Jump to content

მიშა

VIP
  • Posts

    11815
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    33

Everything posted by მიშა

  1. კი. მაგრამ გააჩნია რა ნაწილები გაქვს და რამდენად არაზგონებ. მაგალითად სელერონი რაზგონში რომც გახიო მაინც არ მოგცემს საგრძნობ ცვლილებას. მაგრამ სიტყვაზე i7-920 და i7-950 რომ ავიღოთ, 950 ჯობია 920-ს და ცოტა ძვირიცაა. რომ იყიდო 920 და დაარაზგონო 950-ის სიხშირემდე, იგივე სისწრაფე ექნება, რაც 950-ს აქვს.
  2. "რაზგონი", "აჩქარება", "ოვერქლოქინგი" ეწოდება კომპიუტერის ამა თუ იმ ნაწილის (ან მთლიანი კომპიუტერის) ქარხნულ სიხშირეზე უფრო მაღალი სიხშირით ამუშავებას. ეს ასწრაფებს კომპიუტერს, თუმცა გარკვეული რისკი არსებობს იმისა, რომ რომელიმე ნაწილს დაწვავ... რათქმაუნდა თუკი სწორად დაარაზგონებ, არაფერი დაიწვება.
  3. "K"-თი დაბოლოებული პროცესორები გახსნილი მამრავლით არიან. ანუ უფრო მეტზე რაზგონდება.
  4. ასეა თუ ისე, ეს ფარფლები მართლაც დიდ აეროდინამიულ გაუმჯობესებას იძლევა. თვითმფრინავებსაც აქვთ ეგეთები... გმადლობ ინფოსთვის :thumbsup:
  5. "მხეცს" კიარა გადაკატოკებულს გავს :905:
  6. ერთი წლის წინ დაგვიწერე მაგის გაკვეთილი? :ugly_confused2:
  7. იმან სადღაც იყიდა (სრული მნიშვნელობით "სადღაც") და ჩვენ მაგას ვაბრალებთ ახლაც Java არ უმუშავებს P.S. ძალიან მაგარ ფასად ყიდი და დიდი სიამოვნებით ავიღებდი, ნოლზე რომ არ ვიჯდე :user:
  8. ნამდვილად. ძმაკაცმა იყიდა ერთი წლის წინ და ერთ თვეში სამჯერ მოუწია OS-ის გადაწერა. 50 ლარით იაფად იყიდა სადღაც და საბოლოო ჯამში 120 ლარით ძვირი დაუჯდა :D
  9. თითქმის სამი წელია მაქვს Nokia 3500c. თავის საქმეს (დარეკვა, მესიჯის გაგზავნა) მშვენივრად ასრულებს, მეტი მისგან არაფერი მჭირდება. არა ვარ მობილურის "ხამი" და უაზრობად მიმაჩნია მასში 300 ლარზე მეტის გადახდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი პროფესიის ადამიანისთვის ეს ზედმეტია.
  10. ინტელი ისე სწრაფად ცვლის სოკეტებს, მაგათკენ გახედვა აღარ მინდა :drug:
  11. იქნება i3/i5/i7, ოღონდ ახლანდელებს რომ სამციფრიანი აღნიშვნა აქვთ (მაგ. i3-xxx) იმათ ექნებათ ოთხციფრიანი აღნიშვნა (მაგ. i3-xxxx), რომ "ძველებისგან" გავარჩიოთ. 25-30%-იან მატებას ველით არსებულ ტესტებზე დაყრდნობით.
  12. პროცესორს ჭკუის კოლოფო, პროცესორს ისე კი კარგი იქნებოდა ჩემი ძმაკაცისთვის ისევ "გათი" დაგერქვათ. ყველას გადაარქვით სახელი და მარტო მაგ ერთს დარჩა "gati". აქ რომ აღარ შემოდის იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური სახელი უნდა მიესაჯოს :ugly_wink:
  13. მჯობნის მჯობნი არ დაილევა. 1155 სოკეტის კომპებს ცეცხლის ფასი ექნებათ. მაგის მაზერი რომც იყიდო, პროცესორი კიდევ კარგა ხანს არ გამოვა.
