი მომხმარებელი მოგვმართავს თხოვნით დავეხმაროთ, იმის ნაცვლად, რომ დაიწყოს ახსნა რა კონფიგურაცია აქვს და ა.შ. მივუთითებთ ამ თემაზე და თვითონ მოგვაწვდის რეპორტს რა ინფორმაციას აგროვებს პროგრამა რეპორტის მომზადებისას შეგიძლიათ ნახოთ ჩემი სისტემის რეპორტში: ვფიქრობ, დავზოგავთ დროს და გავიადვილებთ troubleshooting_ს
  6. როგორ გავაკეთოთ რეპორტი BSoD_ზე პირველ რიგში ვიწერთ პროგრამას SF Diagnostic Tool ლინკი 1 / ლინკი 2 (აღნიშნული პროგრამა არის http://www.sevenforums.com_ის საკუთრება) 1. ამოაარქივეთ გადმოწერილი ფაილი დესკტოპზე 2. SF_Diagnostic_Tool.exe_ს ვაჭერთ მაუსის მარჯვენა ღილაკით და ვირჩევთ Run As Administrator 3. მას შემდეგ, რაც პროგრამა გაეშვება ადმინისტრატორის უფლებებით ვაჭერთ ღილაკს GRAB ALL და ველოდებით 4. პროგრამა ყოველ შესრულებულ ბრძანებაზე გამოაგდებს შეტყობინებას - ვაჭერთ OK 5. როდესაც პროგრამა დაასრულებს მუშაობას დესკტოპზე დაგვხვდება მზა ფოლდერი სახელით SF_რიცხვი_თვე_წელი დაზიპეთ და ატვირთეთ ეს ფოლდერი ნებისმიერ ფაილ სერვერზე - ლინკი დადეთ შესაბამის თემაში
  7. ვიწერთ AIDA64 (მიმდინარე ვერსია 2.70.2250) ლინკი 1 / ლინკი 2 გადმოწერის შემდეგ ამოვაარქივოთ ჩვენთვის მოსახერხებელ ადგილას, AIDA64 ფოლდერში ვრთავთ aida64.exe_ს და ვაჭერთ Report გამოსულ ფანჯარაში ვაჭერთ Next ვტოვებთ მონიშნულ პარამეტრს უცვლელად და ვაჭერთ Next, თუ მონიშნულია რომელიმე სხვა - ვნიშნავთ Custom Selection ამ გვერდზეც ვაჭერთ Next ვირჩევთ, თუ რა ფორმატში მოგვაწვდის პროგრამა რეპორტს - აირჩიეთ Plain Text და ვაჭერთ Finish Finish_ზე დაჭერის შემდეგ ველოდებით რამდენიმე წამი, დამოკიდებულია სისტემის კონფიგურაციაზე, და ეკრანზე გამოდის უკვე მზა რეპორტი, რომელიც 1. შეგვიძლია მოვნიშნოთ და დავაკოპიროთ 2. შევინახოთ .txt ფაილში და უკვე შემდგომ დავაკოპიროთ დაკოპირებულ რეპორტს ვსვამთ სპოილერში. ამისთვის შეტყობინების აკრეფის ველში ვწერთ [spoiler] აქ ვსვამთ რეპორტს [/spoiler] და ვაგზავნით შეტყობინებას
  8. მეტი თვალსაჩინეობისთვის. გაატარე და ნახე შენთანაც რამე მსგავსს თუ იზამს.
  9. ტალღები - ანუ? არტეფაქტებს სქრინშოტს ვერ გადაუღებ, კომპიუტერისთვის გამოსახულება ნორმალურია )) ტელეფონით ან ციფრულით უნდა გადაუღო ეკრანს.
  10. ინტერესი რატომ გაგიჩნდა რამე პრობლემები შეატყვე? გადმოწერე FurMark, ჩართე Burn-In ტესტი და დააკვირდი გამოსახულებას, თან აუცილებლად ადევნე თვალი ტემპერატურას, არ გაგიცხელდეს ზედმეტად. აი ასეთი ხაზები, ხარვეზები არის სწორედ ის არტეფაქტები.
  11. საახალწლოდ ღიაა რეგისტრაცია =)
  12. ეგ სქრინი ინტერნეტიდან არაა? მანდ მთავარია სტოპის გასწვრივ რაც წერია და კონკრეტულად შენი სისტემის ქრეშ რეპორტი ამიტომაც მაინტერესებს.
