ალბათ ყველამ იცით, თუ რა არის AMD Fusion. ეს არის კომპანია AMD-ს სქემა, რომელიც გულისხმობს პროცესორის და ვიდეოჩიპის შერწყმას (Fusion-იც შერწყმას ნიშნავს). შედეგად წარმოიქმნება APU, რაც იშიფრება, როგორც Accelerated Processing Unit. AMD პროექტზე 2006 წლიდან მუშაობს. რათქმაუნდა როგორც სხვა ყველა ინოვაცია, APU-ც ბევრი მითქმა-მოთქმის საგანი გახდა, თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ გამოსულმა ვიდეოჩიპიანმა Intel Atom-მა საბოლოოდ დაგვარწმუნა ყველა, რომ მცირე სიმძლავრისა და ენერგომოხმარების მქონე "პროცესორვიდეოჩიპები" საკმაოდ მომგებიანი შეიძლება იყოს მობილურ პლატფორმებში და ყველგან, სადაც ზემძლავრ გამოთვლებზე წინ ენერგიის დაზოგვა დგას. ამასობაში AMD-მაც მოაჩოჩა თავისი Fusion-ის პირველი წარმომადგენელი - პლატფორმა "Brazos", მორიდებით ჩაახველა და დაბალი ხმით დაიწყო მოყოლა:
"AMD Brazos გულისხმობს APU ჩიპს, რომელშიაც გაერთიანებული იქნება:
პროცესორი - ერთ ან ორბირთვიანი 40nm-იანი Ontario, ან Zacate, 64-ბიტიანი ბრძანებათა ნაკრებით, DDR3-1066MHz მეხსიერების მხარდაჭერითა და 9/18 ვატი ენერგომოხმარებით.
ვიდეოჩიპი - 40nm-იანი Mobility Radeon HD 6xxx, Cedar გრაფიკული ბირთვით, 80 სტრიმ პროცესორითა და UVD-3 ვიდეო დეკოდერით.
Brazos-ს ექნება "Houdson-M1" ჩიპსეტი."
მორიდებულმა მწვანემ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ოთხი მოდელის პროცესორი წარმოგვიდგინა. ესენია E-240 და E-350 Zacate ოჯახიდან და C-30 და C-50 Ontario ოჯახიდან. მათ მონაცემებს ცხრილში ხედავთ:
თავის მცირერიცხოვან მომხმარებელზე მზრუნველმა AMD-მ გადაწყვიტა ზაკატესთვის "E" ასო მიენიჭებინა, ხოლო ონტარიოსთვის - "C", რათა მომხმარებელს არ გაჭირვებოდა მათი ერთმანეთისგან გარჩევა.
ამის შემდეგ AMD განზე გადგა და ht4u.net-ის ინჟინრებს თავისი ნაწარმის ტესტირების საშუალება მისცა. ht4u.net გერმანული საიტია და ალბათ იქ ყველამ იცის რომელ სოკეტზე რომელი პროცესორი დგება, ამიტომ ქაოტურად გადმოყარეს ტესტებში მონაწილე სისტემების კომპონენტები:
პროცესორები
E-350: B0 stepping, 1.6 GHz, 2x DDR3-1066 (4GB) (ეს ის პროცესორია, რომელიც განსაკუთრებით გვაინტერესებს)
Athlon X2 240e (AM3), C2 stepping, 2.8 GHz, 2x DDR3-1333 (4GB)
Athlon 64 X2 5000 + Black Edition, G2 Stepping, 2.6 GHz, 2x DDR2-800 (4GB)
G620 Pentium (Socket 1155) D2-stepping, 2.6 GHz, no turbo, no HT, 2x DDR3-1066 (4GB)
Pentium G6950 (base 1156) C2 stepping, 2.8 GHz, no turbo, no HT, 2x DDR3-1066 (4GB)
Pentium Dual-Core E6300 (Socket 775) R0 Stepping, 2.8 GHz, FSB 1066 MHz, 2x DDR2-800 (4GB)
Atom D525: B0 stepping, 1.8 GHz, 2 cores, Hyper active, 1x DDR3-800 (2GB) (ეს კი იმ პროცესორის მთავარი კონკურენტი)
ეს ორი ძირითადი კონკურენტის CPU-z სკრინები:
დედადაფები
ASUS E35M1 M-Pro (Brazos) system (ჩვენ ეს გვაინტერესებს)
ASUS M4A89GTD Pro/USB3 (AM3)
Gigabyte MA790GP-UD4H (Socket AM2 +)
MSI H57M-ED65 (Socket 1156)
Gigabye H67A-UD3 (Socket 1155)
MSI P45 Platinum (Socket 775)
Intel D525MW (ესეც კონკურენტი)
ესეც AMD-სა და Intel-ის დედადაფები, ზედ დამაგრებული პროცესორებით:
რატომღაც AMD-მ Intel-ის ფერი დედადაფა მოირგო, ხოლო Intel-მა - AMD-ს ფერი. როგორც ჩანს ht4u თავ-გზას გვიბნევს.