  14. ისე, გულახდილად რომ ვთქვა, სურვაივორისა ამ კეისს არაფერი ეტყობა... ცოტა მიჟეჟვა უნდა :crash:
  15. ყოველთვის მასე ვაკეთებ. quick reply არ მიყვარს. თუ წინა პოსტის შინაარსს ეხმაურება ჩემი პოსტი, ქვოტას ვტოვებ, თუ არა და ვშლი.
  16. სამი დღეა ვიყენებ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საგრძნობი გაუმჯობესებაა.
  17. ეგ მანქანები მეტისმეტად ახლებია საიმისოდ, რომ "უკვდავი" ეწოდოს. ერთი 30 წლის შემდეგ გამოიარეთ მაგ პოსტით :sarcastic_hanend:
  18. არა. ASUS-ის Republic Of Gamer სერიას უშვებს და ისაა ყველაზე კარგი. მაგრამ ამ სოკეტზე ჯერ არაა.
  19. 2009 წლის მეოთხე კვარტალში კომპანია AMD-ATI-მ წარმოადგინა ახალი თაობის, "Evergreen" სერიის GPU და მასთან ერთად ამ სერიის 3 წარმომადგენელი - "Cypress" (Radeon HD 5870/5850), "Juniper" (Radeon HD 5770/5750) და Hemlock (Radeon HD 5970). მოდით ცოტა ახლოდან გავეცნოთ ახალი სერიის GPU-ს არქიტექტურას. ვისაც არ აინტერესებს, ახლავე ვთხოვ, დატოვოს დარბაზი!... პირველ რიგში გთავაზობთ AMD-ATI-ს სარეკლამო პოსტერს, სადაც ნაჩვენებია ჩიპების კოდური სახელწოდებები, ფადრობითი ზომები და გამოსვლის თარიღები: როგორც ხედავთ, Cypress არის "საბაზო" ჩიპი, Hemlock არის უბრალოდ ორი ცალი Cypress, Juniper - Cypress-ის ნახევარი, ხოლო Redwood და Cedar ღმერთმა იცის რამხელაა... რახან ყველა არსებული ჩიპი ფაქტობრივად Cypress-ისგანაა ნაწარმოები, მოდით განვიხილოთ ეს "კიპარისი" და მისი შემადგენელი ნაწილები, რომლებიც ახალი, TeraScale 2 მიკროარქიტექტურითაა შექმნილი... დავიწყოთ SPU (Stream Processing Unit)-იდან, რომელიც "შეიდერის" სახელითაცაა ცნობილი. აი, Cypress-ის შეიდერის გრაფიკი: ცოტა დათითხნილია, მაგრამ არაუშავს... AMD-მ ახალ შეიდერს წარმადობის გაზრდის მიზნით მიუმატა ახალი ბრძანებები და შეამცირა ძველების შესრულების დრო. ამ უკანასკნელში იგულისხმება ის, რომ ბრძანებები, რომელთა შესრულებასაც ადრე ტაქტის ორი, ან მეტი ციკლი სჭირდებოდა, ახლა ერთ ციკლშიც "ეტევა". გარდა ამისა DirectX11-მა მოითხოვა "bit count", "insert" და "extract" ოპერაციების დამატებაც, მაგრამ ყველაზე საინტერესო, რაც Cypress-ში გვხვდება, არის SAD (Sum Of Absolute Differences - აბსოლუტური სხვაობის ჯამი)-ის ბრძანება. SAD ვიდეოს კოდირებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ბრძანებაა