მოგესალმებით
ცოტა არ იყოს უცნაურ პრობლემას წავაწყდით Inno3D-ს წარმოების 9800-ზე.
ფოტო:
ლინკი:
http://inno3d.com/products/graphic_card/gf9/9800gt.htm
პრობლემა მდგომარეობს შემდეგში:
ვიდეო ნორმალურად მუშაობს მხოლოდ იმ დრაივერზე, რომელიც მოყვა თავად ვიდეოდაფას, CD-ზე ჩაწერილი. ნებისმიერი მომდევნო ვერსიის დრაივერზე ვიდეო ყრის არტეფაქტებს და თუ დროზე არ გაითიშა, ყველაფერი BSOD-ით სრულდება...
კვების ბლოკი გამორიცხულია, რადგან 750-იან Corsair-ზე მუშაობს. ასევე არანაირი პრობლემა (არტეფაქტები) არ არის FurMark-ის ტესტში.
თქვენი აზრით რის ბრალი შეიძლება იყოს?
P.S. კარგი იქნება პრობლემის გადაჭრაში თუ დაგვეხმარებით, რადგან "თანდაყოლილი" დრაივერი "1xx" სერიისაა და ახალ "275" სერიის დრაივერი ბევრად მეტ fps-ს იძლევა.
წინასწარ გმადლობთ.