Jump to content

მიშა

VIP
  • Posts

    11815
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by მიშა

  1. მე რამდენადაც ვიცი Hard ID უცვლელი უნდა იყოს. მაგ ID-ის საშუალებით დრაივერების მოძიებაა შესაძლებელი და ერთი მოდელის ორ სხვადსხვა ეგზემპლარს რომ სხვადასხვა ID ჰქონდეს, მაშინ ძალიან გაძნელდებოდა ეგ ამბავი. ბიოსის ვერსიაც რათქმაუნდა ემთხვევა... ერთი სიტყვით მხოლოდ დეტალზე წაწერილი სერიული ნომრით თუ მოახერხებდი განსხვავებას ასე მგონია მე.
  2. მშვიდობაში ხოსე ელემენტი არ ვიცი, ნიკონზე ჰქონდა მსგავსი პრობლემა ძმაკაცს და როგორც დაადგინა საერთოდ არ აჩვენებდა ის მოდელი (L100 იყო თუ L110 აღარ მახსოვს) იმედია ფუჯი არ იქნება ეგეთი "ძიშოვკა". ინსტრუქციაში მონახე.
  3. კომპიდან მთელი მეხსიერება უნდა დააფორმატო და მაგ შემთხვევაში რათქმაუნდა მთელ ინფორმაციას დაკარგავ (თუმაც ისედაც დაკარგულია მგონი რახან ვერ ხსნი და ვერც იწერ) ნუ მთლად მასეც არაა. დაბალ F რიცხვს რომ დააყენებ, სურათს უფრო მალე გადაიღებს. მაგრამ "სიმკვეთრის სიღრმე" გექნება უფრო დაბალი. ანუ გადაღების ძირითადი ობიექტიდან მოშორებით ბუნდოვანობა გაიზრდება. დაახლოებით ასე: ეგ სურათი f/32-ზეა გადაღებული და როგორც ხედავ ფონიც მკვეთრია და წინა პლანზე მყოფი ყვავილიც. ახლა ნახე უფრო დაბალ F-ზე რა ხდება: ესაა F/5.6-ზე გადაღებული. აქ მარტო ყვავილია მკვეთრი, დანარჩენი ფონი სულ ბუნდოვანია. ასე რომ განსხვავება არის. უბრალოდ ფოტოს გააჩნია რანაირს იღებ... ახლა ვინმეს თუ კედელთან დააყენებ და ფოტოს გადაუღებ, გინდ f/2 გქონია, გინდ f/32, მაინც ერთნაირად გამოჩნდება. მაგრამ თუ "ღრმა" სცენაა (ანუ წინა პლანი და უკან ფონი გაქვს), მაშინ სხვაობას იგრძნობ. მე "A"-ს ვიყენებ ძირითადად, სასურველ დიაფრაგმას (F რიცხვს) ვუთითებ და აპარატი დანარჩენს თავისით ანგარიშობს. "S" რეჟიმი კარგია როცა განსაზღვრულ დროში გინდა გადაიღო სურათი. სიტყვაზე ავტომატურად იღებს 1/30-ზე და შენ გინდა 1/100, ან 1/15, ან სხვა ნებისმიერი. "P" რეჟიმი "პროგრამული" რეჟიმია და დიდი განსხვავება არა აქვს ავტომატურისგან. "M" რეჟიმში ყველაფერი შენით უნდა გაიანგარიშო. მასე ღამე ვაკეთებ, მაგალითად მინდა 10 წამი ვიღებდე ფოტოს, დიაფრაგმას ხელით მივუთითებ ყველაზე დაბალ რიცხვზე, მერე ექსპოზიციას ვაძლევ 10 წამზე, დავდებ კამერას რამეზე, რომ არ "იხვანცალოს" და ვიღებ P.S. მაგარი ციფრული ყოფილა ეგ პანასონიკი თუ ასეთი პროფესიონალური რეჟიმები აქვს :)