და RV770-ს მისი არარსებობის გამო 12 სხვა ოპერაციის ემულაცია სჭირდებოდა, რასაც რათქმაუნდა თან სდევდა გამოთვლის შესასრულებლად დახარჯული უამრავი ტაქტური ციკლი. RV870-ში SAD-ის ჩამატებამ გამოთვლებისთვის საჭირო დრო ერთ ტაქტურ ციკლამდე დაიყვანა, რამაც თავის მხრივ ვიდეოს კოდირების დრო 2-ჯერ შეამცირა. როგორია? ხომაა მაგარი? :spireful: მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი როდია... SAD ბრძანება არ შედის DirectX-ის შემადგენლობაში, ამიტომ ამ უკანასკნელისთვის იგი უსარგებლოა და მხოლოდ ვიდეოების კოდირებისთვის თუ გამოგადგებათ . ახლა რაც შეეხება სხვა ფუნქციებს. Cypress-ის თითოეულ სტრიმ პროცესორს ტაქტის ერთ ციკლში შეუძლია შეასრულოს შემდეგი ოპერაციები: 4 32-ბიტიანი FP MAD, ანუ 4 32-ბიტიანი მოძრავწერტილიანი გამრავლება და შეკრება; 2 64-ბიტიანი FP MUL ან ADD, ანუ 2 64-ბიტიანი მოძრავწერტილიანი გამრავლება ან შეკრება; 1 64-ბიტიანი FP MAD, ანუ ერთი 64-ბიტიანი მოძრავწერტილიანი გამრავლება და შეკრება; 4 24-ბიტიანი Int MUL ან ADD (ეს "int" რას ნიშნავს არ ვიცი, დამეხმარეთ რა); სპეცფუნქცია - 1 32-ბიტიანი FP MAD. ახლა გადავიდეთ SIMD (Single Instruction, Multiple Data), იგივე "ვექტორულ პარალელიზმზე", რომელიც სტრიმ პროცესორის "ზემდგომი" ფუნქციაა. SIMD-ის L1 კეში RV770-თან შედარებით გაუმჯობესდა და ტექსტურის ჩატვირთვა 1TB/s სიჩქარით შეუძლია. მართალია ტერაბაიტებზე ლაპარაკი ზედმეტია და რეალურად L1 ტექსტურის კეშის სიდიდე 16KB-ა, მაგრამ მაინც გულს ახარებს ეს 1TB/s . გარდა ტექსტურის კეშისა თითოეულ SIMD-ს აქვს თავისი 8KB-იანი კეში გამოთვლების ჩასატარებლად და 32KB-იანი "საერთო" მეხსიერება, რომელიც ერთი SIMD-იდან მეორეში ინფორმაციის გადასაცემად გამოიყენება. აი ასე გამოიყურება Cypress-ის თითოეული SIMD ერთეული სქემატურად (ჩიპს სულ 20 ასეთი აქვს): SIMD-ის ტექსტურის ერთეულებიც გადამუშავდა, ძველისგან განსხვავებით მათ კომპრესირებული AA ბუფერების წაკითხვაც შეუძლიათ, რაც მათ გამტარობას ზრდის. გარდა ამისა გაზრდილია ტექსტურის ერთეულების ინტერპოლაციის სიჩქარე. ამ ორმა გაუმჯობესებამ განაპირობა Cypress-ის "texture fillrate"-ს გაზრდა - AMD-ს ცნობით ახალ ჩიპს წამში 68 მილიარდი ორხაზიანი (bilinear) ტექსელის გადამუშავება შეუძლია. აი ეს კი ყველაფერ ზემოთქმულის გაერთიანებული