  13. ესეთი რამე ვნახე ინტერნეტში და აბა სცადე. დაყენებისას რომ მიხვალ იმ ეტაპზე, სადაც მაგ ფანჯარას გიგდებს დააჭირე ქენსელს, გადაგაგდებს Welcome Screen_ზე აქ უკვე გამოაძრე ფლეშკა და შეაერთე სხვს უსბ პორტში და სცადე დაყენება.
  14. მართალი გითხრა მეც ვერ გავიგე კარგად )) მოკლედ: 1) რომელ ნოუთბუქზეა საუბარი - ბრენდი/მოდელი 2) უსბ_თი დაყენებისას რა პრობლემა გაქვს? 3) ჰდდ_რომც ამოიღო და დააყენო სისტემა - დააყენებს იმ სისტემის დრაივერებს, რომელზეც შეაერთებ, და მერე რომ დააბრუნებ ან საერთოდ არ ჩიართვება სისტემა, ან არასტაბილური იქნება - არ არის სასურველი არანაირად.
  15. ესე დიდს ვერაფერს გავიგებთ. BlueScreenView გადმოწერე და გვანახე ბოლო რამდენიმე ქრეშის სქრინი, ან საერთოდ File>Save Selected Items და ატვირთე სადმე ქრეშ რეპორტები.
  16. მოკლედ, განვაახლე ბაზა, ყველა ლინკი, ძირითადიც და მირორებიც მუშაა, რამდენიმე სურათი იყო წაშლილი და აღვადგინე. Disk Drive Benchmark_ებში ჩავამატე CrystalDiskMark ძირითად ლინკებად დავსვი - SugarSync mirror - DropBox მიზეზი ის არის, რომ SugarSync_ზე ჩანს სტატისტიკა, თუ რამდენჯერ არის ფაილი გადმოწერილი, რაც პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა, სიჩქარის მხრივ მე სხვაობა ვერ ვნახე. ესეც შარშანდელი სტატისტიკა, თუ რამდენჯერ იქნა გამოყენებული ბმული: bit.ly/ocsoft
  17. ახალი ვიდეო + რაზგონი თუ გინდა მინიმუმ 500 ვატიანი ნორმალური ბრენდის კვება გინდა და რაც გაქვს ეგ რა კვებაა საერთოდ? +12_ზე რამდენი ამპერი აქვს? GTX 460_ს 150-170 ვატი მაინც უნდა თამაშისას, E5700_თ 270 FSB მაინც რომ დადო უკვე 4 გიგაჰერცია და ნამდვილად აქვს აზრი, აი დედაპლატა რამდენად შეძლებს მაგას ვერ გეტყვი. @4.0 GHz კაი 200 ვატამდე კი შეგიჭამს დატვირთვისას. ჰოდა ან დაგალიმიტებს ეგ კვება, ან გააწვალებ სისტემას.
  18. ძნელია ესე თქმა, ტასკ მენეჯერში ნახე რა პროცესი იყენებს ცპუ რესურსებს ყველაზე მეტად, როცა სისტემა ჭედვას იწყებს. ზოგადად: განაახლე დრაივერები, დაირექტიქსი, პროგრამაც წაშალე და თავიდან დააყენე.
  19. რეზოლუციას დაუწიე, რომ ზომაში ნაკლები გამოვიდეს ფაილი, თუნდაც .AVI ფორმატში გაუკეთე კონვერტაცია და ეს პლეერი დააყენე, ნებისმიერ ვიდეოს გადახარშავს
  20. უნივერსიტეტიდან დაგვითხოვეს 1 კვირით, სამსახურშიც ვისვენებთ და ცოტა გამოვაცოცხლე ბაზა, თორემ დაგვიძველდა აშკარად =( ბოდიში დაგვიანებისთვის. ჩეინჯლოგებს აღარ მივაწერ, ძალიან ბევრი ცვლილებაა ) AIDA64 Extreme v2.70.2250 CPU-Z 1.62 GPU-Z 0.6.6 HWMonitor 1.2.1 SpeedFan 4.4.8 (beta 6) AMD Overdrive 4.2.3 MSI Afterburner 2.3.0 MSI Kombustor 2.4.2 EVGA Precision X 3.0.4 NV Flash 5.127 ATIFlash 3.9.9 Furmark 1.10.3 IntelBurnTest 2.5.4 OCCT 4.3.2 __ ძირითად ლინკზე ახალი ვერსიებია, მირორებზეც დავააპდეიტებ მალე.
  21. პ.ს. ძალიან ბევრი ფაილი პირველად ზუსტად სცენურ ტრეკერებზე იდება და მერე ვრცელდება (სცც ერთერთია).
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.