ვიდეოდაფები:
MSI Radeon HD 6950
Sapphire Radeon HD 5450
Radeon HD 6310 (E-350-ში ინტერგირებული)
HD Intel GMA (Pentium G6950-ში ინტეგრირებული)
Intel HD (Pentium G620-ში ინტეგრირებული)
Radeon HD 4250 (AMD 890GX ჩიპსეტში ინტეგრირებული)
რატომღაც ტესტში Nvidia-ს ერთი ვიდეოდაფაც კი არ ფიგურირებს. ალბათ გერმანელებს არ უყვართ Nvidia... ან პირიქით, Nvidia-ს არ უყვარს გერმანელები.
-------------------------------------------------------------------------------------
სანამ უშუალოდ ტესტზე გადავიდოდე, მინდა შემოგთავაზოთ AMD Zacate-ს არქიტექტურის განხილვა. სურათზე ხედავთ Zacate პროცესორის სქემას:
ეს კი ჩიპის ნამდვილი სურათია:
მარცხნივ ორი ბირთვია თავის კეშებით, ცენტრში ვიდეოჩიპი, ხოლო მარჯვნივ - მეხსიერების ინტერფეისი.
რაც შეეხება "აღმასრულებელ" ერთეულებს, მათ წარმოადგენს გასაიდუმლოებული სიდიდის ფიზიკური რეესტრის ფაილი (PRF), მისამართის გენერატორი (AGU), მისი ჩამტვირთველი (LAGU), შემნახველი (SAGU)...
ამ აგუ-საგუ-ლაგუზე რატომღაც "არაჩვეულებრივი გამოფენა" გამახსენდა... "ფერმის გამგე ალექსი, ბიბლიოთეკარი აპექსი, ბახოსი, მისი ვაჟი ამბროსი" და მთავარ თემასაც გადავუხვიე... ჰო... რათქმაუნდა აქვეა ორი კინკილა არითმეტიკულ-ლოგიკური ერთეული ALU, რომელიც საერთო ხმოვანებაში დიდად ვერ ეწერება, მაგრამ მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს დაკისრებული.
აქვეა სოსიალა წერტილ... უკაცრავად, მოძრავწერტილიანი (თუ რა ქვია კი აღარ მახსოვს, ჯამბომ იცოდა, მერე ლექსიკონშიც ჩავწერე, მაგრამ ლექსიკონს ვეღარ მივაგენი ფორუმზე, სად წაიღეს კაცმა არ იცის... მაგრამ თქვენ ხომ მაინც ფეხებზე გკიდიათ ) გამოთვლების ერთეულები. ესეც ორი ცალი და თანაც მხოლოდ 64-ბიტიანი. დანარჩენის გადმოკაკვლა მეზარება და თუ ვინმეს აინტერესებს, წაიკითხოს გრაფიკზე (ზემოთ ხატია). ესეც მეორე გრაფიკი. გამგები გაიგებს, არ გამგებმა კიდევ მკითხოს და ავუხსნი, მთავარია დაინტერესება დამანახოთ!