სქემაა: აქ უკვე კარგად ჩანს 20 ცალი SIMD, L1 და L2 ქეშები და ყველაფერი დანარჩენი. რათქმაუნდა ვერტექსების გადამამუშავებელში გავერკვიეთ, ROP-შიც ღირსშესანიშნავი არაფერია და ნუ დამაწერინებთ მაგას, წამკითხველები მაინც არ ხართ... უბრალოდ იცოდეთ, რომ Cypress-ის 32ROP აქვს... ჰოდა მივადგეთ "Graphics Engine"-ს, რომელიც პასუხს აგებს გრაფიკის აგებაზე და ფაქტობრივად ROP-ს ეხმარება. აგერ მისი გრაფიკი: მასში შედის ერთი "ტესელატორი", რომელიც DirectX11-ისთვის ეგზომ მნიშვნელოვან ფუნქციას - Hardware Tesselation-ს ასრულებს. მდაბიურის ენით რომ ვსთქვათ, Tesselation არის ის ფუნქცია, რომლის წყალობითაც Dx11-ში მოდელი ბევრად მეტი მრავალკუთხედით იგება, ვიდრე Dx10-ში. თავად ნახეთ: დანარჩენი კომპონენტები, ანუ ვერტექსის ამწყობი, რასტრული გამოსახულების ამწყობი და Z-ბუფერი სამგანზომილებიანი რასტრული გამოსახულების შესაქმნელად გამოიყენება და როგორც Cypress, ასევე მის წინამორბედ GPU-ებშიც გვხვდება, ასე რომ მათში განსაკუთრებული არაფერია... საერთო ჯამში "Terascale 2" მიკროარქიტექტურით შექმნილი ჩიპი "Cypress" გრაფიკულად ასე გამოიყურება: აი, პრინციპში სულ ეს არის, რაც "Evergreen" სერიას ასე "განსაკუთრებულს" ხდის. მოდით ახლა ჩამოვწეროთ "Cypress"-ის ტექნიკური მახასიათებლები: 2.15 მილიარდი 40nm-იანი ტრანზისტორი; 1600 სტრიმ პროცესორი (იგივე შეიდერი); 80 ტექსტურის გადამამუშავებელი; 128 Z/Stencil ბუფერი; 32 ფერადი ROP; GDDR5 ტიპის მეხსიერება 153.6Gb/s თეორიული გამტარობით; Shader model 5.0; DirectX11-ის, OpenGL 3.2-ისა და OpenCL 1.0-ის მხარდაჭერა; აპატარული (და არა პროგრამული) ტესელაცია; HDR ტექსტურის კომპრესია; ორმაგი სიზუსტის გამოთვლითი სიმძლავრე - 2.72TeraFLOPS; ერთმაგი სიზუსტის გამოთვლითი სიმძლავრე - 544 GigaFLOPS; მრავალკუთხედების წარმადობა - 850 მილიონი მრავალკუთხედი წამში; მონაცემთა ჩატვირთვის სიჩქარე (32-ბიტიანი) - 272 მილიარდი მონაცემი წამში; ტექსელის შევსების სიჩქარე (ორხაზიანი ფილტრაციისას) - 68 გიგატექსელი წამში; პიქსელის შევსების სიჩქარე 27.2 გიგაპიქსელი წამში; ანტი-ალიასინგის შევსების სიჩქარე - 108.8 გიგაერთეული წამში; აი, ასეთი არქიტექტურა და მონაცემები აქვს ჩიპს "Cypress", რომელიც ვიზუალურად ასე გამოიყურება: და დგას ასეთ (და მის მსგავს) ვიდეოდაფებში: პატივისცემით, მიხეილ რ.
