კომპიდან მთელი მეხსიერება უნდა დააფორმატო და მაგ შემთხვევაში რათქმაუნდა მთელ ინფორმაციას დაკარგავ (თუმაც ისედაც დაკარგულია მგონი რახან ვერ ხსნი და ვერც იწერ)
ნუ მთლად მასეც არაა. დაბალ F რიცხვს რომ დააყენებ, სურათს უფრო მალე გადაიღებს. მაგრამ "სიმკვეთრის სიღრმე" გექნება უფრო დაბალი. ანუ გადაღების ძირითადი ობიექტიდან მოშორებით ბუნდოვანობა გაიზრდება. დაახლოებით ასე:
ეგ სურათი f/32-ზეა გადაღებული და როგორც ხედავ ფონიც მკვეთრია და წინა პლანზე მყოფი ყვავილიც. ახლა ნახე უფრო დაბალ F-ზე რა ხდება:
ესაა F/5.6-ზე გადაღებული. აქ მარტო ყვავილია მკვეთრი, დანარჩენი ფონი სულ ბუნდოვანია. ასე რომ განსხვავება არის. უბრალოდ ფოტოს გააჩნია რანაირს იღებ... ახლა ვინმეს თუ კედელთან დააყენებ და ფოტოს გადაუღებ, გინდ f/2 გქონია, გინდ f/32, მაინც ერთნაირად გამოჩნდება. მაგრამ თუ "ღრმა" სცენაა (ანუ წინა პლანი და უკან ფონი გაქვს), მაშინ სხვაობას იგრძნობ.
მე "A"-ს ვიყენებ ძირითადად, სასურველ დიაფრაგმას (F რიცხვს) ვუთითებ და აპარატი დანარჩენს თავისით ანგარიშობს.
"S" რეჟიმი კარგია როცა განსაზღვრულ დროში გინდა გადაიღო სურათი. სიტყვაზე ავტომატურად იღებს 1/30-ზე და შენ გინდა 1/100, ან 1/15, ან სხვა ნებისმიერი.
"P" რეჟიმი "პროგრამული" რეჟიმია და დიდი განსხვავება არა აქვს ავტომატურისგან.
"M" რეჟიმში ყველაფერი შენით უნდა გაიანგარიშო. მასე ღამე ვაკეთებ, მაგალითად მინდა 10 წამი ვიღებდე ფოტოს, დიაფრაგმას ხელით მივუთითებ ყველაზე დაბალ რიცხვზე, მერე ექსპოზიციას ვაძლევ 10 წამზე, დავდებ კამერას რამეზე, რომ არ "იხვანცალოს" და ვიღებ
P.S. მაგარი ციფრული ყოფილა ეგ პანასონიკი თუ ასეთი პროფესიონალური რეჟიმები აქვს :)