  4. ეს ორი სწორია. ამას რაც შეეხებას, "F" რიცხვი ლინზის შუქმგრძნობელობაა. რაც უფრო პატარა რიცხვი იქნება, მით უფრო გაიხსნება დიაფრაგმა და უფრო ნაკლებ დროში გადაიღებ ფოტოს. კარგია ცუდი განათებისას, სადაც სიტყვაზე F/5.6-ზე 1 წამი ჭირდება სურათის დაფიქსირებას, F/2.0-ზე 1/3-1/5 წამიც ეყოფა და ეგ შედარებით უკეთეს სურათს მოგცემს, რადგან 1 წამი გაუნძრევლად დგომა ძნელია, 1/3 წამი კიდევ მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. თუმცა არ შეიძლება საჭიროების გარეშე დაბალი რიცხვი დაიჭირო იმიტომ, რომ გამოსახულება შეიძლება ბუდნოვანი გახდეს. F/5.6-ზე როგორ მკვეთრ სურათსაც იღებ, ისეთ მკვეთრს F/2-ზე ვერ გადაიღებ ანუ. მეორეს მხრივ დაბალი F რიცხვით მიიღწევა "ბოკე": http://en.wikipedia.org/wiki/Bokeh მოკლედ, ბევრი ნიუანსია მანდ...
  5. წარმოდგენა არ მაქვს როგორ შეგიძლია მაგის გადამოწმება :(
  6. 525M ჯობია. როგორც ვხვდები ორ ლეპტოპს შორის გიწევს არჩევანის გაკეთება.
  7. არა, უბრალოდ მეზარება კამერის ამოღება, კომპზე მიერთება, ფოტოს კოპირება და დაპატარავება რომ ბოლოსდაბოლოს ავტვირთო. ჰაერში მოლივლივე მტვრის ნაწილაკები: სახელგანთქმული "donut bokeh", რომელიც მხოლოდ კატადიოპტრულ ობიექტივებს აქვთ: მარცხნივ, ზემოთ, ჩემი ხელია. ბლენდის წაღება დამავიწყდა იმ დღეს და მზის სხივებისგან დაცვის მსგავს ხერხს მივმართე. რაღაც სახლი: შენ რად პოსტავ უსურათოდ ა? და მაინტერესებს "+1" ვინც დაგიწერა ის თუ დებს ყველა პოსტში სურათს :shuatiti:
  8. სამაგიეროდ იმ ახალ მაზერზე Ivy bridge-ის პროცესორებიც წავა სამომავლოდ.
  9. მაგ ორიდან AMD. ისე კი სამომავლო აფგრეიდის მხრივ რათქმაუნდა ინტელის სოკეტის ქონა ჯობია.
  10. რომ გაითიშება, სანამ ჩაირთვება შნური გამოაძვრე შტეფსელიდან :hmm:
  11. 295. მე რომ ფორუმზე მოვედი 1000 ლარს უკაკუნებდა.
  12. კი! და რაც შეიძლება დიდხანს დადექი!
  13. იმიტომაც იყო ის ფოტო უკეთესი :dabolili:
  14. ფუჯი არ მიყვარს დიდად იმიტომ, რომ სარკიან კამერებს არ აწარმოებს, თუმცა ასეთ ჰიბრიდებში ბადალი არ ჰყავს. კაი მძიმე კია ისე :D
  15. ახლაც არ გჯერათ, რომ ოპერა კარგია? :nifxav:
  16. გისურვებ, რომ შენი მოლოდინი გაამართლოს საღამოს უწევს ლექსო. 6-ის მერე.
  17. ვეთანხმები გამოთქმულ აზრს.
  18. მაშ რაღაცს იღრიჯება ერთი სუბიექტი? :raio:
  19. სრულფასოვან DSLR-ს სარკე უნდა ჰქონდეს... დანარჩენი სიახლეები საინტერესოა.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.