  20. უკვე კარგა ხანია, რაც უცხოეთში ყოველდღიურობაში შემოვიდა ახალი, Core i5 პლატფორმა 1156 სოკეტზე. მართალია ექსტრიმ ოვერქლოქერები Core i7-ს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან იგი უკეთესად "იქოქება" და ბენჩმარკებშიც უკეთეს შედეგებს აჩვენებს, მაგრამ ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის ეს სისტემა ცოტა არ იყოს ძვირია... ამიტომ მე ისევ i5 პლატფორმის მომხრედ ვრჩები და ვცდილობ მისი პოპულარიზაცია მოვახდინო (ან თუ გნებავთ, რეკლამირება დაარქვით)... თვით პროცესორის რეკლამირებისკენ მიმართული სტატია ადრე შემოგთავაზეთ, ამ ტესტში i5-ის პროცესორმა არც ისე ურიგოდ აჩვენა თავი... ახლა კი მივხედოთ სისტემის სხვა კომპონენტებს... კერძოდ, დღევანდელ სტატიაში განხილულ იქნება 6 ოპერატიული მეხსიერების "კიტი" და 8 დედაპლატა P55 ჩიპსეტზე. ---------------------------------------------------------------------------------------------- სანამ სტატიის მთავარ ნაწილზე გადავინაცვლებდე, გადავწყვიტე მცირეოდენი ექსკურსი ჩამეტარებინა P55-თან დაკავშირებით. დავიწყოთ იქიდან, რომ LGA1366 სოკეტის სისტემას X58 ჩიპსეტი აქვს, ხოლო LGA1156-ისას - P55. ვნახოთ რა შეუძლია თითოეულ ჩიპსეტს და რის შესაძლებლობას დაკარგავთ, თუკი P55-ის დედაპლატას იყიდით. ამის გარკვევაში ჩემი ბრაუზერის განუყრელი bookmark-ი - Wikipedia დამეხმარება. X58. ჩიპსეტის კოდური სახელწოდებაა Tylersburg. იგი სპეციალურად Intel-ის Nehalem არქიტექტურისთვის შეიქმნა. აქვს 45/32nm ტექნოლოგიით დამზადებული პროცესორების - Core i7/i9 მხარდაჭერა, სალტის QPI (QuickPath Interconnect) ინტერფეისი 6.4GT/s გამტარობით, SATA 3.0 და USB 2.0 მხარდაჭერით. ჩიპი 65nm ტექნოლოგიით მზადდება და აი ასე გამოიყურება: ეს კი მისი არქიტექტურის სქემაა. თუკი მოითხოვთ, ქართულადაც გითარგმნით: P55. ჩიპსეტის კოდური სახელწოდებაა Ibex Peak. უზრუნველყოფს 45/32nm არქიტექტურის მქონე Core i3/i5/i7 პროცესორების მუშაობას, აქვს სალტის DMI ინტერფეისი და 2GB/s გამტარობა, SATA 3.0 და USB 2.0 მხარდაჭერით. ჩიპი X58-ის მსგავსად 65nm ტექნოლოგიით მზადდება, ასე გამოიყურება: ეს კი სქემაა: ახლა კი რაც შეეხება განსხვავებას. როგორც ქვედა სურათიდან კარგად ჩანს, X58-ს P55-თან შედარებით ნაკლები სიხშირის მეხსიერების მხარდაჭერა აქვს (max 2000MHz vs max 2600MHz), მაგრამ უზრუნველყოფს სამარხიან მეხსიერების სქემის მუშაობას და 2 GPU-ს მუშაობის სქემას max x16+x16 რეჟიმში, ამასთან ერთად აქვს 3 და 4 GPU-ს მხარდაჭერაც. P55 - მხოლოდ x8+x8 სქემას უზრუნველყოფს, მესამე დაფის გამოყენება კი მიზანშეწონილი არ არის. ანუ, როგორც ხვდებით, გეიმერებს P55-ის არჩევის შემთხვევაში მოგიწევთ დათმოთ ვიდეოდაფების "ტოპ" სქემით მუშაობის შესაძლებლობა და სამარხიანი