გიო, მართალს ამბობენ ბიჭები, i3 ჯობია, Q9300-ის 775 სოკეტი მორალურად მოძველდა უკვე, Intel-მა მაგის შემდეგ ორი თაობის "საშუალო" და ერთი თაობის "მაღალი დონის" პლატფორმები გამოუშვა და ძველზე რაღატომ უნდა დარჩე
მესმის რამე ძლიერი მაზერი რომ გქონდეს, რომ კარგად არაზგონო, იმ შემთხვევისთვის კიდევ შეიძლებოდა დაფიქრება Q9300-ზე, მაგრამ G41 ჩიპსეტის მაზერზე არ გამოვა ეგ ამბავი... მოითმინე ცოტა და გადადი i3-ზე პირდაპირ.
ამ კითხვას რაც შეეხება, რათქმაუნდა 1155 სოკეტი ჯობია, უფრო ახალი პროცესორები მაგისებია, უფრო ძლიერებია, ზუსტად არ მახსოვს, თუ არ ვცდები 1156-ის პროცესორების შესაბამის მოდელებს 20 პროცენტით სჯობიან...
მაგრამ მანდ მეორე მომენტია, თუ რაზგონს აპირებ, 1156-ის აიღო ჯობია იმიტომ, რომ 1155-ის i3-ები არ რაზგონდება.