აი ეს კი პაიპლაინის აგებულება გახლავთ:
რაც შეეხება გრაფიკულ ბირთვს, ეს გახლავთ AMD Radeon HD 6310, აი მისი GPU-z, სადაც მონაცემების ამოკითხვა შეგიძლიათ:
ამ ჩიპს აქვს UVD 3.0 მოდელის უნიფიცირებული დეკოდერი, რომელიც სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად 3D ბლუ-რეი ფილმების დეკოდირების საშუალებას იძლევა. რათქმაუნდა ეს კარგია, რადგან AMD-ს ქმნილება მულტიმედია მოწყობილობებისთვის და მცირე HTPC-ებისთვისაც ხდება გამოსადეგი. თამაშებში წარმადობა კი ასეთია:
რათქმაუნდა ასეთი წარმადობა გასაკვირი არცაა პროცესორის და ვიდეოჩიპის სისუსტის გამო. თუ დაუკვირდებით, E-350-თან AMD-ს ერთ-ერთი ფლაგმანი 6950-იც ვერ ავლენს საკუთარ პოტენციალს. E-350-ზე თამაში სისულელეა როგორც ინტეგრირებულ, ასევე დისკრეტულ (ანუ ჩვეულებრივი ენით რომ ვთქვათ, "კლასიკურ") ვიდეოდაფაზეც, რადგან პროცესორის დაბალი სიმძლავრე და PCI-Express x4 სლოტი ყველანაირად შეგზღუდავთ. სამაგიეროდ თამაშებში სისუსტე დაბალ ენერგომოხმარებად მოგიბრუნდებათ (ზოგი ჭირი მარგებელია ):
ენერგომოხმარება დაუტვირთავი სისტემისთვის:
ენერგომოხმარება დატვირთული სისტემისთვის (Linpack-ზე):
ენერგომოხმარება დატვირთული სისტემისთვის (Furmark-ზე):
ენერგომოხმარება დატვირთული სისტემისთვის (Linpack და Furmark):
ახლა კი იხილეთ პროცესორის ე.წ. "სინთეტიკური" ბენჩმარკები, სადაც პროცესორის წარმადობა ჩანს ხოლმე:
წარმადობის "საშუალო არითმეტიკული":
-------------------------------------------------------------------------------------
დასკვნისმაგვარი
რა გითხრათ ხალხო, რით გაგახაროთ, ვერ დაგვემართა კარგი ამბავი . AMD-ს ქმნილება ბრმა, კოჭლი, ყრუ და მუნჯი აღმოჩნდა
არ მითხრათ ახლა "AMD-სგან უკეთესს ველოდითო", მაინც არ დაგიჯერებთ დარწმუნებული ვარ, ეს პლატფორმა თავის ადგილს იპოვის იქ, სადაც საჭიროა. თანაც ნახეთ, რა სიმპატიურად გამოიყურება:
ეს კი პლატფორმის ზოგიერთი ვერსიის მახასიათებლები და ფასია:
ხედავთ რა მიმზიდველად გამოიყურება და რა მიმზიდველი ფასები აქვს
-------------------------------------------------------------------------------------
Brazos-ი AMD Fusion-ის პირველი წარმომადგენელია. მას მოგვიანებით უნდა მოჰყვეს 32 ნანომეტრიანი Llano, კიდევ უფრო გვიან - 28 ნანომეტრიანი Wichita და Krishna, ხოლო გვიანზე უფრო გვიან - 32 ნანომეტრიანი Trinity. იმედია ეს პროცესორები Zacate-სა და Ontario-ზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ.
გმადლობთ ყურადღებისთვის.
P.S. ამ AMD-მ ვერ ისწავლა სახელების დარქმევა რა
http://translate.google.com/translate?hl=en&sl=de&tl=en&u=http%3A%2F%2Fht4u.net%2Freviews%2F2011%2Famd_zacate_e350_review%2F