მეხსიერება. ძირითად განსხვავებას თუ "გავუგეთ", გადავიდეთ დედაპლატებზე... აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რევიუში გამოყენებული დედაპლატების ფასი "იქ" 150-დან 200 დოლარამდე მერყეობს. ---------------------------------------------------------------------------------------------- როგორც უკვე გითხარით, ტესტში 8 დედაპლატა მიიღებს მონაწილეობას. გავიცნოთ თითოეული მათგანი. 1. ASRock P55 Deluxe. ეს ერთადერთი დედაპლატაა რევიუში, რომელსაც SATA600-ის მხარდაჭერა აქვს. აი სპეციალური ადაპტერიც: 2. Asus P7P55D EVO. 3. Biostar TPower I55. 4. EVGA P55 SLI. 5. Foxconn Inferno Katana GTI. 6. Gigabyte P55-UD4P. 7. Jetway HI05. 8. MSI P55-GD65. სტატიაში ჩასმული მქონდა ყველა დედაპლატის BISO-ის 4-7 სქრინი, მაგრამ გამოქვეყნებისას დაეწერა, რომ "უკაცრავად, მაგრამ თქვენ ჩასმული გაქვთ დასაშვებზე მეტი რაოდენობის სურათი", ამიტომ ბიოსის სქრინები ამოვიღე....ეს კი ყველა დედაპლატის მახასიათებლებია, დაწვრილებით და წვრილად: ---------------------------------------------------------------------------------------------- როგორც ბრძენკაცი იტყოდა, "რევიუ ბენჩების გარეშე იგივეა, რაც ადამიანი მეგობრის გარეშე". ასე რომ გადავხედოთ სატესტო სისტემას და შემდეგ მივადგეთ ბენჩმარკებს... ჩემდა ჭირად ბენჩმარკებისთვის კი გამოიყენება 1156 სოკეტის პროცესორი, მაგრამ ის i7-ია CPU: Intel Core i7-870 (2.93 GHz, 8MB Cache) Cooler: Thermalright MUX-120 RAM: Kingston KHX2133C9D3T1K2/4GX (4GB) DDR3-2133 at DDR3-1600 CAS 8-8-8-24 Graphics: XFX GeForce GTX 285 XXX Edition Power: Corsair CMPSU-850HX 850W Modular ბენჩმარკები: Crysis FarCry 2 STALKER: Clear Sky World In Conflict Audio & Video Encoding image editing/rendering File Compression 3DMark Vantage PCmark Vantage Sandra Arithmetic Mem. Bandtwidth OC ენერგომოხმარება ძაბვის რეგულატორის ტემპერატურა ჯამური ეფექტურობა მინდა მათ ვუთხრა, ვინც ყველა ზედა ცხრილს გადაახდა და პირდაპირ "ჯამურ ეფექტურობა"-ს მიახტა: გენაცვალე, მე ამ ყველაფრის დაკოპირებაზე 1 საათი ვიწვალე და კეთილი ინებე, აახვიე ვებ-გვერდი მაღლა და დაწვრილებით გადაათვალიერე თითოეული გრაფიკი! შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ბენჩმარკებში Biostar-მა გაიმარჯვა. მაგრამ ის, რაც ტესტებში არ ეწერა, წერია აქ:"Gigabyte-ის 170 დოლარიანი P55-UD4P, Biostar-ის 185 დოლარიანი TPower I55, Asus-ის 195 დოლარიანი P7P55D EVO და EVGA-ს 200 დოლარიანი P55-SLI ის ოთხი დედაპლატაა, რომელთაც მთელი ტესტირების მანძილზე შეინარჩუნეს სტაბილურობა. ამათგან გიგაბაიტის დედაპლატას აქვს სიდიდით მეორე მაქს. ოვერქლოქინგის მაჩვენებელი, უმაღლესი "base clock", მეხსიერების უმაღლესი სიხშირე, ყველაზე დაბალი ენერგომოხმარება და VRM ტემპერატურა. თანაც ოთხეულიდან იგი ყველაზე იაფია. ეჭვგარეშეა, P55 სისტემის აწყობას თუ დავაპირებ, გიგაბაიტის P55-UD4P-ს ვიყიდი. მაგრამ მოდით ოცნება გვერდზე გადავდოთ და ოპერატიულ მეხსიერებებს მივხედოთ... წარმოდგენილია ექვსი 4GB-იანი კიტი: 1. A-Data DDR3-1333 CAS 9 (მოდელი HY63I1B16K) 2. Crucial DDR3-1333 CAS 9 (მოდელი CT25664BA1339) 3. G.Skill DDR3 CAS 8 (მოდელი F3-10600CL8D-4GBHK) 4. OCZ Gold Series DDR3-1066 CAS 7 (მოდელი OCZ3G10664GK) 5. Patriot DDR3-1600 CAS 9 (მოდელი PVS34G1600ELK) 6. PNY DDR3-1333 CAS 9 (მოდელი არ ვიცი) სატესტო სისტემა: CPU: Intel Core i5-750 (2.66 GHz, 8MB Cache) (ვაშაა, i5 ) Cooler: Thermalright MUX-120 Motherboard: Asus P7P55D v1.02G, BIOS 0606 (09/03/2009) Graphics: Zotac GeForce GTX260² 896MB Power: Corsair CMPSU-850HX 850W Modular OS: Microsoft Windows 7 Ultimate x64 Graphics: Nvidia Forceware 190.62 WHQL Chipset: Intel INF 9.1.1.1014 საუკეთესო ტაიმინგები: მაქს. გამტარობა: გამტარობა-1600: გამტარობა-1333: გამტარობა-1066: ფასი ინტერნეტ-სივრცეში: "ოვერქლოქერული" ღირებულება (ანუ რომელი უკეთ "რაზგონდება"): რომელი კიტი ჯობია, ამის შესახებ დასკვნა თავად გამოიტანეთ, მე გადავიღალე და მხოლოდ საბოლოო დასკვნას შემოგთავაზებთ. თუკი ყელში ამოგივიდათ LGA775 და მასზე მომუშავე გავარვარებული "ტოპ" პროცესორები - Core 2 Quad, გსურთ შეცვალოთ სოკეტი, პლატფორმა, დედაპლატა და საერთოდ ყველაფერი, მე გირჩევთ P55-ს. არა იმიტომ, რომ "გეიმერებს ესეც გეყოფათ". არა გენაცვალე, თუ გნებავთ იყიდეთ Core i7 სისტემა LGA1366-ზე და თან ბენჩმარკებში უმაღლესი ქულების მიღების შანსიც გექნებათ (თეორიული, მაგრამ მაინც). მაგრამ მე მაინც i5-ისკენ ვიხრები, რადგან "ჭკუადამჯდარ" და თხელჯიბიან გეიმერს, რომელსაც X58-ისთვის ფული არ ჰყოფნის, დიახაც უნდა აწყობდეს P55 პლატფორმა. ასე მგონია მე და თქვენ როგორც მოგესურვებათ ისე იფიქრეთ, ჩემ აზრს თავზე ვერ მოგახვევთ... წავედი ვითამაშო ცოტა... ჰო მართლა, სანამ დაგემშვიდობებოდეთ, სოსოს დავესესხები ერთ პოსტს : დიდი მადლობა ყურადღებისთვის, პატივისცემით, მე, tomshardware და wikipedia :bow:
  21. თაგვის ხაო, ანუ Mousepad-ი ჩვენი კომპიუტერული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისინი შეიძლება იყოს ნაჭრის, პლასტიკის, რეზინისმაგვარი, ლითონის და აგრეთვე ამ მასალების კომბინაციით შექმნილი, ასე ვთქვათ, "ფენოვანი". ხაოზე მაუსის დადების გარდა ხშირად ვდებთ ყავას, ჩაის, ან სხვა რამეს. მე მაგალითად ხილს და კამფეტებს ვიმარაგებ ხოლმე... ხელწრუწუნას მუდმივი ხახუნით და ჩვენი სასუსნავის დალაგებით ხაო რათქმაუნდა ფუჭდება. იმის დასადგენად, თუ რომელი ხაოა საუკეთესო, დიდმა რუსმა მეცნიერებმა, რომლებიც დაახლოებით ასე გამოიყრუებიან: ჩაატარეს მაუსპადების სტრეს-ტესტი. ტესტში მონაწილეობენ: 1. Defender Ergo opti-laser. იგი სპეციალურად ოპტიკური და ლაზერული წრუწუნებისთვისაა შექმნილი. სპეციალური მასალა საშუალებას იძლევა მაუსმა კარგად ისრიალოს ზედაპირზე, ამრეკლი კრისტალები კი მის უშეცდომო პოზიციონირებას უზრუნველყოფენ 2. Nova MicroLaser. ეს ფრანგული ხაო გაჭრილი ვაშლივით გაქვს Defender-ს. ერთადერთი განსხვავება მისგან ისაა, რომ Nova-ს ნაკლები ამრეკლი ნაწილაკი აქვს. 3. Nova MicrOptic. წინა ორი ხაოსგან განსხვავებით ეს უფრო სქელია, მწარმოებლის განცხადებით მაგიდაზე არ სრიალებს და შეიცავს ორი ფერის - ოქროსფერ და ვერცხლისფერ ამრეკლ ნაწილაკებს. 4. Buro “Закат”. კომპანია "ბიუროკრატის" (სახელი ) წარმოების სრულიად ჩვეულებრივი მასუპედი, დამზადებულია რეზინისგან, გადაკრული აქვს ნაჭერი. 5. Buro “Ночной город”. წინა მოდელისგან მხოლოდ განსხვავებული ნახატით გამოირჩევა. 6. Fellowes Optical Mouse Pad - დღევანდელი ტესტის ერთადერთი მყარი მასალისგან დამზადებული მონაწილეა. მწარმოებელს თუ დავუჯერებთ, ეს ხაო პრაქტიკულად არ ზიანდება ნორმალური გამოყენებისას... ვნახოთ რა მოუვა მას და ტესტის სხვა მონაწილეებს "არანორმალური" მოხმარებისას . ტესტი სულ სამია, ამიტომ თითოეული მოდელის მაუსპადის სამი ეგზემპლარი შეირჩა. ახლა კი ტესტები. ტესტი No.1 - ტაფაზე გაცხელება. მეცნიერულად რომ ვთქვათ - თერმული ზემოქმედება. შედეგი ასეთი აღმოჩნდა (სუსტი გულის მქონეებმა და არასრულწლოვნებმა არ ნახოთ!): ანუ, რიცხობრივად რომ გამოვსახოთ - დრო ტაფის გახურების დაწყებიდან მაუსპედის დნობის დაწყებამდე: ტესტი No.2 - შამპანურიან ვედროში ჩადება. მეცნიერულად რომ ვთქვათ - ქიმიური ზემოქმედება. 1,2 და 3 ეგზემპლარებს არანაირი დაზიანება არ მიუღიათ .... ...მაშინ, როდესაც 4 და 5 ეგზემპლარებს შავი დღე დაადგათ... ...მეექვსე საცდელმა ნიმუშმა კი მცირე დაზიანება მიიღო უკანა მხრიდან ესეც ცხრილი: ტესტი No.3 - წუნკალი ძაღლის მიერ დაგლეჯვა. მეცნიერული ენით - ფიზიკური ზემოქმედება. ექვსივე ხაო დაგლეჯილ იქნა -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დასკვნა თუკი აპირებთ თქვენი ხაო შამპანურში, ყავაში, ჩაიში, ან სხვა რამ სასმელში "აბანაოთ", სჯობს Ergo-ს და Nova-ს მსგავსი მაუსპედები გამოიყენოთ. თუკი უხეში ბრძანდებით, დანას, პასტას ან სხვა რამეს არჭობთ ხაოზე, მაშინ თქვენ Fellowes Optical Mouse Pad-ის მსგავსი მყარი მაუსპედი გჭირდებათ. იმედია ვინმეს გამოგადგებათ ეს სტრეს-ტესტი. ბოლოს მინდა დავძინო, რომ მაქვს CoolerMaster-ის წარმოების ალუმინის მაუსპედი, რომელზეც ოპტიკური მაუსი კალიასავით "დახტის". არავის ვურჩევ მსგავსი პროდუქციის შეძენას. :SNEMOTICON13:
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.